პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი თოფაძე: "მორჩა, გათავებულია ამათი საქმე!"
გოგი თოფაძე: "მორჩა, გათავებულია ამათი საქმე!"

ცემა, წა­მე­ბა, და­პა­ტიმ­რე­ბა! - მხო­ლოდ ეს სი­ტყვე­ბი გვეს­მის ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში! ხალ­ხი უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ უმ­სგავ­სო­ბი­სა და უზ­ნე­ო­ბის ხილ­ვით, რაც ჩვენს ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბო­და და ხდე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე მო­საზ­რე­ბას გვი­ზი­ა­რებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გოგი თო­ფა­ძე.

- ბა­ტო­ნო გოგი, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძრწუ­ნე­ბუ­ლია, ყვე­ლა ფიქ­რობს, რომ კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­ვი­ზი­ით ვი­ხი­ლეთ, არა მარ­ტო იმ პა­ტიმ­რე­ბის, არა­მედ მთე­ლი ერის შე­უ­რა­ცხყო­ფა და აბუ­ჩად აგ­დე­ბაა, რას გვე­ტყო­დით ამის თა­ო­ბა­ზე?

- "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რად" ცნო­ბი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი ნელ-ნელა კარ­გა­ვენ ავ­ტო­რი­ტეტს ქვე­ყა­ნა­შიც და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზეც. ბოლო წვე­თი ამ პრო­ცეს­ში ჩვენს სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მხი­ლე­ბა იყო. არა მგო­ნია, მათ რა­ი­მე გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტის მოყ­ვა­ნა შეძ­ლონ, ახ­სნან, რა­ტომ ხდე­ბო­და მსგავ­სი უსა­მარ­თლო­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში, სა­დაც ბოლო წლებ­ში უდი­დე­სი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩა­ი­დო. ის, რაც ჩვენ ვი­ხი­ლეთ, შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია, რად­გან ასე­თი სი­სას­ტი­კე და სი­ძულ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ხალ­ხის მი­მართ ენით აუ­წე­რე­ლია. ვერც ერთი ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვერ მო­ა­ხერ­ხებს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი სა­ბუ­თი მო­უ­ძებ­ნოს მომ­ხდარს. ვფიქ­რობ, რომ მო­მა­ვალ­ში კი­დევ ბევ­რი სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­დე­ბა არა მარ­ტო ამ სის­ტე­მა­ში, არა­მედ ყვე­ლა სფე­რო­ში.

- თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმედს არ კარ­გავს, რომ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს...

- ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ უნდა წარ­დგეს ეს გუნ­დი 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე, რა უნდა უთხრან ხალ­ხს ამათ­მა მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა ან მათ­მა ლი­დე­რებ­მა?! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ კი­დევ ვნა­ხავთ უფრო შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ "სე­რი­ა­ლებს", რომ ადრე თუ გვი­ან მათი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი გა­მომ­ზე­ურ­დე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად ჰქონ­დათ მცდ­ელო­ბა, რომ ამ კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ - ამ უპა­ტი­ოს­ნე­სი კა­ცის­თვის, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობ­და, რო­გორც და­ნა­შა­ულ­თან მებ­რძოლ და პა­ტი­ო­სან პო­ლი­ცი­ელს. მეც ასე ვიც­ნობ­დი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს და ამ აზრს ვე­რა­ვინ შე­მაც­ვლე­ვი­ნებს, რა ცი­ლიც უნდა დას­წა­მონ. რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან ბევ­რი მა­სა­ლა არ­სე­ბობს, რომ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან მის­ვლა აღარც კი დას­ჭირ­დე­ბა, ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძემ და ბაჩო ახა­ლა­ი­ამ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რეს და წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ რა პა­სუხს გას­ცე­მენ ხალ­ხს, ვი­საც სა­კუ­თა­რი თვა­ლით აქვს ნა­ნა­ხი, რო­გორ ეს­წრე­ბოდ­ნენ და აქე­ზებ­დნენ ისი­ნი ამ სი­სას­ტი­კეს?! რო­გორ, პრე­ზი­დენ­ტმა არ იცო­და, რაც ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბო­და?! - ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცოდ­ნენ, მაგ­რამ დუმ­დნენ.

- თქვე­ნი აზ­რით, რით უნდა აიხ­სნას ეს დუ­მი­ლი?

- ამათ ისე გა­ნაღ­დე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ყვე­ლა­ფე­რი, ვიდ­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, რომ მსგავს "წვრილ­მა­ნებ­ზე" არც კი ფიქ­რობ­დნენ. არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბაც გა­ნაღ­დე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, ეს სის­ტე­მაც კარ­გად ჰქონ­დათ ათ­ვი­სე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ლა­ღად იყ­ვნენ, თა­ნაც, ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას პა­ტიმ­რე­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბი­სა­გან იღებ­დნენ, იმი­ტომ კი არა, რომ პა­ტიმ­რე­ბი მხარს უჭერ­დნენ, მათ ვინ რას ეკი­თხე­ბო­და, ჩაყ­რიდ­ნენ მათ ხმებს ყუთ­ში და იმარ­ჯვებ­დნენ. ანა­ლო­გი­უ­რი რამ ხდე­ბო­და უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, მათ ხმებ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ით­ვი­სებ­და. დავ­ფიქ­რდეთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აქე­დან გაქ­ცე­უ­ლი კაცი კმა­ყო­ფი­ლი იყოს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბით, ის ხომ იმი­ტომ გა­იქ­ცა, რომ თა­ვის სამ­შობ­ლო­ში სა­არ­სე­ბო წყა­რო ვერ იპო­ვა?!

- ცნო­ბი­ლია, რომ პა­ტიმ­რე­ბის ახ­ლობ­ლებს აში­ნებ­დნენ და მათ ხმებს ასე "ით­ვი­სებ­დნენ".

- რო­გორ მის­ცემს ამათ ხმას ქარ­თვე­ლი დედა, რო­მელ­მაც და­ი­ნა­ხა, რა დღე­ში აგ­დე­ბენ მის შვილს, ქარ­თვე­ლი დედა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი შვი­ლის­თვის ცხოვ­რობს? შე­ე­შინ­დე­ბა? - ვაი, მა­შინ ასეთ დე­დას! ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი ამათ­თვის ახლა ეს არის: თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­უ­ტე­ვებს, რაც ჩა­ი­დი­ნეს, ბარ­გი ჩა­ა­ლა­გონ და სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვონ, თო­რემ ამა­ზე მძი­მე კად­რე­ბიც არ­სე­ბობს: არ­სე­ბობს კად­რე­ბი, რო­გორ და­ი­წყო 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი და რა მოვ­ლე­ნე­ბი უძღო­და წინ, გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის მა­სა­ლე­ბიც და ამათ არ დარ­ჩე­ბათ თა­ვის მარ­თლე­ბის არა­ნა­ი­რი შან­სი. გა­ვიხ­სე­ნოთ მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რია, რომ­ლე­ბიც ბოლო წლებ­ში ჩა­ი­დი­ნეს, გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­გორ ამო­წყდა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის ოჯა­ხი, რო­გორ ამო­წყვი­ტეს აფ­რა­სი­ძე­ე­ბი... არა მგო­ნია, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მათ ეს ყვე­ლა­ფე­რი აპა­ტი­ოს. ხალ­ხს ში­შის სინ­დრო­მი მო­ეხ­სნა და ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებს ასე ად­ვი­ლად ვე­ღარ მო­ი­გებს. ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ხვდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას და ჩანს, რო­გორ არის შეც­ვლი­ლი ვი­თა­რე­ბა. ადრე ხალ­ხი Aფან­ჯრე­ბი­დან იყუ­რე­ბო­და, ახლა კი ყვე­ლა გა­მო­დის, აღარ ეში­ნი­ათ, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლი კაცი ბევ­რის მომთმე­ნია, მაგ­რამ და­ი­ნა­ხა, რომ ღირ­სე­ბას ულა­ხა­ვენ, რომ მისი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ამათ ხელ­ში გან­წი­რულ­ნი არი­ან - ან უნდა და­ტო­ვონ სა­ქარ­თვე­ლო, ან მო­ნო­ბა­ში იცხოვ­რონ და ეს ვე­ღარ აი­ტა­ნა. მორ­ჩა, დამ­თავ­რდა! ვე­ღარ მი­აღ­წე­ვენ მი­ზანს, რომ და­მო­ნე­ბუ­ლი და და­ში­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლო­ბა იხი­ლონ.

- ბა­ტო­ნო გოგი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შიში, რომ არ­ჩევ­ნებს გა­ა­ყალ­ბე­ბენ, თა­ნაც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხა­რე­ზეა ჯარი, პო­ლი­ცია და ა.შ...

- ნუ­რა­ვის ჰგო­ნია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი გუნ­დის წევ­რე­ბი მი­ა­მი­ტე­ბი არი­ან და არ იცი­ან, ვის­თან, ან რას­თან აქვთ საქ­მე. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს იცო­და მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში ჩა­ე­ბა. მან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გათ­ვა­ლა, რად­გან ჭკვი­ა­ნი კა­ცია და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა არ ახა­სი­ა­თებს. ჩვენ არა­ერ­თხელ გვი­ლა­პა­რა­კია, რა მე­თო­დე­ბით აყალ­ბებ­დნენ არ­ჩევ­ნებს ან ახლა რა მე­თო­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა და­ვამ­შვი­დო: ჩვენ ისე კარ­გად ვართ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ სად­მე, ჯურღმულ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ყალ­ბონ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ხმა, მე­ტის თავი მა­გათ არა აქვთ, ვერ გა­ბე­და­ვენ. რო­გორც უნდა შე­ა­ში­ნონ, რო­გორც უნდა და­ე­მუქ­რონ, ხალ­ხი ამათ ხმას აღარ მის­ცემს.

- რას გუ­ლის­ხმობთ "კარ­გად მომ­ზა­დე­ბა­ში"?

- პირ­ველ რიგ­ში სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გვყავს აღ­წე­რი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა: მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძის გუნ­დმა "კარ­და­კა­რის" პრინ­ცი­პით ხომ შე­ად­გი­ნა სი­ე­ბი, ეს სი­ე­ბი ჩვენ ძა­ლი­ან ბევრ რა­ი­ონ­ში გა­და­ვა­მოწ­მეთ და სე­რი­ო­ზუ­ლი სხვა­ო­ბა მი­ვი­ღეთ. ასე რომ, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ბო­ჭი­ლე­ბი არი­ან, რის გა­მოც ეს არ­ჩევ­ნე­ბი ვერ გა­ყალბ­დე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იმ დო­ზით მა­ინც, მა­გათ რომ უშ­ვე­ლის. თუმ­ცა, სხვა ვა­რი­ან­ტე­ბიც აქვთ: ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ე­ლი ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თმა ხმა მის­ცეს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ძა­ლი­ან ბევ­რი ჰყავთ მოს­ყი­დუ­ლი, ჰყავთ "პი­არშჩი­კე­ბი", რომ­ლებ­საც მი­ლი­ო­ნებს უხ­დი­ან, ეც­დე­ბი­ან, არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბას, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ. მორ­ჩა, გა­თა­ვე­ბუ­ლია მათი საქ­მე! მარ­თა­ლია, ზო­გი­ერთ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს "რუს­თა­ვი 2"-ისა და "იმე­დის" ცქე­რით შეც­ვლი­ლი აქვს რე­ა­ლო­ბის აღ­ქმა და ამ­ბობს, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა, მაგ­რამ რა, არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში? სამ­წუ­ხა­როდ, ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უფრო მეტი გა­ა­კე­თეს.

- ესე იგი, მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, იმე­დოვ­ნებთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­ი­მარ­ჯვებს?

- ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ გა­ვი­მარ­ჯვებთ, რად­გან არ შე­იძ­ლე­ბა ეს ბო­რო­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდ­ხანს დარ­ჩეს! მი­თხა­რით სო­ცი­ა­ლუ­რი ფენა, რო­მე­ლიც მათ მხარს უჭერს, არ ვლა­პა­რა­კობ შე­ში­ნე­ბულ პო­ლი­ცი­ე­ლებ­სა თუ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, ვი­საც სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის ეში­ნია, მაგ­რამ თუ გგო­ნი­ათ, რომ მთე­ლი ჯარი ან პო­ლი­ცია მა­გათ მის­ცემს ხმას, ძა­ლი­ან ცდე­ბით. ყვე­ლა, ვინც ამა­თი მოღ­ვა­წე­ო­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არ იყო, გა­მო­ყა­რეს, მაგ­რამ ვინც იქ დარ­ჩა, ხომ და­ი­ნა­ხა, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში? არა­ფე­რი ამათ აღარ უშ­ვე­ლით, ხალ­ხის გულს ვე­ღარ მო­ი­გე­ბენ. ზე­წო­ლი­თა და და­ში­ნე­ბით კი ძა­ლი­ან და­ბა­ლი პრო­ცენ­ტის მი­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ. თა­ნაც, უკვე გა­და­წყდა, რომ ყვე­ლა უბან­თან იდ­გე­ბა ხალ­ხი, ვიდ­რე არ­ჩევ­ნე­ბი არ დას­რულ­დე­ბა, ვიდ­რე ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ გა­მო­ვა და არ გვე­ტყვის, რა ვი­თა­რე­ბაა თი­თო­ე­ულ უბან­ზე. მარ­თა­ლია, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის აზრი ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს, უფრო ხალ­ხის შე­ში­ნე­ბა, მოხ­რჩო­ბა, და­ჭე­რა ეხერ­ხე­ბა, მაგ­რამ მო­უ­წევთ ან­გა­რი­ში გაგ­ვი­წი­ონ. უკვე აღა­რა­ვის სჯე­რა მათ მიერ შექ­მნი­ლი ილუ­ზი­ე­ბი­სა, ხალ­ხს აღარ სჯე­რა, რომ თუ ისი­ნი არ იქ­ნე­ბი­ან, სა­ქარ­თვე­ლო და­ინ­გრე­ვა, შე­მო­ვარ­დე­ბა რუ­სე­თი და აქე­დან გაგ­ვრე­კავს. მათი ტყუ­ი­ლე­ბი­სა უკვე ბავ­შვებ­საც აღარ სჯე­რათ.

მეც, სხვე­ბის მსგავ­სად, მი­ხა­რო­და, როცა სა­თა­ვე­ში ეს ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ რა ჩა­ი­დი­ნეს? - ხალ­ხი გა­წყვი­ტეს, მო­სახ­ლე­ო­ბის 30 პრო­ცენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­რე­კეს, დაგ­ვან­გრი­ეს... ვინ უნდა აგოს პა­სუ­ხი? - რა თქმა უნდა მან, ვინც ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­დი­ნა!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

გოგი თოფაძე: "მორჩა, გათავებულია ამათი საქმე!"

გოგი თოფაძე: "მორჩა, გათავებულია ამათი საქმე!"

ცემა, წამება, დაპატიმრება! - მხოლოდ ეს სიტყვები გვესმის ბოლო დღეების განმავლობაში! ხალხი უკიდურესად დაძაბული და გაოგნებულია იმ უმსგავსობისა და უზნეობის ხილვით, რაც ჩვენს ციხეებში ხდებოდა და ხდება. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მოსაზრებას გვიზიარებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე.

- ბატონო გოგი, მთელი საქართველო შეძრწუნებულია, ყველა ფიქრობს, რომ კადრები, რომლებიც ტელევიზიით ვიხილეთ, არა მარტო იმ პატიმრების, არამედ მთელი ერის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდებაა, რას გვეტყოდით ამის თაობაზე?

- "დემოკრატიის შუქურად" ცნობილი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ნელ-ნელა კარგავენ ავტორიტეტს ქვეყანაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც. ბოლო წვეთი ამ პროცესში ჩვენს საპატიმროებში არსებული ვითარების მხილება იყო. არა მგონია, მათ რაიმე გასამართლებელი არგუმენტის მოყვანა შეძლონ, ახსნან, რატომ ხდებოდა მსგავსი უსამართლობა პენიტენციურ სისტემაში, სადაც ბოლო წლებში უდიდესი ინვესტიციები ჩაიდო. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, შემაძრწუნებელია, რადგან ასეთი სისასტიკე და სიძულვილი საკუთარი ხალხის მიმართ ენით აუწერელია. ვერც ერთი ნორმალური ადამიანი ვერ მოახერხებს გამამართლებელი საბუთი მოუძებნოს მომხდარს. ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ ბევრი საზარელი ფაქტი გამოვლინდება არა მარტო ამ სისტემაში, არამედ ყველა სფეროში.

- თუმცა, ხელისუფლება იმედს არ კარგავს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს...

- ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა წარდგეს ეს გუნდი 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე, რა უნდა უთხრან ხალხს ამათმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა ან მათმა ლიდერებმა?! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ვნახავთ უფრო შემაძრწუნებელ "სერიალებს", რომ ადრე თუ გვიან მათი საქმიანობის შესახებ ყველაფერი გამომზეურდება. თავდაპირველად ჰქონდათ მცდ­ელობა, რომ ამ კადრების გადაღება თამაზ თამაზაშვილისთვის დაებრალებინათ - ამ უპატიოსნესი კაცისთვის, რომელსაც მთელი საქართველო იცნობდა, როგორც დანაშაულთან მებრძოლ და პატიოსან პოლიციელს. მეც ასე ვიცნობდი თამაზ თამაზაშვილს და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, რა ცილიც უნდა დასწამონ. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი მასალა არსებობს, რომლის გამოქვეყნების შემთხვევაში დღევანდელ ხელისუფლებას საარჩევნო ყუთთან მისვლა აღარც კი დასჭირდება, ხათუნა კალმახელიძემ და ბაჩო ახალაიამ განცხადება დაწერეს და წავიდნენ, მაგრამ რა პასუხს გასცემენ ხალხს, ვისაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი, როგორ ესწრებოდნენ და აქეზებდნენ ისინი ამ სისასტიკეს?! როგორ, პრეზიდენტმა არ იცოდა, რაც ციხეებში ხდებოდა?! - ყველაფერი კარგად იცოდნენ, მაგრამ დუმდნენ.

- თქვენი აზრით, რით უნდა აიხსნას ეს დუმილი?

- ამათ ისე განაღდებული ჰქონდათ ყველაფერი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, რომ მსგავს "წვრილმანებზე" არც კი ფიქრობდნენ. არჩევნების მოგებაც განაღდებული ჰქონდათ, ეს სისტემაც კარგად ჰქონდათ ათვისებული და ძალიან ლაღად იყვნენ, თანაც, ხმების უმრავლესობას პატიმრებისა და მათი ოჯახებისაგან იღებდნენ, იმიტომ კი არა, რომ პატიმრები მხარს უჭერდნენ, მათ ვინ რას ეკითხებოდა, ჩაყრიდნენ მათ ხმებს ყუთში და იმარჯვებდნენ. ანალოგიური რამ ხდებოდა უცხოეთში მცხოვრები ქართველების შემთხვევაშიც, მათ ხმებსაც ხელისუფლება ითვისებდა. დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება აქედან გაქცეული კაცი კმაყოფილი იყოს ამ ხელისუფლებით, ის ხომ იმიტომ გაიქცა, რომ თავის სამშობლოში საარსებო წყარო ვერ იპოვა?!

- ცნობილია, რომ პატიმრების ახლობლებს აშინებდნენ და მათ ხმებს ასე "ითვისებდნენ".

- როგორ მისცემს ამათ ხმას ქართველი დედა, რომელმაც დაინახა, რა დღეში აგდებენ მის შვილს, ქართველი დედა, რომელიც თავისი შვილისთვის ცხოვრობს? შეეშინდება? - ვაი, მაშინ ასეთ დედას! ყველაზე კარგი გამოსავალი ამათთვის ახლა ეს არის: თუ საზოგადოება მიუტევებს, რაც ჩაიდინეს, ბარგი ჩაალაგონ და საქართველო დატოვონ, თორემ ამაზე მძიმე კადრებიც არსებობს: არსებობს კადრები, როგორ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი და რა მოვლენები უძღოდა წინ, გამოქვეყნდება ჟვანიას მკვლელობის მასალებიც და ამათ არ დარჩებათ თავის მართლების არანაირი შანსი. გავიხსენოთ მკვლელობების სერია, რომლებიც ბოლო წლებში ჩაიდინეს, გავიხსენოთ, როგორ ამოწყდა სანდრო გირგვლიანის ოჯახი, როგორ ამოწყვიტეს აფრასიძეები... არა მგონია, ქართველმა ხალხმა მათ ეს ყველაფერი აპატიოს. ხალხს შიშის სინდრომი მოეხსნა და ეს ხელისუფლება არჩევნებს ასე ადვილად ვეღარ მოიგებს. ჩვენი კოალიცია უკვე რამდენიმე თვეა ხვდება მოსახლეობას და ჩანს, როგორ არის შეცვლილი ვითარება. ადრე ხალხი Aფანჯრებიდან იყურებოდა, ახლა კი ყველა გამოდის, აღარ ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი კაცი ბევრის მომთმენია, მაგრამ დაინახა, რომ ღირსებას ულახავენ, რომ მისი შვილები და შვილიშვილები ამათ ხელში განწირულნი არიან - ან უნდა დატოვონ საქართველო, ან მონობაში იცხოვრონ და ეს ვეღარ აიტანა. მორჩა, დამთავრდა! ვეღარ მიაღწევენ მიზანს, რომ დამონებული და დაშინებული ქართველობა იხილონ.

- ბატონო გოგი, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ არჩევნებს გააყალბებენ, თანაც, ხელისუფლების მხარეზეა ჯარი, პოლიცია და ა.შ...

- ნურავის ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები მიამიტები არიან და არ იციან, ვისთან, ან რასთან აქვთ საქმე. ბიძინა ივანიშვილმა ეს იცოდა მაშინ, როცა საქართველოში ჩამოვიდა და ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. მან ყველაფერი კარგად გათვალა, რადგან ჭკვიანი კაცია და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა არ ახასიათებს. ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია, რა მეთოდებით აყალბებდნენ არჩევნებს ან ახლა რა მეთოდები შეიძლება გამოიყენონ. საზოგადოება უნდა დავამშვიდო: ჩვენ ისე კარგად ვართ მომზადებული, რომ სადმე, ჯურღმულში შეიძლება გააყალბონ რამდენიმე ათეული ხმა, მეტის თავი მაგათ არა აქვთ, ვერ გაბედავენ. როგორც უნდა შეაშინონ, როგორც უნდა დაემუქრონ, ხალხი ამათ ხმას აღარ მისცემს.

- რას გულისხმობთ "კარგად მომზადებაში"?

- პირველ რიგში საფუძვლიანად გვყავს აღწერილი მოსახლეობა: მამუკა კაციტაძის გუნდმა "კარდაკარის" პრინციპით ხომ შეადგინა სიები, ეს სიები ჩვენ ძალიან ბევრ რაიონში გადავამოწმეთ და სერიოზული სხვაობა მივიღეთ. ასე რომ, ყველანაირად შებოჭილები არიან, რის გამოც ეს არჩევნები ვერ გაყალბდება, ყოველ შემთხვევაში, იმ დოზით მაინც, მაგათ რომ უშველის. თუმცა, სხვა ვარიანტებიც აქვთ: ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის საქართველოში, შეიძლება ზოგიერთმა ხმა მისცეს ამ ხელისუფლებას, ძალიან ბევრი ჰყავთ მოსყიდული, ჰყავთ "პიარშჩიკები", რომლებსაც მილიონებს უხდიან, ეცდებიან, არჩევნების მოგებას, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მორჩა, გათავებულია მათი საქმე! მართალია, ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" ცქერით შეცვლილი აქვს რეალობის აღქმა და ამბობს, რომ ამ ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ რა, არ უნდა გაეკეთებინა 21-ე საუკუნეში? სამწუხაროდ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ უფრო მეტი გააკეთეს.

- ესე იგი, მიუხედავად სირთულეებისა, იმედოვნებთ, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს?

- ეჭვიც არ მეპარება, რომ გავიმარჯვებთ, რადგან არ შეიძლება ეს ბოროტება საქართველოში დიდხანს დარჩეს! მითხარით სოციალური ფენა, რომელიც მათ მხარს უჭერს, არ ვლაპარაკობ შეშინებულ პოლიციელებსა თუ მასწავლებლებზე, ვისაც სამსახურის დაკარგვის ეშინია, მაგრამ თუ გგონიათ, რომ მთელი ჯარი ან პოლიცია მაგათ მისცემს ხმას, ძალიან ცდებით. ყველა, ვინც ამათი მოღვაწეობით აღფრთოვანებული არ იყო, გამოყარეს, მაგრამ ვინც იქ დარჩა, ხომ დაინახა, რა ხდება ქვეყანაში? არაფერი ამათ აღარ უშველით, ხალხის გულს ვეღარ მოიგებენ. ზეწოლითა და დაშინებით კი ძალიან დაბალი პროცენტის მიღებას შეძლებენ. თანაც, უკვე გადაწყდა, რომ ყველა უბანთან იდგება ხალხი, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი წარმომადგენელი არ გამოვა და არ გვეტყვის, რა ვითარებაა თითოეულ უბანზე. მართალია, ამ ხელისუფლებას მოსახლეობის აზრი ნაკლებად აინტერესებს, უფრო ხალხის შეშინება, მოხრჩობა, დაჭერა ეხერხება, მაგრამ მოუწევთ ანგარიში გაგვიწიონ. უკვე აღარავის სჯერა მათ მიერ შექმნილი ილუზიებისა, ხალხს აღარ სჯერა, რომ თუ ისინი არ იქნებიან, საქართველო დაინგრევა, შემოვარდება რუსეთი და აქედან გაგვრეკავს. მათი ტყუილებისა უკვე ბავშვებსაც აღარ სჯერათ.

მეც, სხვების მსგავსად, მიხაროდა, როცა სათავეში ეს ახალგაზრდები მოვიდნენ, მაგრამ რა ჩაიდინეს? - ხალხი გაწყვიტეს, მოსახლეობის 30 პროცენტი საქართველოდან გარეკეს, დაგვანგრიეს... ვინ უნდა აგოს პასუხი? - რა თქმა უნდა მან, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა!

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა