პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
№18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა
№18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

№18 მსჯავ­რდე­ბულ­თა და ბრალ­დე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 47 წლის მსჯავ­რდე­ბუ­ლი შიდსით გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, პა­ტი­მა­რი გ.ს. რე­ა­ნი­მა­ცი­ის და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დღეს დი­ლით და­ი­ღუ­პა.

"№18 მსჯავ­რდე­ბულ­თა და ბრალ­დე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მა­რი 2013 წლის 3 იან­ვარს, დი­ლის 04:30 სა­ათ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს #16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე რი­ცხუ­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრი­დან, დი­აგ­ნო­ზით: აივ ინ­ფექ­ცია (შიდსი) C3 სტა­დია, პნევ­მო­ცის­ტუ­რი პნევ­მო­ნია, აივ ასო­ცი­რე­ბუ­ლი გან­ლე­ვის სინ­დრო­მი, ტერ­მი­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ქრო­ნი­კუ­ლი ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი, ფილ­ტვის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი მგბ(-) უარ­ყო­ფი­თი, იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის შემ­დგო­მი ნარ­ჩე­ნი მოვ­ლე­ნე­ბი, მარ­ცხე­ნამ­ხრი­ვი ჰე­მი­პა­რე­ზის სა­ხით, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა. სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სდა ანეს­თე­ზია-რე­ა­ნი­მა­ცი­ი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც ჩა­უ­ტარ­და რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბი­სა, სამ­წუ­ხა­როდ პა­ტიმ­რის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პა­ცი­ენ­ტი 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც მძი­მე, გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და შეყ­ვა­ნი­ლი იყო სი­ა­ში, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრმა პრე­ზი­დენტს გა­და­უგ­ზავ­ნა, მაგ­რამ მსჯავ­რდე­ბულ­მა გ.ს. თა­ვად თქვა უარი შე­წყა­ლე­ბა­ზე.

"ამას­თა­ნა­ვე, გ.ს-ს ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თვით­ნე­ბუ­რად ჰქონ­და შე­წყვე­ტი­ლი შიდსის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მკურ­ნა­ლო­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც შე­სა­ბა­მი­სი ჩა­ნა­წე­რი და პა­ცი­ენ­ტის წე­რი­ლო­ბი­თი უარი და­ტა­ნი­ლია მის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში", - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი სამ­ჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი, პირ­ვე­ლად სას­ჯელს იხ­დი­და სა­ქარ­თვე­ლოს სსკ.177 მუხ­ლის, II ნა­წი­ლის, "ა,ბ" პუნ­ქტის, მე­ო­რედ სსკ 178 მუხ­ლის III ნა­წი­ლის "ა" პუნ­ქტის, მე­სა­მედ სსკ 273 მუხ­ლის თა­ნახ­მად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ უკვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არი­ან გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

№18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

№18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

№18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში  47 წლის მსჯავრდებული შიდსით გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, პატიმარი გ.ს. რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დღეს დილით დაიღუპა.

"№18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი 2013 წლის 3 იანვარს, დილის 04:30 საათზე გადაიყვანეს #16 დაწესებულებაზე რიცხული ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიდან, დიაგნოზით: აივ ინფექცია (შიდსი) C3 სტადია, პნევმოცისტური პნევმონია, აივ ასოცირებული განლევის სინდრომი, ტერმინალური მდგომარეობა, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი, ფილტვის ტუბერკულოზი მგბ(-) უარყოფითი, იშემიური ინსულტის შემდგომი ნარჩენი მოვლენები, მარცხენამხრივი ჰემიპარეზის სახით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, სამწუხაროდ პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, პაციენტი 2012 წლის ნოემბერში იდენტიფიცირებული იყო როგორც მძიმე, განუკურნებელი სენით დაავადებული და შეყვანილი იყო სიაში, რომელიც მინისტრმა პრეზიდენტს გადაუგზავნა, მაგრამ მსჯავრდებულმა გ.ს. თავად თქვა უარი შეწყალებაზე.

"ამასთანავე, გ.ს-ს ბოლო თვეების განმავლობაში თვითნებურად ჰქონდა შეწყვეტილი შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობა, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი და პაციენტის წერილობითი უარი დატანილია მის სამედიცინო დოკუმენტაციაში", - აღნიშნავენ უწყებაში.

გარდაცვლილი მსჯავრდებული სამჯერ იყო ნასამართლევი, პირველად სასჯელს იხდიდა საქართველოს სსკ.177 მუხლის, II ნაწილის, "ა,ბ" პუნქტის, მეორედ სსკ 178 მუხლის III ნაწილის "ა" პუნქტის, მესამედ სსკ 273 მუხლის თანახმად.

აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები.

გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით დანიშნულია ექსპერტიზა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