31 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ირაკლი ჩოლოყაშვილი და ნინო იოსელიანი ბიჭის მშობლები გახდნენ. ბავშვი 4 კილო და სამასი გრამი და 53 სანტიმეტრი დაიბადა. ნინოს მამინაცვალი ბავშვისთვის ქაიხოსროს დარქმევას ურჩევდათ, მაგრამ ირაკლიმ და ნინომ გადაწყვიტეს, რომ ერთი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილიც საკმარისი იყო საქართველოს ისტორიისთვის და ბავშვს დიმიტრი დაარქვეს. გააგრძელებს თუ არა დიმიტრი ჩოლოყაშვილების პატრიოტულ გზას, ამას მომავალი გვიჩვენებს. თავად ირაკლი კი, სრული აპოლიტიკურობის მიუხედავად, მაინც ერთგული რჩება იმ აზრის, რომ საქართველოში კანონიერი ხელისუფლება უნდა დაბრუნდეს, ანუ უნდა აღდგეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება. მის "ფეისბუქის" გვერდს რომ გადავავლე თვალი, დიმიტრის დაბადების შემდეგაც კი ზვიად გამსახურდიას ფოტოები აქვს გამოქვეყნებული.
"რეიტინგი" ულოცავს ირაკლისა და ნინოს დიმიტრის დაბადებას, ჯანმრთელობას და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას უსურვებს.
(გამოდის ორშაბათობით)