პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი საბრძოლო ლაზერების შექმნას დაუბრუნდა
რუსეთი საბრძოლო ლაზერების შექმნას დაუბრუნდა

ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ საბ­რძო­ლო ლა­ზე­რე­ბის შექ­მნის პრო­ცე­სე­ბი გა­ნა­ახ­ლა. ლა­ზე­რებ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა უნდა შეძ­ლონ. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, პრო­ექტს კონ­ცერ­ნი "ალ­მაზ-ან­ტეი" (ის სა­ზე­ნი­ტო სის­ტე­მებს ქმნის) და წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი კონ­სტრუქ­ტორ ბე­რი­ე­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ტექ­ნი­კუ­რი სა­ა­ვი­ა­ციო ცენ­ტრი შე­ას­რუ­ლე­ბენ.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უ­ბა­რი სა­ჰა­ე­რო ბა­ზი­რე­ბის ლა­ზერ­ზეა, რო­მელ­ზეც მუ­შა­ო­ბა ჯერ კი­დევ სსრკ-ში და­ი­წყეს. სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვის ბა­ზა­ზე ორი ერ­თე­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი А-60 შექ­მნეს. გა­მოც­დე­ბის პრო­ცეს­ში თვითმფრი­ნა­ვებ­ზე რე­ა­ლუ­რი საბ­რძო­ლო ლა­ზე­რე­ბიც და­მონ­ტაჟ­და. ერთ-ერთი თვითმფრი­ნა­ვი აე­როდ­რომ­ზე და­იწ­ვა. მწი­რი და­ფი­ნან­სე­ბის პი­რო­ბებ­ში მე­ო­რეს გა­მოც­და გარ­კვე­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით 2011 წლამ­დე გაგ­რძელ­და. შემ­დეგ უფუ­ლო­ბის გამო პრო­ექ­ტი სა­ერ­თოდ და­ი­ხუ­რა.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში А-60, რო­მელ­საც 2 წელი არ უფ­რე­ნია, სრულ მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას გა­ივ­ლის. რის შემ­დე­გაც მას­ზე ახა­ლი ლა­ზე­რუ­ლი სის­ტე­მის მონ­ტა­ჟის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყე­ბა.

სა­ჰა­ე­რო ბა­ზი­რე­ბის ლა­ზე­რის შექ­მნა, რო­მე­ლიც მოძ­რა­ვი ობი­ექ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას შეძ­ლებს, ბევ­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას მო­ი­თხოვს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ლა­ზე­რის­თვის ენერ­გი­ის მძლავ­რი წყა­როს შექ­მნაა სა­ჭი­რო. გარ­და ამი­სა, და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია ლა­ზე­რის სხი­ვის და­მიზ­ნე­ბი­სა და ატ­მოს­ფე­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის­გან მისი დაც­ვის მე­თო­დე­ბი. ამი­ტო­მაც, "მფრი­ნა­ვი ლა­ზე­რის" ეფექ­ტუ­რო­ბა ათე­უ­ლო­ბით ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მსგავ­სი ლა­ზე­რე­ბის შექ­მნას აშშ-ც ცდი­ლობ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შტა­ტებ­ში სატ­ვირ­თო Boeing 747-ის ბა­ზა­ზე შექ­მნი­ლი "მფრი­ნა­ვი ლა­ზე­რი" იც­დე­ბო­და. 2010 წელს მო­რი­გი გა­მოც­დე­ბი­სას ლა­ზე­რით მან ორი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­ა­ნად­გუ­რა. თუმ­ცა შემ­დგო­მი ორი გა­მოც­და წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პრო­ექ­ტზე ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის და­ხარ­ჯვის შემ­დეგ, აშშ-ის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ პრო­ექ­ტი არა­პერ­სპექ­ტი­უ­ლად მი­იჩ­ნია და 2011 წელს მისი და­ფი­ნან­სე­ბა შე­წყვი­ტა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

რუსეთი საბრძოლო ლაზერების შექმნას დაუბრუნდა

რუსეთი საბრძოლო ლაზერების შექმნას დაუბრუნდა

ერთწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის თავდაცვის უწყებამ საბრძოლო ლაზერების შექმნის პროცესები განაახლა. ლაზერებმა მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტებისა და თვითმფრინავების განადგურება უნდა შეძლონ. არსებული ცნობით, პროექტს კონცერნი "ალმაზ-ანტეი" (ის საზენიტო სისტემებს ქმნის) და წარმოშობით ქართველი კონსტრუქტორ ბერიევის სახელობის სამეცნიერო ტექნიკური საავიაციო ცენტრი შეასრულებენ.

სავარაუდოდ, საუბარი საჰაერო ბაზირების ლაზერზეა, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ სსრკ-ში დაიწყეს. სატრანსპორტო თვითმფრინავის ბაზაზე ორი ერთეული ექსპერიმენტული А-60 შექმნეს. გამოცდების პროცესში თვითმფრინავებზე რეალური საბრძოლო ლაზერებიც დამონტაჟდა. ერთ-ერთი თვითმფრინავი აეროდრომზე დაიწვა. მწირი დაფინანსების პირობებში მეორეს გამოცდა გარკვეული ინტერვალებით 2011 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ უფულობის გამო პროექტი საერთოდ დაიხურა.

განახლებული პროგრამის ფარგლებში А-60, რომელსაც 2 წელი არ უფრენია, სრულ მოდერნიზაციას გაივლის. რის შემდეგაც მასზე ახალი ლაზერული სისტემის მონტაჟის პროცედურა დაიწყება.

საჰაერო ბაზირების ლაზერის შექმნა, რომელიც მოძრავი ობიექტების განადგურებას შეძლებს, ბევრი პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა, ლაზერისთვის ენერგიის მძლავრი წყაროს შექმნაა საჭირო. გარდა ამისა, დასამუშავებელია ლაზერის სხივის დამიზნებისა და ატმოსფერული მოვლენებისგან მისი დაცვის მეთოდები. ამიტომაც, "მფრინავი ლაზერის" ეფექტურობა ათეულობით ფაქტორზეა დამოკიდებული.

მსგავსი ლაზერების შექმნას აშშ-ც ცდილობდა. წლების განმავლობაში შტატებში სატვირთო Boeing 747-ის ბაზაზე შექმნილი "მფრინავი ლაზერი" იცდებოდა. 2010 წელს მორიგი გამოცდებისას ლაზერით მან ორი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა. თუმცა შემდგომი ორი გამოცდა წარუმატებლად დასრულდა. საბოლოო ჯამში, პროექტზე ათეულობით მილიონი დოლარის დახარჯვის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ პროექტი არაპერსპექტიულად მიიჩნია და 2011 წელს მისი დაფინანსება შეწყვიტა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე