პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდოდა გოგი ხარაბაძეს ლუარსაბის განსახიერება
რატომ უნდოდა გოგი ხარაბაძეს ლუარსაბის განსახიერება

გოგი ხა­რა­ბა­ძემ მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზის გავ­ლის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­მუ­შაო სივ­რცის შექ­მნა. სწო­რედ ესაა ერთ-ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ და­ტო­ვა 50 წლის ასაკ­ში რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი. მას შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი სა­კუ­თარ სა­მუ­შა­ოს თა­ვად "იგო­ნებ­და" და დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა. გოგი ხა­რა­ბა­ძე 6 წიგ­ნი­სა და 120 აუ­დი­ო­დის­კის ავ­ტო­რია, მათ შო­რი­საა ბიბ­ლია... რო­გორ მი­ვი­და წიგ­ნე­ბის "გახ­მო­ვა­ნე­ბის" იდე­ამ­დე, ამას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, სა­ხელ­მწი­ფო, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის, შოთა რუს­თა­ვე­ლი­სა და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- ინ­ტერ­ვი­უს ნო­ემ­ბრის თვე­ში ვწერთ, გე­ტყვით, რას ნიშ­ნავს ეს თვე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის და პი­რა­დად ჩემ­თვის. 8 ნო­ემ­ბერს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის და­ბა­დე­ბის დღე გახ­ლდათ. მის სახლ-მუ­ზე­უმ­ში ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით არ მივ­სულ­ვარ, მი­ვი­ტა­ნე ჩემი ერთ-ერთი ბოლო პრო­ექ­ტი "სი­ტყვა ჯი", რო­მელ­შიც შე­სუ­ლია ოთხი­ვე სა­ხა­რე­ბა, ფსალ­მუ­ნე­ბი, "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" და რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ლი­რი­კო­სის პო­ე­ზია, მათ შო­რის არის ილი­აც. კრე­ბუ­ლი გა­და­ვე­ცი სახლ-მუ­ზე­უმს და პი­რო­ბა დავ­დე, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბებს ცალ­კე პრო­ექტს მი­ვუ­ძღვნი. უკვე ვმუ­შა­ობ "მგზავ­რის წე­რი­ლებ­ზე", ასე­ვე და­ვა­მა­ტებ პუბ­ლი­ცის­ტი­კას და რამ­დე­ნი­მე ლექსს. 14 ნო­ემ­ბერს მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე და­ი­ბა­და. ორი-სამი წლის წინ მის­მა მე­უღ­ლემ, ქალ­ბა­ტონ­მა ლე­ნამ გა­მო­მიგ­ზავ­ნა ბოლო ორი კრე­ბუ­ლი, იქ წა­ვა­წყდი რამ­დე­ნი­მე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლურ ლექსს აფხა­ზეთ­სა და ოსეთ­ზე. ეს ლექ­სე­ბი შევ­კრი­ბე და კომ­პო­ზი­ტორ ნო­დარ მა­მი­საშ­ვილ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჩავ­წე­რე.

17 ნო­ემ­ბერს, გა­ლა­კტი­ო­ნის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, წიგ­ნის სახ­ლში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იკ­რი­ბა გა­ლა­კტი­ო­ნის აუ­დი­ო­წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ექვს დისკს აერ­თი­ა­ნებს - პო­ე­ზია, პრო­ზა, დღი­უ­რე­ბი, წე­რი­ლე­ბი, მო­გო­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ ჩავ­წე­რე, არა­მედ გა­და­ვი­ღე კი­დეც. 18 ნო­ემ­ბერს ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის და­ბა­დე­ბის დღეა. "გა­ლა­კტი­ო­ნი-120" მას სა­ჩუქ­რად გა­ვუგ­ზავ­ნე. 23 ნო­ემ­ბერს ირაკ­ლი აბა­ში­ძე და­ი­ბა­და. 15 წე­ლია, სცე­ნა­ზე არ გა­მოვ­სულ­ვარ. გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ირაკ­ლი აბა­ში­ძი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ღა­მო­ზე გა­მო­ვე­დი...

ნო­ემ­ბრის შე­სა­ხებ ამ­დე­ნი იმი­ტომ ვი­სა­უბ­რე, რომ მე ასე ვცხოვ­რობ, სი­ტყვას­თან და ამ ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან კავ­შირ­ში. პო­ე­ზი­ი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ და არა მცოდ­ნე, სამ­წუ­ხა­როდ. რო­დე­საც და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის "ირი­ნეს ბედ­ნი­ე­რე­ბა" ქუ­თა­ის­ში დად­გეს, მწე­რა­ლი პრე­მი­ე­რა­ზე და­პა­ტი­ჟეს, სპექ­ტაკლზე შექ­მნი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მან ორი სი­ტყვით აღ­წე­რა: "ვყუ­რობ და ვკვი­რობ..." ეს ამ­ბა­ვი ოთარ ჭი­ლა­ძეს მო­ვუ­ყე­ვი, სტუმ­რად გახ­ლდით მას­თან, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2-3 წლით ადრე, ძა­ლი­ან გამ­ხი­ა­რულ­და, - ეს რამ და­ა­წე­რი­ნაო. ორი სი­ტყვით გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ამა თუ იმ მწერ­ლის ხელ­წე­რა რომ გა­მო­არ­ჩიო მე­ო­რის­გან, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ამ­ბა­ვია, ამის გარ­ჩე­ვა, ამოც­ნო­ბა მიყ­ვარს.

თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს ჩემს ცხოვ­რე­ბას და ამ ნო­ემ­ბერს მა­რა­ო­სა­ვით გავ­შლით, და­ვი­ნა­ხავთ, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რი­სად­მი ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბავ­შვო­ბი­დან მო­დის...

- სწო­რედ გა­რე­მო­სა და ოჯახ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა.

- დიახ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამა­ზე... 1942 წელს და­ვი­ბა­დე. ომი რომ დამ­თავ­რდა, ოთხი წლის გახ­ლდით, არ იყი­დე­ბო­და არც სა­თა­მა­შო, არც პე­რან­გი, არც ფეხ­საც­მე­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არც წიგ­ნი, ამი­ტომ ზღაპ­რებს ავ­ცდი, არ წა­მი­კი­თხავს. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნი "ბი­ძია თო­მას ქოხი" გახ­ლდათ. ზღაპ­რე­ბის ნაც­ვლად მე მკვე­ბავ­დნენ იმით, რა­ზეც დე­და­ჩე­მი გიჟ­დე­ბო­და - ვაჟა-ფშა­ვე­ლას "არ­წი­ვი ვნა­ხე დაჭ­რი­ლი...", კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი".

ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. გარ­და იმი­სა, რომ დედა, დე­ი­და და ბიძა, წე­რეთ­ლე­ბი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­ლდნენ, პი­რა­დად ვიც­ნობ­დი რუ­სუ­დან მი­ქე­ლა­ძეს, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­გეს. რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე იყო ჩემი "ბირ­ჟა", ის იქვე, ახ­ლოს, ცხოვ­რობ­და და კვი­რა­ში ორ­ჯერ მა­ინც ვსტუმ­რობ­დი. სწო­რედ ამ ქალ­ბა­ტო­ნის­გან გა­ვი­გე პას­ტერ­ნა­კის, ბლო­კის, ტოლსტო­ის სა­ხე­ლე­ბი. მა­შინ მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი და ტოლსტოი მე­ზი­ზღე­ბო­და, ომის აღ­წე­რას სა­ერ­თოდ არ ვკი­თხუ­ლობ­დი, სა­მა­გი­ე­როდ, ზე­პი­რად ვი­ცო­დი ნა­ტა­შა როს­ტო­ვა­სა და ან­დრეი ბალ­კონ­სკის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი.

- სტუ­დენ­ტო­ბის დროს იმ ლი­ტე­რა­ტუ­რას მი­ე­ძა­ლეთ, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით იქ­ნე­ბო­და თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო?

- არა, ასე არ მოვ­ქცე­ულ­ვარ. ერთ დროს ვთქვი, წინა სა­უ­კუ­ნე­ში მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში კი სხვი­სი აზ­რე­ბის ჩა­წე­რას ჩემი აზ­რე­ბის ჩა­წე­რა ვამ­ჯო­ბი­ნე-მეთ­ქი, მაგ­რამ როცა სა­ხა­რე­ბა­სა და "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ზეა" ლა­პა­რა­კი, თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. რო­დე­საც დის­კებს ვწერ, ჩემს თავ­თან მარ­ტო ვარ და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხიც მა­ღა­ლია. ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში შუ­შის იქით სხე­დან ხმის რე­ჟი­სო­რი და ჩემი პრო­დი­უ­სე­რი, თა­მარ ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი. შუ­შის აქეთ კი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, რჩე­ბი მარ­ტო პერ­სო­ნა­ჟებ­თან, თან ავ­თან­დი­ლი­სა და ტა­რი­ე­ლის სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რობ, ამას­თა­ნა­ვე სა­კუ­თარ თავ­საც შე­იც­ნობ.

- ჩვენ თქვენს პრო­ფე­სი­ა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით და რო­გორ ფიქ­რობთ, თქვენს უმ­ცროს კო­ლე­გებს გა­ნათ­ლე­ბა აკ­ლი­ათ?

- ნუ მო­ვი­ტყუ­ებთ თავს, ყო­ველ­თვის აკ­ლდათ, მაგ­რამ დღეს, მარ­თა­ლი ხართ, ეს პრობ­ლე­მა ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ დგას. ვინ არის დღე­ვან­დე­ლი მსა­ხი­ობ­თა თა­ო­ბის წი­ნა­პა­რი? წე­სით მე და ჩემი თა­ო­ბა, მაგ­რამ მე ასე არ მი­ვიჩ­ნევ. 20 წე­ლია თე­ატ­რში არ ვყო­ფილ­ვარ. ამას წი­ნათ მკი­თხეს, რა­ტომ დავ­ტო­ვე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი. ამას ძა­ლი­ან ბევ­რი პა­სუ­ხი აქვს, მაგ­რამ მოკ­ლედ ასე გე­ტყვით - რა­ი­მე ის­მის დღეს თე­ატ­რი­დან? თე­ატ­რი, რო­მე­ლიც არ ხმა­უ­რობს, არ ხარ­ხა­რებს, არ ტი­რის, არ გა­მოს­ცემს ხმას, კარ­გავს თა­ვის ფუნ­ქცი­ას. თე­ატ­რი ცხოვ­რე­ბის სარ­კე აღარ არის. მე 15-20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შემ­ხვედ­რია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ეთ­ქვა, დღეს თე­ატ­რში ვი­ყა­ვიო. რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე 60 წლის გახ­ლდათ, თე­ატ­რი­დან რომ წა­ვი­და, 22 წე­ლი­წა­დი სახ­ლში უსაქ­მუ­რად იჯდა. ნუთუ არ აღ­მოჩ­ნდა არც ერთი რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­საც მისი მიწ­ვე­ვის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა, თუნ­დაც სე­რი­ალ­ში?!. არ შე­მიძ­ლია ამა­ზე აუ­ღელ­ვებ­ლად ლა­პა­რა­კი. წა­ვი­და ეს კაცი და მთე­ლი თა­ვი­სი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ნი წა­ი­ღო საფ­ლავ­ში... რა დარ­ჩა მის­გან? "ჭრი­ჭი­ნა­ში" ერთი როლი?

- ისევ წიგ­ნებს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, შე­გიძ­ლი­ათ, სამი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი და­მი­სა­ხე­ლოთ?

- როცა გა­ლა­კტი­ონს ვკი­თხუ­ლობ, მიყ­ვარს გა­ლა­კტი­ო­ნი, როცა შექ­სპი­რის სო­ნე­ტებს ვკი­თხუ­ლობ, არ მახ­სოვს გა­ლა­კტი­ო­ნი, მან­დელშტა­მის კი­თხვი­სას ვერ ვიხ­სე­ნებ პას­ტერ­ნაკს, ახ­მა­ტო­ვას... მა­ინც და­ვა­სა­ხე­ლებ "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს"... დე­ი­და­ჩემს სახ­ლში ეკი­და "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ერთ-ერთი ეპი­ზო­დის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო, ჩემს სახ­ლში კი - შოთა რუს­თა­ვე­ლი­სა და აკა­კი წე­რეთ­ლის სუ­რა­თე­ბი. მამა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მუ­შა­კი იყო და დე­დას არ აძ­ლევ­და ხა­ტე­ბის და­კი­დე­ბის უფ­ლე­ბას. დედა მორ­წმუ­ნე გახ­ლდათ, ბა­ბუა მღვდე­ლი ჰყავ­და... იეშ­მა­კა და რუს­თა­ვე­ლის და აკა­კი წე­რეთ­ლის პორ­ტრე­ტე­ბი ჩა­მო­კი­და, ამ ფო­ტო­ებ­ზე იწერ­და პირ­ჯვარს... არ ვამ­ბობ, რომ "ჰარი პო­ტე­რი" ცუდი ნა­წარ­მო­ე­ბია და წა­კი­თხუ­ლიც მაქვს, მაგ­რამ მას­ზე გაზ­რდი­ლი ბავ­შვი ერ­თია და "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ზე" - მე­ო­რე.

რაც თე­ატ­რი­დან წა­მო­ვე­დი, გა­და­ვი­ღე სა­ხა­რე­ბა, გა­ლა­კტი­ო­ნის შე­სა­ხებ ფილ­მი, ჩავ­წე­რე 120 დის­კი და დავ­წე­რე 8 წიგ­ნი. ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო, მაგ­რამ თე­ატ­რში თა­მა­ში, მათ შო­რის კო­მუ­ნის­ტე­ბის შე­სა­ხებ დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებ­ში, და სა­ხა­რე­ბის კი­თხვა ერ­თად არ გა­მო­დი­ო­და. ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზოდს გა­ვიხ­სე­ნებ - ერთ-ერთ სპექ­ტაკლს პატ­რი­არ­ქი ეს­წრე­ბო­და რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან ერ­თად. მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ზა­რის რეკა ის­მო­და და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე პირ­ჯვარს იწერ­და. ილი­ას მე ვა­სა­ხი­ე­რებ­დი. მღვდლებ­მა პარ­ტერ­ში პირ­ჯვრის წერა და­ი­წყეს, პატ­რი­არ­ქმა კი ხე­ლით გა­ა­ჩე­რა. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ის თა­ნა­მედ­რო­ვე, პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნია. ვი­ფიქ­რე, რომ ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და და­ვახ­ლოვ­დე­ბო­დით...

თუკი პერ­სო­ნა­ჟებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, "კა­ცია-ადა­მი­ა­ნის" ჩა­წე­რი­სას მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ილია სულ იბო­დი­შებ­და, ენა­ნე­ბო­და ლუ­არ­სა­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის გა­მათ­რა­ხე­ბა, "ქარ­თლის სი­ა­ვე­ზე" წერა... ამ ინ­ტო­ნა­ცი­ას ვგრძნობ­დი და ამით ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. მსა­ხი­ო­ბე­ბი არ უნდა ოც­ნე­ბობ­დნენ რო­ლებ­ზე, რად­გან ეს ფუჭი რა­მეა, მაგ­რამ ლუ­არ­სა­ბის რო­ლის მორ­გე­ბა მინ­დო­და. თე­მურ სუმ­ბა­თაშ­ვილ­მა ლუ­არ­სა­ბის შე­სა­ხებ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კომ­პო­ზი­ცია გა­ა­კე­თა, ლუ­არ­სა­ბი უნდა მე­თა­მა­შა ისე, რომ მის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი კო­მი­კუ­რი შტრი­ხი ჩა­მო­მე­შო­რე­ბი­ნა. 1988 წელს ამა­ზე უარი გვი­თხრეს, რა დროს "კა­ცია-ადა­მი­ა­ნი­აო"?!.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას თუ ეპა­რე­ბით?

- ვკი­თხუ­ლობ ფა­მუქს. თუკი გა­ვი­გებ, რომ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნი გა­მო­ვი­და, ვცდი­ლობ წა­ვი­კი­თხო. მე ჩა­კე­ტი­ლი კაცი არ ვარ, მიყ­ვარს მე­გობ­რე­ბი, ქალი, მხი­ა­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც ვმუ­შა­ობ, მა­შინ არც ვსვამ და არც არ­სად დავ­დი­ვარ. როცა თე­ატ­რში როლ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, გა­დაბ­მუ­ლად ექ­ვსი თვე არ ვსვამ­დი. ამ სიყ­ვა­რულს სხვას­თან ვერ ვყოფ­დი, ან ღრე­ო­ბა ან მუ­შა­ო­ბა. დღე­საც ჩემი რე­ჟი­მი მაქვს და მის მი­ხედ­ვით ვცხოვ­რობ, ამი­ტო­მაც, როცა "კა­ცია-ადა­მი­ანს" ვწერ, აღარ მინ­და სხვა არაფ­რის წა­კი­თხვა (იღი­მე­ბა).

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ ავ­ტო­რებ­ზე რას გვე­ტყვით?

- სამ­წუ­ხა­როდ, არ ვიც­ნობ. არა მგო­ნია, რომ მწერ­ლო­ბა­შიც ისე­ვე არა­ფე­რი ის­მო­დეს, რო­გორც თე­ატრსა და კი­ნო­ში. ახალ­გაზ­რდა მწერ­ლე­ბი­დან აკა მორ­ჩი­ლა­ძეს გა­მოვ­ყოფ. შე­მიძ­ლია და­გი­სა­ხე­ლოთ რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს - ჯანო ჯა­ნე­ლი­ძე, ზა­ქა­რია შე­რე­ზა­დაშ­ვი­ლი.

- შინ დიდი ბიბ­ლი­ო­თე­კა გაქვთ?

- საკ­მა­ოდ დი­დია, მაგ­რამ წიგ­ნე­ბი ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში არ ეტე­ვა და სხვა ოთახ­შიც მაქვს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. ჩემი შვი­ლე­ბი კარ­გად ფლო­ბენ ინ­გლი­სურს და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რაც გვაქვს ქარ­თულ­სა და რუ­სულ­თან ერ­თად. მე საყ­ველ­პუ­რო ინ­გლი­სუ­რი ვიცი, ტუ­რის­ტის დო­ნე­ზე. ჩემს მე­გო­ბარს ვუხ­სნი­დი ამას წი­ნათ, რა­ტომ არ ვიცი ინ­გლი­სუ­რი. სად იყო ამის დრო? დი­ლას რე­პე­ტი­ცია მქონ­და, ორის მერე - ან გა­და­ღე­ბა ან გახ­მო­ვა­ნე­ბა, სა­ღა­მოს - სპექ­ტაკ­ლი. სამი შვი­ლი მყავ­და და მათ ჭამა-სმა ხომ უნ­დო­დათ? სპექ­ტაკ­ლის მერე ყო­ველ­თვის სა­დღაც მივ­დი­ო­დით, ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი ხომ ცოტა ლო­თია (იცი­ნის), ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი მე­გობ­რე­ბი - გოგი ქავ­თა­რა­ძე, რო­ბერტ სტუ­რუა ლო­თე­ბი იყ­ვნენ (იღი­მის)!.. მე და რო­ბერ­ტი ადრე ვმე­გობ­რობ­დით, გო­გის­თან ახ­ლაც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- და­ბო­ლოს გკი­თხავთ, ლექსს რომ კი­თხუ­ლობთ, რას ით­ვა­ლის­წი­ნებთ ხოლ­მე?

- ჩემ­თვის არას­დროს შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ "კა­გე­ბე­ში" მი­ბა­რებ­დნენ, მათ შო­რის ცვე­ტა­ე­ვას წიგ­ნის ჩა­მო­ტა­ნის­თვი­საც, და და­ჭე­რით მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ. ერთი "კა­გე­ბეს" ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ჩემს უბან­ში ცხოვ­რობს. ამას წი­ნათ შვი­ლიშ­ვილ­თან ვსე­ირ­ნობ­დი, რომ შემ­ხვდა. ვუ­თხა­რი, აი, ეს ის კა­ცია, ხუთი წლით ცი­ხე­ში ჩაჯ­დო­მას რომ გა­და­მარ­ჩი­ნა-მეთ­ქი, ის კაცი მო­მიბ­რუნ­და და ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, ხუ­თით კი არა - ექ­ვსი­თო (იცი­ნის). რო­გორც პარ­ტი­ის წევ­რო­ბა, ასე­ვე პე­და­გო­გო­ბაც არას­დროს შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ ჩემ­თვის. რო­გორ უნდა ას­წავ­ლო ადა­მი­ანს ლექ­სის წა­კი­თხვა? თუკი მსა­ხი­ო­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­სტებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბას ამ­ჩნევს, არ კარ­გავს ავ­ტორს და ამას­თან ერ­თად სა­კუ­თარ თავს, თუკი და­ი­ცავს ამ შუ­ა­ლედს, მა­შინ ის თქვენს გულ­საც მოხ­ვდე­ბა. თუმ­ცა ეს რთუ­ლი პრო­ცე­სია. ცოტა გუ­ლიც უნდა გიძ­გერ­დეს, თა­ვიც გი­მუ­შა­ვებ­დეს, სამ­შობ­ლო, დედა, მამა გიყ­ვარ­დეს...

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

რატომ უნდოდა გოგი ხარაბაძეს ლუარსაბის განსახიერება

რატომ უნდოდა გოგი ხარაბაძეს ლუარსაბის განსახიერება

გოგი ხარაბაძემ მხოლოდ ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი გზის გავლის შემდეგ მოახერხა საკუთარი თავისთვის, თავისუფალი სამუშაო სივრცის შექმნა. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დატოვა 50 წლის ასაკში რუსთაველის თეატრი. მას შემდეგ მსახიობი საკუთარ სამუშაოს თავად "იგონებდა" და დღემდე ასე გრძელდება. გოგი ხარაბაძე 6 წიგნისა და 120 აუდიოდისკის ავტორია, მათ შორისაა ბიბლია... როგორ მივიდა წიგნების "გახმოვანების" იდეამდე, ამას საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო, დავით კლდიაშვილის, შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიების ლაურეატი თავად გვიამბობს.

-  ინტერვიუს ნოემბრის თვეში ვწერთ, გეტყვით, რას ნიშნავს ეს თვე ქართველი ხალხისთვის და პირადად ჩემთვის. 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე გახლდათ. მის სახლ-მუზეუმში ცარიელი ხელებით არ მივსულვარ, მივიტანე ჩემი ერთ-ერთი ბოლო პროექტი "სიტყვა ჯი", რომელშიც შესულია ოთხივე სახარება, ფსალმუნები, "ვეფხისტყაოსანი" და რამდენიმე ცნობილი ქართველი ლირიკოსის პოეზია, მათ შორის არის ილიაც. კრებული გადავეცი სახლ-მუზეუმს და პირობა დავდე, რომ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს ცალკე პროექტს მივუძღვნი. უკვე ვმუშაობ "მგზავრის წერილებზე", ასევე დავამატებ პუბლიცისტიკას და რამდენიმე ლექსს. 14 ნოემბერს მურმან ლებანიძე დაიბადა. ორი-სამი წლის წინ მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ლენამ გამომიგზავნა ბოლო ორი კრებული, იქ წავაწყდი რამდენიმე წინასწარმეტყველურ ლექსს აფხაზეთსა და ოსეთზე. ეს ლექსები შევკრიბე და კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილთან თანამშრომლობით ჩავწერე.

17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეზე, წიგნის სახლში არაჩვეულებრივი საზოგადოება შეიკრიბა გალაკტიონის აუდიოწიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც ექვს დისკს აერთიანებს - პოეზია, პროზა, დღიურები, წერილები, მოგონებები, რომლებიც არა მხოლოდ ჩავწერე, არამედ გადავიღე კიდეც. 18 ნოემბერს ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა. "გალაკტიონი-120" მას საჩუქრად გავუგზავნე. 23 ნოემბერს ირაკლი აბაშიძე დაიბადა. 15 წელია, სცენაზე არ გამოვსულვარ. გამონაკლისის სახით ერთ-ერთ უნივერსიტეტში ირაკლი აბაშიძისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოვედი...

ნოემბრის შესახებ ამდენი იმიტომ ვისაუბრე, რომ მე ასე ვცხოვრობ, სიტყვასთან და ამ ფასეულობებთან კავშირში. პოეზიისა და ლიტერატურის მოყვარული ვარ და არა მცოდნე, სამწუხაროდ. როდესაც დავით კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" ქუთაისში დადგეს, მწერალი პრემიერაზე დაპატიჟეს, სპექტაკლზე შექმნილი შთაბეჭდილება მან ორი სიტყვით აღწერა: "ვყურობ და ვკვირობ..." ეს ამბავი ოთარ ჭილაძეს მოვუყევი, სტუმრად გახლდით მასთან, გარდაცვალებამდე 2-3 წლით ადრე, ძალიან გამხიარულდა, - ეს რამ დააწერინაო. ორი სიტყვით გამოხატა თავისი დამოკიდებულება. ამა თუ იმ მწერლის ხელწერა რომ გამოარჩიო მეორისგან, საკმაოდ რთული ამბავია, ამის გარჩევა, ამოცნობა მიყვარს.

თუ გადავავლებთ თვალს ჩემს ცხოვრებას და ამ ნოემბერს მარაოსავით გავშლით, დავინახავთ, რომ ლიტერატურისადმი ეს დამოკიდებულება ბავშვობიდან მოდის...

-  სწორედ გარემოსა და ოჯახზეა დამოკიდებული ადამიანის ლიტერატურული გემოვნება.

-  დიახ, მხოლოდ და მხოლოდ ამაზე... 1942 წელს დავიბადე. ომი რომ დამთავრდა, ოთხი წლის გახლდით, არ იყიდებოდა არც სათამაშო, არც პერანგი, არც ფეხსაცმელი, რასაკვირველია, არც წიგნი, ამიტომ ზღაპრებს ავცდი, არ წამიკითხავს. ჩემს ბავშვობაში ყველაზე პოპულარული წიგნი "ბიძია თომას ქოხი" გახლდათ. ზღაპრების ნაცვლად მე მკვებავდნენ იმით, რაზეც დედაჩემი გიჟდებოდა - ვაჟა-ფშაველას "არწივი ვნახე დაჭრილი...", კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი".

ძალიან გამიმართლა. გარდა იმისა, რომ დედა, დეიდა და ბიძა, წერეთლები, განათლებული ადამიანები გახლდნენ, პირადად ვიცნობდი რუსუდან მიქელაძეს, თეატრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგეს. რუსთაველის პროსპექტზე იყო ჩემი "ბირჟა", ის იქვე, ახლოს, ცხოვრობდა და კვირაში ორჯერ მაინც ვსტუმრობდი. სწორედ ამ ქალბატონისგან გავიგე პასტერნაკის, ბლოკის, ტოლსტოის სახელები. მაშინ მეშვიდე კლასში ვიყავი და ტოლსტოი მეზიზღებოდა, ომის აღწერას საერთოდ არ ვკითხულობდი, სამაგიეროდ, ზეპირად ვიცოდი ნატაშა როსტოვასა და ანდრეი ბალკონსკის სიყვარულის ამბავი.

-  სტუდენტობის დროს იმ ლიტერატურას მიეძალეთ, რომელიც პროფესიული კუთხით იქნებოდა თქვენთვის საინტერესო?

-  არა, ასე არ მოვქცეულვარ. ერთ დროს ვთქვი, წინა საუკუნეში მსახიობი ვიყავი, 21-ე საუკუნეში კი სხვისი აზრების ჩაწერას ჩემი აზრების ჩაწერა ვამჯობინე-მეთქი, მაგრამ როცა სახარებასა და "ვეფხისტყაოსანზეა" ლაპარაკი, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. როდესაც დისკებს ვწერ, ჩემს თავთან მარტო ვარ და თავისუფლების ხარისხიც მაღალია. ხმის ჩამწერ სტუდიაში შუშის იქით სხედან ხმის რეჟისორი და ჩემი პროდიუსერი, თამარ ცაგარეიშვილი. შუშის აქეთ კი თავისუფლებაა, რჩები მარტო პერსონაჟებთან, თან ავთანდილისა და ტარიელის სამყაროში მოგზაურობ, ამასთანავე საკუთარ თავსაც შეიცნობ.

-  ჩვენ თქვენს პროფესიაზე ვლაპარაკობდით და როგორ ფიქრობთ, თქვენს უმცროს კოლეგებს განათლება აკლიათ?

-  ნუ მოვიტყუებთ თავს, ყოველთვის აკლდათ, მაგრამ დღეს, მართალი ხართ, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. ვინ არის დღევანდელი მსახიობთა თაობის წინაპარი? წესით მე და ჩემი თაობა, მაგრამ მე ასე არ მივიჩნევ. 20 წელია თეატრში არ ვყოფილვარ. ამას წინათ მკითხეს, რატომ დავტოვე რუსთაველის თეატრი. ამას ძალიან ბევრი პასუხი აქვს, მაგრამ მოკლედ ასე გეტყვით - რაიმე ისმის დღეს თეატრიდან? თეატრი, რომელიც არ ხმაურობს, არ ხარხარებს, არ ტირის, არ გამოსცემს ხმას, კარგავს თავის ფუნქციას. თეატრი ცხოვრების სარკე აღარ არის. მე 15-20 წლის განმავლობაში არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც აღფრთოვანებით ეთქვა, დღეს თეატრში ვიყავიო. რამაზ ჩხიკვაძე 60 წლის გახლდათ, თეატრიდან რომ წავიდა, 22 წელიწადი სახლში უსაქმურად იჯდა. ნუთუ არ აღმოჩნდა არც ერთი რეჟისორი, რომელსაც მისი მიწვევის სურვილი გაუჩნდა, თუნდაც სერიალში?!. არ შემიძლია ამაზე აუღელვებლად ლაპარაკი. წავიდა ეს კაცი და მთელი თავისი საიდუმლოებანი წაიღო საფლავში... რა დარჩა მისგან? "ჭრიჭინაში" ერთი როლი?

-  ისევ წიგნებს რომ დავუბრუნდეთ, შეგიძლიათ, სამი საყვარელი წიგნი დამისახელოთ?

-  როცა გალაკტიონს ვკითხულობ, მიყვარს გალაკტიონი, როცა შექსპირის სონეტებს ვკითხულობ, არ მახსოვს გალაკტიონი, მანდელშტამის კითხვისას ვერ ვიხსენებ პასტერნაკს, ახმატოვას... მაინც დავასახელებ "ვეფხისტყაოსანს"... დეიდაჩემს სახლში ეკიდა "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი ეპიზოდის ამსახველი ფოტო, ჩემს სახლში კი - შოთა რუსთაველისა და აკაკი წერეთლის სურათები. მამა პასუხისმგებელი მუშაკი იყო და დედას არ აძლევდა ხატების დაკიდების უფლებას. დედა მორწმუნე გახლდათ, ბაბუა მღვდელი ჰყავდა... იეშმაკა და რუსთაველის და აკაკი წერეთლის პორტრეტები ჩამოკიდა, ამ ფოტოებზე იწერდა პირჯვარს... არ ვამბობ, რომ "ჰარი პოტერი" ცუდი ნაწარმოებია და წაკითხულიც მაქვს, მაგრამ მასზე გაზრდილი ბავშვი ერთია და "ვეფხისტყაოსანზე" - მეორე.

რაც თეატრიდან წამოვედი, გადავიღე სახარება, გალაკტიონის შესახებ ფილმი, ჩავწერე 120 დისკი და დავწერე 8 წიგნი. ეს ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ თეატრში თამაში, მათ შორის კომუნისტების შესახებ დადგმულ სპექტაკლებში, და სახარების კითხვა ერთად არ გამოდიოდა. ერთ საინტერესო ეპიზოდს გავიხსენებ - ერთ-ერთ სპექტაკლს პატრიარქი ესწრებოდა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად. მეორე განყოფილებაში ზარის რეკა ისმოდა და ილია ჭავჭავაძე პირჯვარს იწერდა. ილიას მე ვასახიერებდი. მღვდლებმა პარტერში პირჯვრის წერა დაიწყეს, პატრიარქმა კი ხელით გააჩერა. მაშინ მივხვდი, რომ ის თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია. ვიფიქრე, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებოდით ერთმანეთს და დავახლოვდებოდით...

თუკი პერსონაჟებზე ვისაუბრებთ და ილია ჭავჭავაძეს დავუბრუნდებით, "კაცია-ადამიანის" ჩაწერისას მეჩვენებოდა, რომ ილია სულ იბოდიშებდა, ენანებოდა ლუარსაბისა და ქართველების გამათრახება, "ქართლის სიავეზე" წერა... ამ ინტონაციას ვგრძნობდი და ამით ვხელმძღვანელობდი. მსახიობები არ უნდა ოცნებობდნენ როლებზე, რადგან ეს ფუჭი რამეა, მაგრამ ლუარსაბის როლის მორგება მინდოდა. თემურ სუმბათაშვილმა ლუარსაბის შესახებ არაჩვეულებრივი კომპოზიცია გააკეთა, ლუარსაბი უნდა მეთამაშა ისე, რომ მისთვის ყველანაირი კომიკური შტრიხი ჩამომეშორებინა. 1988 წელს ამაზე უარი გვითხრეს, რა დროს "კაცია-ადამიანიაო"?!.

-  თანამედროვე ლიტერატურას თუ ეპარებით?

-  ვკითხულობ ფამუქს. თუკი გავიგებ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი წიგნი გამოვიდა, ვცდილობ წავიკითხო. მე ჩაკეტილი კაცი არ ვარ, მიყვარს მეგობრები, ქალი, მხიარულება, მაგრამ როდესაც ვმუშაობ, მაშინ არც ვსვამ და არც არსად დავდივარ. როცა თეატრში როლზე ვმუშაობდი, გადაბმულად ექვსი თვე არ ვსვამდი. ამ სიყვარულს სხვასთან ვერ ვყოფდი, ან ღრეობა ან მუშაობა. დღესაც ჩემი რეჟიმი მაქვს და მის მიხედვით ვცხოვრობ, ამიტომაც, როცა "კაცია-ადამიანს" ვწერ, აღარ მინდა სხვა არაფრის წაკითხვა (იღიმება).

-  თანამედროვე ქართველ ავტორებზე რას გვეტყვით?

-  სამწუხაროდ, არ ვიცნობ. არა მგონია, რომ მწერლობაშიც ისევე არაფერი ისმოდეს, როგორც თეატრსა და კინოში. ახალგაზრდა მწერლებიდან აკა მორჩილაძეს გამოვყოფ. შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე ქართველი პოეტი, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს - ჯანო ჯანელიძე, ზაქარია შერეზადაშვილი.

-  შინ დიდი ბიბლიოთეკა გაქვთ?

-  საკმაოდ დიდია, მაგრამ წიგნები ბიბლიოთეკაში არ ეტევა და სხვა ოთახშიც მაქვს გადანაწილებული. ჩემი შვილები კარგად ფლობენ ინგლისურს და ინგლისურენოვანი ლიტერატურაც გვაქვს ქართულსა და რუსულთან ერთად. მე საყველპურო ინგლისური ვიცი, ტურისტის დონეზე. ჩემს მეგობარს ვუხსნიდი ამას წინათ, რატომ არ ვიცი ინგლისური. სად იყო ამის დრო? დილას რეპეტიცია მქონდა, ორის მერე - ან გადაღება ან გახმოვანება, საღამოს - სპექტაკლი. სამი შვილი მყავდა და მათ ჭამა-სმა ხომ უნდოდათ? სპექტაკლის მერე ყოველთვის სადღაც მივდიოდით, ყველა მსახიობი ხომ ცოტა ლოთია (იცინის), ყოველ შემთხვევაში, ჩემი მეგობრები - გოგი ქავთარაძე, რობერტ სტურუა ლოთები იყვნენ (იღიმის)!.. მე და რობერტი ადრე ვმეგობრობდით, გოგისთან ახლაც ახლო ურთიერთობა მაქვს.

-  დაბოლოს გკითხავთ, ლექსს რომ კითხულობთ, რას ითვალისწინებთ ხოლმე?

-  ჩემთვის არასდროს შემოუთავაზებიათ პარტიაში გაწევრება, მიუხედავად იმისა, რომ სულ "კაგებეში" მიბარებდნენ, მათ შორის ცვეტაევას წიგნის ჩამოტანისთვისაც, და დაჭერით მემუქრებოდნენ. ერთი "კაგებეს" ყოფილი მინისტრი, ჩემს უბანში ცხოვრობს. ამას წინათ შვილიშვილთან ვსეირნობდი, რომ შემხვდა. ვუთხარი, აი, ეს ის კაცია, ხუთი წლით ციხეში ჩაჯდომას რომ გადამარჩინა-მეთქი, ის კაცი მომიბრუნდა და ჩაილაპარაკა, ხუთით კი არა - ექვსითო (იცინის). როგორც პარტიის წევრობა, ასევე პედაგოგობაც არასდროს შემოუთავაზებიათ ჩემთვის. როგორ უნდა ასწავლო ადამიანს ლექსის წაკითხვა? თუკი მსახიობი ლიტერატურულ ტექსტებს შორის განსხვავებას ამჩნევს, არ კარგავს ავტორს და ამასთან ერთად საკუთარ თავს, თუკი დაიცავს ამ შუალედს, მაშინ ის თქვენს გულსაც მოხვდება. თუმცა ეს რთული პროცესია. ცოტა გულიც უნდა გიძგერდეს, თავიც გიმუშავებდეს, სამშობლო, დედა, მამა გიყვარდეს...

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"