საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გლდანის ხიდის ქვეშ
რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გლდანის ხიდის ქვეშ

პირ­ვე­ლად იყო... უდაბ­ნო, სა­დაც მარ­ტო­ხე­ლა ქარი და­ბო­რი­ა­ლებ­და. გა­დი­ო­და დრო. ვი­თარ­დე­ბო­და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, იზ­რდე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში, რა­მაც უდაბ­ნოს და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლად გა­დაქ­ცე­ვას შე­უ­წყო ხელი და იშვა იგი - გლ­და­ნი...

თე­მურ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, არ­ქი­ტექ­ტო­რი:

- დე­და­ქა­ლა­ქის საბ­ჭომ საპ­რო­ექ­ტო ინ­სტი­ტუტს "თბილ­ქა­ლაქპ­რო­ექტს" გლ­და­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა და­უკ­ვე­თა. მა­შინ მხო­ლოდ 27 წლის ვი­ყა­ვი და ზო­ნა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის სის­ტე­მა­ში, იმა­ვე "თბილზ­ნეპ­ში" ვმუ­შა­ობ­დი არ­ქი­ტექ­ტორ-დამ­გეგ­მა­რებ­ლად. მივ­ხვდი, რომ შან­სი მო­მე­ცა, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მევ­ლი­ნა და ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე, უნი­ვერ­სა­ლუ­რი ქა­ლა­ქის შექ­მნა გა­დავ­წყვი­ტე. ქა­ლა­ქის, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა მო­იყ­რი­და თავს. XX სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი იწუ­რე­ბო­და და ახალ პრო­ექტს ტრი­უმ­ფით უნდა შე­ე­ღო 70-ია­ნე­ბის კარი. პრო­ექ­ტი მო­ვამ­ზა­დე და მოს­კოვ­ში გავ­გზავ­ნე და­სამ­ტკი­ცებ­ლად. მოხ­და ისე, რომ ჩემ­მა პრო­ექ­ტმა დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია და კო­მი­სი­ამ, რო­მელ­შიც თბი­ლი­სის იმ­დრო­ინ­დე­ლი მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი, ვანო ჩხენ­კე­ლი შე­დი­ო­და, ერ­თსუ­ლოვ­ნად გას­ცა მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნე­ბარ­თვა. ამის შემ­დეგ, "თბილზ­ნე­პი­დან" უეც­რად "თბილ­ქა­ლაქპ­რო­ექ­ტში" აღ­მოვ­ჩნდი, სა­დაც ჩემი პრო­ექ­ტის პრაქ­ტი­კუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო. გა­რე­უბ­ნე­ბის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდამ გა­მო­იწ­ვია, ეს კი თა­ვის მხრივ, - ფაბ­რი­კა-ქარ­ხნე­ბის გახ­სნამ და რა­ი­ო­ნე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ქა­ლაქ­ში მა­სობ­რივ­მა გა­დი­ნე­ბამ. მა­ნამ­დე კი ჩვენ ყვე­ლა­ნი, პა­წა­წი­ნა ძველ თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დით...

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ჩემი მი­ზა­ნი, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბის შექ­მნა იყო, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა მო­იყ­რი­და თავს: მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა, სა­პა­რიკ­მა­ხე­რო, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი. ყვე­ლა ეს ობი­ექ­ტი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ ხიდ­ზე გან­ვა­თავ­სე. შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის და სკე­იტ­ბორ­დით მოს­რი­ა­ლე ბავ­შვე­ბის­თვის, ხიდ­ზე შიდა პან­დუ­სიც გა­კეთ­და. ასე­თი ხი­დის აშე­ნე­ბა ფლო­რენ­ცი­ა­ში, მდი­ნა­რე არ­ნო­ზე გა­დე­ბულ­მა ცნო­ბილ­მა ნა­გე­ბო­ბამ - "პონ­ტე ვე­კი­ომ" შთა­მა­გო­ნა, რო­მე­ლიც 1345 წელს ააგო არ­ქი­ტექ­ტორ­მა ნერი დი ფი­ორ­ვან­ტიმ და მას­ზე სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზია და ოქ­რომ­ჭე­დელ­თა სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი გა­ნა­თავ­სა. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჩემ­მა ქმნი­ლე­ბამ თა­ვი­სი პირ­ვან­დე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და­კარ­გა. ვი­ღა­ცამ მას­ში სას­ტუმ­რო გახ­სნა, ვი­ღა­ცამ - ვა­ლუ­ტის გა­და­სა­ხურ­და­ვე­ბე­ლი ჯი­ხუ­რი... მისი აშე­ნე­ბი­სას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რამ მოხ­და: მი­წის ქვეშ, დამ­წვა­რი სოფ­ლის ნა­მო­სახ­ლა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, კერ­ძოდ კი - ეკ­ლე­სი­ის ფუძე. მო­ვიწ­ვი­ეთ არ­ქე­ო­ლო­გე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­თხრე­ბი და­ი­წყეს და ამ ფუ­ძის ქვე­და შრე­ებ­ში წარ­მარ­თუ­ლი ხა­ნის სა­მარხს მი­აკ­ვლი­ეს, რა­ზეც მჯდო­მა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­მარ­ხუ­ლი ქა­ლის საფ­ლა­ვი მე­ტყვე­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ფაქ­ტის­თვის მა­შინ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვი­ათ, რად­გან მთა­ვა­რი გლ­და­ნის აშე­ნე­ბა იყო.

გლ­და­ნის პირ­ველ­მო­სახ­ლე­ე­ბი, ახ­ლან­დე­ლი სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, "ბა­რა­კებ­ში", უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. მათ რი­გებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რი­ყე­ზე წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად დატ­ბო­რი­ლი სახ­ლე­ბი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი შე­უ­ერ­თდა. თა­ვი­დან, ისი­ნი უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ. კორ­პუ­სებ­ში წყა­ლი არ მი­ე­წო­დე­ბო­დათ და მისი ზიდ­ვა ეზო­დან, ვედ­რო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უწევ­დათ. ტრან­სპორ­ტი­თაც არ იყ­ვნენ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი, - გლ­დან­ში მეტ­როც გა­ცი­ლე­ბით გვი­ან აშენ­და. აუ­შე­ნე­ბე­ლიც ბევ­რი დარ­ჩა. ერთ-ერთი - ბერ­ძნუ­ლი ამ­ფი­თე­ატ­რის მაგ­ვა­რი ნა­გე­ბო­ბაა, სა­დაც კონ­ცერ­ტე­ბი­სა და თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. დღეს მის ად­გი­ლას ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის პარ­კია. და­გეგ­მი­ლი იყო აგ­რეთ­ვე სა­პარ­კინ­გო სის­ტე­მის მო­წყო­ბა, მაგ­რამ სა­მო­ხე­ლეო სტრუქ­ტუ­რამ, რო­მელ­მაც მიკ­რო­რა­ი­ო­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აიღო ხელ­ში, პარ­კინ­გი არ მო­ა­წყო, რა­მაც ხალ­ხს კორ­პუ­სე­ბის წინ უშნო ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბის აგე­ბის­კენ უბიძ­გა.

დღეს გლ­და­ნი ყვე­ლა იმ ატ­რი­ბუ­ტით არის აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რია: კი­ნო­თე­ატ­რი, თე­ატ­რი, კა­ზი­ნო, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი, ბან­კე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი, სკო­ლე­ბი და... ცნო­ბი­ლი "გლ­და­ნის შა­ურ­მა". რა ასა­კის ადა­მი­ანს არ ნა­ხავთ აქ?! ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბ­ნი­დან მო­დი­ან, რათა სწრა­ფი კვე­ბის ეს სა­ოც­რე­ბა და­ა­გე­მოვ­ნონ. 36 წლის გელა აქ ყო­ველ­დღე და­დის. მეტ­რო­სად­გურ "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­კან­ცე­ლა­რიო მა­ღა­ზი­ას ფლობს და შიმ­შილს მხო­ლოდ და მხო­ლოდ "გლ­და­ნის შა­ურ­მით" იკ­მა­ყო­ფი­ლებს.

გელა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოს­კო­ვი­დან 3 წლის წინ ჩა­მო­ვი­და. ახ­ლობ­ლის რჩე­ვით, ბინა გლ­დან­ში იქი­რა­ვა და მი­სი­ვე რჩე­ვით, სარ­ფი­ა­ნი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბაც წა­მო­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში გა­და­ბარ­გდა სა­ცხოვ­რებ­ლად: ამ­ბობს, - მე­გო­ბარ­მა მირ­ჩია უზ­ნა­ძე­ზე გა­დას­ვლა, ბავ­შვე­ბი ქა­ლა­ქის სკო­ლა­ში მი­ი­ღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბა­სო... მაგ­რამ მა­ღა­ზია არ და­უ­ხუ­რავს: გლ­დან­ში ვაჭ­რო­ბა კარ­გად მი­დის.

მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ალი­ო­ნა ბე­ლა­ია კი გლ­და­ნის ძვე­ლი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია. და­ახ­ლო­ე­ბით 35 წლის წინ და­სახ­ლდა აქ (შვი­ლის ასა­კით ან­გა­რი­შობს).

ალი­ო­ნა ბე­ლა­ია:

- თა­ვი­დან, რო­დე­საც მეტ­რო არ იყო გაყ­ვა­ნი­ლი, მეტ­რო­სად­გურ "დი­დუ­ბემ­დე" ავ­ტო­ბუ­სი­თა და ტრამ­ვა­ით მივ­დი­ო­დით. მეტ­როს აშე­ნე­ბამ გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მა მოხ­სნა და გლ­დან­მაც აყ­ვა­ვე­ბა და­ი­წყო.

- წყლის მო­წო­დე­ბის პრობ­ლე­მა თუ გქო­ნი­ათ?

- მე მე­სა­მე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ და მსგავ­სი პრობ­ლე­მა 35 წლის წი­ნაც არ მქო­ნია, მაგ­რამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან მსმე­ნია, რომ ხალ­ხს მერ­ვე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში წყა­ლი დღე­საც გრა­ფი­კით მი­ე­წო­დე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, აქ ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, უბ­რა­ლოდ ვწუხ­ვარ, რომ "სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი" გათ­ბო­ბის სის­ტე­მა მო­ი­შა­ლა. სხვა მხრივ, ძა­ლი­ან მომ­წონს. და­მი­ჯე­რეთ, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი აქ ყვე­ლა­ზე ია­ფია. ყო­ველ­დღე ვა­კი­თხავ ჩემს შვილს, რო­მე­ლიც მთაწ­მინ­და­ზე ცხოვ­რობს და სა­ჭი­რო ნივ­თებ­სა და პრო­დუქტს აქე­დან ვაწ­ვდი.

- ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გა­დას­ვლა არ გინ­დათ?

- უი, რას ამ­ბობთ?! არას­დროს დავ­ტო­ვებ აქა­უ­რო­ბას (ეცი­ნე­ბა).

- რა­მეს შეც­ვლი­დით გლ­დან­ში?

- (ფიქ­რობს) არც არა­ფერს. მე პი­რა­დად ქა­ლა­ქის ეს ნა­წი­ლი ვარ­კე­თილს მირ­ჩევ­ნია. აქვე ტბაც არის, რო­მე­ლიც ამ ზა­ფხულს "გა­ნა­ახ­ლეს", - ჩემ­მა შვილ­მა წა­მიყ­ვა­ნა. რა თქმა უნდა, შეს­ვლა ფა­სი­ა­ნია, სა­მა­გი­ე­როდ, "მე­ფუ­რად" ბა­ნა­ობ და ირუ­ჯე­ბი.

თუმ­ცა, ზოგი სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობს.

ნა­თია (38 წლის):

- სამი შვი­ლი მყავს და ჩემ­თვის მთა­ვა­რი - სუფ­თა და უსაფრ­თხო გა­რე­მოა. ჩემი კორ­პუ­სის წინ ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბის გრძე­ლი რი­გია. რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ნიშ­ნე მათ ქვეშ შემ­ძვრა­ლი მღრღნე­ლე­ბი. ავ­ტო­ფა­რე­ხებს არ მოშ­ლი­ან?.. ში­შით ბავ­შვებს ვერ ვუშ­ვებ მარ­ტო­ებს ეზო­ში.

დათო, 35 წლის:

- 3 თვეა, რაც აქ ვარ. მერ­ვე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ. დღეს მე­გო­ბარს სა­ძი­ლე აბი გა­მო­ვარ­თვი იმი­ტომ, რომ სხვა­ნა­ირ, აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას ვარ მიჩ­ვე­უ­ლი. აქ დეპ­რე­სია და­მე­წყო. და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლია, რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ. უბ­რა­ლოდ მინ­დო­და, სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­ში­რი არ გა­მე­წყვი­ტა, ფული გა­მოვგზავ­ნე და ნა­თე­სავს და­ვა­ბა­რე, ბინა ეყი­და სად­მე. მან გლ­დან­ში მი­ყი­და, თა­ნაც - მერ­ვე­ში. მთე­ლი დღე ჭერ­ში ვი­ყუ­რე­ბი და ბუ­ზებს ვით­ვლი, ღა­მით კი ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ.

- და­საქ­მე­ბა არ გიც­დია?

- და­საქ­მე­ბუ­ლი არც პი­ტერ­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ისე­თი ქა­ლა­ქია, სახ­ლში მჯდარ­საც რა­ღაც­ნა­ი­რი, "მუ­დამ მოძ­რა­ო­ბის" გან­ცდა გაქვს. იქ ცხოვ­რე­ბა ღა­მით იწყე­ბა - კლუ­ბე­ბი, დის­კო­თე­კე­ბი... აქ მე­გობ­რე­ბიც არ მყავს. თუ მყავს, ისი­ნი კლუ­ბებს არ სწყა­ლო­ბენ, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან და იმი­ტომ.

- რას შეც­ვლი­დი გლ­დან­ში?

- რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ გა­სარ­თობ ობი­ექტს გავ­ხსნი­დი.

და­ვინ­ტე­რეს­დი, თბი­ლი­სის სხვა უბან­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ იცხოვ­რებ­დნენ გლ­დან­ში.

ანა, 23 წლის:

- გლ­დან­ში? (ძა­ლი­ან ბევ­რი დრო დას­ჭირ­და პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად) აუ, არ ვიცი, ალ­ბათ... არ მი­ფიქ­რია ამა­ზე და პა­სუ­ხის გა­ცე­მა მი­ჭირს. ალ­ბათ კი, არა?.. (გვერ­დით მდგომ მე­გო­ბარს უყუ­რებს, რო­მელ­საც მა­სა­ვით უჭირს ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა).

ეთე­რი, 47 წლის:

- რა­ტო­მაც არა?! სა­დაც კარგ პი­რო­ბებ­სა და ევ­რო­რე­მონ­ტი­ან ბი­ნას შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ, ყველ­გან ვი­ცხოვ­რებ.

ცოტ­ნე, 29 წლის:

- ჩემი ოჯა­ხის ლა­მის 10 თა­ო­ბა ვე­რე­ლი იყო და მეც ვე­რე­ლად მოვ­კვდე­ბი. ამი­ტომ, სა­დაც უნდა და­მი­დოთ ოქ­როს ზო­დე­ბი, არ გა­და­ვალ, მით უმე­ტეს - გა­რე­უ­ბან­ში.

ისე, ვე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი გა­მახ­სენ­და: თურ­მე მრა­ვა­ლი წლის წინ, მა­შინ, რო­დე­საც თბი­ლი­სი ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, ვერა მის გა­რე­უბ­ნად ით­ვლე­ბო­და და იქ მხო­ლოდ სა­საფ­ლა­ო­ე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. მერე ქა­ლა­ქი გა­ი­ზარ­და და ვე­რაც შუ­ა­ში მო­ექ­ცა. ყვე­ლა­ფე­რი დრო­ის სა­კი­თხია. ახლა კი გავ­ბე­დავ, გა­ვი­მე­ო­რებ და ძვე­ლი, და­ვით სო­კო­ლო­ვი­სე­უ­ლი, მრა­ვა­ლი წლის წინ წარ­მოთ­ქმუ­ლი ფრა­ზით დავ­ტო­ვებ "მე­გობ­რო­ბის ქა­ლაქს", რო­მელ­საც ჯერ კი­დევ ვერ შე­უც­ვლია სა­მუ­შაო ხა­ლა­თი სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­მო­სით: "ის კი­დევ შე­იც­ვლის ფერს, გა­ლა­მაზ­დე­ბა, მო­ირ­თვე­ბა ყვა­ვი­ლე­ბით, აივ­სე­ბა ბავ­შვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლით. მისი ცხოვ­რე­ბა, ხომ მხო­ლოდ ახლა იწყე­ბა"...

ქეთი ნი­კო­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გლდანის ხიდის ქვეშ

რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გლდანის ხიდის ქვეშ

პირველად იყო... უდაბნო, სადაც მარტოხელა ქარი დაბორიალებდა. გადიოდა დრო. ვითარდებოდა ტექნოლოგიები, იზრდებოდა მოსახლეობის რაოდენობა დედაქალაქში, რამაც უდაბნოს დასახლებულ ადგილად გადაქცევას შეუწყო ხელი და იშვა იგი - გლდანი...

თემურ ბოჭორიშვილი, არქიტექტორი:

- დედაქალაქის საბჭომ საპროექტო ინსტიტუტს "თბილქალაქპროექტს" გლდანის ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმა დაუკვეთა. მაშინ მხოლოდ 27 წლის ვიყავი და ზონალური ექსპერიმენტული დაგეგმარების სისტემაში, იმავე "თბილზნეპში" ვმუშაობდი არქიტექტორ-დამგეგმარებლად. მივხვდი, რომ შანსი მომეცა, საკუთარი შესაძლებლობები გამომევლინა და ულტრათანამედროვე, უნივერსალური ქალაქის შექმნა გადავწყვიტე. ქალაქის, სადაც მოსახლეობის დასაქმებისთვის საჭირო ყველა სტრუქტურა მოიყრიდა თავს. XX საუკუნის 60-იანი წლები იწურებოდა და ახალ პროექტს ტრიუმფით უნდა შეეღო 70-იანების კარი. პროექტი მოვამზადე და მოსკოვში გავგზავნე დასამტკიცებლად. მოხდა ისე, რომ ჩემმა პროექტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და კომისიამ, რომელშიც თბილისის იმდროინდელი მთავარი არქიტექტორი, ვანო ჩხენკელი შედიოდა, ერთსულოვნად გასცა მისი განხორციელების ნებართვა. ამის შემდეგ, "თბილზნეპიდან" უეცრად "თბილქალაქპროექტში" აღმოვჩნდი, სადაც ჩემი პროექტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყო. გარეუბნების განაშენიანების საჭიროება დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ გამოიწვია, ეს კი თავის მხრივ, - ფაბრიკა-ქარხნების გახსნამ და რაიონებიდან მოსახლეობის ქალაქში მასობრივმა გადინებამ. მანამდე კი ჩვენ ყველანი, პაწაწინა ძველ თბილისში ვცხოვრობდით...

როგორც აღვნიშნე, ჩემი მიზანი, ულტრათანამედროვე ქალაქის ტიპის დასახლების შექმნა იყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის საჭირო ყველა სტრუქტურა მოიყრიდა თავს: მაღაზიები, რესტორნები, სამკერვალო ფაბრიკა, საპარიკმახერო, სპორტული დარბაზი. ყველა ეს ობიექტი მრავალფუნქციურ ხიდზე განვათავსე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სკეიტბორდით მოსრიალე ბავშვებისთვის, ხიდზე შიდა პანდუსიც გაკეთდა. ასეთი ხიდის აშენება ფლორენციაში, მდინარე არნოზე გადებულმა ცნობილმა ნაგებობამ - "პონტე ვეკიომ" შთამაგონა, რომელიც 1345 წელს ააგო არქიტექტორმა ნერი დი ფიორვანტიმ და მასზე სხვადასხვა მაღაზია და ოქრომჭედელთა სახელოსნოები განათავსა. სამწუხაროდ, დღეს ჩემმა ქმნილებამ თავისი პირვანდელი დანიშნულება დაკარგა. ვიღაცამ მასში სასტუმრო გახსნა, ვიღაცამ - ვალუტის გადასახურდავებელი ჯიხური... მისი აშენებისას ძალიან საინტერესო რამ მოხდა: მიწის ქვეშ, დამწვარი სოფლის ნამოსახლარი აღმოაჩინეს, კერძოდ კი - ეკლესიის ფუძე. მოვიწვიეთ არქეოლოგები, რომლებმაც გათხრები დაიწყეს და ამ ფუძის ქვედა შრეებში წარმართული ხანის სამარხს მიაკვლიეს, რაზეც მჯდომარე მდგომარეობაში დამარხული ქალის საფლავი მეტყველებს. სამწუხაროდ, ამ ფაქტისთვის მაშინ ყურადღება არ მიუქცევიათ, რადგან მთავარი გლდანის აშენება იყო.

გლდანის პირველმოსახლეები, ახლანდელი სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" ტერიტორიაზე, "ბარაკებში", უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ადამიანები იყვნენ. მათ რიგებს მოგვიანებით, რიყეზე წყალდიდობის შედეგად დატბორილი სახლებიდან ევაკუირებული ხალხი შეუერთდა. თავიდან, ისინი უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. კორპუსებში წყალი არ მიეწოდებოდათ და მისი ზიდვა ეზოდან, ვედროების საშუალებით უწევდათ. ტრანსპორტითაც არ იყვნენ განებივრებულები, - გლდანში მეტროც გაცილებით გვიან აშენდა. აუშენებელიც ბევრი დარჩა. ერთ-ერთი - ბერძნული ამფითეატრის მაგვარი ნაგებობაა, სადაც კონცერტებისა და თეატრალური წარმოდგენების ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი. დღეს მის ადგილას ატრაქციონების პარკია. დაგეგმილი იყო აგრეთვე საპარკინგო სისტემის მოწყობა, მაგრამ სამოხელეო სტრუქტურამ, რომელმაც მიკრორაიონების მშენებლობის ხელმძღვანელობა აიღო ხელში, პარკინგი არ მოაწყო, რამაც ხალხს კორპუსების წინ უშნო ავტოფარეხების აგებისკენ უბიძგა.

დღეს გლდანი ყველა იმ ატრიბუტით არის აღჭურვილი, რომელიც თანამედროვე ცხოვრების თანამგზავრია: კინოთეატრი, თეატრი, კაზინო, სავაჭრო ცენტრი, ბანკები, მაღაზიები, სკოლები და... ცნობილი "გლდანის შაურმა". რა ასაკის ადამიანს არ ნახავთ აქ?! ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მოდიან, რათა სწრაფი კვების ეს საოცრება დააგემოვნონ. 36 წლის გელა აქ ყოველდღე დადის. მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე საკანცელარიო მაღაზიას ფლობს და შიმშილს მხოლოდ და მხოლოდ "გლდანის შაურმით" იკმაყოფილებს.

გელა საქართველოში მოსკოვიდან 3 წლის წინ ჩამოვიდა. ახლობლის რჩევით, ბინა გლდანში იქირავა და მისივე რჩევით, სარფიანი ბიზნესსაქმიანობაც წამოიწყო. მოგვიანებით მაინც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადაბარგდა საცხოვრებლად: ამბობს, - მეგობარმა მირჩია უზნაძეზე გადასვლა, ბავშვები ქალაქის სკოლაში მიიღებენ განათლებასო... მაგრამ მაღაზია არ დაუხურავს: გლდანში ვაჭრობა კარგად მიდის.

მუსიკის მასწავლებელი, ალიონა ბელაია კი გლდანის ძველი მაცხოვრებელია. დაახლოებით 35 წლის წინ დასახლდა აქ (შვილის ასაკით ანგარიშობს).

ალიონა ბელაია:

- თავიდან, როდესაც მეტრო არ იყო გაყვანილი, მეტროსადგურ "დიდუბემდე" ავტობუსითა და ტრამვაით მივდიოდით. მეტროს აშენებამ გადაადგილების პრობლემა მოხსნა და გლდანმაც აყვავება დაიწყო.

- წყლის მოწოდების პრობლემა თუ გქონიათ?

- მე მესამე მიკრორაიონში ვცხოვრობ და მსგავსი პრობლემა 35 წლის წინაც არ მქონია, მაგრამ თანამშრომლებისგან მსმენია, რომ ხალხს მერვე მიკრორაიონში წყალი დღესაც გრაფიკით მიეწოდება. ფაქტობრივად, აქ ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, უბრალოდ ვწუხვარ, რომ "სოციალისტური" გათბობის სისტემა მოიშალა. სხვა მხრივ, ძალიან მომწონს. დამიჯერეთ, საკვები პროდუქტი აქ ყველაზე იაფია. ყოველდღე ვაკითხავ ჩემს შვილს, რომელიც მთაწმინდაზე ცხოვრობს და საჭირო ნივთებსა და პროდუქტს აქედან ვაწვდი.

- ქალაქის ცენტრში გადასვლა არ გინდათ?

- უი, რას ამბობთ?! არასდროს დავტოვებ აქაურობას (ეცინება).

- რამეს შეცვლიდით გლდანში?

- (ფიქრობს) არც არაფერს. მე პირადად ქალაქის ეს ნაწილი ვარკეთილს მირჩევნია. აქვე ტბაც არის, რომელიც ამ ზაფხულს "განაახლეს", - ჩემმა შვილმა წამიყვანა. რა თქმა უნდა, შესვლა ფასიანია, სამაგიეროდ, "მეფურად" ბანაობ და ირუჯები.

თუმცა, ზოგი სხვაგვარად ფიქრობს.

ნათია (38 წლის):

- სამი შვილი მყავს და ჩემთვის მთავარი - სუფთა და უსაფრთხო გარემოა. ჩემი კორპუსის წინ ავტოფარეხების გრძელი რიგია. რამდენჯერმე შევნიშნე მათ ქვეშ შემძვრალი მღრღნელები. ავტოფარეხებს არ მოშლიან?.. შიშით ბავშვებს ვერ ვუშვებ მარტოებს ეზოში.

დათო, 35 წლის:

- 3 თვეა, რაც აქ ვარ. მერვე მიკრორაიონში ვცხოვრობ. დღეს მეგობარს საძილე აბი გამოვართვი იმიტომ, რომ სხვანაირ, აქტიურ ცხოვრებას ვარ მიჩვეული. აქ დეპრესია დამეწყო. დაახლოებით 20 წელია, რუსეთში ვცხოვრობ. უბრალოდ მინდოდა, საქართველოსთან კავშირი არ გამეწყვიტა, ფული გამოვგზავნე და ნათესავს დავაბარე, ბინა ეყიდა სადმე. მან გლდანში მიყიდა, თანაც - მერვეში. მთელი დღე ჭერში ვიყურები და ბუზებს ვითვლი, ღამით კი ფილმებს ვუყურებ.

- დასაქმება არ გიცდია?

- დასაქმებული არც პიტერში ვიყავი, მაგრამ ისეთი ქალაქია, სახლში მჯდარსაც რაღაცნაირი, "მუდამ მოძრაობის" განცდა გაქვს. იქ ცხოვრება ღამით იწყება - კლუბები, დისკოთეკები... აქ მეგობრებიც არ მყავს. თუ მყავს, ისინი კლუბებს არ სწყალობენ, დაოჯახებულები არიან და იმიტომ.

- რას შეცვლიდი გლდანში?

- რაც შეიძლება მეტ გასართობ ობიექტს გავხსნიდი.

დავინტერესდი, თბილისის სხვა უბანში მცხოვრები ადამიანები თუ იცხოვრებდნენ გლდანში.

ანა, 23 წლის:

- გლდანში? (ძალიან ბევრი დრო დასჭირდა პასუხის გასაცემად) აუ, არ ვიცი, ალბათ... არ მიფიქრია ამაზე და პასუხის გაცემა მიჭირს. ალბათ კი, არა?.. (გვერდით მდგომ მეგობარს უყურებს, რომელსაც მასავით უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა).

ეთერი, 47 წლის:

- რატომაც არა?! სადაც კარგ პირობებსა და ევრორემონტიან ბინას შემომთავაზებენ, ყველგან ვიცხოვრებ.

ცოტნე, 29 წლის:

- ჩემი ოჯახის ლამის 10 თაობა ვერელი იყო და მეც ვერელად მოვკვდები. ამიტომ, სადაც უნდა დამიდოთ ოქროს ზოდები, არ გადავალ, მით უმეტეს - გარეუბანში.

ისე, ვერასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ფაქტი გამახსენდა: თურმე მრავალი წლის წინ, მაშინ, როდესაც თბილისი ძალიან პატარა იყო, ვერა მის გარეუბნად ითვლებოდა და იქ მხოლოდ სასაფლაოები იყო განთავსებული. მერე ქალაქი გაიზარდა და ვერაც შუაში მოექცა. ყველაფერი დროის საკითხია. ახლა კი გავბედავ, გავიმეორებ და ძველი, დავით სოკოლოვისეული, მრავალი წლის წინ წარმოთქმული ფრაზით დავტოვებ "მეგობრობის ქალაქს", რომელსაც ჯერ კიდევ ვერ შეუცვლია სამუშაო ხალათი სადღესასწაულო სამოსით: "ის კიდევ შეიცვლის ფერს, გალამაზდება, მოირთვება ყვავილებით, აივსება ბავშვების ჟრიამულით. მისი ცხოვრება, ხომ მხოლოდ ახლა იწყება"...

ქეთი ნიკოლავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"