პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც ნინო ჩხეიძეს ლანძღავს, მათი მუსიკაც არ მომწონს!.."
"ვინც ნინო ჩხეიძეს ლანძღავს, მათი მუსიკაც არ მომწონს!.."

"ახა­ლი ხმის" ერთ-ერთი მწვრთნე­ლი დათო ფორჩხი­ძე უკვე ამ­ზა­დებს თა­ვის 14 კონ­კურ­სანტს პრო­ექ­ტის მე­ო­რე ტუ­რის­თვის, სა­დაც ორ-ორი მომ­ღე­რა­ლი ერთ სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლებს და შემ­დეგ მწვრთნელს მო­უ­წევს, ამ ორს შო­რის ერთი აარ­ჩი­ოს.

- შენი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის, აზ­რით, რამ­დე­ნად კარ­გია მომ­ღერ­ლე­ბის ნა­კა­დი?

- ერთხელ მა­ინც თუ და­ეს­წრე­ბით ამ შოუს ჩა­წე­რას, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გექ­ნე­ბათ. საქ­მე ისაა, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვცხოვ­რობთ ისეთ მდი­დარ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ტექ­ნი­კა გა­მარ­თუ­ლია. როცა ტე­ლე­ვი­ზორ­თან ვზი­ვარ და ვუ­ყუ­რებ, ვხვდე­ბი, რომ მა­ყუ­რებ­ლამ­დე ძა­ლი­ან მცი­რე­დი ნა­წი­ლი მი­დის. ნა­კა­დი ფან­ტას­ტი­კუ­რია. ჩვენ გვინ­და, ყო­ველ 5 წე­ლი­წად­ში ერთხელ გავ­ზარ­დოთ ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლი, გოგი დო­ლი­ძე, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, მაგ­რამ არ ვართ ისე­თი ქვე­ყა­ნა, რომ მე­გა­ვარ­სკვლა­ვე­ბი ასეთ მცი­რე დრო­ში გა­მოჩ­ნდნენ. არც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და არც მსმე­ნე­ლი არ იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ ამა­ზე მა­გა­რი ახა­ლი ნა­კა­დი ჰყავ­დეს. მა­პა­ტი­ეთ პირ­და­პი­რო­ბის­თვის. ყვე­ლა მათ­გა­ნი თვით­ნას­წავ­ლია, ბავ­შვე­ბი ინ­ტერ­ნეტ­თან სხე­დან და ყო­ველ­გვა­რი მო­ტი­ვა­ცი­ის გა­რე­შე შრო­მო­ბენ და წვა­ლო­ბენ.

ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ მი­იჩ­ნევს მა­ყუ­რე­ბე­ლი, რომ უკე­თე­სი უნდა მო­ის­მი­ნოს? ვის და­ეხ­მა­რა, რო­გორც მსმე­ნე­ლი და ფანი? მა­ყუ­რე­ბე­ლი ეხ­მა­რე­ბო­და ჯგუფ "სა­ხეს", შემ­დეგ კო­მუ­ნი­კა­ცია შო­უ­ბიზ­ნეს­სა და მსმე­ნელს შო­რის გა­წყდა. "სა­ხის" შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი უკან წა­ვი­და, უკე­თე­სი ნამ­დვი­ლად არ გამ­ხდა­რა. ის დათო ფორჩხი­ძე, რო­მე­ლიც "სა­ხე­ში" მღე­რო­და, ამ და­თოს, რო­მე­ლიც თქვენ გე­სა­უბ­რე­ბათ ახლა, ჯო­ბია. 26 წლი­სამ რო­გორ ვა­ჯო­ბე 38 წლი­სას? კმა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცდა ამის გამო არ მაქვს. თუ მსმე­ნელს უნდა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი შო­უ­ბიზ­ნეს­ში, უფრო მე­ტად უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პო­ლი­ტი­კა­ში ხომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ? ხომ უნ­დათ, რომ კარ­გი სა­ფეხ­ბურ­თო მწვრთნე­ლი გვყავ­დეს? მაგ­რამ კმა­ყო­ფი­ლე­ბით უყუ­რე­ბენ იმას, რომ ცუდი შო­უ­ბიზ­ნე­სი გვაქვს. ეს შო­უ­ბიზ­ნე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია. ბევ­რი კარ­გი მომ­ღე­რა­ლი გვყავს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ მოს­წონს.

- მა­გა­ლი­თად?..

- არ არი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი - ჩემი მე­გო­ბა­რი, ლე­ვან ლა­ზა­რიშ­ვი­ლი, დღეს ყა­ზა­ხეთ­ში რეს­ტო­რან­ში მღე­რის. მისი დო­ნის მომ­ღე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის. ვი­თომ არი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი. ზოგი მათ­გა­ნი სიმ­ღე­რას ვერ წერს, ზოგი კლიპს ვერ იღებს, ზოგ­მა არ იცის, სად წა­ი­ღოს ეს სიმ­ღე­რა. "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" ან "პრო­ფილ­ში" რომ სიმ­ღე­რის პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გე­ბა და ერთხელ მო­ის­მენს მა­ყუ­რე­ბე­ლი, ეს არ არის საკ­მა­რი­სი.

ლაშა თო­ფუ­რია რამ­დენ­ჯერ­მე გარ­ბო­და ამ ქვეყ­ნი­დან და მე გა­ვა­ჩე­რე. ვა­ი­ძუ­ლე, რომ ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო. ვი­ცო­დი, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აპი­რებ­და, მაგ­რამ ის ასე­ვე იც­ნობ­და და­ნარ­ჩენ მწვრთნე­ლებ­საც. ის, რომ ჩემ­თან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ოდ­ნენ, არ იყო გა­საკ­ვი­რი. წე­სით, ახალ­გაზ­რდა რომ ვიყო, მეც წა­ვი­დო­დი დათო ფორჩხი­ძეს­თან. მე არ ვა­ყე­ნებ შე­უ­რა­ცხყო­ფას და­ნარ­ჩენ მწვრთნე­ლებს და არ მი­ვიჩ­ნევ, რომ ისი­ნი ჩემ­ზე ნაკ­ლე­ბე­ბი არი­ან, მაგ­რამ მე ფორჩხი­ძეს ავირ­ჩევ­დი.

- ნინო ჩხე­ი­ძი­სა და შენი თემა რა­ტომ არის ასე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი?

- ვინც ნინო ჩხე­ი­ძეს ლან­ძღავს და აკ­რი­ტი­კებს, მათი მუ­სი­კაც არ მომ­წონს, არც ნი­ნო­სი მომ­წონს. მაგ­რამ თუ მას ჯო­ბი­ხარ, და­წე­რე უკე­თე­სი სიმ­ღე­რა და გახ­დი მას­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი. ნი­ნოს ლან­ძღვას არ და­ვი­წყებ, მას­თან ვმე­გობ­რობ. ბავ­შვებს, რო­მელ­თა მწვრთნე­ლე­ბი გავ­ხდით, სხვა ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, კო­ლე­გი­ა­ლო­ბაც უნდა ვაჩ­ვე­ნოთ და ვას­წავ­ლოთ. ნინო პი­როვ­ნუ­ლად ძა­ლი­ან მომ­წონს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც ის გიჟ­დე­ბა ჩემს სიმ­ღე­რებ­ზე. ასე რომ იყოს, ჩემ­ნა­ირ სიმ­ღე­რებს გა­ა­კე­თებ­და. შე­იძ­ლე­ბა, მაია დარსმე­ლი­ძი­სა და მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რე­ბიც არ მომ­წონს. რა­ტომ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც ნინო ჩხე­ი­ძე სა­ლა­პა­რა­კო?!..

კა­ცობ­რი­ო­ბა მი­ვი­და დას­კვნამ­დე, კლა­სი­კა­სა და ჯაზს თუ არ ვუს­მენთ მე და თქვენ, ამ ჟან­რებს კი არ აკ­ლდე­ბა, ჩვენ გვაკ­ლდე­ბა. არის კი­დევ პოპ­მუ­სი­კა, რო­მე­ლიც მას­შტა­ბუ­რი და მა­სობ­რი­ვია. მოდი და ამ თვალ­საზ­რი­სით ედა­ვე ნინო ჩხე­ი­ძეს, მაგ­რამ როცა გა­მო­დი­ხარ და ამ­ბობ, მე იმ­დე­ნად მა­გარ მუ­სი­კას ვა­კე­თებ, რომ ცოტა ხალ­ხს მოს­წონს და ამით ვა­მა­ყო­ბო, მა­შინ პოპ­ში არ უნდა მოღ­ვა­წე­ობ­დე. მაია დარსმე­ლი­ძეს ამას არ ვპა­ტი­ობ, ისე­თი მა­გა­რი გო­გოა და ისე­თი ნი­ჭი­ე­რია, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტ ხალ­ხს უნდა მოს­წონ­დეს. მე "სა­ხით" იმი­ტომ ვა­მა­ყობ, რომ კარ­გიც იყო და ბევ­რსაც მოს­წონ­და. ეს არის პო­პის გა­მარ­ჯვე­ბა.

ბავ­შვო­ბი­დან, როცა ფოლკ­ლო­რი და ქა­ლა­ქუ­რი მუ­სი­კა მეს­მო­და, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი ჩემ­თვის პროგ­რეს­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. ბევ­რმა ჩემს პრო­მოს კუდი მო­ა­ბა, თით­ქოს ცი­ნი­კუ­რად ვი­ლა­პა­რა­კე, მაგ­რამ ნამ­დვილ­მა მე­გობ­რებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს ჩემი გულ­წრფე­ლო­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს კაცი ტრა­დი­ცი­ებს არ­ღვევ­და და არა­კო­მუ­ნის­ტურ სიმ­ღე­რებს მღე­რო­და. შე­საძ­ლოა, დღეს აღარ არის ძვე­ლე­ბუ­რად ეპა­ტა­ჟუ­რი და არ ამ­სხვრევს სტე­რე­ო­ტი­პებს, შე­სა­ბა­მი­სად, მისი მუ­სი­კა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მო­სას­მე­ნი აღარ არის, მაგ­რამ წარ­სულს ვერ და­ვი­ვი­წყებ. სტე­ფა­ნე მუ­სი­კა­ლუ­რად ჩემ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არის. ჩვენ ვართ პოპ­მუ­სი­კო­სე­ბი, გვქონ­და ჰი­ტე­ბი. სტე­ფა­ნემ გა­და­ა­კე­თა "სა­ხის" სიმ­ღე­რა და არ ჰქონ­და იმის კომ­პლექ­სი, რომ სხვი­სი სიძ­ლი­ე­რე ეღი­ა­რე­ბი­ნა. შო­უ­ში ჩვენ ბევ­რს ვკბენთ ერ­თმა­ნეთს, რად­გან კონ­კუ­რენ­ცი­აა და ასე­თია ეს გა­და­ცე­მა.

ერთ ნაც­ნობ მომ­ღე­რალ­ზე მე და ნინო ჩხე­ი­ძეს ომი გვქონ­და და ბო­ლოს ნი­ნოს­თან წა­ვი­და, მაგ­რამ ესეც შოუს ნა­წი­ლია.

- ბევ­რი ნაც­ნო­ბი სახე ვი­ხი­ლეთ ამ შო­უ­ში, არა­და, უცხო­ურ ანა­ლო­გებ­ში ასე არ არის. პრო­ექტს კი "ახა­ლი ხმა" ჰქვია.

- ბრი­ტა­ნულ ანა­ლოგ­ში გა­მო­დი­ო­და "ფა­ი­ვის" წევ­რი, ასე­ვე ჯესი კემ­პბე­ლი, რომ­ლის გა­მოც ორმა მწვრთნელ­მა და­ჭა­მა ერ­თმა­ნე­თი. უამ­რა­ვი ასე­თი შემ­თხვე­ვაა. 27 ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და ეს შოუ, მათ შო­რის, რუ­სეთ­ში. ყველ­გან "ხმა" ჰქვია და არა "ახა­ლი ხმა".

- მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ მი­უ­მა­ტეს სი­ტყვა ახა­ლი?

- ჩემო საყ­ვა­რე­ლო და ძვირ­ფა­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბავ, არ არის ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ამ პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მი­ი­ღებს ბი­ნას და ორი თვე იქ­ნე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­გორც სხვა პრო­ექ­ტებ­ში ხდე­ბა. "ახა­ლი ხმის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­ემ­გზავ­რე­ბა "უნი­ვერ­სა­ლის" სტუ­დი­ა­ში, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო და არა ახა­ლი ხმა და ჩა­წერს იქ სინ­გლს. ეს სინ­გლი დატ­რი­ალ­დე­ბა ცნო­ბილ, პრეს­ტი­ჟულ მუ­სი­კა­ლურ არ­ხებ­ზე. ამას ჩვენ კი არა, კორ­პო­რა­ცია "ვო­ი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჰპირ­დე­ბი­ან. ამ კონ­კურ­სის პრინ­ცი­პი არ არის ახა­ლი ხმის აღ­მო­ჩე­ნა. მეც გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ჩავ­ვარ­დი, რად­გან ეს შე­კი­თხვა ლე­გი­ტი­მუ­რია, თუ ახა­ლი ხმა ჰქვია, რა­ტომ მო­დი­ან ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი? პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებ­მა მი­თხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხმას ვერ და­არ­ქმევ­დნენ, რად­გან რა­დიო არ­სე­ბობს. ჩემი აზ­რით, არას­წო­რი სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. მე­ო­რე მხრივ, თუკი ვინ­მე ცნო­ბი­ლია იმის გამო, რომ ორ-სამ ეთერ­ში გა­მო­ვი­და, არ უნდა მივ­ცეთ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და არ გა­ვაგ­ზავ­ნოთ სა­ზღვარ­გა­რეთ სა­უ­კე­თე­სო?!..

- მე­ო­რე მხრივ, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ჩა­წყო­ბებ­ზე აა­ლა­პა­რა­კა...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჩ­ვე­ვია ზე­და­პი­რუ­ლი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა. ჩა­წყო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია. ბევ­რი ბავ­შვი ამ­ბობ­და, რომ და­თოს­თან უნ­დო­და მოხ­ვედ­რა, მაგ­რამ მე არ და­ვა­ჭი­რე ღი­ლაკს. თუკი მე ვიცი, რა ხდე­ბა ახალ თა­ო­ბა­ში, ვიც­ნობ ბევრ მომ­ღე­რალს, რო­გორ მი­ბე­დავთ და ამას რო­გორ მით­ვლით მი­ნუ­სად? ეს ჩემი პლუ­სია. ისე­თი მა­გა­რი ტიპი ვარ, რომ ვიცი, რა ხდე­ბა ახალ თა­ო­ბა­ში. ვინც მომ­წონს, ვა­ჭერ ღი­ლაკს. მთა­ვა­რი ის არის, მე ვინ მირ­ჩევს. იყო შემ­თხვე­ვა და ამას მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხავს, როცა მარ­ტო მე შე­მოვტრი­ალ­დი და აქ შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეს ეჭვი, რომ ნაც­ნო­ბო­ბით და­ვა­ჭი­რე ღი­ლაკს, მაგ­რამ იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ოთხი­ვე მწვრთნე­ლი შე­მოტ­რი­ალ­და. ჩვენ ვი­ცო­დით სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე და იმი­ტომ შე­მოვტრი­ალ­დით? სმე­ნა არ გვაქვს თუ რა ხდე­ბა?!.. იყო გო­გო­ნა, ნა­დინ ზა­ხა­რი­ა­ნი, მას­ზე მე არ და­ვა­ჭი­რე ღი­ლა­კი, და­ნარ­ჩე­ნებს ჰყავ­დათ ოთხ-ოთხი ბავ­შვი, მე არც ერთი, მე ვეხ­ვე­წე­ბო­დი მათ, აიყ­ვა­ნეთ ეს გო­გო­ნა-მეთ­ქი. ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, არ ვიცი, რა­ტომ, გა­და­ცე­მის დრა­მა­ტურ­გია ისე აა­გეს, რომ სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მი­დან ესა თუ ის კონ­კურ­სან­ტი ერთ გა­და­ცე­მა­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნეს. მე რომ სხვებს ვეხ­ვე­წე­ბო­დი, ნა­დინ­ზე და­ა­ჭი­რეთ-მეთ­ქი, ამ დროს უკვე 11 კონ­კურ­სან­ტი მყავ­და და წინ კი­დევ ბევ­რი კონ­კურ­სან­ტი გვყავ­და მო­სას­მე­ნი. ეს გა­და­ცე­მა­ში არ გა­მოჩ­ნდა, გა­მოჩ­ნდა ის, რომ მე არა­ვინ მყავ­და და არ და­ვა­ჭი­რე. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ცა­ნი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი­დან და არ და­ვა­ჭი­რე, მაგ­რამ მათ ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ. ჩემს გუნდში ისი­ნი ვერ მოხ­ვდნენ.

ბოლო დღეს გა­ზარ­დეს კონ­კურ­სან­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა და უფ­ლე­ბა მოგ­ვცეს, 14-მდე შეგ­ვევ­სო.

- გყავს ამ 14 კაცს შო­რის ფა­ვო­რი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, ფიქ­რობ, გა­მარ­ჯვე­ბას მი­აღ­წე­ვენ?

- ჩვენ მაგ­რად ვმუ­შა­ობთ. ერთი წა­მი­თაც არ დამ­კარ­გვია იმის გან­ცდა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ. ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­ზე, ასე­ვე კო­ლე­გე­ბის რჩე­ვებ­ზე. ბავ­შვებს ვა­ი­ძუ­ლებ, რომ გა­ა­აქ­ტი­უ­რონ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­ვო­რიტს, შო­უ­ში მო­ვის­მი­ნე ჩემი კო­ლე­გე­ბის ამ­ბი­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი (იცი­ნის), მაგ­რამ მეც ვი­ტყვი, რომ მყავს 4 ისე­თი კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ ბო­ლომ­დე გას­ვლა. ბევ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ახლა მი­დის რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, არა­ვის არა აქვს ჩა­მოყ­რი­ლი ყუ­რე­ბი და არ აქვს იმის გან­ცდა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვუშ­ვებ. გა­მიშ­ვებ, ცრემ­ლე­ბი მა­ინც წა­მო­გი­ვა და გა­ი­ძუ­ლებ, რომ ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლო, აი, ასე მე­მუქ­რე­ბი­ან ჩემი ბავ­შვე­ბი. ამა­ში ვხე­დავ ჩემს მო­მა­ვალს, მომ­წონს, რომ ვარ მწვრთნე­ლი და ასე ვა­პი­რებ ჩემი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას, ახალ თა­ო­ბას­თან მუ­შა­ო­ბით. პო­ლი­ტი­კა­ში ვერ გა­და­ვალ. მუ­სი­კა­ში კი ახალ­მა თა­ო­ბამ უნდა დამ­ტო­ვოს, რომ­ლის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლიც გახ­ლა­ვართ!..

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: ნინო ჩხე­ი­ძე და კაბუ - "მიყ­ვარ­ხარ ცამ­დე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

"ვინც ნინო ჩხეიძეს ლანძღავს, მათი მუსიკაც არ მომწონს!.."

"ვინც ნინო ჩხეიძეს ლანძღავს, მათი მუსიკაც არ მომწონს!.."

"ახალი ხმის" ერთ-ერთი მწვრთნელი დათო ფორჩხიძე უკვე ამზადებს თავის 14 კონკურსანტს პროექტის მეორე ტურისთვის, სადაც ორ-ორი მომღერალი ერთ სიმღერას შეასრულებს და შემდეგ მწვრთნელს მოუწევს, ამ ორს შორის ერთი აარჩიოს.

- შენი, როგორც პროფესიონალის, აზრით, რამდენად კარგია მომღერლების ნაკადი?

- ერთხელ მაინც თუ დაესწრებით ამ შოუს ჩაწერას, განსხვავებული შთაბეჭდილება გექნებათ. საქმე ისაა, რომ, სამწუხაროდ, ვერ ვცხოვრობთ ისეთ მდიდარ ქვეყანაში, სადაც ტექნიკა გამართულია. როცა ტელევიზორთან ვზივარ და ვუყურებ, ვხვდები, რომ მაყურებლამდე ძალიან მცირედი ნაწილი მიდის. ნაკადი ფანტასტიკურია. ჩვენ გვინდა, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გავზარდოთ ჰამლეტ გონაშვილი, გოგი დოლიძე, მერაბ სეფაშვილი, მაგრამ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომ მეგავარსკვლავები ასეთ მცირე დროში გამოჩნდნენ. არც ჩვენი ქვეყანა და არც მსმენელი არ იმსახურებს იმას, რომ ამაზე მაგარი ახალი ნაკადი ჰყავდეს. მაპატიეთ პირდაპირობისთვის. ყველა მათგანი თვითნასწავლია, ბავშვები ინტერნეტთან სხედან და ყოველგვარი მოტივაციის გარეშე შრომობენ და წვალობენ.

ვერ ვხვდები, რატომ მიიჩნევს მაყურებელი, რომ უკეთესი უნდა მოისმინოს? ვის დაეხმარა, როგორც მსმენელი და ფანი? მაყურებელი ეხმარებოდა ჯგუფ "სახეს", შემდეგ კომუნიკაცია შოუბიზნესსა და მსმენელს შორის გაწყდა. "სახის" შემდეგ ყველაფერი უკან წავიდა, უკეთესი ნამდვილად არ გამხდარა. ის დათო ფორჩხიძე, რომელიც "სახეში" მღეროდა, ამ დათოს, რომელიც თქვენ გესაუბრებათ ახლა, ჯობია. 26 წლისამ როგორ ვაჯობე 38 წლისას? კმაყოფილების განცდა ამის გამო არ მაქვს. თუ მსმენელს უნდა მაღალი ხარისხის პროდუქტი შოუბიზნესში, უფრო მეტად უნდა მიიღოს მონაწილეობა. პოლიტიკაში ხომ მონაწილეობენ? ხომ უნდათ, რომ კარგი საფეხბურთო მწვრთნელი გვყავდეს? მაგრამ კმაყოფილებით უყურებენ იმას, რომ ცუდი შოუბიზნესი გვაქვს. ეს შოუბიზნესი საზოგადოების გამოძახილია. ბევრი კარგი მომღერალი გვყავს, რომელიც საზოგადოებას არ მოსწონს.

- მაგალითად?..

- არ არიან პოპულარულები - ჩემი მეგობარი, ლევან ლაზარიშვილი, დღეს ყაზახეთში რესტორანში მღერის. მისი დონის მომღერალი საქართველოში არ არის. ვითომ არიან პოპულარულები თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი, ვერიკო ტურაშვილი. ზოგი მათგანი სიმღერას ვერ წერს, ზოგი კლიპს ვერ იღებს, ზოგმა არ იცის, სად წაიღოს ეს სიმღერა. "ნანუკას შოუში" ან "პროფილში" რომ სიმღერის პრეზენტაცია შედგება და ერთხელ მოისმენს მაყურებელი, ეს არ არის საკმარისი.

ლაშა თოფურია რამდენჯერმე გარბოდა ამ ქვეყნიდან და მე გავაჩერე. ვაიძულე, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიეღო. ვიცოდი, რომ მონაწილეობას აპირებდა, მაგრამ ის ასევე იცნობდა დანარჩენ მწვრთნელებსაც. ის, რომ ჩემთან ნიჭიერი ადამიანები მოდიოდნენ, არ იყო გასაკვირი. წესით, ახალგაზრდა რომ ვიყო, მეც წავიდოდი დათო ფორჩხიძესთან. მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას დანარჩენ მწვრთნელებს და არ მივიჩნევ, რომ ისინი ჩემზე ნაკლებები არიან, მაგრამ მე ფორჩხიძეს ავირჩევდი.

- ნინო ჩხეიძისა და შენი თემა რატომ არის ასეთი აქტუალური?

- ვინც ნინო ჩხეიძეს ლანძღავს და აკრიტიკებს, მათი მუსიკაც არ მომწონს, არც ნინოსი მომწონს. მაგრამ თუ მას ჯობიხარ, დაწერე უკეთესი სიმღერა და გახდი მასზე პოპულარული. ნინოს ლანძღვას არ დავიწყებ, მასთან ვმეგობრობ. ბავშვებს, რომელთა მწვრთნელები გავხდით, სხვა ყველაფერთან ერთად, კოლეგიალობაც უნდა ვაჩვენოთ და ვასწავლოთ. ნინო პიროვნულად ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, არც ის გიჟდება ჩემს სიმღერებზე. ასე რომ იყოს, ჩემნაირ სიმღერებს გააკეთებდა. შეიძლება, მაია დარსმელიძისა და მერაბ სეფაშვილის სიმღერებიც არ მომწონს. რატომ არის მაინცდამაინც ნინო ჩხეიძე სალაპარაკო?!..

კაცობრიობა მივიდა დასკვნამდე, კლასიკასა და ჯაზს თუ არ ვუსმენთ მე და თქვენ, ამ ჟანრებს კი არ აკლდება, ჩვენ გვაკლდება. არის კიდევ პოპმუსიკა, რომელიც მასშტაბური და მასობრივია. მოდი და ამ თვალსაზრისით ედავე ნინო ჩხეიძეს, მაგრამ როცა გამოდიხარ და ამბობ, მე იმდენად მაგარ მუსიკას ვაკეთებ, რომ ცოტა ხალხს მოსწონს და ამით ვამაყობო, მაშინ პოპში არ უნდა მოღვაწეობდე. მაია დარსმელიძეს ამას არ ვპატიობ, ისეთი მაგარი გოგოა და ისეთი ნიჭიერია, რომ გაცილებით მეტ ხალხს უნდა მოსწონდეს. მე "სახით" იმიტომ ვამაყობ, რომ კარგიც იყო და ბევრსაც მოსწონდა. ეს არის პოპის გამარჯვება.

ბავშვობიდან, როცა ფოლკლორი და ქალაქური მუსიკა მესმოდა, მერაბ სეფაშვილი ჩემთვის პროგრესთან ასოცირდებოდა. ბევრმა ჩემს პრომოს კუდი მოაბა, თითქოს ცინიკურად ვილაპარაკე, მაგრამ ნამდვილმა მეგობრებმა შეამჩნიეს ჩემი გულწრფელობა. ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა საქართველოში ეს კაცი ტრადიციებს არღვევდა და არაკომუნისტურ სიმღერებს მღეროდა. შესაძლოა, დღეს აღარ არის ძველებურად ეპატაჟური და არ ამსხვრევს სტერეოტიპებს, შესაბამისად, მისი მუსიკა ჩემთვის საინტერესო მოსასმენი აღარ არის, მაგრამ წარსულს ვერ დავივიწყებ. სტეფანე მუსიკალურად ჩემთან ყველაზე ახლოს არის. ჩვენ ვართ პოპმუსიკოსები, გვქონდა ჰიტები. სტეფანემ გადააკეთა "სახის" სიმღერა და არ ჰქონდა იმის კომპლექსი, რომ სხვისი სიძლიერე ეღიარებინა. შოუში ჩვენ ბევრს ვკბენთ ერთმანეთს, რადგან კონკურენციაა და ასეთია ეს გადაცემა.

ერთ ნაცნობ მომღერალზე მე და ნინო ჩხეიძეს ომი გვქონდა და ბოლოს ნინოსთან წავიდა, მაგრამ ესეც შოუს ნაწილია.

- ბევრი ნაცნობი სახე ვიხილეთ ამ შოუში, არადა, უცხოურ ანალოგებში ასე არ არის. პროექტს კი "ახალი ხმა" ჰქვია.

- ბრიტანულ ანალოგში გამოდიოდა "ფაივის" წევრი, ასევე ჯესი კემპბელი, რომლის გამოც ორმა მწვრთნელმა დაჭამა ერთმანეთი. უამრავი ასეთი შემთხვევაა. 27 ქვეყანაში ჩატარდა ეს შოუ, მათ შორის, რუსეთში. ყველგან "ხმა" ჰქვია და არა "ახალი ხმა".

- მაშინ საქართველოში რატომ მიუმატეს სიტყვა ახალი?

- ჩემო საყვარელო და ძვირფასო საზოგადოებავ, არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ამ პროექტის გამარჯვებული მიიღებს ბინას და ორი თვე იქნება პოპულარული, როგორც სხვა პროექტებში ხდება. "ახალი ხმის" გამარჯვებული გაემგზავრება "უნივერსალის" სტუდიაში, როგორც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო და არა ახალი ხმა და ჩაწერს იქ სინგლს. ეს სინგლი დატრიალდება ცნობილ, პრესტიჟულ მუსიკალურ არხებზე. ამას ჩვენ კი არა, კორპორაცია "ვოისის" წარმომადგენლები ჰპირდებიან. ამ კონკურსის პრინციპი არ არის ახალი ხმის აღმოჩენა. მეც გაურკვევლობაში ჩავვარდი, რადგან ეს შეკითხვა ლეგიტიმურია, თუ ახალი ხმა ჰქვია, რატომ მოდიან ნაცნობი სახეები? პროექტის ავტორებმა მითხრეს, რომ საქართველოს ხმას ვერ დაარქმევდნენ, რადგან რადიო არსებობს. ჩემი აზრით, არასწორი სახელი დაარქვეს. მეორე მხრივ, თუკი ვინმე ცნობილია იმის გამო, რომ ორ-სამ ეთერში გამოვიდა, არ უნდა მივცეთ პროექტში მონაწილეობის საშუალება და არ გავაგზავნოთ საზღვარგარეთ საუკეთესო?!..

- მეორე მხრივ, ცნობილი სახეების გამოჩენამ საზოგადოების ნაწილი ჩაწყობებზე აალაპარაკა...

- საზოგადოებას სჩვევია ზედაპირული დასკვნების გაკეთება. ჩაწყობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ბევრი ბავშვი ამბობდა, რომ დათოსთან უნდოდა მოხვედრა, მაგრამ მე არ დავაჭირე ღილაკს. თუკი მე ვიცი, რა ხდება ახალ თაობაში, ვიცნობ ბევრ მომღერალს, როგორ მიბედავთ და ამას როგორ მითვლით მინუსად? ეს ჩემი პლუსია. ისეთი მაგარი ტიპი ვარ, რომ ვიცი, რა ხდება ახალ თაობაში. ვინც მომწონს, ვაჭერ ღილაკს. მთავარი ის არის, მე ვინ მირჩევს. იყო შემთხვევა და ამას მაყურებელი ნახავს, როცა მარტო მე შემოვტრიალდი და აქ შეიძლება გაგიჩნდეს ეჭვი, რომ ნაცნობობით დავაჭირე ღილაკს, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც ოთხივე მწვრთნელი შემოტრიალდა. ჩვენ ვიცოდით სალომე ქათამაძე და იმიტომ შემოვტრიალდით? სმენა არ გვაქვს თუ რა ხდება?!.. იყო გოგონა, ნადინ ზახარიანი, მასზე მე არ დავაჭირე ღილაკი, დანარჩენებს ჰყავდათ ოთხ-ოთხი ბავშვი, მე არც ერთი, მე ვეხვეწებოდი მათ, აიყვანეთ ეს გოგონა-მეთქი. ჩემდა სამწუხაროდ, არ ვიცი, რატომ, გადაცემის დრამატურგია ისე ააგეს, რომ სხვადასხვა გადაცემიდან ესა თუ ის კონკურსანტი ერთ გადაცემაში გააერთიანეს. მე რომ სხვებს ვეხვეწებოდი, ნადინზე დააჭირეთ-მეთქი, ამ დროს უკვე 11 კონკურსანტი მყავდა და წინ კიდევ ბევრი კონკურსანტი გვყავდა მოსასმენი. ეს გადაცემაში არ გამოჩნდა, გამოჩნდა ის, რომ მე არავინ მყავდა და არ დავაჭირე. ძალიან ბევრი ვიცანი, ასევე ცნობილი სახეებიდან და არ დავაჭირე, მაგრამ მათ ვერ დაგისახელებთ. ჩემს გუნდში ისინი ვერ მოხვდნენ.

ბოლო დღეს გაზარდეს კონკურსანტთა რაოდენობა და უფლება მოგვცეს, 14-მდე შეგვევსო.

- გყავს ამ 14 კაცს შორის ფავორიტები, რომლებიც, ფიქრობ, გამარჯვებას მიაღწევენ?

- ჩვენ მაგრად ვმუშაობთ. ერთი წამითაც არ დამკარგვია იმის განცდა, რომ პროფესიონალი ვარ. ვარ დამოკიდებული სოციალურ ქსელში გამოხმაურებებზე, ასევე კოლეგების რჩევებზე. ბავშვებს ვაიძულებ, რომ გაააქტიურონ მხარდამჭერები. რაც შეეხება ფავორიტს, შოუში მოვისმინე ჩემი კოლეგების ამბიციური განცხადებები (იცინის), მაგრამ მეც ვიტყვი, რომ მყავს 4 ისეთი კონკურსანტი, რომელთაც შეუძლიათ ბოლომდე გასვლა. ბევრი მოულოდნელობაც შეიძლება მოხდეს. ახლა მიდის რეპეტიციები, არავის არა აქვს ჩამოყრილი ყურები და არ აქვს იმის განცდა, რომ აუცილებლად გავუშვებ. გამიშვებ, ცრემლები მაინც წამოგივა და გაიძულებ, რომ ძალიან ინერვიულო, აი, ასე მემუქრებიან ჩემი ბავშვები. ამაში ვხედავ ჩემს მომავალს, მომწონს, რომ ვარ მწვრთნელი და ასე ვაპირებ ჩემი კარიერის გაგრძელებას, ახალ თაობასთან მუშაობით. პოლიტიკაში ვერ გადავალ. მუსიკაში კი ახალმა თაობამ უნდა დამტოვოს, რომლის დიდი თაყვანისმცემელიც გახლავართ!..

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ნინო ჩხეიძე და კაბუ - ”მიყვარხარ ცამდე”

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება