პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაზილია რუსული შვეულმფრენების წარმოებას დაიწყებს
ბრაზილია რუსული შვეულმფრენების წარმოებას დაიწყებს

ბრა­ზი­ლი­ამ და რუ­სეთ­მა ერ­თობ­ლივ სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მეს. რუ­სულ­მა "როს­ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა" და შე­ი­ა­რა­ღე­ბის უმ­სხვი­ლეს­მა ბრა­ზი­ლი­ურ­მა მწარ­მო­ე­ბელ­მა Odebrecht Defensa Technologia ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი 14 დე­კემ­ბერს მო­ა­წე­რეს. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შვე­ულმფრე­ნე­ბის, ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და სა­ზღვაო ტექ­ნი­კის სფე­რო­ებს მო­ი­ცავს.

ბრა­ზი­ლი­უ­რი მხა­რე მოს­კოვს ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში სტუმ­რობ­და. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად მხა­რე­ე­ბი ბრა­ზი­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შვე­ულმფრე­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­წარ­მოს შექ­მნა­ზე შე­თან­ხმდნენ. პირ­ველ ეტაპ­ზე Ми-171-ის ტი­პის შვე­ულმფრე­ნის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო მთლი­ა­ნი ხა­ზის ორ­გა­ნი­ზე­ბა მოხ­დე­ბა. უკვე შემ­დგომ, რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, Ми-35М-ის ტი­პის დამ­რტყმე­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ცენ­ტრი შე­იქ­მნე­ბა. ასე­ვე იგეგ­მე­ბა ბრა­ზი­ლი­ის თავ­დაც­ვის უწყე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შექ­მნა.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შვე­უმლფ­რე­ნე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სრუ­ლი პა­კე­ტის გა­და­ცე­მა­სა და ბრა­ზი­ლი­ა­ში რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დიდი ჯგუ­ფის მივ­ლე­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ორი­ვე მხა­რის­თვის ეს საკ­მა­ოდ სარ­ფი­ა­ნი გა­რი­გე­ბაა. რუ­სე­თი ამ პრო­ექ­ტი­დან საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხას, ბრა­ზი­ლია კი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს მი­ი­ღებს. სამ­ხრეთ ამე­რი­კის ეს ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყა­ვით, ფეხ­ბურ­თით და კარ­ნა­ვა­ლე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდ თან­ხებს აბან­დებს. სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით ბრა­ზი­ლი­ელ­მა ინ­ჟინ­რებ­მა მსუ­ბუ­ქი მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვე­ბი (კომ­პა­ნია Embraer), ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბი და ტან­კიც კი შექ­მნეს. ამ­ჯე­რად, რო­გორც ჩანს, შვე­ულმფრე­ნე­ბის წარ­მო­ე­ბის ათ­ვი­სე­ბის პე­რი­ო­დი დად­გა.

რუ­სულ-ბრა­ზი­ლი­უ­რი სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­სა­ბამს 2008 წლი­დან იღებს. მას შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლურ­მა მოს­კოვ­მა სამ­ხრეთ ამე­რი­კის ამ ქვე­ყა­ნას 306,7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცია მი­ა­წო­და. უკა­ნას­კნე­ლი შე­ნა­ძე­ნი Ми-35М-ის ტი­პის 12 ერ­თე­უ­ლი დამ­რტყმე­ლი შვე­ულმფრე­ნია.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ბრაზილია რუსული შვეულმფრენების წარმოებას დაიწყებს

ბრაზილია რუსული შვეულმფრენების წარმოებას დაიწყებს

ბრაზილიამ და რუსეთმა ერთობლივ სამხედრო წარმოების ორგანიზებაზე შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს. რუსულმა "როსტექნოლოგიებმა" და შეიარაღების უმსხვილესმა ბრაზილიურმა მწარმოებელმა Odebrecht Defensa Technologia ხელშეკრულებას ხელი 14 დეკემბერს მოაწერეს. თანამშრომლობა შვეულმფრენების, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებისა და საზღვაო ტექნიკის სფეროებს მოიცავს.

ბრაზილიური მხარე მოსკოვს ოქტომბრის შუა რიცხვებში სტუმრობდა. მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ბრაზილიის ტერიტორიაზე შვეულმფრენების მწარმოებელი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდნენ. პირველ ეტაპზე Ми-171-ის ტიპის შვეულმფრენის წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ხაზის ორგანიზება მოხდება. უკვე შემდგომ, რუსი სპეციალისტების დახმარებით, Ми-35М-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენების მომსახურების ტექნიკური ცენტრი შეიქმნება. ასევე იგეგმება ბრაზილიის თავდაცვის უწყების მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაბამისი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების შექმნა.

თანამშრომლობა შვეუმლფრენების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების სრული პაკეტის გადაცემასა და ბრაზილიაში რუსი სპეციალისტების დიდი ჯგუფის მივლენას ითვალისწინებს.

ორივე მხარისთვის ეს საკმაოდ სარფიანი გარიგებაა. რუსეთი ამ პროექტიდან საკმაოდ სოლიდურ თანხას, ბრაზილია კი თანამედროვე ტექნოლოგიებს მიიღებს. სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ყავით, ფეხბურთით და კარნავალებითაა ცნობილი, საკუთარი სამხედრო მრეწველობის განვითარებაში დიდ თანხებს აბანდებს. საკუთარი რესურსებით ბრაზილიელმა ინჟინრებმა მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავები (კომპანია Embraer), ჯავშანმანქანები და ტანკიც კი შექმნეს. ამჯერად, როგორც ჩანს, შვეულმფრენების წარმოების ათვისების პერიოდი დადგა.

რუსულ-ბრაზილიური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა დასაბამს 2008 წლიდან იღებს. მას შემდეგ ოფიციალურმა მოსკოვმა სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანას 306,7 მილიონი დოლარის საერთო ღირებულების სამხედრო პროდუქცია მიაწოდა. უკანასკნელი შენაძენი Ми-35М-ის ტიპის 12 ერთეული დამრტყმელი შვეულმფრენია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა