მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელეკომპანია "იმედი" საინფორმაციო ფორმატზე გადადის
ტელეკომპანია "იმედი" საინფორმაციო ფორმატზე გადადის

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ძი­რი­თა­დად, სა­ინ­ფორ­მა­ციო ფორ­მატ­ზე გა­დას­ვლას იწყებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "იმე­დი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ამ­ბე­ბი.გე" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დღეს, რო­დე­საც ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ და ხალ­ხმა, მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნა დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ნი­მუ­შო მა­გა­ლი­თი. რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში მომსწრე­ნი ვართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, არ­ჩევ­ნე­ბის წე­სით, მშვი­დო­ბი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ტრან­ზი­ცი­ი­სა. რო­დე­საც მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა პირ­ვე­ლად უთ­მობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოპო­ზი­ცი­ას - ხალ­ხის მიერ სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­დე­გად.

ჩვენ, იმე­დის ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს და თა­ნამ­შრო­მელს, ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ა­მა­ყოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­პოვ­რით.

აშ­კა­რაა, რომ ჩვე­ნი ბოლო წლე­ბის სა­ერ­თო მცდე­ლო­ბა აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამი­ტომ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ახლა, რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკვე მიღ­წე­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რის­ხის დაც­ვა და უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბა.

ახლა, რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზე­ნა­ე­სო­ბის ერ­თგუ­ლე­ბა და ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ნი­რე­ბის გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მიგ­ვაჩ­ნია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა - რომ ისე­ვე რო­გორც აქამ­დე, ამ­ჯე­რა­დაც დად­გეს დე­მოკ­რა­ტი­ის სა­და­რა­ჯო­ზე და უზ­რუნ­ველ­ყოს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­უ­კერ­ძო­ვე­ბე­ლი, ობი­ექ­ტუ­რი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ.

ამი­ტომ ჩვე­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია იც­ვლის ფორ­მატს და იწყებს ეტა­პობ­რივ გა­დას­ვლას ძი­რი­თა­დად სა­მა­უ­წყებ­ლო (სა­ინ­ფორ­მა­ციო) ფორ­მატ­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­აწ­ვდის ახალ ამ­ბებს, ეთერს და­უთ­მობს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და მა­ყუ­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზებს პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის თოქ­შო­უ­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას.

ახლა, ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დის, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტის, ყო­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქი­სა და მათ შო­რის ახა­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წე­სით არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვა­ლია - და­ვიც­ვათ და გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ მო­ნა­პო­ვარს.

იმე­დი გვაქვს, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ღირ­სე­უ­ლად გა­აგ­რძე­ლებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, ხელს არ შე­უშ­ლის თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ის მუ­შა­ო­ბას და არა­ნა­ი­რი ფორ­მით არ შე­ეც­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის შე­ზღუდ­ვას", - ნათ­ქვა­მია "იმე­დის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ტელეკომპანია "იმედი" საინფორმაციო ფორმატზე გადადის

ტელეკომპანია "იმედი" საინფორმაციო ფორმატზე გადადის

ტელეკომპანია "იმედი" ძირითადად, საინფორმაციო ფორმატზე გადასვლას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით "იმედი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა, მსოფლიოს აჩვენა დემოკრატიის სანიმუშო მაგალითი. როდესაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მომსწრენი ვართ ხელისუფლების დემოკრატიული, არჩევნების წესით, მშვიდობიანი და თავისუფალი ტრანზიციისა. როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა პირველად უთმობს ხელისუფლებას ოპოზიციას - ხალხის მიერ საარჩევნო ყუთთან გაკეთებული არჩევანის შედეგად.

ჩვენ, იმედის ყველა ჟურნალისტს და თანამშრომელს, ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაქვს საფუძველი ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვრით.

აშკარაა, რომ ჩვენი ბოლო წლების საერთო მცდელობა აგვეშენებინა დემოკრატიული საქართველო წარმატებით მიმდინარეობს.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია უკვე მიღწეული დემოკრატიის ხარისხის დაცვა და უფრო მეტად განვითარება.

ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების უზენაესობის ერთგულება და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და კონსტრუქციული ოპონირების გარემოს შენარჩუნება.

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია "იმედის" განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა - რომ ისევე როგორც აქამდე, ამჯერადაც დადგეს დემოკრატიის სადარაჯოზე და უზრუნველყოს ჩვენი საზოგადოების მიუკერძოვებელი, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმირება ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ამიტომ ჩვენი ტელეკომპანია იცვლის ფორმატს და იწყებს ეტაპობრივ გადასვლას ძირითადად სამაუწყებლო (საინფორმაციო) ფორმატზე, რომელიც საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მიაწვდის ახალ ამბებს, ეთერს დაუთმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მაყურებელს შესთავაზებს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის თოქშოუების მრავალფეროვნებას.

ახლა, ტელეკომპანია იმედის, ისევე, როგორც ყველა ჟურნალისტის, ყოველი მოქალაქისა და მათ შორის ახალი, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების ვალია - დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მონაპოვარს.

იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გააგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ დემოკრატიულ მემკვიდრეობას, ხელს არ შეუშლის თავისუფალ მედიის მუშაობას და არანაირი ფორმით არ შეეცდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას", - ნათქვამია "იმედის" განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები