გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაწყებული გაზიფიცირების სამუშაოები შეჩერებულია. ადგილობრივი მოსახლეობის ვერსიით, არჩევნებამდე სოფელში მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ღვინიაშვილთან შეხვედრაზე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივიდა და განაწყენებული დეპუტატი ხალხზე შურისძიებას ცდილობს.
სოფელ ვაზისუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, მალხაზ სოლომნიშვილის თქმით, გაზის გაყვანას კომპანია "სოკარი" ახორციელებს, რომელსაც საკუთარი გეგმა აქვს და ბუნებრივი აირი ჯერ სხვა სოფლებში გაჰყავთ.