მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატი დურგლიშვილი: "აკრძალულ ხილს გემოს არ ვუსინჯავ"
რატი დურგლიშვილი: "აკრძალულ ხილს გემოს არ ვუსინჯავ"

"ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი სკო­ლი­სა და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ვი­ყა­ვი. ნა­წარ­მო­ე­ბის­გან, მუ­სი­კის­გან, მხატ­ვრო­ბის­გან თუ სი­ა­მოვ­ნე­ბა არ მი­ვი­ღე, ძალ­და­ტა­ნე­ბით ვერც წა­ვი­კი­თხავ, ვერც მო­ვუს­მენ და ვერც და­ვათ­ვა­ლი­ე­რებ", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი რატი დურ­გლიშ­ვი­ლი. მას ყვე­ლა­ზე მე­ტად ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა და ზღაპ­რე­ბი იზი­დავს.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- რატი, რო­გორც ვიცი, მხო­ლოდ მომ­ღე­რა­ლი არ ხარ, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­შიც სწავ­ლობ­დი, ხომ?

- ოოო! იმ წლებ­ში ხატ­ვით სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. როცა ვმღე­რო­დი, მა­ში­ნაც კი ხელ­ში ფუნ­ჯი მე­ჭი­რა. ოთახ­ში შე­ვი­კე­ტე­ბო­დი და იმ­დენს ვხა­ტავ­დი, თით­მა დე­ფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში რომ ვი­ჯე­ქი, ადა­მი­ა­ნებს სა­ხის ნაკ­ვთებ­ზე ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. დღეს უც­ნობ პი­როვ­ნე­ბას რომ შევ­ხე­დავ, მის ში­ნა­გან სამ­ყა­როს გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით ვხვდე­ბი. ძა­ლი­ან დამ­ჯე­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, უფ­რო­სე­ბის და­რი­გე­ბე­ბის მოს­მე­ნა მიყ­ვარ­და, რა­საც მიკ­რძა­ლავ­დნენ, ვი­ცო­დი, ის არ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

- აკ­რძა­ლუ­ლი ხილი უფრო გემ­რი­ე­ლი რომ არის, არ იცო­დი?

- ვი­ცო­დი, მაგ­რამ... ეტყო­ბა, ეს ჩემი ხა­სი­ა­თია.

- დღეს რა ხდე­ბა, აკ­რძა­ლულ ხილს ხში­რად "აგე­მოვ­ნებ"?

- არა, უსი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ვა­კავ­ში­რებ და გე­მოს გა­სინ­ჯვა­საც არ ვცდი­ლობ.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- (ფიქ­რობს) ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, იმ­დე­ნი კარ­გი პერ­სო­ნა­ჟი "შემ­ხვედ­რია", ერთი რო­გორ და­ვა­სა­ხე­ლო?

- ცხოვ­რე­ბა­ში მე­გობ­რებს რა ნიშ­ნით ირ­ჩევ?

- კე­თი­ლი უნდა იყოს და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი უნდა შე­ეძ­ლოს. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავს?

- არა. ერთხელ ბავ­შვო­ბა­ში, დე­და­ჩე­მის­თვის 8 მარ­ტი რომ მი­მე­ლო­ცა, გეტ­რი მო­ვი­პა­რე და ამ ქურ­დო­ბის­თვის შავი დღე მა­ყა­რეს. მას შემ­დეგ ქურ­დო­ბას რო­გორ­ღა გავ­ბე­დავ­დი?

- დუეტ "ჯორ­ჯი­ის" შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში რა სი­ახ­ლეა?

- ჩვენ 2 ახალ სიმ­ღე­რას ვწერთ. ერთ-ერ­თზე ვი­ღებთ ვი­დე­ორ­გოლს. უნდა გავ­რე­პო და იმე­დია, კარ­გად გა­მო­მი­ვა. ტექ­სტის ავ­ტო­რი გახ­ლავთ ნანა ცინ­ცა­ძე, მუ­სი­კის - ვაჟა დურ­გლიშ­ვი­ლი, რეპი ძვალ­მა დაგ­ვი­წე­რა. სიმ­ღე­რებს "სანო სტუ­დი­ა­ში" ვწერთ. დიდი მად­ლო­ბა ამ სტუ­დი­ას და ბო­რი­კო შხი­ანს.

- ვი­დე­ორ­გო­ლის გა­და­ღე­ბას რო­დის აპი­რებთ?

- რო­გორც კი ჩა­წე­რას და­ვამ­თავ­რებთ, ამა­ზეც ვი­ფიქ­რებთ.

- სპონ­სო­რი გყავთ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სპონ­სო­რის პოვ­ნა იოლი საქ­მე არ არის. სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით გა­ვა­კე­თებთ. ეს იქ­ნე­ბა სტუ­დი­უ­რი კლი­პი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია სა­ა­ხალ­წლოდ ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში შედ­გე­ბა. ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი კლი­პი იქ­ნე­ბა. დიდი ხა­ნია, ჩვენს კო­ლე­გებს ვი­დე­ორ­გო­ლი არ გა­და­უ­ღი­ათ. ჩვენც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გამო გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ახლა ძალა მო­ვიკ­რი­ბეთ და მუ­შა­ო­ბას შე­ვუ­დე­ქით.

- დროა, კი­თხვარ­ზე გა­და­ვი­დეთ.

- ვა­ა­ი­მე!!! შენ არ იცი, რო­გორ მე­ში­ნია...

- ფრინ­ველ­თა ოჯა­ხის რო­მე­ლი წევ­რია მგა­ლო­ბე­ლი?

- დე­და­ლი თუ მა­მა­ლი? ზუს­ტად არ ვიცი, ალ­ბათ მა­მა­ლი, არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. 1722 წლის 6 აპ­რილს ჰო­ლან­დი­ელ­მა ზღვა­ო­სან­მა ია­კობ რო­გე­ვე­ნიმ აღ­მო­ა­ჩი­ნა კუნ­ძუ­ლი წყნარ ოკე­ა­ნე­ში. რა და­არ­ქვა ამ კუნ­ძულს მორ­წმუ­ნე ზღვა­ო­სან­მა?

- ვერ გე­ტყვი.

- აღ­დგო­მის კუნ­ძუ­ლი. ისა­აკ ნი­უ­ტო­ნის და­ბა­დე­ბი­დან 300 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მო­უშ­ვეს სა­ფოს­ტო მარ­კა. რა იყო მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი?

- რა იქ­ნე­ბო­და, თუ არა წი­თე­ლი ვაშ­ლი?

- რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან გავ­რცელ­და სე­რე­ნა­და?

- იტა­ლი­ი­დან.

- საყ­ვა­რე­ლი გო­გოს­თვის სე­რე­ნა­და გიმ­ღე­რია?

- არა, მაგ­რამ ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სოვს, ქუ­ჩა­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად მივ­დი­ო­დი, და­ვი­ნა­ხე ერთ-ერთ სახ­ლთან ბიჭი ჩა­მომ­ჯდა­რი­ყო, ხელ­ში გი­ტა­რა ეჭი­რა და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად მღე­რო­და. იმ ბიჭს სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად გვერ­დით მი­ვუს­ხე­დით და ავ­ყე­ვით (იცი­ნის).

- რას ნიშ­ნავს არა­ბუ­ლად სი­ტყვა "აშუ­ღი"?

- ვი­ცო­დი, ცოტა ხნის წინ, სა­დღაც წა­ვი­კი­თხე და ვე­ღარ ვიხ­სე­ნებ (პა­უ­ზის შემ­დეგ), მიჯ­ნურს ხომ არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. "ერ­თის­თვის ერთი არ­სე­ბობს მხო­ლოდ/ იმ ერ­თის პოვ­ნის თუ გახ­დი ღირ­სი,/ არა­ერ­თს ისე მო­ე­ღო ბოლო, -/ თვა­ლიც ვერ მოჰ­კრა გა­ჩე­ნილს მის­თვის". ვინ არის ამ სტრო­ფის ავ­ტო­რი?

- მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ ავ­ტო­რი არ ვიცი.

- მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ანს ეკუთ­ვნის. "ის ერთი" ნა­პოვ­ნი გყავს?

- არა. რამ­დენ­ჯერ­მე მე­გო­ნა, ნა­პოვ­ნი მყავ­და, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ შედ­გა. ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მა ის არის, რომ უმე­ტე­სო­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ფიქ­რობს. მე როცა სხვა­ზე ვფიქ­რობ­დი და არა - სა­კუ­თარ თავ­ზე, ვალ­დე­ბუ­ლად ჩამ­თვა­ლეს. დღეს ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­თან ვმე­გობ­რობ.

- გო­გო­ნა სარ­კეს­თან მი­ვი­და, და­ი­ნა­ხა თა­ვი­სი თავი და შუბ­ლზე აკო­ცა. შე­იძ­ლე­ბა, ასე რომ მოხ­დეს?

- არ შე­იძ­ლე­ბა. სარ­კე­ში სა­კუ­თარ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას შუბ­ლზე ვერ აკო­ცებ.

- რო­მე­ლი იმპრე­სი­ო­ნის­ტი მხატ­ვრის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო ბა­ლე­ტი?

- ედ­გარ დე­გას.

- რამ­დენ ლიტრს შე­ი­ცავს 1 ბა­რე­ლი?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- 159 ლიტრს. ეს ინ­გლი­სე­ლი პო­ე­ტი 1824 წელს სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. იგი სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში სა­ბერ­ძნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის ომში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. "საბ­რა­ლო სა­ბერ­ძნე­თი" - მან სიკ­ვდი­ლის წინ, ბოდ­ვი­სას წარ­მოთ­ქვა. და­ა­სა­ხე­ლე ეს პო­ე­ტი.

- ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

- ბა­ი­რო­ნი. რო­მელ ქარ­თველ მწე­რალს აქვს სიკ­ვდილ­მის­ჯილ­თა სა­კან­ში 2 თვე­ზე მეტი გა­ტა­რე­ბუ­ლი?

- და­ახ­ლო­ე­ბით რო­მელ წლებ­ში ცხოვ­რობ­და?

- ის ახ­ლაც ჩვენ გვერ­დი­თაა.

- ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი.

- ეს მთა ის­რა­ე­ლის დაბ­ლობ­ზე, ქვე­მო გა­ლი­ლე­ა­ში, ქა­ლაქ ნა­ზა­რე­თი­დან 9 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. მთის თავ­ზე 2 მო­ნას­ტე­რი არ­სე­ბობს, კა­თო­ლი­კუ­რი და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი. და­ა­სა­ხე­ლე, რო­მელ მთა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- თა­ბო­რის მთა. ეს ქან­და­კე­ბა პა­რიზ­ში მო­ქან­და­კე ფრე­დე­რიკ ბარ­ტოლდმა და­ამ­ზა­და, მაგ­რამ დღეს სხვა ქვე­ყა­ნა­ში დგას. რო­მელ ქან­და­კე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- სხვა­გან რა­ტომ დგას?

- სხვა ქვეყ­ნის ხალ­ხს აჩუ­ქა.

- "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა", რო­მე­ლიც ამე­რი­კა­შია, არა?

- დიახ. გა­იხ­სე­ნე, მუ­შა­ო­ბის დროს, მო­ქან­და­კეს მო­დე­ლად ვინ ჰყავ­და?

- არ ვიცი.

- სა­კუ­თა­რი დედა. და­ას­რუ­ლე ნიც­შეს ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ორი რამ ენა­ტე­რე­ბა ნამ­დვილ მა­მა­კაცს - ხი­ფა­თი და თა­მა­ში. ამი­ტომ სჭირ­დე­ბა ქალი, რო­გორც ყვე­ლა­ზე"...

- ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი ზე­პი­რად არ ვიცი.

- "...სა­ხი­ფა­თო სა­თა­მა­შო". ნიც­შეს ეთან­ხმე­ბი?

- ნა­წი­ლობ­რივ ვე­თან­ხმე­ბი. მე ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თა­მა­ში არ მიყ­ვარს. ტყუ­ილს ვერ ვი­ტან.

- ამ სა­ხელ­მწი­ფოს მთე­ლი კონ­ტი­ნენ­ტი უკა­ვია. მისი ტე­რი­ტო­რი­ის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ზღვის დო­ნი­დან 300 მეტრზე დაბ­ლაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოთხი­ვე მხრი­დან წყა­ლი აკ­რავს, მა­ინც ყვე­ლა­ზე მშრალ კონ­ტი­ნენ­ტად ით­ვლე­ბა.

- ავ­სტრა­ლია.

- რო­მე­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი ად­გი­ლი გა­თხა­რა გერ­მა­ნელ­მა არ­ქე­ო­ლოგ­მა შლი­მან­მა?

- ტროა.

- რო­მელ სის­ხლძარ­ღვებ­ში მი­ე­დი­ნე­ბა სის­ხლი ყვე­ლა­ზე ნელა?

- ალ­ბათ ყვე­ლა­ზე წვრილ­ში.

- და მათ რა ჰქვია?

- კა­პი­ლა­რე­ბი.

- და­ა­სა­ხე­ლე ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც დღემ­დე გა­მარ­თულ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- ბრა­ზი­ლია იქ­ნე­ბა.

- ეს ქალ­ბა­ტო­ნი ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და თა­ვი­სი სხე­უ­ლის ნა­წი­ლის იმ დრო­ის­თვის საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით. სუ­რათ­ზე ხე­ლის მტევ­ნის ძვლე­ბი და სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. და­ა­სა­ხე­ლე მისი მე­უღ­ლის გვა­რი, რომ­ლის პრაქ­ტი­კა­შიც ეს პირ­ვე­ლი სუ­რა­თი იყო.

- მე­უღ­ლის გვა­რი? არ ვიცი.

- რენტგე­ნი. ეს მისი პირ­ვე­ლი სუ­რა­თი იყო. ნა­პო­ლე­ო­ნი ალურო­ფო­ბი­ით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. რისი ეში­ნო­და მას?

- არ ვიცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ერთ-ერთი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ეში­ნო­და.

- ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი უნდა ჩა­მოვ­თვა­ლო? აჯო­ბებს, თა­ვად მი­თხრა.

- კა­ტე­ბის ეში­ნო­და. მეც­ნი­ე­რუ­ლად მას ფი­ლე­მა­ტო­ლო­გია ჰქვია. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- არ ვიცი.

- კოც­ნა­ზე.

- მარ­თლა ასე ჰქვია? ეგ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს არ ეცო­დი­ნე­ბა.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე რე­მარ­კის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი სურ­ნე­ლო­ვან ყვა­ვი­ლებს ჰგვა­ნან, ერთი სა­სი­ა­მოვ­ნოა და თა­ი­გულ­მა შე­იძ­ლე­ბა"...

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...თავი აგატ­კი­ოს".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რატი დურგლიშვილი: "აკრძალულ ხილს გემოს არ ვუსინჯავ"

რატი დურგლიშვილი: "აკრძალულ ხილს გემოს არ ვუსინჯავ"

"ყველაზე აქტიური მკითხველი სკოლისა და სტუდენტობის წლებში ვიყავი. ნაწარმოებისგან, მუსიკისგან, მხატვრობისგან თუ სიამოვნება არ მივიღე, ძალდატანებით ვერც წავიკითხავ, ვერც მოვუსმენ და ვერც დავათვალიერებ", - ამბობს მომღერალი რატი დურგლიშვილი. მას ყველაზე მეტად ბიოგრაფიული ჟანრის ლიტერატურა და ზღაპრები იზიდავს.

პრეამბულის მაგიერ

- რატი, როგორც ვიცი, მხოლოდ მომღერალი არ ხარ, სამხატვრო აკადემიაშიც სწავლობდი, ხომ?

- ოოო! იმ წლებში ხატვით სერიოზულად ვიყავი გატაცებული. როცა ვმღეროდი, მაშინაც კი ხელში ფუნჯი მეჭირა. ოთახში შევიკეტებოდი და იმდენს ვხატავდი, თითმა დეფორმაცია განიცადა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში რომ ვიჯექი, ადამიანებს სახის ნაკვთებზე ვაკვირდებოდი. დღეს უცნობ პიროვნებას რომ შევხედავ, მის შინაგან სამყაროს გამომეტყველებით ვხვდები. ძალიან დამჯერი ბავშვი ვიყავი, უფროსების დარიგებების მოსმენა მიყვარდა, რასაც მიკრძალავდნენ, ვიცოდი, ის არ უნდა გამეკეთებინა.

- აკრძალული ხილი უფრო გემრიელი რომ არის, არ იცოდი?

- ვიცოდი, მაგრამ... ეტყობა, ეს ჩემი ხასიათია.

- დღეს რა ხდება, აკრძალულ ხილს ხშირად "აგემოვნებ"?

- არა, უსიამოვნებასთან ვაკავშირებ და გემოს გასინჯვასაც არ ვცდილობ.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- (ფიქრობს) ვერ დავასახელებ, იმდენი კარგი პერსონაჟი "შემხვედრია", ერთი როგორ დავასახელო?

- ცხოვრებაში მეგობრებს რა ნიშნით ირჩევ?

- კეთილი უნდა იყოს და დიდი სიყვარული უნდა შეეძლოს. ეს აუცილებელია.

- წიგნი მოგიპარავს?

- არა. ერთხელ ბავშვობაში, დედაჩემისთვის 8 მარტი რომ მიმელოცა, გეტრი მოვიპარე და ამ ქურდობისთვის შავი დღე მაყარეს. მას შემდეგ ქურდობას როგორღა გავბედავდი?

- დუეტ "ჯორჯიის" შემოქმედებით საქმიანობაში რა სიახლეა?

- ჩვენ 2 ახალ სიმღერას ვწერთ. ერთ-ერთზე ვიღებთ ვიდეორგოლს. უნდა გავრეპო და იმედია, კარგად გამომივა. ტექსტის ავტორი გახლავთ ნანა ცინცაძე, მუსიკის - ვაჟა დურგლიშვილი, რეპი ძვალმა დაგვიწერა. სიმღერებს "სანო სტუდიაში" ვწერთ. დიდი მადლობა ამ სტუდიას და ბორიკო შხიანს.

- ვიდეორგოლის გადაღებას როდის აპირებთ?

- როგორც კი ჩაწერას დავამთავრებთ, ამაზეც ვიფიქრებთ.

- სპონსორი გყავთ?

- საქართველოში სპონსორის პოვნა იოლი საქმე არ არის. საკუთარი სახსრებით გავაკეთებთ. ეს იქნება სტუდიური კლიპი, რომლის პრეზენტაცია საახალწლოდ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში შედგება. ქორეოგრაფიულად დატვირთული კლიპი იქნება. დიდი ხანია, ჩვენს კოლეგებს ვიდეორგოლი არ გადაუღიათ. ჩვენც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გაჩერებულები ვიყავით. ახლა ძალა მოვიკრიბეთ და მუშაობას შევუდექით.

- დროა, კითხვარზე გადავიდეთ.

- ვააიმე!!! შენ არ იცი, როგორ მეშინია...

- ფრინველთა ოჯახის რომელი წევრია მგალობელი?

- დედალი თუ მამალი? ზუსტად არ ვიცი, ალბათ მამალი, არა?

- გამოიცანი. 1722 წლის 6 აპრილს ჰოლანდიელმა ზღვაოსანმა იაკობ როგევენიმ აღმოაჩინა კუნძული წყნარ ოკეანეში. რა დაარქვა ამ კუნძულს მორწმუნე ზღვაოსანმა?

- ვერ გეტყვი.

- აღდგომის კუნძული. ისააკ ნიუტონის დაბადებიდან 300 წლის აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს საფოსტო მარკა. რა იყო მასზე გამოსახული?

- რა იქნებოდა, თუ არა წითელი ვაშლი?

- რომელი ქვეყნიდან გავრცელდა სერენადა?

- იტალიიდან.

- საყვარელი გოგოსთვის სერენადა გიმღერია?

- არა, მაგრამ ერთი შემთხვევა მახსოვს, ქუჩაში მეგობრებთან ერთად მივდიოდი, დავინახე ერთ-ერთ სახლთან ბიჭი ჩამომჯდარიყო, ხელში გიტარა ეჭირა და მოკრძალებულად მღეროდა. იმ ბიჭს სოლიდარობის ნიშნად გვერდით მივუსხედით და ავყევით (იცინის).

- რას ნიშნავს არაბულად სიტყვა "აშუღი"?

- ვიცოდი, ცოტა ხნის წინ, სადღაც წავიკითხე და ვეღარ ვიხსენებ (პაუზის შემდეგ), მიჯნურს ხომ არა?

- გამოიცანი. "ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ/ იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი,/ არაერთს ისე მოეღო ბოლო, -/ თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის". ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- მომეწონა, მაგრამ ავტორი არ ვიცი.

- მუხრან მაჭავარიანს ეკუთვნის. "ის ერთი" ნაპოვნი გყავს?

- არა. რამდენჯერმე მეგონა, ნაპოვნი მყავდა, მაგრამ ურთიერთობა ვერ შედგა. ადამიანების პრობლემა ის არის, რომ უმეტესობა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მე როცა სხვაზე ვფიქრობდი და არა - საკუთარ თავზე, ვალდებულად ჩამთვალეს. დღეს ყოფილ შეყვარებულებთან ვმეგობრობ.

- გოგონა სარკესთან მივიდა, დაინახა თავისი თავი და შუბლზე აკოცა. შეიძლება, ასე რომ მოხდეს?

- არ შეიძლება. სარკეში საკუთარ გამოსახულებას შუბლზე ვერ აკოცებ.

- რომელი იმპრესიონისტი მხატვრის შთაგონების წყარო იყო ბალეტი?

- ედგარ დეგას.

- რამდენ ლიტრს შეიცავს 1 ბარელი?

- ვერ ვიხსენებ.

- 159 ლიტრს. ეს ინგლისელი პოეტი 1824 წელს სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. იგი სიცოცხლის ბოლო წლებში საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ომში აქტიურად მონაწილეობდა. "საბრალო საბერძნეთი" - მან სიკვდილის წინ, ბოდვისას წარმოთქვა. დაასახელე ეს პოეტი.

- ვერ დავასახელებ.

- ბაირონი. რომელ ქართველ მწერალს აქვს სიკვდილმისჯილთა საკანში 2 თვეზე მეტი გატარებული?

- დაახლოებით რომელ წლებში ცხოვრობდა?

- ის ახლაც ჩვენ გვერდითაა.

- ჭაბუა ამირეჯიბი.

- ეს მთა ისრაელის დაბლობზე, ქვემო გალილეაში, ქალაქ ნაზარეთიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. მთის თავზე 2 მონასტერი არსებობს, კათოლიკური და მართლმადიდებლური. დაასახელე, რომელ მთაზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- თაბორის მთა. ეს ქანდაკება პარიზში მოქანდაკე ფრედერიკ ბარტოლდმა დაამზადა, მაგრამ დღეს სხვა ქვეყანაში დგას. რომელ ქანდაკებაზეა ლაპარაკი?

- სხვაგან რატომ დგას?

- სხვა ქვეყნის ხალხს აჩუქა.

- "თავისუფლების ქანდაკება", რომელიც ამერიკაშია, არა?

- დიახ. გაიხსენე, მუშაობის დროს, მოქანდაკეს მოდელად ვინ ჰყავდა?

- არ ვიცი.

- საკუთარი დედა. დაასრულე ნიცშეს ცნობილი გამონათქვამი: "ორი რამ ენატერება ნამდვილ მამაკაცს - ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი, როგორც ყველაზე"...

- ეს გამონათქვამი ზეპირად არ ვიცი.

- "...სახიფათო სათამაშო". ნიცშეს ეთანხმები?

- ნაწილობრივ ვეთანხმები. მე ურთიერთობაში თამაში არ მიყვარს. ტყუილს ვერ ვიტან.

- ამ სახელმწიფოს მთელი კონტინენტი უკავია. მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი ზღვის დონიდან 300 მეტრზე დაბლაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს, მაინც ყველაზე მშრალ კონტინენტად ითვლება.

- ავსტრალია.

- რომელი ლეგენდარული ადგილი გათხარა გერმანელმა არქეოლოგმა შლიმანმა?

- ტროა.

- რომელ სისხლძარღვებში მიედინება სისხლი ყველაზე ნელა?

- ალბათ ყველაზე წვრილში.

- და მათ რა ჰქვია?

- კაპილარები.

- დაასახელე ქვეყანა, რომელიც დღემდე გამართულ მსოფლიოს ყველა საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობდა.

- ბრაზილია იქნება.

- ეს ქალბატონი ისტორიაში შევიდა თავისი სხეულის ნაწილის იმ დროისთვის საკმაოდ უცნაური გამოსახულებით. სურათზე ხელის მტევნის ძვლები და საქორწინო ბეჭედი იყო აღბეჭდილი. დაასახელე მისი მეუღლის გვარი, რომლის პრაქტიკაშიც ეს პირველი სურათი იყო.

- მეუღლის გვარი? არ ვიცი.

- რენტგენი. ეს მისი პირველი სურათი იყო. ნაპოლეონი ალუროფობიით იყო დაავადებული. რისი ეშინოდა მას?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ერთ-ერთი შინაური ცხოველის ეშინოდა.

- შინაური ცხოველები უნდა ჩამოვთვალო? აჯობებს, თავად მითხრა.

- კატების ეშინოდა. მეცნიერულად მას ფილემატოლოგია ჰქვია. რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- კოცნაზე.

- მართლა ასე ჰქვია? ეგ ძალიან ბევრ ადამიანს არ ეცოდინება.

- დაბოლოს, დაასრულე რემარკის ცნობილი გამონათქვამი: "ჭკვიანი ადამიანები სურნელოვან ყვავილებს ჰგვანან, ერთი სასიამოვნოა და თაიგულმა შეიძლება"...

- ვერ დავასრულებ.

- "...თავი აგატკიოს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება