პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ამბობს ხატია ბრაჭული უარს ეროტიკულ როლებზე
რატომ ამბობს ხატია ბრაჭული უარს ეროტიკულ როლებზე

სე­რი­ა­ლის - "მე­დი­ა­რი" ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, მსა­ხი­ო­ბი ხა­ტია ბრა­ჭუ­ლი ამ­ბობს, რომ სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბის შე­წყვე­ტის ამ­ბა­ვი მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი იყო. თუმ­ცა, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამას რო­გორც ტრა­გე­დი­ას, ისე არ აღიქ­ვამს. ფიქ­რობს, რომ ზოგ­ჯერ ასე­თი "ჩა­ვარ­დნე­ბიც" ხდე­ბა და ეს დრო აუ­ცი­ლებ­ლად, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბი­სა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უნდა გა­მო­ი­ყე­ნო.

ამ­ჯე­რად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ხა­ტი­ას ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის ფილმში - "კა­ცე­ბის კინო" იღე­ბენ; როლი მის­ცეს თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რშიც და რო­გორც ამ­ბო­ბენ, იან­ვარ­ში სე­რი­ალ­ზე - "მე­დი­ა­რი" მუ­შა­ო­ბაც გა­ნახ­ლდე­ბა. ასე რომ, ვფიქ­რობ, ხა­ტი­ას, ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტის, მაგ­რამ უკვე საკ­მაო კი­ნო­რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენს პრო­ფე­სი­ა­ში ჯერ მწვერ­ვა­ლე­ბი არ და­გი­პყრია, 21 წლის ასა­კის­თვის საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხარ...

- ჯერ კი­დევ ბა­ღის ასაკ­ში ვამ­ბობ­დი, - ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი უნდა გავ­ხდე-მეთ­ქი. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, მიზ­ნის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი უფრო მე­ტად გა­მიმ­ძაფ­რდა. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­დან პირ­ველ­სა­ვე წელს ვერ ჩა­ვა­ბა­რე, სა­მა­გი­ე­როდ, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თურ­ქო­ლო­გი­ა­ზე მო­ვე­წყვე; მე­ო­რე წელ­საც ვცა­დე ბედი, მაგ­რამ სამ­სა­ხი­ო­ბოს ნაც­ვლად, კი­ნოდ­რა­მა­ტურ­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ამოვ­ყა­ვი თავი; მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ფარ-ხმა­ლი არ და­მიყ­რია და ოც­ნე­ბა მე­სა­მე წელს ავის­რუ­ლე...

- რო­გორ ფიქ­რობ, სე­რი­ალ­ში - "მე­დი­ა­რი" როლ­ზე რა­ტომ და­გამ­ტკი­ცეს? ამას რას მი­ა­წერ - გან­სხვა­ვე­ბულ გა­რეგ­ნო­ბას, გა­მორ­ჩე­ულ სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მებს, გა­მარ­თლე­ბას თუ სა­მი­ვეს ერ­თდრო­უ­ლად?

- ვიდ­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რებ­დი, მა­ნამ­დეც სულ იმას ვცდი­ლობ­დი, ამა თუ იმ კას­ტინ­გში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძემ პირ­ვე­ლად თე­ატ­რა­ლურ­ში, გა­მოც­და­ზე მნა­ხა და სხვა ბავ­შვე­ბის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­თან ერ­თად, ჩე­მიც ჩა­ი­წე­რა. მერე "ღა­მის შოუს სტუ­დი­ი­დან" და­მი­რე­კეს, მაგ­რამ კას­ტინგზე არ მი­ვე­დი, რად­გან მე­გო­ნა, არ ამიყ­ვან­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისევ და­მი­რე­კეს. აი, მა­შინ კი გა­დავ­წყვი­ტე, ეს შან­სი გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად ქე­თას როლ­ზე "გამ­სინ­ჯეს", მაგ­რამ მა­რი­კას როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნეს, ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბი­თა და გა­რეგ­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ.

- ძა­ლი­ან ხში­რად ლა­პა­რა­კობ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე. ამ­ბო­ბენ, არ ღირს პი­რად გრძნო­ბებ­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რიო...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ზეც ამი­ტომ ვლა­პა­რა­კობ­დი. თუმ­ცა, მინ­და გი­თხრათ, რომ უკვე 7 თვეა, რაც შეყ­ვა­რე­ბულს დავ­შორ­დი.

- საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა რა­ი­მე­ში რომ შეგ­ზღუ­დოს, ამას გა­აპ­რო­ტეს­ტებ? მო­მა­ვალ­მა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­მა არ­ჩე­ვა­ნის - ან სამ­სა­ხუ­რი, ან ოჯა­ხი - წი­ნა­შე რომ და­გა­ყე­ნოს, რო­მელს აირ­ჩევ?

- ვერ ვხვდე­ბი, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს შენ გამო პრო­ფე­სი­ის დათ­მო­ბა რა­ტომ უნდა მოს­თხო­ვო? მარ­თა­ლია, ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ ჩემი მშობ­ლე­ბი რა­ღა­ცებს კი არ მიკ­რძა­ლა­ვენ, არა­მედ პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მი­წყო­ბენ. ვფიქ­რობ, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მსგავს მო­თხოვ­ნებს არა­სო­დეს წა­მო­გი­ყე­ნებს. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც მის გამო უა­რის თქმას შევ­ძლებ­დი, ერო­ტი­კულ სცე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა.

- რო­გორ ფიქ­რობ, რა არის ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა თუ და­ლა­გე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა?

- ვფიქ­რობ, ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მა­ინც, დე­დო­ბაა. თუმ­ცა, ქალი არ უნდა იყოს მხო­ლოდ დი­ა­სახ­ლი­სი; მას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი საქ­მე.

- რო­გორც ვიცი, სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბის გამო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გაც­დე­ნა გი­წევ­და, ამან კი პრობ­ლე­მე­ბი შე­გიქ­მნა...

- მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას თან სდევს მუდ­მი­ვი შური. არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბებს შო­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც იგ­რძნო­ბა. პა­ტარ-პა­ტა­რა მი­ზე­ზებ­მა დიდი პრობ­ლე­მა შე­მიქ­მნა. არც ისე­თი ძლი­ე­რი ვარ, რა­ღა­ცებ­ზე გული რომ არ მეტ­კი­ნოს. გა­მო­გი­ტყდე­ბით და იყო პე­რი­ო­დი, როცა ვფიქ­რობ­დი, სა­ერ­თოდ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ იქ მოხ­ვედ­რის­თვის მარ­თლა ბევ­რი ვიწ­ვა­ლე და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ ღირ­და. გა­მო­სა­ვა­ლი სხვა ჯგუფ­ში გა­დას­ვლა იყო. გული მწყდე­ბა, რომ ასე მოხ­და. მე და ჩემი ძვე­ლი ჯგუ­ფის რე­ჟი­სო­რი ძა­ლი­ან კარ­გად ვუ­გებ­დით ერ­თმა­ნეთს და სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა კონ­ფლიქ­ტით დას­რულ­და... სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ასე რომ, სა­ნა­ნე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი მაქვს.

- ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად თუ ხარ მზად სა­ი­მი­სოდ, რომ ამა თუ იმ სირ­თუ­ლეს გა­უმკლავ­დე?

- ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი და წყე­ნა თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბის­თა­ნა­ვე მქონ­და. გი­თხა­რით, რომ სუს­ტი ვარ, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი. ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კარ­გი როლი მომ­ცეს. ერთ დღეს მოხ­და ისე, რომ ვერ მი­ვე­დი. ჰოდა, სტუ­დენ­ტებ­მა ეს გა­აპ­რო­ტეს­ტეს და შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი როლი სხვას ერგო. ასეთ შემ­თხვე­ვებს გან­ვიც­დი, ვტი­რი კი­დეც, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა­ფერს ვა­ა­ნა­ლი­ზებ და ვხვდე­ბი, რომ მსგავს რა­ღა­ცებ­ზე ამ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბა უბ­რა­ლოდ, არ ღირს!

- რა­ი­მე ცრურ­წმე­ნის თუ გჯე­რა?

- მსა­ხი­ო­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ერთი ასე­თი ცრურ­წმე­ნა: თუ ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი როლი და­გი­ვარ­და, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აიღო და სამ­ჯერ და­აჯ­დე (იცი­ნის). ამის მეც მჯე­რა.

- ავთო ვარ­სი­მაშ­ვილ­მა ბევ­რი როლი მო­გარ­გო. რო­გორ ფიქ­რობ, რით და­იმ­სა­ხუ­რე მისი სიმ­პა­თია?

- შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ბა­ტო­ნი ავთო ჩემ­თვის მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნია, რად­გან ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი შრო­მით მი­აღ­წია. ნათ­ქვა­მი აქვს, რომ თა­ვი­დან ჩემი გა­რეგ­ნო­ბა მოხ­ვდა თვალ­ში და რომ მე, რო­გორც მსა­ხი­ობს, შე­მიძ­ლია ბევ­რს მი­ვაღ­წიო. ახლა რე­ჟი­სორ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ბედი თე­ატ­რშიც უნდა ვცა­დო. ჰოდა, თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის ახალ სპექ­ტაკლში - "ზღა­პა­რი" მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ.

- მსა­ხი­ო­ბე­ბი ხში­რად ხდე­ბი­ან სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის მსხვერ­პლი: ზო­გი­ერთ მათ­განს მუდ­მი­ვად ტრა­გი­კუ­ლი, ზოგს კი მხო­ლოდ კო­მი­კუ­რი რო­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ან­დო­ბენ...

- ჯერ­ჯე­რო­ბით, რაც კი მი­თა­მა­შია, ყვე­ლა როლი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან; შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მაქვს რო­გორც სე­რი­ო­ზუ­ლი, ისე არა­სე­რი­ო­ზუ­ლი რო­ლე­ბი. ასე რომ, ამ მხრივ არც ბედს ვუ­ჩი­ვი და არც - რე­ჟი­სო­რებს (იღი­მის).

- რო­გორ ფიქ­რობ, პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მსა­ხი­ობ­მა უარი არც ერთი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა­ზე არ უნდა თქვას?

- ვფიქ­რობ, მსა­ხი­ობს ნე­ბის­მი­ე­რი რო­ლის მორ­გე­ბა უნდა შე­ეძ­ლოს. რაც შე­ე­ხე­ბა თა­მამ სცე­ნებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას არ აღიქ­ვა­მენ რო­გორც ეს­თე­ტი­კას, რაც ვფიქ­რობ, მცდა­რი მო­საზ­რე­ბაა. ამ­ჟა­მად, ერო­ტი­კულ რო­ლებ­ზე უარს ვამ­ბობ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ვფიქ­რობ, ეს ჩემ­თვის ჯერ ძა­ლი­ან ად­რეა. როცა პრო­ფე­სი­უ­ლად გა­ვიზ­რდე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ასეთ როლ­შიც მი­ხი­ლოთ, მაგ­რამ გა­აჩ­ნია რე­ჟი­სორს, ფილ­მის ში­ნა­არსს და ა.შ. მარ­თა­ლია, ეს არის მარ­ტი­ვი გზა პო­პუ­ლა­რო­ბის­კენ, მაგ­რამ მე მირ­ჩევ­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას ღი­რე­ბუ­ლი რო­ლე­ბით და­ვა­მახ­სოვ­რდე და არა - სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბით.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

რატომ ამბობს ხატია ბრაჭული უარს ეროტიკულ როლებზე

რატომ ამბობს ხატია ბრაჭული უარს ეროტიკულ როლებზე

სერიალის - "მედიარი" ერთ-ერთი მონაწილე, მსახიობი ხატია ბრაჭული ამბობს, რომ სერიალზე მუშაობის შეწყვეტის ამბავი მისთვის მოულოდნელი და არასასიამოვნო ფაქტი იყო. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ამას როგორც ტრაგედიას, ისე არ აღიქვამს. ფიქრობს, რომ ზოგჯერ ასეთი "ჩავარდნებიც" ხდება და ეს დრო აუცილებლად, საკუთარ თავზე მუშაობისა და თვითგანვითარებისთვის უნდა გამოიყენო.

ამჯერად, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ხატიას ირაკლი კაკაბაძის ფილმში - "კაცების კინო" იღებენ; როლი მისცეს თავისუფალ თეატრშიც და როგორც ამბობენ, იანვარში სერიალზე - "მედიარი" მუშაობაც განახლდება. ასე რომ, ვფიქრობ, ხატიას, ჯერ კიდევ სტუდენტის, მაგრამ უკვე საკმაო კინოროლების შემსრულებელი მსახიობის წარმატების ფორმულა გასათვალისწინებელია...

- მიუხედავად იმისა, რომ შენს პროფესიაში ჯერ მწვერვალები არ დაგიპყრია, 21 წლის ასაკისთვის საკმაოდ წარმატებული ხარ...

- ჯერ კიდევ ბაღის ასაკში ვამბობდი, - ცნობილი მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი. ასაკის მატებასთან ერთად, მიზნის მიღწევის სურვილი უფრო მეტად გამიმძაფრდა. თეატრალურ უნივერსიტეტში სკოლის დამთავრებიდან პირველსავე წელს ვერ ჩავაბარე, სამაგიეროდ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, თურქოლოგიაზე მოვეწყვე; მეორე წელსაც ვცადე ბედი, მაგრამ სამსახიობოს ნაცვლად, კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე ამოვყავი თავი; მიუხედავად ყველაფრისა, ფარ-ხმალი არ დამიყრია და ოცნება მესამე წელს ავისრულე...

- როგორ ფიქრობ, სერიალში - "მედიარი" როლზე რატომ დაგამტკიცეს? ამას რას მიაწერ - განსხვავებულ გარეგნობას, გამორჩეულ სამსახიობო მონაცემებს, გამართლებას თუ სამივეს ერთდროულად?

- ვიდრე უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, მანამდეც სულ იმას ვცდილობდი, ამა თუ იმ კასტინგში მიმეღო მონაწილეობა. ირაკლი კაკაბაძემ პირველად თეატრალურში, გამოცდაზე მნახა და სხვა ბავშვების ტელეფონის ნომერთან ერთად, ჩემიც ჩაიწერა. მერე "ღამის შოუს სტუდიიდან" დამირეკეს, მაგრამ კასტინგზე არ მივედი, რადგან მეგონა, არ ამიყვანდნენ. მოგვიანებით ისევ დამირეკეს. აი, მაშინ კი გადავწყვიტე, ეს შანსი გამომეყენებინა. თავდაპირველად ქეთას როლზე "გამსინჯეს", მაგრამ მარიკას როლზე დამამტკიცეს. როგორც თავად აღნიშნეს, ჩემი სამსახიობო მონაცემებითა და გარეგნობით დაინტერესდნენ.

- ძალიან ხშირად ლაპარაკობ შეყვარებულზე. ამბობენ, არ ღირს პირად გრძნობებზე ხმამაღლა საუბარიო...

- (მაწყვეტინებს) საერთოდ, ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ და საკუთარ გრძნობებზეც ამიტომ ვლაპარაკობდი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ უკვე 7 თვეა, რაც შეყვარებულს დავშორდი.

- საყვარელმა ადამიანმა რაიმეში რომ შეგზღუდოს, ამას გააპროტესტებ? მომავალმა მეორე ნახევარმა არჩევანის - ან სამსახური, ან ოჯახი - წინაშე რომ დაგაყენოს, რომელს აირჩევ?

- ვერ ვხვდები, საყვარელ ადამიანს შენ გამო პროფესიის დათმობა რატომ უნდა მოსთხოვო? მართალია, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ ჩემი მშობლები რაღაცებს კი არ მიკრძალავენ, არამედ პირიქით, ყველაფერში ხელს მიწყობენ. ვფიქრობ, განათლებული ადამიანი მსგავს მოთხოვნებს არასოდეს წამოგიყენებს. ერთადერთი, რაზეც მის გამო უარის თქმას შევძლებდი, ეროტიკულ სცენებში მონაწილეობაა.

- როგორ ფიქრობ, რა არის ქალისთვის ყველაზე მთავარი - წარმატებული კარიერა თუ დალაგებული პირადი ცხოვრება?

- ვფიქრობ, ქალისთვის ყველაზე მთავარი მაინც, დედობაა. თუმცა, ქალი არ უნდა იყოს მხოლოდ დიასახლისი; მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმე.

- როგორც ვიცი, სერიალის გადაღებების გამო უნივერსიტეტის გაცდენა გიწევდა, ამან კი პრობლემები შეგიქმნა...

- მსახიობის პროფესიას თან სდევს მუდმივი შური. არაჯანსაღი დამოკიდებულება მსახიობებს შორის უნივერსიტეტშიც იგრძნობა. პატარ-პატარა მიზეზებმა დიდი პრობლემა შემიქმნა. არც ისეთი ძლიერი ვარ, რაღაცებზე გული რომ არ მეტკინოს. გამოგიტყდებით და იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი, საერთოდ წამოვსულიყავი უნივერსიტეტიდან. თუმცა, მოგვიანებით გავაანალიზე, რომ იქ მოხვედრისთვის მართლა ბევრი ვიწვალე და კონკრეტული ადამიანების გამო ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ ღირდა. გამოსავალი სხვა ჯგუფში გადასვლა იყო. გული მწყდება, რომ ასე მოხდა. მე და ჩემი ძველი ჯგუფის რეჟისორი ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს და სამწუხაროა, რომ ჩვენი ურთიერთობა კონფლიქტით დასრულდა... სერიალზე მუშაობისას უდიდესი გამოცდილება მივიღე. ასე რომ, სანანებელი ნამდვილად არაფერი მაქვს.

- ფსიქოლოგიურად თუ ხარ მზად საიმისოდ, რომ ამა თუ იმ სირთულეს გაუმკლავდე?

- ფსიქოლოგიური სტრესი და წყენა თეატრალურში ჩაბარებისთანავე მქონდა. გითხარით, რომ სუსტი ვარ, მაგრამ ამასთანავე, ბრძოლისუნარიანი. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: უნივერსიტეტში კარგი როლი მომცეს. ერთ დღეს მოხდა ისე, რომ ვერ მივედი. ჰოდა, სტუდენტებმა ეს გააპროტესტეს და შესაბამისად, ჩემი როლი სხვას ერგო. ასეთ შემთხვევებს განვიცდი, ვტირი კიდეც, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერს ვაანალიზებ და ვხვდები, რომ მსგავს რაღაცებზე ამდენი ნერვიულობა უბრალოდ, არ ღირს!

- რაიმე ცრურწმენის თუ გჯერა?

- მსახიობებში გავრცელებულია ერთი ასეთი ცრურწმენა: თუ ფურცელზე დაწერილი როლი დაგივარდა, აუცილებლად უნდა აიღო და სამჯერ დააჯდე (იცინის). ამის მეც მჯერა.

- ავთო ვარსიმაშვილმა ბევრი როლი მოგარგო. როგორ ფიქრობ, რით დაიმსახურე მისი სიმპათია?

- შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ავთო ჩემთვის მისაბაძი ადამიანია, რადგან ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია. ნათქვამი აქვს, რომ თავიდან ჩემი გარეგნობა მოხვდა თვალში და რომ მე, როგორც მსახიობს, შემიძლია ბევრს მივაღწიო. ახლა რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ბედი თეატრშიც უნდა ვცადო. ჰოდა, თავისუფალი თეატრის ახალ სპექტაკლში - "ზღაპარი" მეც ვმონაწილეობ.

- მსახიობები ხშირად ხდებიან საკუთარი გარეგნობის მსხვერპლი: ზოგიერთ მათგანს მუდმივად ტრაგიკული, ზოგს კი მხოლოდ კომიკური როლების შესრულებას ანდობენ...

- ჯერჯერობით, რაც კი მითამაშია, ყველა როლი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან; შესრულებული მაქვს როგორც სერიოზული, ისე არასერიოზული როლები. ასე რომ, ამ მხრივ არც ბედს ვუჩივი და არც - რეჟისორებს (იღიმის).

- როგორ ფიქრობ, პროფესიონალმა მსახიობმა უარი არც ერთი როლის შესრულებაზე არ უნდა თქვას?

- ვფიქრობ, მსახიობს ნებისმიერი როლის მორგება უნდა შეეძლოს. რაც შეეხება თამამ სცენებს, საქართველოში ამას არ აღიქვამენ როგორც ესთეტიკას, რაც ვფიქრობ, მცდარი მოსაზრებაა. ამჟამად, ეროტიკულ როლებზე უარს ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ჩემთვის ჯერ ძალიან ადრეა. როცა პროფესიულად გავიზრდები, შესაძლებელია, ასეთ როლშიც მიხილოთ, მაგრამ გააჩნია რეჟისორს, ფილმის შინაარსს და ა.შ. მართალია, ეს არის მარტივი გზა პოპულარობისკენ, მაგრამ მე მირჩევნია საზოგადოებას ღირებული როლებით დავამახსოვრდე და არა - საკუთარი სხეულის დემონსტრირებით.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება