მსახიობ ვანესა პარადის კარლა ბრუნის ყოფილ საყვარელთან, ბენჟამინ ბიოლეისთან აქვს რომანი. საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი მუსიკოს ბენჟამინ ბიოლეის სარკოზიზე დაქორწინებამდე ხვდებოდა. ვანესა და ბიოლეი ერთმანეთს კარლ ლაგერფელდმა გააცნო.
"მათ ბევრი აქვთ საერთო: განათლება, ერთი ასაკი, მუსიკალური გემოვნება. ამიტომ კარლი ყველანაირად ცდილობდა, ისინი ერთმანეთთან დაეკავშირებინა. მათ სიმღერა "ისიამოვნე" დუეტში შეასრულეს, მომავალ გაზაფხულს კი ბიოლეის ახალი ალბომის რეკლამირებას ერთად გეგმავენ", - აცხადებს წყარო.
ბიოლეი მთელი ცხოვრება მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს. გარდა კარლა ბრუნისთან გახმაურებული რომანისა, ის ცნობილი ფრანგი მსახიობის კეტრინ დენევის ქალიშვილის, ჩიარა მასტროიანის მეუღლეც იყო.
ვანესა და ბენჟამინი ერთმანეთს მას შემდეგ ხვდებიან, რაც მსახიობი ჯონი დეპს დაშორდა. თავის მხრივ, დროს არც დეპი კარგავს. მისი რომანი ემბერ ჰარდთან უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.
თუმცა, ჯონი და ვანესა მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ცოტა ხნის წინ დეპმა ყოფილ მეუღლეს 4 მლნ დოლარის ღირებულების სახლი აჩუქა.
მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.