სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თორმეტ ენაზე ამღერებული ქართველი მეცო-სოპრანო
თორმეტ ენაზე ამღერებული ქართველი მეცო-სოპრანო

ნონა ჯა­ვა­ხი­ძეს, საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ ცნო­ბილ ქარ­თველ მეცო-სოპ­რა­ნოს, მას შემ­დეგ, რაც 1997 წელს საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩომ მი­იწ­ვია, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ უმ­ღე­რია... სა­ო­პე­რო პარ­ტი­ებ­სა და სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მებს მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში თორ­მეტ ენა­ზე ას­რუ­ლებს, ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტო­რებ­თან კი ერთი თხოვ­ნა აქვს: "მეცო-სოპ­რა­ნოს ქარ­თუ­ლი სა­ო­პე­რო რე­პერ­ტუ­ა­რი სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან მწი­რია. ამი­ტომ, ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტო­რებს თხოვ­ნით მივ­მარ­თავ, გა­მო­ას­წო­რონ ეს "უსა­მარ­თლო­ბა" და ჩვენც დაგ­ვი­წე­რონ ლა­მა­ზი სა­ო­პე­რო პარ­ტი­ე­ბი ეფექ­ტუ­რი არი­ე­ბით..." სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბის ხიბლსა და სირ­თუ­ლე­ებ­ზე ნონა ჯა­ვა­ხი­ძე პა­რი­ზი­დან გვე­სა­უბ­რე­ბა...

- დღეს ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი მეცო-სოპ­რა­ნო ვარ, თუმ­ცა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ბორ­ჯომ­სა და თბი­ლის­ში ექი­მად ვმუ­შა­ობ­დი. სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, "წი­თელ დიპ­ლომ­ზე" და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია.

- ნანა, რაზე გი­წევთ უა­რის თქმა იმის­თვის, რომ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე სრულ­ყო­ფი­ლად წარ­დგეთ?

- არ­ტის­ტის ცხოვ­რე­ბა მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, მუდ­მი­ვად ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზი უნდა იყო. რა­საც თან ახ­ლავს მდიდ­რუ­ლი კა­ბე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის მიერ მორ­თმე­უ­ლი ყვა­ვი­ლე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბი, აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და კომ­პლი­მენ­ტე­ბი... მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის უკან კი მუდ­მი­ვი შრო­მა და უამ­რა­ვი სირ­თუ­ლეა: ჩემ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ხში­რი და­შო­რე­ბაა. ხში­რად მათ­თან ერ­თად ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­ებ­საც ვერ ვა­ტა­რებ... წელს ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე პა­რი­ზის ოპე­რა­ში ვმღე­რო­დი. სახ­ლში შუ­ა­ღა­მეს დავ­ბრუნ­დი და დი­ლით 6 სა­ათ­ზე ისევ ფეხ­ზე ვი­ყა­ვი - რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ბრი­უ­სელ­ში მივფრი­ნავ­დი, მო­მა­ვალ წელ­საც ამ დღეს ბარ­სე­ლო­ნა­ში მი­წევს ყოფ­ნა. ამას ემა­ტე­ბა ხში­რი დის­კომ­ფორ­ტი, რაც უცხო ქა­ლაქ­სა და უცხო ხალ­ხში მარ­ტო ყოფ­ნას უკავ­შირ­დე­ბა... მუდ­მი­ვი სტრე­სი, ავად­მყო­ფო­ბის შიში, რად­გან შემ­ცვლე­ლი არა­ვინ გვყავს. მოკ­ლე დრო­ში უამ­რა­ვი რო­ლის და­ზე­პი­რე­ბა გვი­წევს. სა­მუ­შაო ად­გილ­ზე ყო­ველ­დღი­ურ გა­მოც­დას ვა­ბა­რებთ სა­კუ­თა­რი თა­ვის, კო­ლე­გე­ბის, დი­რექ­ცი­ის, იმპრე­სა­რი­ოს, კრი­ტი­კო­სე­ბი­სა და რაც მთა­ვა­რია, პუბ­ლი­კის წი­ნა­შე. ამ ყვე­ლა­ფერს თან მკაც­რი ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი ერ­თვის: დი­ე­ტა, ვო­კა­ლუ­რი "გიმ­ნას­ტი­კა", ზო­მი­ე­რი ლა­პა­რა­კი, ბევ­რი ძილი, ემო­ცი­ე­ბის მო­თოკ­ვა და ენერ­გი­ის შე­ნახ­ვა. უდი­დე­სი ენერ­გია და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კაა სა­ჭი­რო, რომ 3000-კა­ცი­ან დარ­ბაზ­ში მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე ხმამ 3-4-სა­ა­თი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლის დროს გა­იჟ­ღე­როს. ასე­ვე ბევრ დრო­სა და ძა­ლას მო­ი­თხოვს ხში­რი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი და მათი ორ­გა­ნი­ზე­ბა.

