საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
One Direction ევროპელი მაყურებლის რჩეული ბიჭები
One Direction ევროპელი მაყურებლის რჩეული ბიჭები

ბი­ჭე­ბის ჯგუფ­მა One Direction-მა ორი პრე­მია მი­ი­ღო ევ­რო­პუ­ლი MTV-ის ახ­ლა­ხან გა­მარ­თულ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე. მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ტი­ვი და­ა­ჯილ­დო­ვეს ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო სი­ახ­ლე".

One Direction-ი ინ­გლი­სუ­რი ბო­ი­ბენ­დია, რო­მე­ლიც 2010 წელს და­არ­სდა ლონ­დონ­ში. ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ხუთი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭია - ჰარი სტა­ილ­სი, ლუი ტომ­ლინ­სო­ნი, ნაილ ჰო­რა­ნი, ზეინ მა­ლი­კი და ლიამ პე­ი­ნი. ეს მომ­ღერ­ლე­ბი უკვე იქ­ცნენ თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნე­ბის კერ­პე­ბად, მო­ზარ­დი ბი­ჭე­ბი კი მათ ჩაც­მის სტილ­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბებ­ში ჰბა­ძა­ვენ.

ბი­ჭე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი შოუ X factor-ის აღ­მო­ჩე­ნე­ბი არი­ან, რის შემ­დე­გაც მა­თით ხმის ჩამ­წე­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ აღ­ნიშ­ნულ შო­უ­ში ბი­ჭე­ბი ცალ-ცალ­კე მი­ვიდ­ნენ, შემ­დეგ კი შოუს მიწ­ვე­ულ­მა მსაჯ­მა ნი­კოლ შერ­ზინ­გერ­მა მათ ჯგუ­ფის შექ­მნა შეს­თა­ვა­ზა. ორ­კვი­რი­ა­ნი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ბი­ჭებ­მა თავი ერ­თად კარ­გად იგ­რძნეს და ჯგუფს სა­ხე­ლიც მო­უ­ფიქ­რეს - ეს სა­ხელ­წო­დე­ბა, მათი აზ­რით, მჟ­ღე­რი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია.

მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვეს სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბომUp All Night-ის გა­მოშ­ვე­ბის შემ­დეგ - 2012 წელს. სიმ­ღე­რამ ამ ალ­ბო­მი­დან, What Makes You Beautiful, მსოფ­ლიო ჩარ­ტე­ბის ლი­დე­რი პო­ზი­ცი­ე­ბი და­ი­პყრო, ალ­ბო­მი კი ამე­რი­კუ­ლი ბილ­ბორ­დის პირ­ვე­ლად­გი­ლო­სა­ნი გახ­და. პირ­ვე­ლად მოხ­და, როცა ბრი­ტა­ნუ­ლი ჯგუ­ფის სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბომ­მა ასე­თი მა­ღა­ლი პო­ზი­ცია მო­ი­პო­ვა ამე­რი­კულ ჩარ­ტში, რაც გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შიც აღ­ნიშ­ნეს.

ახა­ლი ალ­ბო­მი Taka Me Home 12 ნო­ემ­ბერს გა­მო­ვი­და. მო­მა­ვალ წელს ბი­ჭებს მსოფ­ლიო ტურ­ნეც აქვთ და­გეგ­მი­ლი და მხო­ლოდ ავ­სტრა­ლი­ა­სა და ახალ ზე­ლან­დი­ა­ში 15 მლნ დო­ლა­რის შეგ­რო­ვე­ბას გეგ­მა­ვენ.

გარ­და მუ­სი­კა­ლუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა, ბი­ჭე­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ფონ­დებს აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან და ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­რეკ­ლა­მო აქ­ცი­ებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

ლიამ პე­ი­ნი

ლიამ პე­ი­ნი 1993 წლის 29 აგ­ვის­ტოს ვულ­ვერ­ჰემპტონ­ში და­ი­ბა­და, ინ­გლის­ში. დე­და­მისს ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა ჰქონ­და და ახალ­და­ბა­დე­ბულ ბავ­შვს მხო­ლოდ ერთი თირკმე­ლი დაჰ­ყვა. სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის შემ­დეგ, ამ­ჟა­მად ორი თირკმე­ლი აქვს, თუმ­ცა ერთი პრაქ­ტი­კუ­ლად არ მუ­შა­ობს. ლი­ამს ორი და ჰყავს. სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში. თა­ვი­სი ად­გი­ლი მორ­ბე­ნალ­თა გუნდში მო­ი­პო­ვა. რო­გორც ჰყვე­ბა ხოლ­მე, სკო­ლა­ში ხში­რად დას­ცი­ნოდ­ნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ, რის გა­მოც კრივ­ზე და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი და თავ­დაც­ვა ის­წავ­ლა. 14 წლი­დან სე­რი­ო­ზუ­ლად და­ინ­ტე­რეს­და მუ­სი­კით. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა მას­ზე ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­იკ­მა მო­ახ­დი­ნა. 2010-2012 წლებ­ში ხვდე­ბო­და მო­ცეკ­ვა­ვე და­ნი­ე­ლა პი­ზერს.

ნაილ ჰო­რა­ნი

ნაილ ჯე­იმს ჰო­რა­ნი 1993 წლის 13 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და ირ­ლან­დი­ა­ში, მა­ლინ­გარ­ში. მშობ­ლე­ბი როცა და­შორ­დნენ, ბიჭი ხუთი წლის იყო. ის და მისი უფ­რო­სი ძმა დე­და­სა და მა­მას შო­რის იხ­ლი­ჩე­ბოდ­ნენ რამ­დე­ნი­მე წელი, სა­ნამ ბო­ლოს და ბო­ლოს არ გა­და­წყვი­ტეს, რომ მა­მას­თან ეცხოვ­რათ.

ნა­ი­ლი სკო­ლის გუნდში მღე­რო­და, ბავ­შვო­ბი­დან უკ­რავს გი­ტა­რა­ზე. თვი­თონ ამ­ბობს, რომ გი­ტა­რა მისი სა­უ­კე­თე­სო სა­შო­ბაო სა­ჩუ­ქა­რია.

X factor-ზე გა­სა­უბ­რე­ბი­სას ჰო­რან­მა თქვა: "მე 16 წლის ვარ და მინ­და ისე­თი­ვე ცნო­ბი­ლი გავ­ხდე, რო­გორც ბი­ონ­სე და ჯას­ტინ ბი­ბე­რი არი­ან".

ლუი ტომ­ლინ­სო­ნი

ლუი უი­ლი­ამ ტომ­ლინ­სო­ნი 1991 წლის 24 დე­კემ­ბერს და­ი­ბა­და დონ­კას­ტერ­ში, სამ­ხრეთ იორკშირ­ში. მისი მშობ­ლე­ბი გა­ი­ყარ­ნენ, როცა ლუი მო­ზარ­დი იყო და მა­მი­ნაც­ვლის, მარკ ტომ­ლინ­სო­ნის გვა­რი მი­ი­ღო. მას ხუთი უმ­ცრო­სი და ჰყავს: მა­მის და დე­დის მხრი­დან.

ლუი ბარნსლი­ში სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის სკო­ლა­ში და­დი­ო­და. პა­ტა­რა რო­ლიც ჰქონ­და ერთ-ერთ ინ­გლი­სურ ფილმში.

ლუი ამ­ბობს, რომ მის მუ­სი­კა­ლურ გე­მოვ­ნე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა რობი უი­ლი­ამსმა მო­ახ­დი­ნა.

ჰარი სტა­ილ­სი

ჰარი ედ­ვარდ სტა­ილ­სი 1994 წლის 1 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და ინ­გლი­სის ქა­ლაქ ჰოლმს-ჩაპლში. მას უფ­რო­სი და ჰყავს. 7 წლის იყო, როცა მისი მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ.

სკო­ლა­ში თა­ვი­სი ბენ­დი ჰყავ­და, რომ­ლის სო­ლის­ტიც იყო. სწავ­ლა სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მი­ა­ტო­ვა.

X factor-ში გა­მოს­ვლამ­დე სა­არ­სე­ბო ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად სა­ფუნ­თუ­შე­ში მუ­შა­ობ­და.

ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და სიმ­ღე­რა და მას­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ელ­ვის პრეს­ლის შე­მოქ­მე­დე­ბამ.

ზეინ მა­ლი­კი

ზეინ ჯა­ვად მა­ლი­კი 1993 წლის 12 იან­ვარს და­ი­ბა­და ბრე­დფორდში, ბრი­ტა­ნულ-პა­კის­ტა­ნურ ოჯახ­ში. მუს­ლი­მა­ნია, ნა­ხევ­რად პა­კის­ტა­ნე­ლი, მე­ო­თხე­დით ინ­გლი­სე­ლი და მე­ო­თხე­დით ირ­ლან­დი­ე­ლი. სამი და ჰყავს.

ამ­ბობს, რომ შე­რე­უ­ლი სის­ხლის გამო სკო­ლა­ში თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უჭირ­და. თუმ­ცა მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში ამა­ყობ­და კი­დეც თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბი­თა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბით.

შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს გარ­და­ეც­ვა­ლა პაპა. მის პა­ტივ­სა­ცე­მად მისი სა­ხე­ლი ამო­ის­ვი­რინ­გა მკერ­დზე, არა­ბულ ენა­ზე. სულ ზე­ინს 24 ტა­ტუ­ი­რე­ბა აქვს. მუ­სი­კა­ში ქუ­ჩურ სტილს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას, შთა­გო­ნე­ბას კი მა­იკლ ჯეკ­სო­ნი და აშე­რი ანი­ჭე­ბენ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

One Direction ევროპელი მაყურებლის რჩეული ბიჭები

One Direction ევროპელი მაყურებლის რჩეული ბიჭები

ბიჭების ჯგუფმა One Direction-მა ორი პრემია მიიღო ევროპული MTV-ის ახლახან გამართულ ცერემონიაზე. მუსიკალური კოლექტივი დააჯილდოვეს ყველაზე დიდი რაოდენობის თაყვანისმცემლებისთვის, ასევე ნომინაციაში "საუკეთესო სიახლე".

One Direction-ი ინგლისური ბოიბენდია, რომელიც 2010 წელს დაარსდა ლონდონში. ჯგუფის შემადგენლობაში ხუთი ახალგაზრდა ბიჭია - ჰარი სტაილსი, ლუი ტომლინსონი, ნაილ ჰორანი, ზეინ მალიკი და ლიამ პეინი. ეს მომღერლები უკვე იქცნენ თინეიჯერი გოგონების კერპებად, მოზარდი ბიჭები კი მათ ჩაცმის სტილსა და ვარცხნილობებში ჰბაძავენ.

ბიჭები მსოფლიოში ცნობილი შოუ  X factor-ის აღმოჩენები არიან, რის შემდეგაც მათით ხმის ჩამწერი კომპანიები დაინტერესდნენ. საინტერესოა, რომ აღნიშნულ შოუში ბიჭები ცალ-ცალკე მივიდნენ, შემდეგ კი შოუს მიწვეულმა მსაჯმა ნიკოლ შერზინგერმა მათ ჯგუფის შექმნა შესთავაზა. ორკვირიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ ბიჭებმა თავი ერთად კარგად იგრძნეს და ჯგუფს სახელიც მოუფიქრეს - ეს სახელწოდება, მათი აზრით, მჟღერი და დასამახსოვრებელია.

მსოფლიო აღიარება მოიპოვეს სადებიუტო ალბომUp All Night-ის გამოშვების შემდეგ - 2012 წელს. სიმღერამ ამ ალბომიდან, What Makes You Beautiful, მსოფლიო ჩარტების ლიდერი პოზიციები დაიპყრო, ალბომი კი ამერიკული ბილბორდის პირველადგილოსანი გახდა. პირველად მოხდა, როცა ბრიტანული ჯგუფის სადებიუტო ალბომმა ასეთი მაღალი პოზიცია მოიპოვა ამერიკულ ჩარტში, რაც გინესის რეკორდების წიგნშიც აღნიშნეს.

ახალი ალბომი Taka Me Home 12 ნოემბერს გამოვიდა. მომავალ წელს ბიჭებს მსოფლიო ტურნეც აქვთ და­გეგმილი და მხოლოდ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 15 მლნ დოლარის შეგროვებას გეგმავენ.

გარდა მუსიკალური მოღვაწეობისა, ბიჭები საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ფონდებს აქტიურად ეხმარებიან და ცნობილი კომპანიების სარეკლამო აქციებშიც მონაწილეობენ.

ლიამ პეინი

ლიამ პეინი 1993 წლის 29 აგვისტოს ვულვერჰემპტონში დაიბადა, ინგლისში. დედამისს ნაადრევი მშობიარობა ჰქონდა და ახალდაბადებულ ბავშვს მხოლოდ ერთი თირკმელი დაჰყვა. სამედიცინო ჩარევის შემდეგ, ამჟამად ორი თირკმელი აქვს, თუმცა ერთი პრაქტიკულად არ მუშაობს. ლიამს ორი და ჰყავს. სკოლაში სწავლისას აქტიურად მონაწილეობდა სპორტულ შეჯიბრებებში. თავისი ადგილი მორბენალთა გუნდში მოიპოვა. როგორც ჰყვება ხოლმე, სკოლაში ხშირად დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც კრივზე დაიწყო სიარული და თავდაცვა ისწავლა. 14 წლიდან სერიოზულად დაინტერესდა მუსიკით. ამბობს, რომ ყველაზე დიდი გავლენა მასზე ჯასტინ ტიმბერლეიკმა მოახდინა. 2010-2012 წლებში ხვდებოდა მოცეკვავე დანიელა პიზერს.

ნაილ ჰორანი

ნაილ ჯეიმს ჰორანი 1993 წლის 13 სექტემბერს დაიბადა ირლანდიაში, მალინგარში. მშობლები როცა დაშორდნენ, ბიჭი ხუთი წლის იყო. ის და მისი უფროსი ძმა დედასა და მამას შორის იხლიჩებოდნენ რამდენიმე წელი, სანამ ბოლოს და ბოლოს არ გადაწყვიტეს, რომ მამასთან ეცხოვრათ.

ნაილი სკოლის გუნდში მღეროდა, ბავშვობიდან უკრავს გიტარაზე. თვითონ ამბობს, რომ გიტარა მისი საუკეთესო საშობაო საჩუქარია.

X factor-ზე გასაუბრებისას ჰორანმა თქვა: "მე 16 წლის ვარ და მინდა ისეთივე ცნობილი გავხდე, როგორც ბიონსე და ჯასტინ ბიბერი არიან".

ლუი ტომლინსონი

ლუი უილიამ ტომლინსონი 1991 წლის 24 დეკემბერს დაიბადა დონკასტერში, სამხრეთ იორკშირში. მისი მშობლები გაიყარნენ, როცა ლუი მოზარდი იყო და მამინაცვლის, მარკ ტომლინსონის გვარი მიიღო. მას ხუთი უმცროსი და ჰყავს: მამის და დედის მხრიდან.

ლუი ბარნსლიში სამსახიობო ოსტატობის სკოლაში დადიოდა. პატარა როლიც ჰქონდა ერთ-ერთ ინგლისურ ფილმში.

ლუი ამბობს, რომ მის მუსიკალურ გემოვნებაზე ყველაზე დიდი გავლენა რობი უილიამსმა მოახდინა.

ჰარი სტაილსი

ჰარი ედვარდ სტაილსი 1994 წლის 1 თებერვალს დაიბადა ინგლისის ქალაქ ჰოლმს-ჩაპლში. მას უფროსი და ჰყავს. 7 წლის იყო, როცა მისი მშობლები დაშორდნენ.

სკოლაში თავისი ბენდი ჰყავდა, რომლის სოლისტიც იყო. სწავლა საშუალო განათლების მიღების შემდეგ მიატოვა.

X factor-ში გამოსვლამდე საარსებო ფულის საშოვნელად საფუნთუშეში მუშაობდა.

ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარდა სიმღერა და მასზე გავლენა მოახდინა ელვის პრესლის შემოქმედებამ.

ზეინ მალიკი

ზეინ ჯავად მალიკი 1993 წლის 12 იანვარს დაიბადა ბრედფორდში, ბრიტანულ-პაკისტანურ ოჯახში. მუსლიმანია, ნახევრად პაკისტანელი, მეოთხედით ინგლისელი და მეოთხედით ირლანდიელი. სამი და ჰყავს.

ამბობს, რომ შერეული სისხლის გამო სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობა უჭირდა. თუმცა მოზარდობის ასაკში ამაყობდა კიდეც თავისი წარმომავლობითა და განსხვავებული გარეგნობით.

შოუში მონაწილეობის დროს გარდაეცვალა პაპა. მის პატივსაცემად მისი სახელი ამოისვირინგა მკერდზე, არაბულ ენაზე. სულ ზეინს 24 ტატუირება აქვს. მუსიკაში ქუჩურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, შთაგონებას კი მაიკლ ჯეკსონი და აშერი ანიჭებენ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება