საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯუმბერ ლეჟავა მორიგი მოგზაურობისთვის ემზადება
ჯუმბერ ლეჟავა მორიგი მოგზაურობისთვის ემზადება

ჯუმ­ბერ ლეჟა­ვა მო­რი­გი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რომ­ლის და­წყე­ბას 2014 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გეგ­მავს. ამ­ბობს, რომ ეს ნა­ბი­ჯი მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის არ არის გა­მიზ­ნუ­ლი, არა­მედ იმის­თვი­საც, რომ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ახა­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­დახ­დე­ნი­ლი მო­რი­გი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბით შე­ავ­სოს. მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას სა­კუ­თარ თავს თით­ქმის ყო­ველ სა­ღა­მოს "აბა­რებ­და ან­გა­რიშს". ანუ ამ­ბებს ყო­ველ­დღი­უ­რად იწერ­და, ყვე­ლა­ფერს დე­ტა­ლუ­რად ინიშ­ნავ­და - რო­გორც ფურ­ცელ­ზე, ისე ფო­ტო­მა­სა­ლის სა­ხით. მო­მა­ვალ­ში სურს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა წიგ­ნე­ბად გა­მო­ი­ცეს, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს მხო­ლოდ მას­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და და­ფი­ნან­სე­ბა სჭირ­დე­ბა...

დღეს­დღე­ო­ბით დღის უმ­თავ­რეს ნა­წილს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ატა­რებს. მუ­შა­ობს, მაგ­რამ ვარ­ჯი­ში იქაც არ ავი­წყდე­ბა. სა­მუ­შაო მა­გი­დის გვერ­დით გი­რე­ბი და ჰან­ტე­ლე­ბი აწყვია, ხოლო კე­დელ­ზე გაკ­რუ­ლია რუკა, რო­მელ­ზეც მის მიერ გან­ვლი­ლი მარ­შრუ­ტია მო­ხა­ზუ­ლი...

გი­ნე­სის არა­ერ­თგზის რე­კორდსმენს მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის გრა­ფი­კი 2016 წლამ­დე უკვე გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს. პირ­ვე­ლი ახა­ლი ოდი­სეა რუ­სე­თის გარ­შე­მო, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებს მო­ი­ცავს, მომ­დევ­ნო წლის რამ­დე­ნი­მე თვე ირანს, ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთს და­ეთ­მო­ბა, ხოლო 2015 წელს ჯუმ­ბერ ლეჟა­ვა სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე წას­ვლას აპი­რებს. სპორ­ტსმე­ნი და მოგ­ზა­უ­რი 2015 წლის ზა­ფხულ­ში 75 წლის ხდე­ბა და თუ ფი­ზი­კუ­რი ფორ­მა ხელს შე­უ­წყობს, უკ­რა­ი­ნელ მოგ­ზა­ურ ლე­ო­ნიდ მი­კუ­ლას­თან ერ­თად სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე ვე­ლო­მო­ბი­ლით იმოგ­ზა­უ­რებს...