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა რთუ­ლი არ იყო?

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნა და სწო­რად მო­მარ­თვა ძლი­ერ ხა­სი­ათს, დიდ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, დაკ­ვირ­ვე­ბას, რისკსა და დიპ­ლო­მა­ტი­ის უნარს მო­ი­თხოვს. უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი არ­ტის­ტი კონ­კუ­რენ­ტია, სა­მუ­შა­ოს არ­თმევს აქა­ურ მომ­ღერ­ლებ­სა და იმპრე­სა­რი­ო­ებს. საფ­რან­გეთ­ში მხო­ლოდ დიდი თე­ატ­რე­ბია (გერ­მა­ნი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ სო­ფელს აქვს თე­ატ­რი), სა­მუ­შაო ცო­ტაა და ინ­ტეგ­რა­ცი­ას მი­ნი­მუმ 2-3 წელი მა­ინც სჭირ­დე­ბა, რად­გან ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა უკვე რამ­დე­ნი­მე წლით ად­რეა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

- ქარ­თულ არი­ებს ას­რუ­ლებთ ხოლ­მე?

- სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მებ­ში ხში­რად ვრთავ ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს. უცხო მსმე­ნელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად "სი­სა­ტუ­რა", "ჩონ­გუ­რი", სუ­ლი­კო" და რუ­სუ­დან სე­ბის­კვე­რა­ძის "სიყ­ვა­რულ­თან თა­მა­ში" მოს­წონს.

- წას­ვლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყეთ სა­ო­პე­რო კა­რი­ე­რა?

- დიახ, 1995 წლი­დან სა­ო­პე­რო თე­ატ­რებ­ში სო­ლის­ტად ვმუ­შა­ობ. ბოლო 15 წე­ლია, ჩემს მე­უღ­ლე­სა და 22 წლის შვილ­თან, გი­ორ­გის­თან ერ­თად პა­რიზ­ში ვცხოვ­რობ. არა­სო­დეს მი­ფიქ­რია სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა­ზე მა­ნამ, სა­ნამ ერთი გარ­დამ­ტე­ხი მოვ­ლე­ნა არ მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. 1996 წელს, ჩემი პე­და­გო­გის, ივე­ტა გერ­სა­მი­ას მო­წყო­ბილ კონ­ცერ­ტზე სა­ელ­ჩო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ მოწ­ვე­ულ­ნი. კონ­ცერ­ტი დას­რულ­და და საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ში ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი სოლო კონ­ცერ­ტის მო­წყო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ამ კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მი­თხრეს, რომ საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბის სტი­პენ­დია მე­ნიშ­ნე­ბო­და და სტა­ჟი­რე­ბის­თვის პა­რიზ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. იმ დროს ბა­თუ­მი­სა და თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რებ­ში უკვე სო­ლის­ტი გახ­ლდით. ჩემი დე­ბი­უ­ტი 1995 წელს შედ­გა, როცა ვერ­დის "აი­და­ში" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამ­ჟა­მად ბევ­რი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში ვმღე­რი. 2008 წელს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­სას ფრან­გულ ოპე­რა­ში "Le Roi d'Ys" რო­გორც საფ­რან­გე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მარ­გა­რე­ტის ურ­თუ­ლე­სი როლი შე­ვას­რუ­ლე. ეს დიდი პა­ტი­ვი გახ­ლდათ.

- არი­ებს კონ­კრე­ტუ­ლად რა ენებ­ზე ას­რუ­ლებთ?

- სა­ო­პე­რო პარ­ტი­ებ­სა და სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მებს 12 ენა­ზე ვას­რუ­ლებ: ქარ­თულ, რუ­სულ, უკ­რა­ი­ნულ, ჩე­ხურ, პო­ლო­ნურ, ლა­თი­ნურ, იტა­ლი­ურ, გერ­მა­ნულ, ინ­გლი­სურ, ეს­პა­ნურ, არა­ბულ და არა­მე­ულ ენებ­ზე - ამ ენა­ზე იესო ქრის­ტე ლა­პა­რა­კობ­და.

- ცხოვ­რე­ბა­ში რაზე მო­გი­წი­ათ უა­რის თქმამ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

- ჩემ­მა სპე­ცი­ა­ლო­ბამ მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნა­ში შე­მი­შა­ლა ხელი.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, როცა პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­და და რო­გორ მოხ­და ეს?

- მგო­ნი, 14 წლის ვი­ყა­ვი, როცა სკო­ლის კონ­ცერ­ტზე სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლე და პუბ­ლი­კა ოვა­ცი­ით შემ­ხვდა. რო­გორც მამა იგო­ნებს, 4 წლის ვი­ყა­ვი, როცა ავ­ტო­ბუს­ში ვიმ­ღე­რე და ხალ­ხი პა­ტა­რა ბავ­შვის ხმი­თა და სმე­ნით მო­ხიბ­ლუ­ლი დარ­ჩა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი და ცხოვ­რობ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია ცნო­ბი­ლი და გა­მო­ჩე­ნი­ლი გახ­დე, თუ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში გი­წევს გა­მოს­ვლა...

- რო­გორ ებ­რძვით მო­ნატ­რე­ბას?

- ერთი თვეა, რაც თბი­ლი­სი­დან დავ­ბრუნ­დი, მაგ­რამ უკვე მე­ნატ­რე­ბა. ყო­ველ­დღე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს. სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ ქარ­თუ­ლი მუ­სი­კით, წიგ­ნე­ბით, ფილ­მე­ბით... სა­ბო­ლო­ოდ დაბ­რუ­ნე­ბას ჯერ არ ვგეგ­მავთ, ჩემს შვილს, გი­ორ­გის, უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქვს და­სამ­თავ­რე­ბე­ლი. აქ ბი­ნაც ვი­ყი­დეთ. მე, ოპე­რის სო­ლის­ტო­ბის გარ­და, ფრე­დე­რიკ შო­პე­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში პრო­ფეს­ო­რად ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ არ მა­ვი­წყდე­ბა, რომ თბი­ლის­ში და­კე­ტი­ლი ბინა გვე­ლო­დე­ბა... რომ ბე­ბოს საფ­ლა­ვი ბორ­ჯო­მის რა­ი­ონ­შია... არ გა­მოვ­რი­ცხავ, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, "ფრან­გი" პენ­სი­ო­ნე­რი, ნონა ჯა­ვა­ხი­ძე სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დეს (იცი­ნის).

- ქარ­თვე­ლე­ბის­გან, ქარ­თუ­ლი პრე­სის­გან თუ გრძნობთ ყუ­რა­დღე­ბას?

- რა თქმა უნდა. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­სივ­რცე­სა და რა­დი­ო­ში რამ­დე­ნი­მე რე­პორ­ტა­ჟი გა­კეთ­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­ზე­თო მა­სა­ლას, რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვი­უც და­ი­ბეჭ­და. დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვგრძნობ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­გან საფ­რან­გეთ­ში. ჩვე­ნი ელჩი, მა­მუ­კა კუ­და­ვა და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი - გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და ეკა ენუ­ქი­ძე ხში­რად ეს­წრე­ბი­ან ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­სა და კონ­ცერ­ტებს.

- უახ­ლო­ეს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში რა შე­დის?

- მალე ბარ­სე­ლო­ნის სა­ო­პე­რო თე­ატრ Liceo-ში მი­ვემ­გზავ­რე­ბი, სა­დაც დვორ­ჟა­კის "რუ­სალ­კას" შე­ვას­რუ­ლებ. მერე კი ლი­ა­ნა და­დი­ვა­ძეს­თან დის­კის ჩა­წე­რას და­ვი­წყებ. პროგ­რა­მა­ში XIX სა­უ­კუ­ნის რუ­სუ­ლი მუ­სი­კაა.

თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, მინ­და, ჩემს საყ­ვა­რელ, მომთმენ და მა­მაც ქარ­თვე­ლებს ჯან­მრთე­ლო­ბა, ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო მო­მა­ვა­ლი ვუ­სურ­ვო.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თორმეტ ენაზე ამღერებული ქართველი მეცო-სოპრანო

თორმეტ ენაზე ამღერებული ქართველი მეცო-სოპრანო

ნონა ჯავახიძეს, საფრანგეთში მცხოვრებ ცნობილ ქართველ მეცო-სოპრანოს, მას შემდეგ, რაც 1997 წელს საფრანგეთის საელჩომ მიიწვია, საქართველოში აღარ უმღერია... საოპერო პარტიებსა და საკონცერტო პროგრამებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში თორმეტ ენაზე ასრულებს, ქართველ კომპოზიტორებთან კი ერთი თხოვნა აქვს: "მეცო-სოპრანოს ქართული საოპერო რეპერტუარი სამწუხაროდ, ძალიან მწირია. ამიტომ, ქართველ კომპოზიტორებს თხოვნით მივმართავ, გამოასწორონ ეს "უსამართლობა" და ჩვენც დაგვიწერონ ლამაზი საოპერო პარტიები ეფექტური არიებით..." საოპერო მომღერლის ცხოვრების ხიბლსა და სირთულეებზე ნონა ჯავახიძე პარიზიდან გვესაუბრება...

- დღეს ქართულ-ფრანგული მეცო-სოპრანო ვარ, თუმცა სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ბორჯომსა და თბილისში ექიმად ვმუშაობდი. სამედიცინო ინსტიტუტის პარალელურად, "წითელ დიპლომზე" დავამთავრე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

- ნანა, რაზე გიწევთ უარის თქმა იმისთვის, რომ მაყურებლის წინაშე სრულყოფილად წარდგეთ?

- არტისტის ცხოვრება მართლაც არაჩვეულებრივია. ასაკის მიუხედავად, მუდმივად ახალგაზრდა და ლამაზი უნდა იყო. რასაც თან ახლავს მდიდრული კაბები, სამკაულები, თაყვანისმცემლების მიერ მორთმეული ყვავილები, საჩუქრები, აპლოდისმენტები და კომპლიმენტები... მაგრამ ამ ყველაფრის უკან კი მუდმივი შრომა და უამრავი სირთულეა: ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ოჯახის წევრებთან ხშირი დაშორებაა. ხშირად მათთან ერთად ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვან დღეებსაც ვერ ვატარებ... წელს ჩემი შვილის დაბადების დღეზე პარიზის ოპერაში ვმღეროდი. სახლში შუაღამეს დავბრუნდი და დილით 6 საათზე ისევ ფეხზე ვიყავი - რეპეტიციაზე ბრიუსელში მივფრინავდი, მომავალ წელსაც ამ დღეს ბარსელონაში მიწევს ყოფნა. ამას ემატება ხშირი დისკომფორტი, რაც უცხო ქალაქსა და უცხო ხალხში მარტო ყოფნას უკავშირდება... მუდმივი სტრესი, ავადმყოფობის შიში, რადგან შემცვლელი არავინ გვყავს. მოკლე დროში უამრავი როლის დაზეპირება გვიწევს. სამუშაო ადგილზე ყოველდღიურ გამოცდას ვაბარებთ საკუთარი თავის, კოლეგების, დირექციის, იმპრესარიოს, კრიტიკოსებისა და რაც მთავარია, პუბლიკის წინაშე. ამ ყველაფერს თან მკაცრი ცხოვრების რეჟიმი ერთვის: დიეტა, ვოკალური "გიმნასტიკა", ზომიერი ლაპარაკი, ბევრი ძილი, ემოციების მოთოკვა და ენერგიის შენახვა. უდიდესი ენერგია და სპეციალური ტექნიკაა საჭირო, რომ 3000-კაციან დარბაზში მიკროფონის გარეშე ხმამ 3-4-საათიანი სპექტაკლის დროს გაიჟღეროს. ასევე ბევრ დროსა და ძალას მოითხოვს ხშირი მოგზაურობები და მათი ორგანიზება.

- უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება რთული არ იყო?

- უცხო ქვეყანაში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და სწორად მომართვა ძლიერ ხასიათს, დიდ შრომისუნარიანობას, კონცენტრაციას, დაკვირვებას, რისკსა და დიპლომატიის უნარს მოითხოვს. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული არტისტი კონკურენტია, სამუშაოს ართმევს აქაურ მომღერლებსა და იმპრესარიოებს. საფრანგეთში მხოლოდ დიდი თეატრებია (გერმანიისგან განსხვავებით, სადაც ნებისმიერ სოფელს აქვს თეატრი), სამუშაო ცოტაა და ინტეგრაციას მინიმუმ 2-3 წელი მაინც სჭირდება, რადგან ყველა სპექტაკლის შემადგენლობა უკვე რამდენიმე წლით ადრეა დამტკიცებული.

- ქართულ არიებს ასრულებთ ხოლმე?

- საკონცერტო პროგრამებში ხშირად ვრთავ ქართულ ხალხურ სიმღერებს. უცხო მსმენელს განსაკუთრებულად "სისატურა", "ჩონგური", სულიკო" და რუსუდან სებისკვერაძის "სიყვარულთან თამაში" მოსწონს.

- წასვლამდე საქართველოში დაიწყეთ საოპერო კარიერა?

- დიახ, 1995 წლიდან საოპერო თეატრებში სოლისტად ვმუშაობ. ბოლო 15 წელია, ჩემს მეუღლესა და 22 წლის შვილთან, გიორგისთან ერთად პარიზში ვცხოვრობ. არასოდეს მიფიქრია საქართველოს დატოვებაზე მანამ, სანამ ერთი გარდამტეხი მოვლენა არ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. 1996 წელს, ჩემი პედაგოგის, ივეტა გერსამიას მოწყობილ კონცერტზე საელჩოების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულნი. კონცერტი დასრულდა და საფრანგეთის საელჩოში ნახევარსაათიანი სოლო კონცერტის მოწყობა შემომთავაზეს. ამ კონცერტის დასრულების შემდეგ კი მითხრეს, რომ საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია მენიშნებოდა და სტაჟირებისთვის პარიზში უნდა წავსულიყავი. იმ დროს ბათუმისა და თბილისის საოპერო თეატრებში უკვე სოლისტი გახლდით. ჩემი დებიუტი 1995 წელს შედგა, როცა ვერდის "აიდაში" მივიღე მონაწილეობა. ამჟამად ბევრი ქვეყნის სხვადასხვა თეატრში ვმღერი. 2008 წელს ოლიმპიური თამაშებისას ფრანგულ ოპერაში "Le Roi d'Ys" როგორც საფრანგეთის წარმომადგენელმა მარგარეტის ურთულესი როლი შევასრულე. ეს დიდი პატივი გახლდათ.

- არიებს კონკრეტულად რა ენებზე ასრულებთ?

- საოპერო პარტიებსა და საკონცერტო პროგრამებს 12 ენაზე ვასრულებ: ქართულ, რუსულ, უკრაინულ, ჩეხურ, პოლონურ, ლათინურ, იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ, არაბულ და არამეულ ენებზე - ამ ენაზე იესო ქრისტე ლაპარაკობდა.

- ცხოვრებაში რაზე მოგიწიათ უარის თქმამ, რომ წარმატებული ყოფილიყავით?

- ჩემმა სპეციალობამ მეორე შვილის გაჩენაში შემიშალა ხელი.

- რამდენი წლის იყავით, როცა პირველი წარმატება მოვიდა და როგორ მოხდა ეს?

- მგონი, 14 წლის ვიყავი, როცა სკოლის კონცერტზე სიმღერა შევასრულე და პუბლიკა ოვაციით შემხვდა. როგორც მამა იგონებს, 4 წლის ვიყავი, როცა ავტობუსში ვიმღერე და ხალხი პატარა ბავშვის ხმითა და სმენით მოხიბლული დარჩა.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, იყო წარმატებული საოპერო მომღერალი და ცხოვრობდე საქართველოში?

- თანამედროვე მსოფლიოს გლობალიზაციის პირობებში შეუძლებელია ცნობილი და გამოჩენილი გახდე, თუ მხოლოდ საქართველოს ფარგლებში გიწევს გამოსვლა...

- როგორ ებრძვით მონატრებას?

- ერთი თვეა, რაც თბილისიდან დავბრუნდი, მაგრამ უკვე მენატრება. ყოველდღე ველაპარაკები ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სიამოვნებას ვიღებ ქართული მუსიკით, წიგნებით, ფილმებით... საბოლოოდ დაბრუნებას ჯერ არ ვგეგმავთ, ჩემს შვილს, გიორგის, უნივერსიტეტი აქვს დასამთავრებელი. აქ ბინაც ვიყიდეთ. მე, ოპერის სოლისტობის გარდა, ფრედერიკ შოპენის კონსერვატორიაში პროფესორად ვმუშაობ, მაგრამ არ მავიწყდება, რომ თბილისში დაკეტილი ბინა გველოდება... რომ ბებოს საფლავი ბორჯომის რაიონშია... არ გამოვრიცხავ, ერთ მშვენიერ დღეს, "ფრანგი" პენსიონერი, ნონა ჯავახიძე საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდეს (იცინის).

- ქართველებისგან, ქართული პრესისგან თუ გრძნობთ ყურადღებას?

- რა თქმა უნდა. საქართველოს ტელესივრცესა და რადიოში რამდენიმე რეპორტაჟი გაკეთდა. რაც შეეხება საგაზეთო მასალას, რამდენიმე ინტერვიუც დაიბეჭდა. დიდ ყურადღებას ვგრძნობ საქართველოს საელჩოსგან საფრანგეთში. ჩვენი ელჩი, მამუკა კუდავა და მისი მოადგილეები - გოჩა ჯავახიშვილი და ეკა ენუქიძე ხშირად ესწრებიან ჩემს სპექტაკლებსა და კონცერტებს.

- უახლოეს სამომავლო გეგმებში რა შედის?

- მალე ბარსელონის საოპერო თეატრ Liceo-ში მივემგზავრები, სადაც დვორჟაკის "რუსალკას" შევასრულებ. მერე კი ლიანა დადივაძესთან დისკის ჩაწერას დავიწყებ. პროგრამაში XIX საუკუნის რუსული მუსიკაა.

თქვენი ჟურნალის საშუალებით, მინდა, ჩემს საყვარელ, მომთმენ და მამაც ქართველებს ჯანმრთელობა, ღირსეული ცხოვრება და საინტერესო მომავალი ვუსურვო.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება