კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" "ფოტორეპორტიორების საქმის" ხელახალ გამოძიებას მოითხოვს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" "ფოტორეპორტიორების საქმის" ხელახალ გამოძიებას მოითხოვს

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" "ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის საქ­მის" ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვს. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა იმ ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა მოხ­დეს, რო­მელ­ზეც ერთ-ერ­თმა ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ­მა გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძემ "ქრო­ნი­კის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

"რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რის, გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძის ინ­ტერ­ვი­უმ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ პა­ტი­მარ­თა მი­მართ სის­ტე­მა­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის შე­სა­ხებ ფაქ­ტებს კი­დევ უფრო მე­ტად მოჰ­ფი­ნა ნა­თე­ლი. აბ­და­ლა­ძე და მისი კო­ლე­გე­ბი ბრა­ლის აღი­ა­რე­ბი­სა და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, ყალ­ბი ვი­დეო-აღი­ა­რე­ბა იძუ­ლე­ბით არის მი­ღე­ბუ­ლი. "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დროს ეჭვქვეშ აყე­ნებ­და გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას, მო­ი­თხოვ­და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო რამ­დე­ნი­მე დე­მონ­სტრა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, იმ მო­თხოვ­ნით, რომ მათ საქ­მეს გრი­ფი სა­ი­დუმ­ლო მოხ­სნო­და. ე.წ. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მის ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" საქ­მის ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვს", - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დე­ო­რე­პორ­ტა­ჟე­ბი|ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის საქ­მე|

- გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძის აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ში უზუს­ტო­ბა აღ­მოჩ­ნდა (19-07-2011)

"პრო­ტეს­ტი" სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად (18-07-2011)

- "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის საქ­მე­ში და­მარ­ცხდა" (22-07-2011)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" "ფოტორეპორტიორების საქმის" ხელახალ გამოძიებას მოითხოვს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" "ფოტორეპორტიორების საქმის" ხელახალ გამოძიებას მოითხოვს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "ფოტორეპორტიორების საქმის" ხელახალ გამოძიებას მოითხოვს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქმის ხელახალი გამოძიება იმ ახალი გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომელზეც ერთ-ერთმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ერთ-ერთი ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის ინტერვიუმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ პატიმართა მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შეურაცხყოფის შესახებ ფაქტებს კიდევ უფრო მეტად მოჰფინა ნათელი. აბდალაძე და მისი კოლეგები ბრალის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც ინტერვიუდან გახდა ცნობილი, ყალბი ვიდეო-აღიარება იძულებით არის მიღებული. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მოვლენების განვითარების დროს ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, მოითხოვდა ჟურნალისტების გათავისუფლებას და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე დემონსტრაციაში, რომელიც მიმართული იყო ჟურნალისტების მხარდასაჭერად, იმ მოთხოვნით, რომ მათ საქმეს გრიფი საიდუმლო მოხსნოდა. ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ახლად აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები|ფოტორეპორტიორების საქმე|

- გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებაში უზუსტობა აღმოჩნდა (19-07-2011)

”პროტესტი” სოლიდარობის ნიშნად  (18-07-2011)

- "ხელისუფლება ფოტორეპორტიორების საქმეში დამარცხდა" (22-07-2011)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები