მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ქალაქია" - დათო არჩვაძის ახდენილი ოცნება
"ეს ქალაქია" - დათო არჩვაძის ახდენილი ოცნება

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მუ­სი­კო­სის - დათო არჩვა­ძის, რო­გორც სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რის პირ­ვე­ლი ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. რეს­ტო­რან­ში მიწ­ვე­ულ სტუმ­რებს და­თოს მიერ ხელ­მო­წე­რილ ალ­ბომ­თან ერ­თად სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცათ სპე­ცი­ა­ლუ­რად მუ­სი­კო­სის­თვის შექ­მნი­ლი ღვი­ნო - სა­ფე­რა­ვი, რომ­ლის ეტი­კე­ტიც მისი ალ­ბო­მის დი­ზა­ი­ნის მი­ხედ­ვით არის შექ­მნი­ლი. ღვი­ნო და­თომ სა­ჩუქ­რის სა­ხით, მე­გობ­რის­გან მი­ი­ღო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დათო არჩვა­ძის ამ პრო­ექ­ტზე "ბრა­ვო რე­კორდსის" გუნ­დი 6 თვის მან­ძილ­ზე, მსოფ­ლიო მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით მუ­შა­ობ­და. "ბრა­ვო რე­კორდსმა" უზ­რუნ­ველ­ყო რე­პერ­ტუ­ა­რის შერ­ჩე­ვა, ალ­ბო­მის ჩა­წე­რა, დი­ზა­ი­ნის კონ­ცეფ­ცი­ის შექ­მნა, ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცია და ა.შ.

დათო არჩვა­ძე:

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ჩემი პირ­ვე­ლი ალ­ბო­მია და ამ დღის­თვის დიდ­ხანს ვემ­ზა­დე­ბო­დი. თხუთ­მე­ტი­ვე სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ალ­ბომ­ში შე­ვი­და, სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით მიყ­ვარს. ამ სიმ­ღე­რებს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ღერ­ლე­ბი ას­რუ­ლე­ბენ. უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, რომ ზაზა შენ­გე­ლი­ამ და მის­მა სტუ­დი­ამ - "ბრა­ვო რე­კორდსმა" ამ საქ­მე­ში დახ­მა­რე­ბის ხელი გა­მო­მი­წო­და; მათი მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­ი­ცა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის დის­კი, რომ­ლის ფორ­მა­ტი ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის უცხოა: ის და­სუ­რა­თე­ბუ­ლია და თან - სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტიც ახ­ლავს.

- ალ­ბომ­ში სულ რამ­დე­ნი სიმ­ღე­რა შე­ვი­და?

- ალ­ბომ­ში ჩა­წე­რი­ლია 10 სრუ­ლი­ად ახა­ლი სიმ­ღე­რა, ხუთი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე მოს­მე­ნი­ლი აქვს. თუმ­ცა, ამ­ჯე­რად ამ სიმ­ღე­რებს ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხით მო­ის­მენთ. მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ "მო­ნატ­რე­ბი­ხარ ფიქ­რებს" - ალ­ბომ­ში ამ სიმ­ღე­რის ინ­გლი­სურ-ქარ­თუ­ლი ვა­რი­ან­ტი შე­ვი­და. მას ჩემ­თან და ლაშა ღლონტთან ერ­თად ამე­რი­კის ყო­ფი­ლი კონ­სუ­ლი, ენ­დრიუ პარ­ტი­ნი ას­რუ­ლებს... მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მე­გო­ბარს, და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილს სი­ურპრი­ზის სა­ხით გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რის­თვის - გა­მოს­ცა ღვი­ნო ეტი­კე­ტით, რო­მელ­ზეც ჩემი სუ­რა­თი და ალ­ბო­მის სა­ხე­ლია და­ტა­ნი­ლი...

რაც შე­ე­ხე­ბა ალ­ბო­მის სა­ხელ­წო­დე­ბას - "ეს ქა­ლა­ქია" იმ სიმ­ღე­რის სა­თა­უ­რია, რო­მელ­საც ნანი ბრეგ­ვა­ძე და ან­სამ­ბლი "ქარ­თუ­ლი ხმე­ბი" ას­რუ­ლე­ბენ. ამ სიმ­ღე­რით ვე­ფე­რე­ბით ერ­თმა­ნეთს, სა­ქარ­თვე­ლოს, თბი­ლისს, ქარ­თველ ხალ­ხს. დიდი მად­ლო­ბა გია ჯო­ხა­ძეს ამ ლექ­სის­თვის. ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბას ნა­ხე­ვა­რი წელი მო­ვან­დო­მეთ. ეს პრო­ექ­ტი მხო­ლოდ ჩვენ კი არა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ეკუთ­ვნის.

ლაშა ღლონ­ტი, მომ­ღე­რა­ლი:

- თუ მი­კერ­ძო­ე­ბა­ში არ ჩა­მით­ვლით, გე­ტყვით, რომ დათო ერთ-ერთი უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არა­ერთ ჟანრ­ში გა­მო­ცა­და. და­თოს აქვს უდი­დე­სი ინ­ფორ­მა­ცია არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რი­სა და ფოლკ­ლო­რის, არა­მედ მსოფ­ლიო მუ­სი­კის შე­სა­ხებ. სა­ერ­თოდ, ძალ­ზე ნი­ჭი­ე­რი და გუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია... ამ ალ­ბომ­ში ჩემი შეს­რუ­ლე­ბით 2 სიმ­ღე­რა: "მო­ნატ­რე­ბი­ხარ ფიქ­რებს" და "ნა­ფე­რე­ბი იები" შე­ვი­და, რომ­ლის ტექ­სტიც ნანა ცინ­ცა­ძეს ეკუთ­ვნის. სხვა რა გი­თხრათ? - და­თოც და მისი სიმ­ღე­რე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. და კი­დევ, სუ­ლი­თა და გუ­ლით ვუ­ლო­ცავ და­ქორ­წი­ნე­ბას და მად­ლო­ბას ვუხ­დი მის მშობ­ლებს ასე­თი შვი­ლის აღ­ზრდის­თვის.

ლიზა ვა­და­ჭ­კო­რია:

- არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის კო­ლო­რიტს ქმნი­ან. ჰოდა, და­თოც ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ერთ-ერთი კო­ლო­რი­ტია, მისი მუ­სი­კა კი გა­მორ­ჩე­უ­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გახ­ლავთ. გა­მო­ვარ­ჩევ­დი სიმ­ღე­რას - "მო­ნატ­რე­ბი­ხარ ფიქ­რებს", რო­მე­ლიც უდა­ვოდ, ჰი­ტია და მისი მოს­მე­ნი­სას, ალ­ბათ, ყვე­ლა სა­კუ­თარ გრძნო­ბებს უღ­რმავ­დე­ბა (იცი­ნის).

დათო ადა­მი­ა­ნი-კუ­რი­ო­ზია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მან მღვდელს წვე­რის გა­სა­პარ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აჩუ­ქა... მას­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ ისიც, რომ სა­ოც­რად არა­პუნ­ქტუ­ა­ლუ­რია: ერთხელ ჩა­წე­რა­ზე ვე­ლო­დე­ბო­დით. ერთი სა­ა­თის შემ­დეგ და­რე­კა, - გზა­ში ვარო; კი­დევ ერთი სა­ა­თის შემ­დეგ - მან­ქა­ნას ვა­ყე­ნებ უკ­ვეო; კი­დევ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გა­ვი­და და ბო­ლოს, რო­გორც იქნა, გა­მოჩ­ნდა... მას მუ­სი­კის წერა ღა­მით უყ­ვარს. თურ­მე, მუ­ზე­ბი დი­ლის 4 სა­ათ­ზე აკი­თხა­ვენ.

ოთო კოვ­ზი­რი­ძე, "თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" წევ­რი:

- უკვე რვა წე­ლია, და­თოს­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ის ჩვე­ნი მა­ესტრო, ხელ­მძღვა­ნე­ლია და გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად გე­ტყვით, რომ თუ დღეს კვარ­ტე­ტი არ­სე­ბობს, ეს და­თოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მის­გან სიმ­ღე­რას რვა წელი ვე­ლო­დით. ბო­ლოს, რო­გორც იქნა, მო­ა­კი­თხეს მუ­ზებ­მა და დაგ­ვი­წე­რა - "სიყ­ვა­რულ­ზე გიმ­ღე­რებ", რო­მე­ლიც ალ­ბომ­შიც შე­ი­ტა­ნეს.

ნანა ცინ­ცა­ძე, პო­ე­ტი:

- ჩემ­თვის და­თო­ზე ლა­პა­რა­კი ერ­თდრო­უ­ლად, იო­ლი­ცაა და რთუ­ლიც. იოლი იმი­ტომ, რომ და­თოს ბავ­შვო­ბის ასა­კი­დან ვიც­ნობ - 16 წლის იყო, როცა გა­ვი­ცა­ნი. და­თოს ლა­მის გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე და­ვუ­მე­გობ­რდი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ის არა მარ­ტო არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მომ­ღერ­ლად, არა­მედ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რა­დაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ასე­თი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რის ლექ­სის ავ­ტო­რად შენ გირ­ჩევს. დათო მე­ლო­დი­ას მა­ს­მე­ნი­ნებ­და, მე - ლექსს ვწერ­დი (და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში - ტექსტს), ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი კი შეს­რუ­ლე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე ჰიტი ხდე­ბო­და. მოკ­ლედ, ჩემი და და­თოს ტან­დე­მი ფეხ­ბედ­ნი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა. ჩვენ უკვე ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობთ; უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის ჩემი ოჯა­ხის წევ­რია. ბედ­ნი­ე­რი ვარ ამ ურ­თი­ერ­თო­ბით.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ეს ქალაქია" - დათო არჩვაძის ახდენილი ოცნება

"ეს ქალაქია" - დათო არჩვაძის ახდენილი ოცნება

რამდენიმე დღის წინ მუსიკოსის - დათო არჩვაძის, როგორც სიმღერების ავტორის პირველი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. რესტორანში მიწვეულ სტუმრებს დათოს მიერ ხელმოწერილ ალბომთან ერთად საჩუქრად გადაეცათ სპეციალურად მუსიკოსისთვის შექმნილი ღვინო - საფერავი, რომლის ეტიკეტიც მისი ალბომის დიზაინის მიხედვით არის შექმნილი. ღვინო დათომ საჩუქრის სახით, მეგობრისგან მიიღო.

აღსანიშნავია, რომ დათო არჩვაძის ამ პროექტზე "ბრავო რეკორდსის" გუნდი 6 თვის მანძილზე, მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში აპრობირებული წესების მიხედვით მუშაობდა. "ბრავო რეკორდსმა" უზრუნველყო რეპერტუარის შერჩევა, ალბომის ჩაწერა, დიზაინის კონცეფციის შექმნა, ალბომის პრეზენტაცია და ა.შ.

დათო არჩვაძე:

- მოგეხსენებათ, ეს ჩემი პირველი ალბომია და ამ დღისთვის დიდხანს ვემზადებოდი. თხუთმეტივე სიმღერა, რომელიც ალბომში შევიდა, საკუთარი შვილივით მიყვარს. ამ სიმღერებს არაჩვეულებრივი მომღერლები ასრულებენ. უბედნიერესი ვარ, რომ ზაზა შენგელიამ და მისმა სტუდიამ - "ბრავო რეკორდსმა" ამ საქმეში დახმარების ხელი გამომიწოდა; მათი მეშვეობით გამოიცა უმაღლესი ხარისხის დისკი, რომლის ფორმატი ქართული ბაზრისთვის უცხოა: ის დასურათებულია და თან - სიმღერების ტექსტიც ახლავს.

- ალბომში სულ რამდენი სიმღერა შევიდა?

- ალბომში ჩაწერილია 10 სრულიად ახალი სიმღერა, ხუთი კი საზოგადოებას უკვე მოსმენილი აქვს. თუმცა, ამჯერად ამ სიმღერებს ორიგინალური სახით მოისმენთ. მაგალითად, ავიღოთ "მონატრებიხარ ფიქრებს" - ალბომში ამ სიმღერის ინგლისურ-ქართული ვარიანტი შევიდა. მას ჩემთან და ლაშა ღლონტთან ერთად ამერიკის ყოფილი კონსული, ენდრიუ პარტინი ასრულებს... მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, დავით სონღულაშვილს სიურპრიზის სახით გაკეთებული საჩუქრისთვის - გამოსცა ღვინო ეტიკეტით, რომელზეც ჩემი სურათი და ალბომის სახელია დატანილი...

რაც შეეხება ალბომის სახელწოდებას - "ეს ქალაქია" იმ სიმღერის სათაურია, რომელსაც ნანი ბრეგვაძე და ანსამბლი "ქართული ხმები" ასრულებენ. ამ სიმღერით ვეფერებით ერთმანეთს, საქართველოს, თბილისს, ქართველ ხალხს. დიდი მადლობა გია ჯოხაძეს ამ ლექსისთვის. ალბომზე მუშაობას ნახევარი წელი მოვანდომეთ. ეს პროექტი მხოლოდ ჩვენ კი არა, სრულიად საქართველოს ეკუთვნის.

ლაშა ღლონტი, მომღერალი:

- თუ მიკერძოებაში არ ჩამითვლით, გეტყვით, რომ დათო ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანია, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები არაერთ ჟანრში გამოცადა. დათოს აქვს უდიდესი ინფორმაცია არა მხოლოდ ქართული სიმღერისა და ფოლკლორის, არამედ მსოფლიო მუსიკის შესახებ. საერთოდ, ძალზე ნიჭიერი და გულიანი ადამიანია... ამ ალბომში ჩემი შესრულებით 2 სიმღერა: "მონატრებიხარ ფიქრებს" და "ნაფერები იები" შევიდა, რომლის ტექსტიც ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. სხვა რა გითხრათ? - დათოც და მისი სიმღერებიც ძალიან მიყვარს. და კიდევ, სულითა და გულით ვულოცავ დაქორწინებას და მადლობას ვუხდი მის მშობლებს ასეთი შვილის აღზრდისთვის.

ლიზა ვადაჭკორია:

- არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქის კოლორიტს ქმნიან. ჰოდა, დათოც ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი კოლორიტია, მისი მუსიკა კი გამორჩეული და ინდივიდუალური გახლავთ. გამოვარჩევდი სიმღერას - "მონატრებიხარ ფიქრებს", რომელიც უდავოდ, ჰიტია და მისი მოსმენისას, ალბათ, ყველა საკუთარ გრძნობებს უღრმავდება (იცინის).

დათო ადამიანი-კურიოზია. წარმოიდგინეთ, მან მღვდელს წვერის გასაპარსი საშუალებები აჩუქა... მასზე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ საოცრად არაპუნქტუალურია: ერთხელ ჩაწერაზე ველოდებოდით. ერთი საათის შემდეგ დარეკა, - გზაში ვარო; კიდევ ერთი საათის შემდეგ - მანქანას ვაყენებ უკვეო; კიდევ ნახევარი საათი გავიდა და ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა... მას მუსიკის წერა ღამით უყვარს. თურმე, მუზები დილის 4 საათზე აკითხავენ.

ოთო კოვზირიძე, "თეატრალური კვარტეტის" წევრი:

- უკვე რვა წელია, დათოსთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. ის ჩვენი მაესტრო, ხელმძღვანელია და გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ თუ დღეს კვარტეტი არსებობს, ეს დათოს დამსახურებაა. მისგან სიმღერას რვა წელი ველოდით. ბოლოს, როგორც იქნა, მოაკითხეს მუზებმა და დაგვიწერა - "სიყვარულზე გიმღერებ", რომელიც ალბომშიც შეიტანეს.

ნანა ცინცაძე, პოეტი:

- ჩემთვის დათოზე ლაპარაკი ერთდროულად, იოლიცაა და რთულიც. იოლი იმიტომ, რომ დათოს ბავშვობის ასაკიდან ვიცნობ - 16 წლის იყო, როცა გავიცანი. დათოს ლამის გაცნობისთანავე დავუმეგობრდი. დროთა განმავლობაში ის არა მარტო არაჩვეულებრივ მომღერლად, არამედ შესანიშნავი სიმღერების ავტორადაც ჩამოყალიბდა. დიდი ბედნიერებაა, როცა ასეთი ნიჭიერი ადამიანი საკუთარი სიმღერის ლექსის ავტორად შენ გირჩევს. დათო მელოდიას მასმენინებდა, მე - ლექსს ვწერდი (და არავითარ შემთხვევაში - ტექსტს), ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი კი შესრულებიდან მეორე დღესვე ჰიტი ხდებოდა. მოკლედ, ჩემი და დათოს ტანდემი ფეხბედნიერი აღმოჩნდა. ჩვენ უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ; უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ის ჩემი ოჯახის წევრია. ბედნიერი ვარ ამ ურთიერთობით.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება