პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური დეტალები ქართველი ჰაკერის ცხოვრებიდან
სკანდალური დეტალები ქართველი ჰაკერის ცხოვრებიდან

რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ტო­ტა­ლურ მოს­მე­ნებ­ზე. არა­ერ­თი ლე­გენ­და გაგ­ვი­გია იმა­ზე, რომ არა­მარ­ტო ტე­ლე­ფო­ნე­ბით გვის­მენ­დნენ, არა­მედ მათ­თვის ჩვე­ნი ინ­ტერ­ნე­ტფოს­ტა და სკა­იპ­ში მი­მო­წე­რის ში­ნა­არ­სიც კი იყო ცნო­ბი­ლი. მოს­მე­ნის შიში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ი­ზარ­და. ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი არ­ქი­ვი­დან მო­პა­რუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის და ფო­ტო­ე­ბის შემ­დეგ, თით­ქოს ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბო­და, რომ უს­მენ­დნენ.

და­კა­ვე­ბე­ბის მე­ო­რე სე­რი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი კუ­დის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი სწო­რედ უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მთა­ვარ გმირ­ზე, 18 წლის ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვილ­ზე უამ­რა­ვი ჭორი თუ სი­მარ­თლე ვრცელ­დე­ბა. მას "ჰა­კე­რის" გარ­და გე­ნი­ოს­საც უწო­დე­ბენ, რად­გან მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამ სფე­რო­ში მარ­თლაც გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი გახ­ლდათ.

ახალ­გაზ­რდა მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ნა­გი­რა­ვებ ბი­ნა­ში, ავად­მყოფ დე­და­სა და მო­ხუ­ცე­ბულ ბე­ბი­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მისი ნაც­ნო­ბე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მხო­ლოდ და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო, რომ კუ­დის მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ იქ რო­გორ მოხ­ვდა, ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა უჭირთ.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი ლაშა მე­ბო­ნია და გია ალა­ნია არი­ან. ლა­შას სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა იც­ნობს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მან სა­კუ­თა­რი ფო­რუ­მი planeta.ge გა­ა­კე­თა და სწო­რედ ამ დროს გა­იც­ნო ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი. გია ალა­ნია ჩე­ხეთ­ში ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და თა­ვის თავს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნილს უწო­დებს.

ლაშა მე­ბო­ნია:

- უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვია, რო­დე­საც 18 წლის ბავ­შვი კუდ­ში ამ­ხე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხვდე­ბა. ვა­სი­კო სამი წლის წინ, 15 წლის ასაკ­ში გა­ვი­ცა­ნი. ჩემს სა­იტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ერთ-ერთ ფირ­მა­ში მი­ვე­დი და იმ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­მაც­ნო. ვა­სი­კო იქ მუ­შა­ობ­და. რა­საც ვხე­დავ­დი, უფ­როს­სა და ყმაწ­ვილს ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. იმ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ფირ­მა­ში დავ­დი­ო­დი, ჩვენ ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებ­დით, მაგ­რამ ამ ბიჭ­ზე ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მნა. რამ­დე­ნი­მე­ჯერ შევ­ხვდი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ბავ­შვი იყო, "სის­ტემ­ში­კის" მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბით. უყ­ვარ­და "ჩა­ტა­ო­ბა" თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან, ჰა­კე­რულ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი. უფ­რო­სის­გან გა­ვი­გე, რომ ვას­კას უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ფი­ლი ჰქონ­და არ­ჩე­უ­ლი. ის კაცი ამ­ბობ­და, რომ უნ­დო­და, ვას­კა სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი­ყო სას­წავ­ლებ­ლად, მას­ზე და­დე­ბი­თად ლა­პა­რა­კობ­და. ვას­კას ყმაწ­ვი­ლუ­რი გა­ტა­ცე­ბე­ბი ჰქონ­და, "ჰა­კე­რინ­გის" თე­მა­ზე სა­უბ­რობ­და, რო­მე­ლი­ღაც სა­ი­ტის და­ჰაკ­ვა­ზე. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია და არ უნდა აღ­ვიქ­ვათ ტრა­გი­კუ­ლად, მით უმე­ტეს მაგ ასაკ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის რამ­დე­ნი­მე ჰა­კე­რუ­ლი სა­ი­ტი, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვას­კაც იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. შემ­დეგ გი­ორ­გი ალა­ნი­ას გა­ვა­ცა­ნი. გი­ორ­გი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლია, ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გვარ­დი­ის მა­ი­ო­რი იყო, თა­ვა­დაც ვებ­მას­ტე­რია, ჩე­ხეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს, კარ­გად არ მახ­სოვს, რა დე­ტა­ლის გამო გა­ვა­ცა­ნი ერ­თმა­ნე­თი. შემ­დეგ თვი­თონ ჰქო­ნი­ათ ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ გა­რე­შე.

- ორი წლის წინ გი­ორ­გი ალა­ნი­ამ სა­იტ­ზე, რო­მე­ლიც მა­შინ თქვენ გე­კუთ­ვნო­დათ, თემა გახ­სნა, ეს თემა დღეს ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ამა­ზე ვი­სა­უბ­როთ.

- თე­მას ერ­ქვა "კუდს რო­გორც ეგო­ნა, ისე არ არის". გი­ორ­გი წერ­და, რომ სკა­ი­პით უც­ნობ­მა პირ­მა ფა­ი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა. შემ­დეგ ვას­კამ გა­და­ა­მოწ­მა და "ტრო­ა­ნუ­ლი", ანუ ჯა­შუ­ში ფა­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც შემ­დეგ კომ­პი­უ­ტერ­ში რჩე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ას იპა­რავს. გარ­კვე­უ­ლი სკეპ­ტი­ციზ­მი მქონ­და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან ერთხელ მეც მქონ­და ჩემს სა­იტ­ზე მსგავ­სი შემ­თხვე­ვა და შემ­დეგ დიდი შრო­მა დამ­ჭირ­და ამის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. ტრო­ა­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი 21-ე სა­უ­კუ­ნის სე­ნია. შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი კომ­პი­უ­ტე­რი რომ და­ათ­ვა­ლი­ე­როთ, რამ­დე­ნი­მე ტრო­ა­ნე­ლი იპო­ვოთ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვი­ღა­ცას პო­ლი­ტი­კუ­რად აინ­ტე­რე­სებთ, მაგ­რამ რო­დე­საც ვი­ღაც სკა­ი­პით ფა­ილს გიგ­ზავ­ნის, სა­დაც ტრო­ა­ნე­ლია, უკვე ეჭვს იწ­ვევს. გი­ორ­გი არც მა­ლავს, რომ ფა­ი­ლის შე­მოწ­მე­ბა­ში ვას­კა და­ეხ­მა­რა. ვას­კა ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობ­და, რომ ფო­რუ­მე­ბი არ აინ­ტე­რე­სებ­და, მე ჩემი საქ­მე­ე­ბი მაქვს და მირ­ჩევ­ნია, იმა­ში ვხარ­ჯო დრო, ვიდ­რე ფო­რუმ­ზე კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­შიო. ორი წლის წინ გი­ორ­გის გახ­სნი­ლი თე­მის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ მძი­მე ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და. ეს თემა სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და ორი წლის შემ­დეგ, ის ფაქ­ტე­ბი, რაც დღეს ამო­ტივ­ტივ­და, გარ­კვე­ულ­წი­ლად იმ თე­მას მი­ე­ბა და ბევ­რი დე­ტა­ლი ემ­თხვე­ვა.

- ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვას­კას­თან ურ­თო­ერ­თო­ბა აღარ გქო­ნი­ათ?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­იტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რად მქო­ნია სხვა­დას­ხვა ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მქო­ნია, მას დავ­კავ­ში­რე­ბო­დი. იმა­საც არ გას­ჩე­ნია ეს სურ­ვი­ლი. არც ვი­ცო­დი რას საქ­მი­ა­ნობ­და. ფან­ტას­ტი­კუ­რი ფაქ­ტი იყო, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, რომ ვას­კა კუ­დის და­კა­ვე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს შო­რის აღ­მოჩ­ნდა. მისი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ შე­იძ­ლე­ბო­და, მა­გას ვინ­მე ემარ­თა, თუნ­დაც ასა­კის გამო. ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი მას­ში არ შე­მიმ­ჩნე­ვია, სამ­სა­ხურ­ში ღამე მი­დი­ო­და, რო­გორც ბევ­რი სის­ტემ-ოპე­რა­ტო­რი. კომ­პი­უ­ტერ­თან ჯდე­ბო­და და დი­ლამ­დე მუ­შა­ობ­და. შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი, მაგ­რამ არ მგო­ნია ვცდე­ბო­დე, იმი­ტომ რომ მისი უფ­რო­სიც ამ­ბობ­და, რომ ღამე უყ­ვარ­და მუ­შა­ო­ბა და დღი­სით ეძი­ნა. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბით ვინც არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ეს ყვე­ლას სე­ნია.

- გე­ნი­ო­სო­ბა თუ შე­ამ­ჩნი­ეთ?

- ვერ ვი­ტყვი, რომ გე­ნი­ო­სი იყო. ნი­ჭი­ე­რი ბიჭი იყო, რო­მე­ლიც უსაფრ­თო­ხე­ბის სა­კი­თხებს სწავ­ლობ­და და "ჰა­კე­რინ­გი" აინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ მა­სე­თი ყმაწ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რია. გე­ნი­ო­სო­ბა რომ და­ვაბ­რა­ლოთ, მის­თვის­ვე იქ­ნე­ბა ცუდი. ვას­კა ნი­ჭი­ე­რი იყო და ეს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს. ვას­კა იმ სის­ტე­მის მსა­ხუ­რი გა­ხა­დეს. სა­ერ­თოდ, ჰა­კე­რის­თვის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ან რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი სა­ხის კომ­პი­უ­ტერ­ში შეს­ვლა საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოწ­ვე­ვაა. ივა­ნიშ­ვილ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო აშ­კა­რად მისი კომ­პი­უ­ტე­რი­დან არის მო­პა­რუ­ლი, მაგ­რამ ვინ მო­ი­პა­რა, არ ვიცი. არ შე­იძ­ლე­ბა ამით გარ­თო­ბა.

- ამ­ბო­ბენ, ვას­კას სამ­სა­ხურ­ში ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ის რე­ა­ლუ­რად რუ­სეთს ებ­რძო­და, რო­გორ ფიქ­რობთ, ამის სჯე­რო­და?

- ისე­თი ბავ­შვი იყო, რომ არ მგო­ნია, რუ­სე­თის, საფ­რან­გე­თის ან იტა­ლი­ის თემა და­ე­ჯე­რე­ბი­ნა. მარ­ტი­ვად მი­ვუდ­გეთ საქ­მეს, მას მოს­წონ­და უსაფრ­თხო­ე­ბის თემა, აინ­ტე­რე­სებ­და რამ­დე­ნად დიდ სი­მაღ­ლე­ზე ავი­დო­და და რო­გორც ჩანს, საკ­მა­ოდ დიდ სი­მაღ­ლეს მი­აღ­წია. სა­ერ­თოდ, მგო­ნია, რომ მის ასაკ­ში ამ­ხე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის მი­ღე­ბა უფრო დიდი სკან­და­ლია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმა.

რა მოხ­და წლე­ბის წინ გი­ორ­გი ალა­ნი­ა­სა და ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვილს შო­რის, ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ალა­ნი­ას ჩე­ხეთ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით. ის ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან 19 წლის წინ წა­ვი­და და დღემ­დე იძებ­ნე­ბა.

გი­ორ­გი ალა­ნია:

- ვა­სი­კო 2009 წელს გა­ვი­ცა­ნი. აქ ჩე­ხეთ­ში მე­გო­ბარს სერ­ვე­რი ჰქონ­და და ბევ­რი ქარ­თუ­ლი სა­ი­ტი მის სერ­ვერ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნე. მა­შინ ვა­სი­კომ თხუთ­მეტ წუთ­ში მო­ნა­ხა ამ სერ­ვე­რის სუს­ტი ად­გი­ლე­ბი და მფლო­ბელს წე­რი­ლიც გა­უგ­ზავ­ნა. არა­და, ის პი­როვ­ნე­ბა ჩე­ხეთ­ში ერთ-ერთ უძ­ლი­ე­რეს პროგ­რა­მის­ტად ით­ვლე­ბა. რო­დე­საც ვუ­თხა­რი, რომ ვა­სი­კო 15 წლის იყო, და­ი­შო­კა.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, თქვენ ამ­ბობთ, რომ 2010 წელს გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ვირუ­სის გა­შიფვ­რა­ში ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი და­გეხ­მა­რათ, ეს გზა კუ­დამ­დე მი­ვი­და და მათი სერ­ვე­რე­ბი გა­თი­შა, ასე მოხ­ვდა 16 წლის ბიჭი ამ უწყე­ბა­ში?

- მოკ­ლედ, კუდ­მა გა­ი­გო, ვისი დახ­მა­რე­ბით გა­ე­თი­შათ ინ­ტერ­ნე­ტი და სერ­ვე­რე­ბი. დიახ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ასე მოხ­და, იმი­ტომ რომ სა­ნამ მუ­შა­ო­ბას და­ი­წყებ­და, ვი­ლა­პა­რა­კეთ კი­დეც ამ თე­მა­ზე.

- კონ­კრე­ტუ­ლად რაზე?

- რო­დე­საც გა­და­წყდა, რომ კუდ­ში მუ­შა­ო­ბას იწყებ­და, ვი­ცო­დი, რომ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ, ვურ­ჩიე, უარი არ ეთ­ქვა, რად­გან ამ უარს არ აპა­ტი­ებ­დნენ. კუდ­ში აინ­ტე­რე­სებ­დათ, მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან რო­მელ­მა მო­მა­წო­და და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი დე­ტა­ლე­ბი და მე­ო­რე, ისე­დაც ვი­ყა­ვი კუ­დის ინ­ტე­რეს­თა არე­ალ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო. შემ­დეგ, ცინ­დე­ლი­ა­ნის თე­მა­ზე რე­პორ­ტა­ჟი ნანა ლეჟა­ვამ გა­ა­კე­თა.

- ვა­სი­ლის კუდ­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ამის შემ­დეგ ვას­კა ერთხელ შე­მეხ­მი­ა­ნა. სხვი­სი კომ­პი­უ­ტე­რი­დან სხვა სა­ხე­ლით და­მი­კავ­შირ­და, ეტყო­ბა, კუდ­ში ძა­ლი­ან მი­აწ­ვნენ ჩემს თა­ო­ბა­ზე. მა­შინ ასე მო­ვი­პა­ლა­რა­კეთ, რომ თუ ვას­კას­გან რა­ი­მე ცნო­ბა მო­მი­ვი­დო­და, ან სა­უბ­რის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამ­და სკა­ი­პით, არ უნდა მე­პა­სუ­ხა. კონ­ტაქ­ტი არ წაგ­ვიშ­ლია, ორი­ვემ და­ვი­ტო­ვეთ, რომ სამ­სა­ხურ­ში ეჭვი არ გას­ჩე­ნო­დათ, რომ ვას­კამ გა­მაფრ­თხი­ლა. ამის შემ­დეგ ყო­ველ­გვა­რი კონ­ტაქ­ტი შევ­წყვი­ტეთ. რო­გორ ვიცი, მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­სას ვას­კა ჩე­ხეთ­ში უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო ენის თუ პროგ­რა­მის­ტის კურ­სებ­ზე. აქ რომ ჩა­მო­სუ­ლი­ყო, უკან არ დაბ­რუნ­დე­ბო­და, ჩემ­თან დავ­ტო­ვებ­დი.

- სა­ბო­ლო­ოდ არ გა­მო­უშ­ვეს?

- ეს უკვე აღარ ვიცი. ის ბო­ლოს სხვა სა­ხე­ლით და­მი­კავ­შირ­და, რა­ზეც ზე­ვით მო­გი­ყე­ვით. ვას­კას უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ჩემ­გან ყო­ველ­გვა­რი კონ­ტაქ­ტი და ინ­ტე­რე­სი შე­წყდა.

- რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დით პი­როვ­ნუ­ლად?

- ვას­კა ბავ­შვია, ახ­ლაც, ამ ასაკ­ში, ალა­ლი გუ­ლის ბავ­შვი. ის სამ­სა­ხურ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი აიყ­ვა­ნეს. კი, ბა­ტო­ნო მუ­შა­ობ­და კუდ­ში, მაგ­რამ მა­ნამ­დე მათ წი­ნა­აღ­მდე­გაც ხომ იმუ­შა­ვა. ვას­კა მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან მუ­შა­ობ­და პროგ­რა­მის­ტად. ვებგ­ვერ­დიც გა­უ­კე­თა ალა­სა­ნი­ას. დღეს სა­ქარ­თვე­ლო არ არის ისე­თი უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა, რომ ვა­სი­კოს მანდ არა­ფე­რი ემუქ­რე­ბო­დეს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­მო­ი­ყე­ნებს?

- არ ვიცი, აქ უკვე მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ არის პრობ­ლე­მა. ვა­სი­კო რამ­დე­ნად და­უ­ჯე­რებს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ან სა­ერ­თოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მის ად­გი­ლას რომ ვიყო, სა­ზღვარს გავ­ცდე­ბო­დი და სად­მე ნორ­მა­ლურ სამ­სა­ხურს ვი­შო­ვი­დი.

- იცო­დით მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ, სა­ერ­თოდ აინ­ტე­რე­სებ­და ეს თემა?

- ვა­სი­კოს მხო­ლოდ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია აქვს, პროგ­რა­მის­ტია. სხვა ორი­ენ­ტა­ცია მის­თვის არ არ­სე­ბობს, ან თუ არ­სე­ბობს, მოჩ­ვე­ნე­ბი­თია.

რო­გორ ავა­რი­დოთ თავი მსგავს შემ­თხვე­ვებს და რამ­დე­ნად და­ცუ­ლე­ბი ვართ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში, ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლისტს ვკი­თხეთ.

არა­სო­დეს მი­ი­ღოთ სკა­იპ­ში უცხო ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფა­ი­ლი ან ფოტო, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია, სუ­რათ­ში ჩა­კე­რე­ბუ­ლი იყოს ინ­ტერ­ნეტ­ჯა­შუ­ში და თქვე­ნი კომ­პი­უ­ტე­რი ჰა­კე­რე­ბის მსხვერ­პლი გახ­დეს.

სხვა­დას­ხვა სა­იტ­ზე შეს­ვლი­სას, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­გი­ტა­ნოთ სხვა სა­ი­ტის ლინ­კი, სა­დაც ეწე­რე­ბა, რომ თქვენს კომ­პი­უ­ტერ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ვირუ­სი და თუ მას და­ა­ჭერთ, კომ­პი­უ­ტერს ვირუ­სის­გან გაწ­მენ­დს. რე­ა­ლუ­რად კი, თუ ამ ოპე­რა­ცი­ას და­თან­ხმდე­ბით, კომ­პი­უ­ტერ­ში ვირუ­სი შე­მო­აღ­წევს და თუ კა­მე­რა და მიკრო­ფო­ნიც გაქვთ მი­ერ­თე­ბუ­ლი, ჰა­კე­რი მო­გის­მენთ და ფო­ტო­ებ­საც გა­და­გი­ღებთ.

კომ­პი­უ­ტე­რი და­ჰა­კუ­ლია თუ არა, ამას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვერ ხვდე­ბა, ხან­და­ხან ამის მიხ­ვედ­რა პრო­ფე­სი­ო­ნალ პროგ­რა­მის­ტებ­საც უჭირთ. და­ჰა­კულ კომ­პი­უ­ტერს მხო­ლოდ ვინ­დო­უ­სის გა­და­ყე­ნე­ბა არ შვე­ლის, ეს ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რე­ა­ლუ­რად კი მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლის­ტი შეძ­ლებს, კომ­პი­უ­ტე­რი ჯა­შუ­ში­გან გაწ­მინ­დოს.

ინ­ტერ­ნე­ტფოს­ტის მომ­ხმა­რებ­ლებს ხში­რად უც­ნა­უ­რი მი­სა­მარ­თე­ბი­დან მის­დით წე­რი­ლი. სა­ერ­თოდ, მო­ე­რი­დეთ მსგავ­სი იმე­ი­ლე­ბის გახ­სნას, მაგ­რამ თუ მა­ინც გახ­სე­ნით და მხო­ლოდ ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა დაგ­ხვდათ, წე­რი­ლი სა­რეკ­ლა­მო ხა­სი­ათს ატა­რებს, მაგ­რამ თუ ლინ­კი გა­მო­გიგ­ზავ­ნეს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მიჰ­ყვეთ ბმულს, თო­რემ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ დროს თქვენს კომ­პი­უ­ტერ­ზე ჰა­კე­რუ­ლი პროგ­რა­მა ჩა­იტ­ვირ­თოს.

P.S. მა­სა­ლა უკვე მზად გვქონ­და, რო­დე­საც ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი 3000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. და­უმ­ტკიც­დე­ბა თუ არა ბრა­ლი 18 წლის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სკანდალური დეტალები ქართველი ჰაკერის ცხოვრებიდან

სკანდალური დეტალები ქართველი ჰაკერის ცხოვრებიდან

რამდენიმე წელია, რაც აქტიურად ლაპარაკობენ წინა ხელისუფლების მხრიდან ტოტალურ მოსმენებზე. არაერთი ლეგენდა გაგვიგია იმაზე, რომ არამარტო ტელეფონებით გვისმენდნენ, არამედ მათთვის ჩვენი ინტერნეტფოსტა და სკაიპში მიმოწერის შინაარსიც კი იყო ცნობილი. მოსმენის შიში განსაკუთრებულად წინასაარჩევნოდ გაიზარდა. ახლანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო ჩანაწერების, ბიძინა ივანიშვილის ოჯახური არქივიდან მოპარული ვიდეოების და ფოტოების შემდეგ, თითქოს ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ უსმენდნენ.

დაკავებების მეორე სერიაში მოხვედრილი კუდის მაღალჩინოსნები სწორედ უკანონო მოსმენების ბრალდებით დააკავეს. მთავარ გმირზე, 18 წლის ვასილ ჯამალაშვილზე უამრავი ჭორი თუ სიმართლე ვრცელდება. მას "ჰაკერის" გარდა გენიოსსაც უწოდებენ, რადგან მისი შესაძლებლობები ამ სფეროში მართლაც განუსაზღვრელი გახლდათ.

ახალგაზრდა მაღალჩინოსანი ნაგირავებ ბინაში, ავადმყოფ დედასა და მოხუცებულ ბებიასთან ერთად ცხოვრობს. მისი ნაცნობების დიდმა ნაწილმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ კუდის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მაგრამ იქ როგორ მოხვდა, ამაზე პასუხის გაცემა უჭირთ.

ჩვენი რესპონდენტები ლაშა მებონია და გია ალანია არიან. ლაშას სხვადასხვა სოციალურ ქსელში ყველა იცნობს. რამდენიმე წლის წინ მან საკუთარი ფორუმი planeta.ge გააკეთა და სწორედ ამ დროს გაიცნო ვასილ ჯამალაშვილი. გია ალანია ჩეხეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელია და თავის თავს პოლიტიკურ დევნილს უწოდებს.

ლაშა მებონია:

- უცნაური ამბავია, როდესაც 18 წლის ბავშვი კუდში ამხელა თანამდებობაზე ხვდება. ვასიკო სამი წლის წინ, 15 წლის ასაკში გავიცანი. ჩემს საიტზე მუშაობისას ერთ-ერთ ფირმაში მივედი და იმ კომპანიის ხელმძღვანელმა გამაცნო. ვასიკო იქ მუშაობდა. რასაც ვხედავდი, უფროსსა და ყმაწვილს ნორმალური ურთიერთიერთობა ჰქონდათ. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ფირმაში დავდიოდი, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ ამ ბიჭზე ჩემი შთაბეჭდილება შემექმნა. რამდენიმეჯერ შევხვდი, კომუნიკაბელური ბავშვი იყო, "სისტემშიკის" მახასიათებელი თვისებებით. უყვარდა "ჩატაობა" თანამოაზრეებთან, ჰაკერულ თემებზე საუბარი. უფროსისგან გავიგე, რომ ვასკას უსაფრთხოების პროფილი ჰქონდა არჩეული. ის კაცი ამბობდა, რომ უნდოდა, ვასკა საზღვარგარეთ წასულიყო სასწავლებლად, მასზე დადებითად ლაპარაკობდა. ვასკას ყმაწვილური გატაცებები ჰქონდა, "ჰაკერინგის" თემაზე საუბრობდა, რომელიღაც საიტის დაჰაკვაზე. ეს ჩვეულებრივი ამბავია და არ უნდა აღვიქვათ ტრაგიკულად, მით უმეტეს მაგ ასაკში. საქართველოში არის რამდენიმე ჰაკერული საიტი, სადაც, სავარაუდოდ, ვასკაც იყო დარეგისტრირებული. შემდეგ გიორგი ალანიას გავაცანი. გიორგი პოლიტიკური დევნილია, ეროვნული ხელისუფლების გვარდიის მაიორი იყო, თავადაც ვებმასტერია, ჩეხეთში მოღვაწეობს, კარგად არ მახსოვს, რა დეტალის გამო გავაცანი ერთმანეთი. შემდეგ თვითონ ჰქონიათ ურთიერთობა ჩემ გარეშე.

- ორი წლის წინ გიორგი ალანიამ საიტზე, რომელიც მაშინ თქვენ გეკუთვნოდათ, თემა გახსნა, ეს თემა დღეს ისევ აქტუალურია. ამაზე ვისაუბროთ.

- თემას ერქვა "კუდს როგორც ეგონა, ისე არ არის". გიორგი წერდა, რომ სკაიპით უცნობმა პირმა ფაილი გამოუგზავნა. შემდეგ ვასკამ გადაამოწმა და "ტროანული", ანუ ჯაშუში ფაილი აღმოჩნდა, რომელიც შემდეგ კომპიუტერში რჩება და ინფორმაციას იპარავს. გარკვეული სკეპტიციზმი მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ერთხელ მეც მქონდა ჩემს საიტზე მსგავსი შემთხვევა და შემდეგ დიდი შრომა დამჭირდა ამის გამოსასწორებლად. ტროანული პროგრამები 21-ე საუკუნის სენია. შეიძლება, საკუთარი კომპიუტერი რომ დაათვალიეროთ, რამდენიმე ტროანელი იპოვოთ, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას პოლიტიკურად აინტერესებთ, მაგრამ როდესაც ვიღაც სკაიპით ფაილს გიგზავნის, სადაც ტროანელია, უკვე ეჭვს იწვევს. გიორგი არც მალავს, რომ ფაილის შემოწმებაში ვასკა დაეხმარა. ვასკა ჩემთან საუბარში ამბობდა, რომ ფორუმები არ აინტერესებდა, მე ჩემი საქმეები მაქვს და მირჩევნია, იმაში ვხარჯო დრო, ვიდრე ფორუმზე კომუნიკაციაშიო. ორი წლის წინ გიორგის გახსნილი თემისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ამბები ხდებოდა. ეს თემა საინტერესო გახდა ორი წლის შემდეგ, ის ფაქტები, რაც დღეს ამოტივტივდა, გარკვეულწილად იმ თემას მიება და ბევრი დეტალი ემთხვევა.

- ამ ორი წლის განმავლობაში ვასკასთან ურთოერთობა აღარ გქონიათ?

- სიმართლე გითხრათ, საიტთან დაკავშირებით ხშირად მქონია სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ არანაირი სურვილი არ მქონია, მას დავკავშირებოდი. იმასაც არ გასჩენია ეს სურვილი. არც ვიცოდი რას საქმიანობდა. ფანტასტიკური ფაქტი იყო, როდესაც დავინახე, რომ ვასკა კუდის დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორის აღმოჩნდა. მისი ხასიათიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა, მაგას ვინმე ემართა, თუნდაც ასაკის გამო. ლიდერის თვისებები მასში არ შემიმჩნევია, სამსახურში ღამე მიდიოდა, როგორც ბევრი სისტემ-ოპერატორი. კომპიუტერთან ჯდებოდა და დილამდე მუშაობდა. შეიძლება ვცდები, მაგრამ არ მგონია ვცდებოდე, იმიტომ რომ მისი უფროსიც ამბობდა, რომ ღამე უყვარდა მუშაობა და დღისით ეძინა. კომპიუტერული ცხოვრებით ვინც არის დაკავებული, ეს ყველას სენია.

- გენიოსობა თუ შეამჩნიეთ?

- ვერ ვიტყვი, რომ გენიოსი იყო. ნიჭიერი ბიჭი იყო, რომელიც უსაფრთოხების საკითხებს სწავლობდა და "ჰაკერინგი" აინტერესებდა, მაგრამ მასეთი ყმაწვილი საქართველოში ბევრია. გენიოსობა რომ დავაბრალოთ, მისთვისვე იქნება ცუდი. ვასკა ნიჭიერი იყო და ეს სპეცსამსახურებმა გამოიყენეს. ვასკა იმ სისტემის მსახური გახადეს. საერთოდ, ჰაკერისთვის ბიძინა ივანიშვილის ან რომელიმე ცნობილი სახის კომპიუტერში შესვლა საკმაოდ კარგი გამოწვევაა. ივანიშვილზე გავრცელებული ვიდეო აშკარად მისი კომპიუტერიდან არის მოპარული, მაგრამ ვინ მოიპარა, არ ვიცი. არ შეიძლება ამით გართობა.

- ამბობენ, ვასკას სამსახურში ეუბნებოდნენ, რომ ის რეალურად რუსეთს ებრძოდა, როგორ ფიქრობთ, ამის სჯეროდა?

- ისეთი ბავშვი იყო, რომ არ მგონია, რუსეთის, საფრანგეთის ან იტალიის თემა დაეჯერებინა. მარტივად მივუდგეთ საქმეს, მას მოსწონდა უსაფრთხოების თემა, აინტერესებდა რამდენად დიდ სიმაღლეზე ავიდოდა და როგორც ჩანს, საკმაოდ დიდ სიმაღლეს მიაღწია. საერთოდ, მგონია, რომ მის ასაკში ამხელა თანამდებობის მიღება უფრო დიდი სკანდალია, ვიდრე ნებისმიერი ჰაკერული თავდასხმა.

რა მოხდა წლების წინ გიორგი ალანიასა და ვასილ ჯამალაშვილს შორის, ამ თემაზე სასაუბროდ ალანიას ჩეხეთში დავუკავშირდით. ის ამბობს, რომ საქართველოდან 19 წლის წინ წავიდა და დღემდე იძებნება.

გიორგი ალანია:

- ვასიკო 2009 წელს გავიცანი. აქ ჩეხეთში მეგობარს სერვერი ჰქონდა და ბევრი ქართული საიტი მის სერვერზე გადავიყვანე. მაშინ ვასიკომ თხუთმეტ წუთში მონახა ამ სერვერის სუსტი ადგილები და მფლობელს წერილიც გაუგზავნა. არადა, ის პიროვნება ჩეხეთში ერთ-ერთ უძლიერეს პროგრამისტად ითვლება. როდესაც ვუთხარი, რომ ვასიკო 15 წლის იყო, დაიშოკა.

- ბატონო გიორგი, თქვენ ამბობთ, რომ 2010 წელს გამოგზავნილი ვირუსის გაშიფვრაში ვასილ ჯამალაშვილი დაგეხმარათ, ეს გზა კუდამდე მივიდა და მათი სერვერები გათიშა, ასე მოხვდა 16 წლის ბიჭი ამ უწყებაში?

- მოკლედ, კუდმა გაიგო, ვისი დახმარებით გაეთიშათ ინტერნეტი და სერვერები. დიახ, დარწმუნებული ვარ ასე მოხდა, იმიტომ რომ სანამ მუშაობას დაიწყებდა, ვილაპარაკეთ კიდეც ამ თემაზე.

- კონკრეტულად რაზე?

- როდესაც გადაწყდა, რომ კუდში მუშაობას იწყებდა, ვიცოდი, რომ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, ვურჩიე, უარი არ ეთქვა, რადგან ამ უარს არ აპატიებდნენ. კუდში აინტერესებდათ, მათი თანამშრომლებიდან რომელმა მომაწოდა დავით ცინდელიანის მკვლელობის ამსახველი დეტალები და მეორე, ისედაც ვიყავი კუდის ინტერესთა არეალში პოლიტიკური საქმიანობის გამო. შემდეგ, ცინდელიანის თემაზე რეპორტაჟი ნანა ლეჟავამ გააკეთა.

- ვასილის კუდში მუშაობის დაწყების შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?

- ამის შემდეგ ვასკა ერთხელ შემეხმიანა. სხვისი კომპიუტერიდან სხვა სახელით დამიკავშირდა, ეტყობა, კუდში ძალიან მიაწვნენ ჩემს თაობაზე. მაშინ ასე მოვიპალარაკეთ, რომ თუ ვასკასგან რაიმე ცნობა მომივიდოდა, ან საუბრის სურვილს გამოთქვამდა სკაიპით, არ უნდა მეპასუხა. კონტაქტი არ წაგვიშლია, ორივემ დავიტოვეთ, რომ სამსახურში ეჭვი არ გასჩენოდათ, რომ ვასკამ გამაფრთხილა. ამის შემდეგ ყოველგვარი კონტაქტი შევწყვიტეთ. როგორ ვიცი, მუშაობის დაწყებისას ვასკა ჩეხეთში უნდა ჩამოსულიყო ენის თუ პროგრამისტის კურსებზე. აქ რომ ჩამოსულიყო, უკან არ დაბრუნდებოდა, ჩემთან დავტოვებდი.

- საბოლოოდ არ გამოუშვეს?

- ეს უკვე აღარ ვიცი. ის ბოლოს სხვა სახელით დამიკავშირდა, რაზეც ზევით მოგიყევით. ვასკას უსაფრთხოების მიზნით ჩემგან ყოველგვარი კონტაქტი და ინტერესი შეწყდა.

- როგორ დაახასიათებდით პიროვნულად?

- ვასკა ბავშვია, ახლაც, ამ ასაკში, ალალი გულის ბავშვი. ის სამსახურში არასრულწლოვანი აიყვანეს. კი, ბატონო მუშაობდა კუდში, მაგრამ მანამდე მათ წინააღმდეგაც ხომ იმუშავა. ვასკა მერის არჩევნების პერიოდში ირაკლი ალასანიასთან მუშაობდა პროგრამისტად. ვებგვერდიც გაუკეთა ალასანიას. დღეს საქართველო არ არის ისეთი უსაფრთხო ქვეყანა, რომ ვასიკოს მანდ არაფერი ემუქრებოდეს.

- როგორ ფიქრობთ, მის შესაძლებლობებს ახალი ხელისუფლება არ გამოიყენებს?

- არ ვიცი, აქ უკვე მხოლოდ ხელისუფლებაში არ არის პრობლემა. ვასიკო რამდენად დაუჯერებს ახალ ხელისუფლებას, ან საერთოდ ხელისუფლებას. მის ადგილას რომ ვიყო, საზღვარს გავცდებოდი და სადმე ნორმალურ სამსახურს ვიშოვიდი.

- იცოდით მისი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, საერთოდ აინტერესებდა ეს თემა?

- ვასიკოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორიენტაცია აქვს, პროგრამისტია. სხვა ორიენტაცია მისთვის არ არსებობს, ან თუ არსებობს, მოჩვენებითია.

როგორ ავარიდოთ თავი მსგავს შემთხვევებს და რამდენად დაცულები ვართ ინტერნეტსივრცეში, ამ თემაზე რამდენიმე რჩევა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტს ვკითხეთ.

არასოდეს მიიღოთ სკაიპში უცხო ადამიანის მიერ გამოგზავნილი ფაილი ან ფოტო, რადგან შესაძლებელია, სურათში ჩაკერებული იყოს ინტერნეტჯაშუში და თქვენი კომპიუტერი ჰაკერების მსხვერპლი გახდეს.

სხვადასხვა საიტზე შესვლისას, შესაძლებელია გამოგიტანოთ სხვა საიტის ლინკი, სადაც ეწერება, რომ თქვენს კომპიუტერში აღმოჩენილია ვირუსი და თუ მას დააჭერთ, კომპიუტერს ვირუსისგან გაწმენდს. რეალურად კი, თუ ამ ოპერაციას დათანხმდებით, კომპიუტერში ვირუსი შემოაღწევს და თუ კამერა და მიკროფონიც გაქვთ მიერთებული, ჰაკერი მოგისმენთ და ფოტოებსაც გადაგიღებთ.

კომპიუტერი დაჰაკულია თუ არა, ამას ჩვეულებრივი მომხმარებელი ვერ ხვდება, ხანდახან ამის მიხვედრა პროფესიონალ პროგრამისტებსაც უჭირთ. დაჰაკულ კომპიუტერს მხოლოდ ვინდოუსის გადაყენება არ შველის, ეს ყველაზე მარტივი საშუალებაა, რეალურად კი მხოლოდ სპეციალისტი შეძლებს, კომპიუტერი ჯაშუშიგან გაწმინდოს.

ინტერნეტფოსტის მომხმარებლებს ხშირად უცნაური მისამართებიდან მისდით წერილი. საერთოდ, მოერიდეთ მსგავსი იმეილების გახსნას, მაგრამ თუ მაინც გახსენით და მხოლოდ ტექსტური შეტყობინება დაგხვდათ, წერილი სარეკლამო ხასიათს ატარებს, მაგრამ თუ ლინკი გამოგიგზავნეს, არავითარ შემთხვევაში არ მიჰყვეთ ბმულს, თორემ შესაძლებელია, ამ დროს თქვენს კომპიუტერზე ჰაკერული პროგრამა ჩაიტვირთოს.

P.S. მასალა უკვე მზად გვქონდა, როდესაც ვასილ ჯამალაშვილი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაუმტკიცდება თუ არა ბრალი 18 წლის ყოფილ მაღალჩინოსანს, ამას დრო გვიჩვენებს.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"