- ჯერ­ჯე­რო­ბით პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რი ვარ, ვინც ან­ტარ­ქტი­და­ზე ვე­ლო­სი­პე­დით ჩა­ვი­და. იქ ორ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. მსურ­და მო­მე­სინ­ჯა ან­ტარ­ქტი­დუ­ლი პი­რო­ბე­ბი, რომ სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე ვე­ლო­სი­პე­დით ჩა­ვი­დე. კვლე­ვამ მაჩ­ვე­ნა, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ეს დიდი რის­კის, ძა­ლი­სა და გამ­ძლე­ო­ბის ფა­სად მოხ­დე­ბა. ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი 2006 წელს ჩა­ვა­ტა­რეთ. შე­იქ­მნა კი­დეც ვე­ლო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც "პინგვი­ნი" და­ვარ­ქვით და უკ­რა­ი­ნელ მოგ­ზა­ურ­თან ერ­თად ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვგეგ­მავ­დით, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მოგ­ზა­უ­რო­ბა არ შედ­გა. მსოფ­ლიო გა­მო­ფე­ნა­ზე "ექ­სპო 2006" ჩვენ­მა პრო­ექ­ტმა ოქ­როს დიპ­ლო­მე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა, ყვე­ლა სად­გუ­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლომ არ და­მა­ფი­ნან­სა. მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა 100 ათა­სი იყო, რაც შუ­ა­ზე იყო­ფო­და. უკ­რა­ი­ნე­ლი მოგ­ზა­უ­რი თა­ვის­მა ქვე­ყა­ნამ და­ა­ფინ­ანსა. როცა ნა­ხეს, რომ მე და­ნარ­ჩენ თან­ხას ვერ ვფა­რავ­დი, მი­თხრეს, იქ­ნებ 25 ათა­სი მა­ინც ჩა­დოთ და და­ნარ­ჩენ თან­ხას, ანუ 75 ათასს, ჩვენ დავ­ფა­რავ­თო, მაგ­რამ ამა­ზეც უარი მი­თხრეს. ბო­ლოს უკ­რა­ი­ნა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მო­გზა­უ­რო­ბას მთლი­ა­ნად და­ა­ფი­ნან­სებ­დნენ, თუ მე მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მხო­ლოდ და მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის დრო­შით მი­ვი­ღებ­დი, ამა­ზე უარი გან­ვა­ცხა­დე, ვი­ნა­ი­დან მე თავს ვწი­რავ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და არა სხვა ქვეყ­ნის­თვის. შე­მეძ­ლო ჩემი ცხოვ­რე­ბა კარ­გად ამე­წყო. მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი მსგავ­სი წი­ნა­და­დე­ბა მო­მის­მე­ნია. სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით რომ მე­მოგ­ზა­უ­რა, იყო ლა­პა­რა­კი 7, 12 და 25 მი­ლი­ონ­ზეც, მაგ­რამ ეს არ გა­ვა­კე­თე. ჩემი წას­ვლის მი­ზა­ნი გამ­დიდ­რე­ბა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, ჩემი მი­ზა­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლის გა­ტა­ნა გახ­ლდათ.

- თუ არ ვცდე­ბი, 1993 წელი იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­და­წყვი­ტეთ. რო­დის და რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სად­მი ასე­თი სწრაფ­ვა?

- ამ კუ­თხით ბავ­შვო­ბი­დან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვი­ყა­ვი. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ექ­სკურ­სი­ებ­ზე მას­წავ­ლებ­ლებს მივ­ყავ­დით. პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა XI კლას­ში მქონ­და, რო­დე­საც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხევ­სუ­რე­თი ფე­ხით მო­ვი­ა­რე. ამ­გვა­რი სვლა ინ­სტი­ტუ­ტის პე­რი­ოდ­შიც გაგ­რძელ­და და თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფე­ხით შე­მო­ვი­ა­რე. შემ­დეგ მო­ტო­რო­ლე­რი შე­ვი­ძი­ნე და ასე ვმოგ­ზა­უ­რობ­დი. ვსწავ­ლობ­დი, ვმუ­შა­ობ­დი და შა­ბათ-კვი­რას ბუ­ნე­ბა­ში გავ­დი­ო­დი. სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ხში­რად ვა­ტა­რებ­დი დროს მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტერ­თან არ­სე­ბულ სა­მი­დან ერთ-ერთ, შუა გა­მოქ­ვა­ბულ­ში. პა­რას­კევს სა­ღა­მოს მივ­დი­ო­დი, შა­ბათ-კვი­რას იქ ვრჩე­ბო­დი, იქვე ვვარ­ჯი­შობ­დი, ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი და ორ­შა­ბათ დი­ლას თბი­ლის­ში ვბრუნ­დე­ბო­დი. მა­შინ დედა უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, უმ­ცრო­სი და - გა­თხო­ვი­ლი, ხოლო მამა მა­შინ და­ი­ღუ­პა, წლი­ნა­ხევ­რის რომ ვი­ყა­ვი. ცუდ­ზე არ ვფიქ­რობ­დი და დროს სა­ინ­ტე­რე­სოდ ვა­ტა­რებ­დი. მოგ­ზა­უ­რო­ბამ იმ­დე­ნად გა­მი­ტა­ცა, რომ მო­ტო­რო­ლე­რის შემ­დეგ მო­ტო­ციკ­ლი შე­ვი­ძი­ნე და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ვი­წყე. მის ფარ­გლებს გა­რეთ გას­ვლა იმ დროს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თო­ბა იყო... ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მე­უღ­ლე შე­ვირ­თე. ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ში მხარს მი­ჭერ­და და მეხ­მა­რე­ბო­და.

- თქვენს გა­ტა­ცე­ბას რო­გორ უყუ­რებ­და?

- ჩემს მე­უღ­ლეს ვარ­ჯიშ­ში ხელი არა­სო­დეს შე­უშ­ლია, პი­რი­ქით. ორი ქა­ლიშ­ვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა, სამ­წუ­ხა­როდ, ერთი და­ი­ღუ­პა და დღეს მხო­ლოდ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს. ჩემი უპირ­ვე­ლე­სი ფუნ­ქცია და საზ­რუ­ნა­ვი იყო ოჯა­ხი, რო­მელ­საც უყუ­რა­დღე­ბოდ არა­სო­დეს ვტო­ვებ­დი. მე­ო­რე იყო სამ­სა­ხუ­რი, ხოლო შემ­დეგ უკვე - ვარ­ჯი­ში და მოგ­ზა­უ­რო­ბა. მო­ტო­ციკ­ლე­ტის შემ­დეგ მან­ქა­ნა რომ შე­ვი­ძი­ნე, ჩავ­სვი ჩემი ცოლ-შვი­ლი და მოს­კოვ­ში ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე წა­ვიყ­ვა­ნე. მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი მო­ვა­ტა­რე და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­მოგ­ვი­ვი­და. შემ­დეგ მე­უღ­ლე გარ­და­მეც­ვა­ლა, ბავ­შვე­ბი წა­მო­ი­ზარ­დნენ, და­ბი­ნავ­დნენ... იმ დროს უკვე ძა­ლი­ან მაგ­რად ვვარ­ჯი­შობ­დი. სპე­ცი­ა­ლო­ბით კი­ბერ­ნე­ტი­კო­სი ვარ და სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შა­ოც მქონ­და. ჯერ გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტში ვი­ყა­ვი, სა­ი­და­ნაც სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­დავ­ყავ­დი და ამავდრო­უ­ლად კვლე­ვით სა­მუ­შა­ო­ებ­საც ვე­წე­ო­დი.

- 1987 წელს ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნეთ...

- ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და, ზამ­თარ­ში უშ­ბა­ზე ავ­სუ­ლი­ყა­ვი. სა­ა­მი­სოდ დიდი დატ­ვირ­თვით ვვარ­ჯი­შობ­დი. ერთ კვი­რა დღეს თავი ძა­ლი­ან გა­დავ­ტვირ­თე. მუ­ხათ­გვერ­დში ჩა­ვე­დი სირ­ბი­ლით და იქი­დან ლი­სის ტბა­ზე ავე­დი. ტბა­ზე გო­გირ­დის აბა­ნო იყო და გა­ხუ­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მით ცხელ წყალ­ში ჩა­ვე­დი. ტემ­პე­რა­ტუ­რა 60 გრა­დუ­სამ­დე იქ­ნე­ბო­და, ად­ვი­ლად კი ავი­ტა­ნე, მაგ­რამ ამან კი­ნა­ღამ დამ­ღუ­პა. გა­და­ხუ­რე­ბამ ნაწ­ლა­ვე­ბი­სა და კა­პი­ლა­რე­ბის მო­დუ­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ნაწ­ლა­ვებ­მა დამ­ბლა მი­ი­ღო, ად­გილ-ად­გილ გა­მაგ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი გაჩ­ნდა და ამის თან­მხლებ­მა რიგ­მა პრო­ცე­სებ­მა გან­გრე­ნა წარ­მოშ­ვა. უჯრე­დე­ბის კვდო­მის პრო­ცე­სი სწრა­ფად წა­რი­მარ­თა. ღა­მით სა­ო­პე­რა­ცი­ოდ გა­მიყ­ვა­ნეს. გაკ­ვე­თის შემ­დეგ ამ­გვა­რი ვი­თა­რე­ბა რომ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, იფიქ­რეს, რომ დამ­თავ­რდა, გარ­და­ვიც­ვა­ლე. გა­და­წყვი­ტეს მორ­გში გა­და­ვეყ­ვა­ნე, მაგ­რამ სა­ნამ ამას იზამ­დნენ, და­რე­კეს ქი­რურგ ზუ­რაბ ცხა­კა­ი­ას­თან და ჩემი ამ­ბა­ვი აუ­წყეს. ჩვენ კარ­გად ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს და მას აუკ­რძა­ლავს, ასე არ მო­იქ­ცეთ, მოვ­დი­ვა­რო. ზუ­რა­ბი მა­შინ­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­სუ­ლა. ოპე­რა­ცი­ა­ზე სამ­მეტრ-ნა­ხე­ვა­რი ნაწ­ლა­ვი ამომ­კვე­თეს და კუ­ჭის კო­რექ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს. ჩემს გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლის­ხმე­ვა ჩა­დეს, თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის დროს ღვიძ­ლი და­მი­ზი­ა­ნეს. შემ­დეგ­ში ისე მოხ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მა­წუ­ხებ­და, ჩემი მე­თო­დე­ბით განვკურ­ნე და ვარ­ჯი­შით იქამ­დე მი­ვე­დი, რომ ხუთი წლის შემ­დეგ რე­კორ­დე­ბის დამ­ყა­რე­ბა და­ვი­წყე ურ­თუ­ლეს სა­ხე­ო­ბებ­ში, რო­გო­რი­ცაა აზიდ­ვე­ბი. 1990-1992 წლებ­ში და­ვამ­ყა­რე მსოფ­ლიო და გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბი ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მკლა­ვებ­ზე აზიდ­ვებ­ში.

- კვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­ცი­ო­ნი და რე­ჟი­მი გაქვთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, კვე­ბის რე­ჟიმს ვერ ვი­ცავ. დი­ლას 5 სა­ათ­ზე ვდგე­ბი. და­სა­ძი­ნებ­ლად 4 სა­ათ­ზეც რომ დავ­წვე, 5-ზე უკვე ფეხ­ზე ვარ. ვვარ­ჯი­შობ, შხაპს ვი­ღებ, ცო­ტას შევ­ჭამ და 8 სა­ათ­ზე უკვე სამ­სა­ხურ­ში ვარ. ში­ნაც და სამ­სა­ხურ­შიც ოთახ­ში გი­რე­ბი და ჰან­ტე­ლე­ბი მი­წყვია. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვვარ­ჯი­შობ, აზიდ­ვებს ვა­კე­თებ. 10 სა­ათ­ზე მწვა­ნე ჩაის ვსვამ, ან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად - უნა­ლე­ქო ყა­ვას. დღის 1-დან 2 სა­ა­თამ­დე რა­ღაც უნდა ვჭა­მო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კარ­გია, სა­დი­ლო­ბი­სას პირ­ვე­ლი და მე­ო­რე კერ­ძი მი­ი­ღო, თუმ­ცა მე ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, 23 წელ­ზე მე­ტია მარ­ტო ვარ. საჭ­მელს არა­ვინ მიმ­ზა­დებს და გა­მო­საკ­ვე­ბად ჩემ­თვის რა­მეს თა­ვად თუ გა­ვა­კე­თებ. შინ ღა­მის 10-11 სა­ათ­ზე ვბრუნ­დე­ბი და მა­შინ თუ გა­ვა­კე­თებ რა­ღა­ცას. ძა­ლი­ან მიყ­ვარს შემ­წვა­რი კვერ­ცხი პო­მი­დო­რით, ბევ­რი მწვა­ნი­ლი­თა და ხახ­ვით (იღი­მის). მიყ­ვარს ბოსტნე­უ­ლი და ხილი. კერ­ძე­ბი­დან - ჩა­შუ­შუ­ლი კომ­ბოს­ტო. შე­მიძ­ლია მთე­ლი დღე ხილ­ზე გა­და­ვი­დე. ყო­ველ სა­ღა­მოს აუ­ცი­ლებ­ლად ვჭამ 1-2 კბილ ნი­ორს, 10 ცალ თხილს, ან ამ­დე­ნი­ვე ნიგვზის ლე­ბანს. ცოტა ხნის წინ ვსვამ­დი უკ­რა­ი­ნულ ბალ­ზამს, რო­მელ­შიც 25 კომ­პო­ნენ­ტი შე­დის. ახლა თა­ვად და­ვა­ყე­ნე ბალ­ზა­მი, რო­მელ­შიც 12 კომ­პო­ნენ­ტი შე­დის და 60-70-გრა­დუ­სი­ა­ნი არ­ყით მზად­დე­ბა. არ ვსვამ და სი­გა­რეტს არ ვე­წე­ვი, არც გა­მი­სინ­ჯავს.

- ნას­ვა­მი, ან პირ­და­პირ რომ ვთქვათ მთვრა­ლი, არა­სო­დეს ყო­ფილ­ხართ?

- ნას­ვა­მი რო­გორ არა, მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში. ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გი თა­მა­დაც ვი­ყა­ვი. და­ლე­ვა მე­გობ­რულ წრე­ში მი­წევ­და, მაგ­რამ სას­მე­ლი "ბო­რო­ტად" არა­სო­დეს გა­მო­მი­ყე­ნე­ბია.

- მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს ალ­ბათ არა­ერ­თხელ ყო­ფილ­ხართ რამ­დე­ნი­მე დღე მში­ე­რი, შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ რო­გორ იკ­ვე­ბე­ბით?

- რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ საჭ­მელს უც­ბად არ ვე­ტა­ნე­ბო­დი. ხილს ვი­ღებ­დი, მსუ­ბუქ საჭ­მელს, შემ­დეგ - ცო­ცხალ ბოსტნე­ულს. მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს სპე­ცი­ა­ლუ­რად ვე­ძებ­დი ხორ­ცი­ან სა­დი­ლებ­საც, რომ ენერ­გია მომ­მა­ტე­ბო­და. ყო­ფი­ლა დღე­ე­ბი, როცა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი სი­ცხის ქვეშ მივ­ლია. ასეთ დროს წო­ნა­ში 4-5 კილო და­მიკ­ლია. მე­ო­რე დღეს ისევ ფორ­მა­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და სა­ღა­მო­ო­ბით ხში­რად ვსვამ­დი უალ­კოჰო­ლო ლუდს. ეს ლუდი სპე­ცი­ა­ლუ­რად მუს­ლი­მა­ნე­ბის­თვის მზად­დე­ბა და მე მას ჩემი უჯრე­დე­ბის აღ­დგე­ნის­თვის ვი­ყე­ნებ­დი.

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ და­გეგ­მი­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი­სას, ბა­ტო­ნო ჯუმ­ბერ...

- დიდი მად­ლო­ბა (იღი­მის).

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ჯუმბერ ლეჟავა მორიგი მოგზაურობისთვის ემზადება

ჯუმბერ ლეჟავა მორიგი მოგზაურობისთვის ემზადება

ჯუმბერ ლეჟავა მორიგი მოგზაურობისთვის ემზადება, რომლის დაწყებას 2014 წლის გაზაფხულზე გეგმავს. ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის არ არის გამიზნული, არამედ იმისთვისაც, რომ თავისი ცხოვრება ახალი მოგზაურობის დროს გადახდენილი მორიგი საინტერესო ფაქტებით შეავსოს. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას საკუთარ თავს თითქმის ყოველ საღამოს "აბარებდა ანგარიშს". ანუ ამბებს ყოველდღიურად იწერდა, ყველაფერს დეტალურად ინიშნავდა - როგორც ფურცელზე, ისე ფოტომასალის სახით. მომავალში სურს, აღნიშნული მასალა წიგნებად გამოიცეს, თუმცა, რასაკვირველია, ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული და დაფინანსება სჭირდება...

დღესდღეობით დღის უმთავრეს ნაწილს ტექნიკურ უნივერსიტეტში ატარებს. მუშაობს, მაგრამ ვარჯიში იქაც არ ავიწყდება. სამუშაო მაგიდის გვერდით გირები და ჰანტელები აწყვია, ხოლო კედელზე გაკრულია რუკა, რომელზეც მის მიერ განვლილი მარშრუტია მოხაზული...

გინესის არაერთგზის რეკორდსმენს მოგზაურობების გრაფიკი 2016 წლამდე უკვე განსაზღვრული აქვს. პირველი ახალი ოდისეა რუსეთის გარშემო, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მოიცავს, მომდევნო წლის რამდენიმე თვე ირანს, ერაყსა და ავღანეთს დაეთმობა, ხოლო 2015 წელს ჯუმბერ ლეჟავა სამხრეთ პოლუსზე წასვლას აპირებს. სპორტსმენი და მოგზაური 2015 წლის ზაფხულში 75 წლის ხდება და თუ ფიზიკური ფორმა ხელს შეუწყობს, უკრაინელ მოგზაურ ლეონიდ მიკულასთან ერთად სამხრეთ პოლუსზე ველომობილით იმოგზაურებს...

- ჯერჯერობით პირველი მოგზაური ვარ, ვინც ანტარქტიდაზე ველოსიპედით ჩავიდა. იქ ორჯერ ვარ ნამყოფი. მსურდა მომესინჯა ანტარქტიდული პირობები, რომ სამხრეთ პოლუსზე ველოსიპედით ჩავიდე. კვლევამ მაჩვენა, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ეს დიდი რისკის, ძალისა და გამძლეობის ფასად მოხდება. ეს ექსპერიმენტი 2006 წელს ჩავატარეთ. შეიქმნა კიდეც ველომობილი, რომელსაც "პინგვინი" დავარქვით და უკრაინელ მოგზაურთან ერთად ამ შესანიშნავი მოგზაურობის განხორციელებას ვგეგმავდით, მაგრამ, სამწუხაროდ, მოგზაურობა არ შედგა. მსოფლიო გამოფენაზე "ექსპო 2006" ჩვენმა პროექტმა ოქროს დიპლომები დაიმსახურა, ყველა სადგური მომზადებული იყო ამ ღონისძიების ჩასატარებლად, მაგრამ საქართველომ არ დამაფინანსა. მოგზაურობისთვის საჭირო თანხა 100 ათასი იყო, რაც შუაზე იყოფოდა. უკრაინელი მოგზაური თავისმა ქვეყანამ დააფინ­ანსა. როცა ნახეს, რომ მე დანარჩენ თანხას ვერ ვფარავდი, მითხრეს, იქნებ 25 ათასი მაინც ჩადოთ და დანარჩენ თანხას, ანუ 75 ათასს, ჩვენ დავფარავთო, მაგრამ ამაზეც უარი მითხრეს. ბოლოს უკრაინაში განაცხადეს, რომ მო­გზაურობას მთლიანად დააფინანსებდნენ, თუ მე მასში მონაწილეობას მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის დროშით მივიღებდი, ამაზე უარი განვაცხადე, ვინაიდან მე თავს ვწირავ საქართველოსთვის და არა სხვა ქვეყნისთვის. შემეძლო ჩემი ცხოვრება კარგად ამეწყო. მოგზაურობების პერიოდში არაერთი მსგავსი წინადადება მომისმენია. სხვადასხვა სახელმწიფოს სახელით რომ მემოგზაურა, იყო ლაპარაკი 7, 12 და 25 მილიონზეც, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ჩემი წასვლის მიზანი გამდიდრება არასოდეს ყოფილა, ჩემი მიზანი საზღვარგარეთ საქართველოს სახელის გატანა გახლდათ.

- თუ არ ვცდები, 1993 წელი იყო, როდესაც პირველად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გადაწყვიტეთ. როდის და რატომ გაგიჩნდათ მოგზაურობისადმი ასეთი სწრაფვა?

- ამ კუთხით ბავშვობიდან ცნობისმოყვარე ვიყავი. სკოლის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ექსკურსიებზე მასწავლებლებს მივყავდით. პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა XI კლასში მქონდა, როდესაც მეგობრებთან ერთად ხევსურეთი ფეხით მოვიარე. ამგვარი სვლა ინსტიტუტის პერიოდშიც გაგრძელდა და თითქმის მთელი საქართველო ფეხით შემოვიარე. შემდეგ მოტოროლერი შევიძინე და ასე ვმოგზაურობდი. ვსწავლობდი, ვმუშაობდი და შაბათ-კვირას ბუნებაში გავდიოდი. სტუდენტობის წლებში ხშირად ვატარებდი დროს მცხეთის ჯვრის მონასტერთან არსებულ სამიდან ერთ-ერთ, შუა გამოქვაბულში. პარასკევს საღამოს მივდიოდი, შაბათ-კვირას იქ ვრჩებოდი, იქვე ვვარჯიშობდი, ვმეცადინეობდი და ორშაბათ დილას თბილისში ვბრუნდებოდი. მაშინ დედა უკვე გარდაცვლილი იყო, უმცროსი და - გათხოვილი, ხოლო მამა მაშინ დაიღუპა, წლინახევრის რომ ვიყავი. ცუდზე არ ვფიქრობდი და დროს საინტერესოდ ვატარებდი. მოგზაურობამ იმდენად გამიტაცა, რომ მოტოროლერის შემდეგ მოტოციკლი შევიძინე და საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოგზაურობა დავიწყე. მის ფარგლებს გარეთ გასვლა იმ დროს ძალიან იშვიათობა იყო... ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მეუღლე შევირთე. ძალიან ერთგული ადამიანი შემხვდა, რომელიც ყველაფერში მხარს მიჭერდა და მეხმარებოდა.

- თქვენს გატაცებას როგორ უყურებდა?

- ჩემს მეუღლეს ვარჯიშში ხელი არასოდეს შეუშლია, პირიქით. ორი ქალიშვილი შეგვეძინა, სამწუხაროდ, ერთი დაიღუპა და დღეს მხოლოდ ერთი ქალიშვილი მყავს. ჩემი უპირველესი ფუნქცია და საზრუნავი იყო ოჯახი, რომელსაც უყურადღებოდ არასოდეს ვტოვებდი. მეორე იყო სამსახური, ხოლო შემდეგ უკვე - ვარჯიში და მოგზაურობა. მოტოციკლეტის შემდეგ მანქანა რომ შევიძინე, ჩავსვი ჩემი ცოლ-შვილი და მოსკოვში ოლიმპიურ თამაშებზე წავიყვანე. მთელი საბჭოთა კავშირის ევროპული სახელმწიფოები მოვატარე და ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა. შემდეგ მეუღლე გარდამეცვალა, ბავშვები წამოიზარდნენ, დაბინავდნენ... იმ დროს უკვე ძალიან მაგრად ვვარჯიშობდი. სპეციალობით კიბერნეტიკოსი ვარ და საინტერესო სამუშაოც მქონდა. ჯერ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში ვიყავი, საიდანაც სხვადასხვა თანამდებობაზე გადავყავდი და ამავდროულად კვლევით სამუშაოებსაც ვეწეოდი.

- 1987 წელს ურთულესი ოპერაცია გადაიტანეთ...

- ჩაფიქრებული მქონდა, ზამთარში უშბაზე ავსულიყავი. საამისოდ დიდი დატვირთვით ვვარჯიშობდი. ერთ კვირა დღეს თავი ძალიან გადავტვირთე. მუხათგვერდში ჩავედი სირბილით და იქიდან ლისის ტბაზე ავედი. ტბაზე გოგირდის აბანო იყო და გახურებული ორგანიზმით ცხელ წყალში ჩავედი. ტემპერატურა 60 გრადუსამდე იქნებოდა, ადვილად კი ავიტანე, მაგრამ ამან კინაღამ დამღუპა. გადახურებამ ნაწლავებისა და კაპილარების მოდუნება გამოიწვია. ნაწლავებმა დამბლა მიიღო, ადგილ-ადგილ გამაგრებული ადგილები გაჩნდა და ამის თანმხლებმა რიგმა პროცესებმა განგრენა წარმოშვა. უჯრედების კვდომის პროცესი სწრაფად წარიმართა. ღამით საოპერაციოდ გამიყვანეს. გაკვეთის შემდეგ ამგვარი ვითარება რომ აღმოაჩინეს, იფიქრეს, რომ დამთავრდა, გარდავიცვალე. გადაწყვიტეს მორგში გადავეყვანე, მაგრამ სანამ ამას იზამდნენ, დარეკეს ქირურგ ზურაბ ცხაკაიასთან და ჩემი ამბავი აუწყეს. ჩვენ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და მას აუკრძალავს, ასე არ მოიქცეთ, მოვდივარო. ზურაბი მაშინვე საავადმყოფოში მოსულა. ოპერაციაზე სამმეტრ-ნახევარი ნაწლავი ამომკვეთეს და კუჭის კორექტირება მოახდინეს. ჩემს გადასარჩენად ყველანაირი ძალისხმევა ჩადეს, თუმცა ოპერაციის დროს ღვიძლი დამიზიანეს. შემდეგში ისე მოხდა, რომ ყველაფერი, რაც მაწუხებდა, ჩემი მეთოდებით განვკურნე და ვარჯიშით იქამდე მივედი, რომ ხუთი წლის შემდეგ რეკორდების დამყარება დავიწყე ურთულეს სახეობებში, როგორიცაა აზიდვები. 1990-1992 წლებში დავამყარე მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში.

- კვების განსაკუთრებული რა­ციონი და რეჟიმი გაქვთ?

- სამწუხაროდ, კვების რეჟიმს ვერ ვიცავ. დილას 5 საათზე ვდგები. დასაძინებლად 4 საათზეც რომ დავწვე, 5-ზე უკვე ფეხზე ვარ. ვვარჯიშობ, შხაპს ვიღებ, ცოტას შევჭამ და 8 საათზე უკვე სამსახურში ვარ. შინაც და სამსახურშიც ოთახში გირები და ჰანტელები მიწყვია. მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვვარჯიშობ, აზიდვებს ვაკეთებ. 10 საათზე მწვანე ჩაის ვსვამ, ან ძალიან იშვიათად - უნალექო ყავას. დღის 1-დან 2 საათამდე რაღაც უნდა ვჭამო. რასაკვირველია, კარგია, სადილობისას პირველი და მეორე კერძი მიიღო, თუმცა მე ამის საშუალება არ მაქვს. სამწუხაროდ, 23 წელზე მეტია მარტო ვარ. საჭმელს არავინ მიმზადებს და გამოსაკვებად ჩემთვის რამეს თავად თუ გავაკეთებ. შინ ღამის 10-11 საათზე ვბრუნდები და მაშინ თუ გავაკეთებ რაღაცას. ძალიან მიყვარს შემწვარი კვერცხი პომიდორით, ბევრი მწვანილითა და ხახვით (იღიმის). მიყვარს ბოსტნეული და ხილი. კერძებიდან - ჩაშუშული კომბოსტო. შემიძლია მთელი დღე ხილზე გადავიდე. ყოველ საღამოს აუცილებლად ვჭამ 1-2 კბილ ნიორს, 10 ცალ თხილს, ან ამდენივე ნიგვზის ლებანს. ცოტა ხნის წინ ვსვამდი უკრაინულ ბალზამს, რომელშიც 25 კომპონენტი შედის. ახლა თავად დავაყენე ბალზამი, რომელშიც 12 კომპონენტი შედის და 60-70-გრადუსიანი არყით მზადდება. არ ვსვამ და სიგარეტს არ ვეწევი, არც გამისინჯავს.

- ნასვამი, ან პირდაპირ რომ ვთქვათ მთვრალი, არასოდეს ყოფილხართ?

- ნასვამი როგორ არა, მხოლოდ ახალგაზრდობაში. ამბობენ, რომ კარგი თამადაც ვიყავი. დალევა მეგობრულ წრეში მიწევდა, მაგრამ სასმელი "ბოროტად" არასოდეს გამომიყენებია.

- მოგზაურობების დროს ალბათ არაერთხელ ყოფილხართ რამდენიმე დღე მშიერი, შიმშილობის შემდეგ როგორ იკვებებით?

- რამდენიმედღიანი შიმშილობის შემდეგ საჭმელს უცბად არ ვეტანებოდი. ხილს ვიღებდი, მსუბუქ საჭმელს, შემდეგ - ცოცხალ ბოსტნეულს. მოგზაურობების დროს სპეციალურად ვეძებდი ხორციან სადილებსაც, რომ ენერგია მომმატებოდა. ყოფილა დღეები, როცა რამდენიმე საათის განმავლობაში მაღალი სიცხის ქვეშ მივლია. ასეთ დროს წონაში 4-5 კილო დამიკლია. მეორე დღეს ისევ ფორმაში უნდა ვყოფილიყავი და საღამოობით ხშირად ვსვამდი უალკოჰოლო ლუდს. ეს ლუდი სპეციალურად მუსლიმანებისთვის მზადდება და მე მას ჩემი უჯრედების აღდგენისთვის ვიყენებდი.

- წარმატებებს გისურვებთ დაგეგმილი მოგზაურობებისას, ბატონო ჯუმბერ...

- დიდი მადლობა (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"