სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ
თბილისში ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

თბი­ლის­ში ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლე­ბი გა­ი­ფიც­ნენ. გა­ფიც­ვა­ში დე­და­ქა­ლა­ქის სა­მი­ვე ავ­ტო­პარ­კი და 1300-ზე მეტი მძღო­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს.

მძღო­ლებს 17-პუნ­ქტი­ა­ნი მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რომ­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლებ­საც მო­ი­თხო­ვენ. კერ­ძოდ, მძღო­ლე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან ძი­რი­თა­დად, შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბას ითხო­ვენ.

თბი­ლის­ში არ მუ­შა­ობს არც ერთი ავ­ტო­ბუ­სი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძი­რი­თა­დად, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

რო­გორც მძღო­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ეს გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გა­ფიც­ვაა და თუ მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და, პრო­ტეს­ტი უფრო მას­შტა­ბურ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს.

თბი­ლის­ში ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბის გა­ფიც­ვამ დე­და­ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებს პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა . კერ­ძოდ, ბევ­რმა მო­ქა­ლა­ქემ დღეს სამ­სა­ხურ­ში და­იგ­ვი­ა­ნა, რად­გან არ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­ფიც­ვის შე­სა­ხებ.

"45 წუთი ვე­ლო­დე­ბო­დი ავ­ტო­ბუსს, შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით წა­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა.

მო­ქა­ლა­ქე­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის­თვის, მა­გა­ლი­თად სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის, ავ­ტო­ბუ­სი გა­და­ად­გი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა და პრობ­ლე­მე­ბი მა­თაც შე­ექ­მნათ.

ასე­ვე, ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბის გა­ფიც­ვამ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­დავ­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­მაც მო­ქა­ლა­ქე­ებს და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა.

"მეს­მის, რომ ყვე­ლას სურს პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. მაგ­რამ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სიც ხომ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ", - აცხა­დე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

თბილისში ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

თბილისში ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს.

მძღოლებს 17-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული, რომლის დაკმაყოფილებსაც მოითხოვენ. კერძოდ, მძღოლები დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ძირითადად, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვენ.

თბილისში არ მუშაობს არც ერთი ავტობუსი და მოქალაქეები ძირითადად, მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან.

როგორც მძღოლები აცხადებენ, ეს გამაფრთხილებელი გაფიცვაა და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, პროტესტი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

თბილისში ავტობუსების მძღოლების გაფიცვამ დედაქალაქის მაცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა . კერძოდ, ბევრმა მოქალაქემ დღეს სამსახურში დაიგვიანა, რადგან არ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ.

"45 წუთი ველოდებოდი ავტობუსს, შემდეგ მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და მიკროავტობუსით წავედი სამსახურში", - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის, მაგალითად სოციალურად დაუცველებისთვის, ავტობუსი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა და პრობლემები მათაც შეექმნათ.

ასევე, ავტობუსების მძღოლების გაფიცვამ მიკროავტობუსების გადავსება გამოიწვია, რამაც მოქალაქეებს დამატებითი პრობლემა შეუქმნა.

"მესმის, რომ ყველას სურს პირობების გაუმჯობესება. მაგრამ ჩვენი ინტერესიც ხომ უნდა გაითვალისწინონ", - აცხადებენ მოქალაქეები.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"