კონფლიქტები
მსოფლიო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დესპოტები და მათი საყვარელი სასმელი
დესპოტები და მათი საყვარელი სასმელი

ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლი დიქ­ტა­ტო­რე­ბის ერთ-ერთი სა­ერ­თო მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არის მათი ტკბო­ბა ფუ­ფუ­ნე­ბი­თა და ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით იმ დროს, როცა უბ­რა­ლო ხალ­ხი შიმ­ში­ლი­თა და სი­ღა­ტა­კით იტან­ჯე­ბა. სა­ა­რა­კოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლიც მათი და­უ­ცხრო­მე­ლი წყურ­ვი­ლის ერთ-ერთი მხა­რეა.

კიმ ჩენ ირს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ყო­ფილ ლი­დერს, სხვა­დას­ხვა ახი­რე­ბა ჰქონ­და. მა­გა­ლი­თად, სასმლი­დან ამ­ჯო­ბი­ნებ­და კო­ნი­აკ "ჰე­ნე­სის", რო­მელ­ზეც სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნი­დან ყო­ველ წელს 1 მლნ დო­ლარ­ზე მეტი იხარ­ჯე­ბო­და.

ერა­ყის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი სა­დამ ჰუ­სე­ი­ნი და­უნ­დო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი კი არ იყო მხო­ლოდ, ის­ლა­მის მო­თხოვ­ნებ­საც არ­ღვევ­და, ძი­რი­თა­დად, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბით. მისი საყ­ვა­რე­ლი სას­მე­ლი იყო წი­თე­ლი ღვი­ნო Mateus Rose.

ლი­ბი­ის ლი­დერ მუ­ა­მარ კა­და­ფის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე, სა­სახ­ლი­დან მისი გა­მო­ძე­ვე­ბის შემ­დეგ, იპო­ვეს მისი საყ­ვა­რე­ლი ვის­კი Johnie Walker Black Label.

რუ­მი­ნე­ლი დიქ­ტა­ტო­რი ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ტკბე­ბო­და შამ­პა­ნუ­რით Chivas Regal.

ჩი­ნე­თის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის და­მა­არ­სე­ბელ მაო ძე­დუნს, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ პატ­რი­ოტს, ჰყვა­რე­ბია ჩი­ნუ­რი ლი­ქი­ო­რი "მა­ო­ტაი".

კუ­ბის ყო­ფილ ლი­დერ ფი­დელ კას­ტროს არა მხო­ლოდ სი­გა­რე­ბი უყ­ვარს, ასე­ვე სი­ა­მოვ­ნე­ბით სვამს მო­ჰი­ტოს დაVuba Libre-ს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ცნო­ბი­ლია, რომ კას­ტროს კარ­გი შოტ­ლან­დი­უ­რი ვის­კიც უყ­ვარს.

ზიმ­ბაბ­ვეს მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა რო­ბერტ მუ­გა­ბემ თა­ვის 85-ე წლის­თავ­ზე 2 ათა­სი ბოთ­ლი შამ­პა­ნუ­რი Bollinger და Moet & Chandon შე­უკ­ვე­თა.

სტა­ლი­ნი ყო­ველ­თვის სთა­ვა­ზობ­და თა­ვის სტუმ­რებს არაყს, თუმ­ცა თვი­თონ ალ­კოჰოლ­ზე უარს ამ­ბობ­და, რათა ფხი­ზელს მი­ეღ­წია სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის­თვის. ისე კი, მო­ცა­ლე­ო­ბის ჟამს, არ­ყის გარ­და, უყ­ვარ­და ნა­ხევ­რად ტკბი­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო "ხვან­ჭკა­რა".

The Times

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

დესპოტები და მათი საყვარელი სასმელი

დესპოტები და მათი საყვარელი სასმელი

ისტორიაში ცნობილი დიქტატორების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელი არის მათი ტკბობა ფუფუნებითა და ექსტრავაგანტური ცხოვრების წესით იმ დროს, როცა უბრალო ხალხი შიმშილითა და სიღატაკით იტანჯება. საარაკოდ ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელების სიყვარულიც მათი დაუცხრომელი წყურვილის ერთ-ერთი მხარეა.

კიმ ჩენ ირს, ჩრდილოეთ კორეის ყოფილ ლიდერს, სხვა­დასხვა ახირება ჰქონდა. მაგალითად, სასმლიდან ამჯობინებდა კონიაკ "ჰენესის", რომელზეც სახელმწიფო ხაზინიდან ყოველ წელს 1 მლნ დოლარზე მეტი იხარჯებოდა.

ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი დაუნდობელი ადამიანი კი არ იყო მხოლოდ, ისლამის მოთხოვნებსაც არღვევდა, ძირითადად, ალკოჰოლის მიღებით. მისი საყვარელი სასმელი იყო წითელი ღვინო Mateus Rose.

ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის სამუშაო მაგიდაზე, სასახლიდან მისი გამოძევების შემდეგ, იპოვეს მისი საყვარელი ვისკი Johnie Walker Black Label.

რუმინელი დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ გარდაცვალებამდე ტკბებოდა შამპანურით Chivas Regal.

ჩინეთის სოციალისტური პარტიის დამაარსებელ მაო ძედუნს, როგორც ჭეშმარიტ პატრიოტს, ჰყვარებია ჩინური ლიქიორი "მაოტაი".

კუბის ყოფილ ლიდერ ფიდელ კასტროს არა მხოლოდ სიგარები უყ­ვარს, ასევე სიამოვნებით სვამს მოჰიტოს დაVuba Libre-ს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ კასტროს კარგი შოტლანდიური ვისკიც უყვარს.

ზიმბაბვეს მოქმედმა პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ თავის 85-ე წლისთავზე 2 ათასი ბოთლი შამპანური Bollinger და Moet & Chandon შეუკვეთა.

სტალინი ყოველთვის სთავაზობდა თავის სტუმრებს არაყს, თუმცა თვითონ ალკოჰოლზე უარს ამბობდა, რათა ფხიზელს მიეღწია სასურველი შედეგისთვის. ისე კი, მოცალეობის ჟამს, არყის გარდა, უყვარდა ნახევრად ტკბილი ქართული ღვინო "ხვანჭკარა".

The Times

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს