კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ბაჩო ახალაიამ ისევე გააუპატიურა რამდენიმე პატიმარი, როგორც იმ ვიდეოფირზეა, თავად გადააღებინა და აჩვენა მაგალითი ციხის თანამშრომლებს”
”ბაჩო ახალაიამ ისევე გააუპატიურა რამდენიმე პატიმარი, როგორც იმ ვიდეოფირზეა, თავად გადააღებინა და აჩვენა მაგალითი ციხის თანამშრომლებს”

პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­ქარ­თვე­ლო ერთ დღე­ში შეც­ვა­ლა. რო­გორც დად­გინ­და, ამ ვი­დე­ო­ფირს ცი­ხის ყო­ფი­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე იღებ­და. ის ამ­ჯე­რად ბელ­გი­ა­ში პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ელო­დე­ბა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს­თან:

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სოდ-ის ფი­ლი­ა­ლი ბელ­გი­ა­ში გად­მო­ი­ტა­ნა, მით­ვალ­თვა­ლებ­დნენ. ჩემ გამო ბელ­გი­ა­ში ელ­ჩიც შეც­ვა­ლეს. ამ ვი­დე­ო­ფირს 2011-2012 წლებ­ში ცი­ხის უფ­რო­სი­სა და შს მი­ნის­ტრ ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით ვი­ღებ­დი და ვე­ლო­დე­ბო­დი მო­მენტს, რო­დე­საც მსოფ­ლიო სა­ქარ­თვე­ლოს მი­ა­პყრობ­და ყუ­რა­დღე­ბას და ჩა­მოხ­სნი­და ნი­ღაბს სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს.

ბელ­გი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის თხოვ­ნით მივ­მარ­თე. ჩემი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში მძევ­ლად ჰყავთ და ვი­თხო­ვე, რომ ბელ­გი­ის მთავ­რო­ბამ მა­თაც პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მის­ცეს.

- რო­დის და­ი­წყო პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა ქარ­თულ ცი­ხე­ში?

- 2005 წლის დე­კემ­ბრი­დან. იმ დღი­დან, რაც ბაჩო ახა­ლა­ია და­ნიშ­ნეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ.

- რა ფორ­მით და­ი­წყო ახა­ლა­ი­ამ ამ სი­სას­ტი­კის და­ნერგვა? ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რომ სწო­რედ ასე მოჰ­ქ­ცე­ოდ­ნენ პა­ტიმ­რებს?

- უა­რე­სი... პი­რა­დი მა­გა­ლი­თით აჩ­ვე­ნა თა­ნამ­შრომ­ლებს პა­ტიმ­რებ­თან ქცე­ვის "წე­სე­ბი". პი­რა­დად შე­დი­ო­და საკ­ნებ­ში ღამ­ღა­მო­ბით და პი­რა­დად ამ­ცი­რებ­და მათ.

გან­სა­კუთ­რე­ბით სას­ტი­კი გახ­და 2006 წლის 27 მარ­ტის ბუნ­ტის შემ­დეგ, როცა იგ­რძნო, რომ მისი ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა და­უს­ჯე­ლი დარ­ჩე­ბო­და. ბუნ­ტი ხომ თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი და პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო, ვინ და­უ­ჯე­რა მა­შინ პა­ტიმ­რებს? არა­და, იმ ბუნტს პა­ტიმ­რე­ბი ემსხვერ­პლნენ. სწო­რედ ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბით ყოფ­დნენ "კარ­მუშ­კებ­ში" ავ­ტო­მა­ტებს და ის­როდ­ნენ.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას ეს რომ შერ­ჩა, და­ი­წყო თვით­ნე­ბუ­რი და ღა­მე­უ­ლი შე­ვარ­დნე­ბი ცი­ხე­ში. ახა­ლა­ი­ამ ისე მო­აქ­ცია საქ­მე, რომ ცი­ხე­ში უპირ­ვე­ლე­სად ადა­მი­ა­ნუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­აქ­რო. ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნე­ბად და ცხო­ვე­ლე­ბად აქ­ცი­ეს.

- რა მე­თო­დე­ბით მო­ა­ხერ­ხა ეს ახა­ლა­ი­ამ?

- თათ­ბი­რებ­ზე ტვი­ნე­ბის გა­მო­რე­ცხვით, იდე­ო­ლო­გი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბით, რომ ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აზრს არ იზი­ა­რებ­და, მტე­რი და მო­ღა­ლა­ტე იყო...

2006 წლის მარ­ტში, როცა რუს­თა­ვის სა­პყრო­ბი­ლე გა­იხ­სნა, თვი­თონ ბაჩო ახა­ლა­ი­ამ სწო­რედ ისე გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა იქ რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მა­რი, რო­გორც იმ ვი­დე­ო­ფირ­შია ასა­ხუ­ლი. ეს თა­ვად გა­და­ა­ღე­ბი­ნა ფირ­ზე, მან აჩ­ვე­ნა მა­გა­ლი­თი ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს. ახა­ლა­ია და მე­გის ქარ­და­ვა ის ხალ­ხია, ვინც ცი­ხე­ში ეს სა­ში­ნე­ლე­ბა და­ნერ­გა. ამ სი­სა­ძაგ­ლეს სჩა­დი­ო­და ქარ­თულ ცი­ხე­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. ალ­ბათ, გე­ცო­დი­ნე­ბათ ცნო­ბი­ლი ზიმ­ბარ­დოს ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­სა­ხებ. ამით ის მინ­და ვთქვა, რომ ის, რა­საც ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აკე­თებ­დნენ, შემ­ზა­რა­ვია, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ არის. უპირ­ვე­ლე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია მათ, ვინც ეს და­უშ­ვეს.

ბაჩო ახა­ლა­ი­ამ და მის­მა კლან­მა ჯერ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აქ­ცი­ეს მო­ნე­ბად, გა­და­აქ­ცი­ეს ცხო­ვე­ლე­ბად, გა­ხა­დეს მარ­თუ­ლი და შემ­დეგ სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ მათი ხე­ლით პა­ტიმ­რებს.

პა­ტიმ­რის­თვის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვაც და ადა­მი­ა­ნუ­რად მო­კი­თხვაც კი უპა­ტი­ე­ბელ და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბო­და. პა­ტი­მა­რი ხომ სა­ზი­ზღა­რი არ­სე­ბა იყო, არა­რა­ო­ბა... თუ ვინ­მე გა­ბე­დავ­და გა­მო­სარ­ჩლე­ბას და იტყო­და, რა იცი, რა კა­ცია, რა­ტომ ურტყა­მო, მა­შინ­ვე ინ­ტრი­გა­ნო­ბას დაგ­წა­მებ­დნენ. იცით, რო­გორ მო­ნურ ყო­ფა­ში ჰყავ­დათ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი? დღე­გა­მოშ­ვე­ბით ღა­მე­ებს ათე­ნე­ბი­ნებ­დნენ მი­ზე­რუ­ლი თან­ხის ფა­სად და ამის­თა­ნა ბინ­ძურ საქ­მე­ებს აკე­თე­ბი­ნებ­დნენ. ისე მო­უქ­ცი­ეს საქ­მე, რომ ქუ­ჩა­ში გავ­ლის ეში­ნო­დათ, რომ რო­მე­ლი­მე ნა­პა­ტიმ­რალს არ ეცნო. სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იმუ­შა­ვეს ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მენ­ტა­ლი­ტეტ­ზე, ერ­თთა­ვად ჩას­ჩი­ჩი­ნებ­დნენ, რად­გან სის­ტე­მა­ში მუ­შა­ობ­დნენ, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნე­ბი და მი­შას მა­დი­დებ­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ ბრძა­ნე­ბე­ბი, თო­რემ ლუკ­მა­პურს და­კარ­გავ­დნენ. ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბა იო­ლია, თუ არ­სე­ბობს სა­ა­მი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი ნება. აი, რა არის მთა­ვა­რი - პო­ლი­ტი­კუ­რი ნება!

- თა­ვად თუ მი­გი­ღი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა­სა და დამ­ცი­რე­ბა­ში?

- ვა­ღი­ა­რებ, რომ პა­ტიმ­რის­თვის ხელი გა­მირ­ტყამს, მაგ­რამ იმ სა­ში­ნე­ლე­ბა­ში, რა­საც ეს ხალ­ხი სჩა­დი­ო­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რო­მელ­თაც პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა გა­უჩ­ნდათ, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი და­ი­თხო­ვეს სის­ტე­მი­დან.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევრთა თქმით, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თქვენ ამის­თვის გა­და­გი­ხა­დათ.

- ივა­ნიშ­ვილს არ ვიც­ნობ. იმ ვი­დე­ო­ფი­რის ბოლო კად­რებ­ში ჩანს, რომ პა­ტი­მარს მთე­ლი ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სცემ­დნენ და ერ­თობ­ლი­ვად აკე­თებ­დნენ ამას. მა­შინ ყვე­ლა მო­მის­ყი­დია - დი­რექ­ტო­რიც, თავ­მჯდო­მა­რეც და ყვე­ლა. არა­ვი­თა­რი ფული არ ამი­ღია, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს კი მით უმე­ტეს არ ვიც­ნობ. რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ავი­ღე და ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ტო­ვე? ამ საქ­მე­ში კი­დევ 4 მე­გო­ბა­რი მეხ­მა­რე­ბო­და და ისი­ნიც გან­ზე გავ­წიე? წა­მო­ვე­დი აქ და დროს ვა­ტა­რებ? "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მსჯე­ლო­ბას აქვს სა­ერ­თოდ ლო­გი­კა? მათ მხო­ლოდ ფული ელან­დე­ბათ, სხვა არა­ფე­რი არ­სე­ბობს მათ­თვის. თა­ვად სწო­რედ ფუ­ლით ჰყავთ მოს­ყი­დუ­ლი ევ­რო­პა­ში ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ბი. ამა­ში დავ­რწმუნ­დი, როცა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ვკი­თხე ერთ მი­შას მა­დი­დე­ბელ პარ­ლა­მენ­ტარს, არ უყუ­რეთ, არ ნა­ხეთ, რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში-მეთ­ქი? იუ­ა­რა, არა­ფე­რი ვი­ციო. არა­და, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი გა­ზე­თე­ბი მო­ი­ა­რა ამ შემ­ზა­რავ­მა ფო­ტო­ებ­მა და ზო­გი­ერ­თმა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ეს ვერ გა­ი­გო და არ იცის?! ლა­პა­რა­კია სწო­რედ იმ ხალ­ხზე, ვინც სა­ა­კაშ­ვილს ბრმად უჭერს მხარს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას არ­წმუ­ნებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია ყვა­ვი­სო. ეს ხალ­ხი ჰყავს სწო­რედ მოს­ყი­დუ­ლი სა­ა­კაშ­ვილს და რა გა­საკ­ვი­რია, რომ მხო­ლოდ ფულს უკავ­ში­რებს ყვე­ლა­ფერს.

- თქვენ ცი­ხე­ში მკვლე­ლო­ბებ­ზეც გა­ა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბა, თქვით, რომ პა­ტიმ­რებს ხო­ცა­ვენ. რა იყო მკვლე­ლო­ბე­ბის მო­ტი­ვი?

- ისე­თი ბრალ­დე­ბა, რო­გო­რიც იყო სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი, წინა პი­რო­ბა იყო პა­ტიმ­რის მოკ­ვლი­სა. თა­ვის დრო­ზე, ღირ­სე­ულ­მა კაც­მა, ალექ­სან­დრე (სერ­გი) თეთ­რა­ძემ, არ აიღო თავ­ზე ეს სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი და ამას შე­ე­წი­რა კი­დეც. ყვე­ლა ხომ არ არის გმი­რი? ყვე­ლას ხომ არა აქვს ისე­თი გამ­ძლე­ო­ბა, რო­გო­რიც თეთ­რა­ძეს ჰქონ­და? მან სი­ცო­ცხლე დადო ღირ­სე­ბის სა­პირ­წო­ნედ და შე­ე­წი­რა კი­დეც მას, - ის რე­ზი­ნის ხელ­კე­ტით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სას შე­მო­აკ­ვდათ!

ბაჩო ახა­ლა­ია პრე­ზი­დენ­ტთან თა­ვის გა­მო­ჩე­ნას ცდი­ლობ­და. ვი­დე­ო­მა­სა­ლა უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა­ზე. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ ისი­ნი, ვინც სა­ა­კაშ­ვი­ლის იდე­ო­ლო­გი­უ­რი მტრე­ბი იყ­ვნენ. რაკი გა­ბე­დეს სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა, მკაც­რად უნდა დას­ჯი­ლიყ­ვნენ. მათ შო­რის კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბიც ხვდე­ბოდ­ნენ და პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც. დაზ­ვერ­ვის პოლ­კოვ­ნი­კი ალექ­სან­დრე თეთ­რა­ძე სწო­რედ ასე­თი "სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი" იყო. ის სწო­რედ ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და მე­გის ქარ­და­ვას პი­რა­დი დაკ­ვე­თით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სას შე­მო­აკ­ვდათ. თა­ვად ბაჩო ახა­ლა­ია პა­ტი­მარ­თა "და­სა­მუ­შა­ვებ­ლად" სა­პყრო­ბი­ლე­ში მხო­ლოდ მა­შინ მი­დი­ო­და, რო­დე­საც თეთ­რა­ძის­თა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და­სას­ჯე­ლი.

6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და 4 სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­მო­ვიც­ვა­ლე, ყველ­გან ერთი და იგი­ვე ვი­თა­რე­ბა იყო. ეს იყო ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­ნერ­გი­ლი სის­ტე­მა, გამ­ყა­რე­ბუ­ლი უმაღ­ლეს ხე­ლი­სუ­ფალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბით, ამი­ტომ ყველ­გან ხდე­ბო­და ის, რაც გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

- ვი­დე­ო­მა­სა­ლა თქვენ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, გაქვთ, რა­ტომ არ გა­ამ­ჟღავ­ნეთ აქამ­დე?

- ვის­თვის უნდა მი­მე­ცა? სად უნდა მი­მე­ტა­ნა? ახა­ლა­ი­ას­თან, მე­რა­ბიშ­ვილ­თან თუ ადე­იშ­ვილ­თან? ხომ ამა­ორ­თქლებ­დნენ დე­და­ბუ­დი­ა­ნად?! არ იყო გამ­ჟღავ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და როცა გა­მიჩ­ნდა, გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე.

რაში მდგო­მა­რე­ობ­და ზიმ­ბარ­დოს ექ­სპე­რი­მენ­ტი

1971 წელი, სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ფსი­ქო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი ფი­ლიპ ზიმ­ბარ­დო ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის შე­ნო­ბის სარ­დაფ­ში ნამ­დვილ ცი­ხეს ქმნის - კა­მე­რე­ბით, ხელ­კე­ტე­ბით, ბორ­კი­ლე­ბით, რკი­ნის სა­წო­ლე­ბით...

დოქ­ტო­რი ზიმ­ბარ­დო: "მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა მოხ­დე­ბო­და, თუ კარგ ადა­მი­ა­ნებს ბო­როტ გა­რე­მო­ში გან­ვა­თავ­სებ­დით, ისეთ­ში რო­გო­რიც ცი­ხეა".

ზიმ­ბარ­დომ სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის 24 სტუ­დენ­ტი შე­არ­ჩია და ორ ჯგუ­ფად გაყო. ერ­თნი პა­ტიმ­რე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მე­ო­რე­ნი კი ცი­ხის მცვე­ლე­ბი და ად­მი­ნის­ტრა­ცია. ცი­ხის მცვე­ლებს სამ­ხედ­რო ფორ­მე­ბი, ვერ­ცხლის­ფე­რი გა­უმჭვირ­ვა­ლე სათ­ვა­ლე­ე­ბი, ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და ხელ­კე­ტე­ბი და­უ­რიგ­დათ; პა­ტიმ­რებს პა­ტიმ­რის ტან­საც­მე­ლი ჩა­აც­ვეს, ნომ­რე­ბი და­ა­წე­რეს და აუკ­რძა­ლეს ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­ხე­ლე­ბით მი­ე­მარ­თათ. პრო­ფე­სო­რი სტუ­დენ­ტებს დღე­ში 15 დო­ლარს უხ­დი­და. ექ­სპე­რი­მენ­ტის მე­ო­რე დღეს­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა ორ ჯგუფს შო­რის და­ი­ძა­ბა.

ცი­ხის მცვე­ლე­ბის როლ­ში მყოფ­მა სტუ­დენ­ტებ­მა სი­სას­ტი­კის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა და­ი­წყეს, - პა­ტიმ­რებს აშიშ­ვლებ­დნენ, დას­ცი­ნოდ­ნენ, კე­ტავ­დნენ პა­ტა­რა ბნელ ოთახ­ში, თავ­ზე ყუ­თებს ად­გამ­დნენ და სთხოვ­დნენ, ევ­ლოთ. ექვს დღე­ში ორმა პა­ტი­მარ­მა ასეთ მო­პყრო­ბას ვერ გა­უძ­ლო და ექ­სპე­რი­მენ­ტი­დან გა­მო­თი­შეს. მათ, ვინც გა­უძ­ლეს, და­კარ­გეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის უნა­რი. რო­გორც "ნიუ-იორკ თა­იმ­სის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში დოქ­ტორ­მა ზიმ­ბარ­დომ თქვა, ისი­ნი ზომ­ბი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ: დას­ჯის ში­შით ერ­თმა­ნეთს არ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, ერ­თმა "მცველ­მა" სა­კი­თხი ასე და­ა­ყე­ნა, - "ან ნო­მე­რი 416 კარ­ცერ­ში კი­დევ ერთ დღეს გა­ა­ტა­რებს, ან ყვე­ლას ჩა­მო­გერ­თმე­ვათ საბ­ნე­ბი და მო­გი­წევთ ისე წოლა, 416-ს კი გა­მო­ვუშ­ვებთ". პა­ტიმ­რებ­მა საბ­ნე­ბი ამ­ჯო­ბი­ნეს. ზო­გი­ერ­თი მცვე­ლი სულ უფრო მკაცრ და სა­დის­ტურ მე­თო­დებს ცდი­და პა­ტიმ­რებ­ზე, რათა მათი მორ­ჩი­ლე­ბა მაქ­სი­მუ­მამ­დე მი­ეყ­ვა­ნა...

"მცვე­ლე­ბი" ფიქ­რობ­დნენ, "რო­გორც კი უნი­ფორ­მას გაც­მე­ვენ და სამ­სა­ხურს გაძ­ლე­ვენ, ხდე­ბი ის ადა­მი­ა­ნი, რა­საც შენი სამ­სა­ხუ­რი გა­ვა­ლებს".

მე­ექ­ვსე დღეს, სი­ტუ­ა­ცი­ის უკონ­ტრო­ლო­ბის გამო, ზიმ­ბარ­დოს ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­წყვე­ტა მო­უხ­და, მაგ­რამ სტუ­დენ­ტებს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ რე­ა­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ერთ-ერთი "მცვე­ლი" იხ­სე­ნებ­და: "სა­ო­ცა­რი ის იყო, რომ არა­ვის გა­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ, არა­ვის და­უს­ვამს შე­კი­თხვე­ბი, რა­ტომ ვიქ­ცე­ო­დი ასე. როცა "პა­ტიმ­რე­ბის" დამ­ცი­რე­ბა-დათ­რგუნ­ვა­ზე გა­და­ვე­დი, არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს".

ექ­სპე­რი­მენ­ტმა ცხად­ყო, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე, მით უმე­ტეს, სტენ­ფორ­დის პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, მა­ღა­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხით, სი­ტუ­ა­ცი­ის გავ­ლე­ნას თავს ვერ აღ­წევს და როლ­ში შე­დის, როლ­ში, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა სას­ტიკ ტი­რა­ნად გა­და­აქ­ცი­ოს, ან თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით სხვა­თა დახ­მა­რე­ბა­ზე უარი ათ­ქმე­ვი­ნოს. დოქ­ტორ ზიმ­ბარ­დოს, რო­მელ­მაც ამ თე­მა­ზე ახ­ლა­ხან წიგ­ნიც გა­მოს­ცა, მი­აჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი გავ­ლე­ნის ქვე­შაა და ნე­ბის­მი­ე­რი, თუნ­დაც სა­უ­კე­თე­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი წევ­რი, შე­საძ­ლოა გა­რე­მოს გავ­ლე­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სხვა სა­ხით წარ­სდგეს. პრო­ფე­სო­რი ზიმ­ბარ­დო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბი-ბი-სი-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და: "ჩვენ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი ცუდ გა­რე­მო­ში ჩა­ვა­ყე­ნეთ და ვნა­ხეთ, ვინ მო­ი­გო. სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ ბო­როტ­მა გა­რე­მომ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­მარ­ცხა".

ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დე­ო­რე­პორ­ტა­ჟე­ბი|

- ბაჩო ახა­ლა­ი­ას პი­რა­დი დაკ­ვე­თით, თეთ­რა­ძე გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სას შე­მო­აკ­ვდათ - ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე

- მკვლე­ლო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი "უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი" მა­სა­ლე­ბი ახა­ლა­ი­ას სე­იფ­შია - ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

”ბაჩო ახალაიამ ისევე გააუპატიურა რამდენიმე პატიმარი, როგორც იმ ვიდეოფირზეა, თავად გადააღებინა და აჩვენა მაგალითი ციხის თანამშრომლებს”

”ბაჩო ახალაიამ ისევე გააუპატიურა რამდენიმე პატიმარი, როგორც იმ ვიდეოფირზეა, თავად გადააღებინა და აჩვენა მაგალითი ციხის თანამშრომლებს”

პატიმართა წამების ამსახველი მასალის გამოქვეყნებამ, შეიძლება ითქვას, საქართველო ერთ დღეში შეცვალა. როგორც დადგინდა, ამ ვიდეოფირს ციხის ყოფილი ზედამხედველი ვლადიმერ ბედუკაძე იღებდა. ის ამჯერად ბელგიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდება. გთავაზობთ ინტერვიუს ვლადიმერ ბედუკაძესთან:

- ხელისუფლებამ სოდ-ის ფილიალი ბელგიაში გადმოიტანა, მითვალთვალებდნენ. ჩემ გამო ბელგიაში ელჩიც შეცვალეს. ამ ვიდეოფირს 2011-2012 წლებში ციხის უფროსისა და შს მინისტრ ბაჩო ახალაიას დავალებით ვიღებდი და ველოდებოდი მომენტს, როდესაც მსოფლიო საქართველოს მიაპყრობდა ყურადღებას და ჩამოხსნიდა ნიღაბს სააკაშვილის რეჟიმს.

ბელგიას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მივმართე. ჩემი ოჯახი საქართველოში მძევლად ჰყავთ და ვითხოვე, რომ ბელგიის მთავრობამ მათაც პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

- როდის დაიწყო პატიმრების წამება ქართულ ციხეში?

- 2005 წლის დეკემბრიდან. იმ დღიდან, რაც ბაჩო ახალაია დანიშნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

- რა ფორმით დაიწყო ახალაიამ ამ სისასტიკის დანერგვა? ბრძანება გასცა, რომ სწორედ ასე მოჰქცეოდნენ პატიმრებს?

- უარესი... პირადი მაგალითით აჩვენა თანამშრომლებს პატიმრებთან ქცევის "წესები". პირადად შედიოდა საკნებში ღამღამობით და პირადად ამცირებდა მათ.

განსაკუთრებით სასტიკი გახდა 2006 წლის 27 მარტის ბუნტის შემდეგ, როცა იგრძნო, რომ მისი ყველა მოქმედება დაუსჯელი დარჩებოდა. ბუნტი ხომ თითიდან გამოწოვილი და პროვოცირებული იყო, ვინ დაუჯერა მაშინ პატიმრებს? არადა, იმ ბუნტს პატიმრები ემსხვერპლნენ. სწორედ ახალაიას ბრძანებით ყოფდნენ "კარმუშკებში" ავტომატებს და ისროდნენ.

ბაჩო ახალაიას ეს რომ შერჩა, დაიწყო თვითნებური და ღამეული შევარდნები ციხეში. ახალაიამ ისე მოაქცია საქმე, რომ ციხეში უპირველესად ადამიანური ღირებულებები გააქრო. ადამიანები მონებად და ცხოველებად აქციეს.

- რა მეთოდებით მოახერხა ეს ახალაიამ?

- თათბირებზე ტვინების გამორეცხვით, იდეოლოგიური დამუშავებით, რომ ვინც ხელისუფლების აზრს არ იზიარებდა, მტერი და მოღალატე იყო...

2006 წლის მარტში, როცა რუსთავის საპყრობილე გაიხსნა, თვითონ ბაჩო ახალაიამ სწორედ ისე გააუპატიურა იქ რამდენიმე პატიმარი, როგორც იმ ვიდეოფირშია ასახული. ეს თავად გადააღებინა ფირზე, მან აჩვენა მაგალითი ციხის თანამშრომლებს. ახალაია და მეგის ქარდავა ის ხალხია, ვინც ციხეში ეს საშინელება დანერგა. ამ სისაძაგლეს სჩადიოდა ქართულ ციხეში თანამშრომლების უმრავლესობა. ალბათ, გეცოდინებათ ცნობილი ზიმბარდოს ექსპერიმენტის შესახებ. ამით ის მინდა ვთქვა, რომ ის, რასაც ქართულ ციხეებში ციხის თანამშრომლები აკეთებდნენ, შემზარავია, მაგრამ ეს მხოლოდ ციხის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ არის. უპირველესი პასუხისმგებლობა აკისრია მათ, ვინც ეს დაუშვეს.

ბაჩო ახალაიამ და მისმა კლანმა ჯერ ციხის თანამშრომლები აქციეს მონებად, გადააქციეს ცხოველებად, გახადეს მართული და შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ მათი ხელით პატიმრებს.

პატიმრისთვის ხელის ჩამორთმევაც და ადამიანურად მოკითხვაც კი უპატიებელ დანაშაულად ითვლებოდა. პატიმარი ხომ საზიზღარი არსება იყო, არარაობა... თუ ვინმე გაბედავდა გამოსარჩლებას და იტყოდა, რა იცი, რა კაცია, რატომ ურტყამო, მაშინვე ინტრიგანობას დაგწამებდნენ. იცით, როგორ მონურ ყოფაში ჰყავდათ თანამშრომლები? დღეგამოშვებით ღამეებს ათენებინებდნენ მიზერული თანხის ფასად და ამისთანა ბინძურ საქმეებს აკეთებინებდნენ. ისე მოუქციეს საქმე, რომ ქუჩაში გავლის ეშინოდათ, რომ რომელიმე ნაპატიმრალს არ ეცნო. საფუძვლიანად იმუშავეს ციხის თანამშრომლების მენტალიტეტზე, ერთთავად ჩასჩიჩინებდნენ, რადგან სისტემაში მუშაობდნენ, აუცილებლად სააკაშვილის მონები და მიშას მადიდებლები უნდა ყოფილიყვნენ, შეესრულებინათ ბრძანებები, თორემ ლუკმაპურს დაკარგავდნენ. ციხის თანამშრომლების დამორჩილება იოლია, თუ არსებობს საამისო პოლიტიკური ნება. აი, რა არის მთავარი - პოლიტიკური ნება!

- თავად თუ მიგიღიათ მონაწილეობა პატიმრების წამებასა და დამცირებაში?

- ვაღიარებ, რომ პატიმრისთვის ხელი გამირტყამს, მაგრამ იმ საშინელებაში, რასაც ეს ხალხი სჩადიოდა, მონაწილეობა არ მიმიღია. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ, მაგრამ ყველანი დაითხოვეს სისტემიდან.

- ხელისუფლების წევრთა თქმით, ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვენ ამისთვის გადაგიხადათ.

- ივანიშვილს არ ვიცნობ. იმ ვიდეოფირის ბოლო კადრებში ჩანს, რომ პატიმარს მთელი ციხის თანამშრომლები სცემდნენ და ერთობლივად აკეთებდნენ ამას. მაშინ ყველა მომისყიდია - დირექტორიც, თავმჯდომარეც და ყველა. არავითარი ფული არ ამიღია, თამაზ თამაზაშვილს კი მით უმეტეს არ ვიცნობ. რამდენიმე მილიონი ავიღე და ოჯახი საქართველოში დავტოვე? ამ საქმეში კიდევ 4 მეგობარი მეხმარებოდა და ისინიც განზე გავწიე? წამოვედი აქ და დროს ვატარებ? "ნაცმოძრაობის" მსჯელობას აქვს საერთოდ ლოგიკა? მათ მხოლოდ ფული ელანდებათ, სხვა არაფერი არსებობს მათთვის. თავად სწორედ ფულით ჰყავთ მოსყიდული ევროპაში ვიღაც-ვიღაცები. ამაში დავრწმუნდი, როცა ევროპარლამენტში ვკითხე ერთ მიშას მადიდებელ პარლამენტარს, არ უყურეთ, არ ნახეთ, რა ხდება საქართველოში-მეთქი? იუარა, არაფერი ვიციო. არადა, მთელი მსოფლიოს წამყვანი გაზეთები მოიარა ამ შემზარავმა ფოტოებმა და ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა ეს ვერ გაიგო და არ იცის?! ლაპარაკია სწორედ იმ ხალხზე, ვინც სააკაშვილს ბრმად უჭერს მხარს და საქართველოს მოსახლეობას არწმუნებს, საქართველოში დემოკრატია ყვავისო. ეს ხალხი ჰყავს სწორედ მოსყიდული სააკაშვილს და რა გასაკვირია, რომ მხოლოდ ფულს უკავშირებს ყველაფერს.

- თქვენ ციხეში მკვლელობებზეც გააკეთეთ განცხადება, თქვით, რომ პატიმრებს ხოცავენ. რა იყო მკვლელობების მოტივი?

- ისეთი ბრალდება, როგორიც იყო სამშობლოს ღალატი, წინა პირობა იყო პატიმრის მოკვლისა. თავის დროზე, ღირსეულმა კაცმა, ალექსანდრე (სერგი) თეთრაძემ, არ აიღო თავზე ეს საშინელი დანაშაული და ამას შეეწირა კიდეც. ყველა ხომ არ არის გმირი? ყველას ხომ არა აქვს ისეთი გამძლეობა, როგორიც თეთრაძეს ჰქონდა? მან სიცოცხლე დადო ღირსების საპირწონედ და შეეწირა კიდეც მას, - ის რეზინის ხელკეტით გაუპატიურებისას შემოაკვდათ!

ბაჩო ახალაია პრეზიდენტთან თავის გამოჩენას ცდილობდა. ვიდეომასალა უნდა გაკეთებულიყო საინტერესო ადამიანების წამებაზე. საინტერესო ადამიანებად ითვლებოდნენ ისინი, ვინც სააკაშვილის იდეოლოგიური მტრები იყვნენ. რაკი გაბედეს სააკაშვილის წინააღმდეგ წასვლა, მკაცრად უნდა დასჯილიყვნენ. მათ შორის კანონიერი ქურდებიც ხვდებოდნენ და პოლიტიკოსებიც. დაზვერვის პოლკოვნიკი ალექსანდრე თეთრაძე სწორედ ასეთი "საინტერესო ადამიანი" იყო. ის სწორედ ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას პირადი დაკვეთით გაუპატიურებისას შემოაკვდათ. თავად ბაჩო ახალაია პატიმართა "დასამუშავებლად" საპყრობილეში მხოლოდ მაშინ მიდიოდა, როდესაც თეთრაძისთანა ადამიანები იყვნენ დასასჯელი.

6 დაწესებულება და 4 სხვადასხვა თანამდებობა გამოვიცვალე, ყველგან ერთი და იგივე ვითარება იყო. ეს იყო ბაჩო ახალაიას დანერგილი სისტემა, გამყარებული უმაღლეს ხელისუფალთა პოლიტიკური ნებით, ამიტომ ყველგან ხდებოდა ის, რაც გლდანის მე-8 დაწესებულებაში.

- ვიდეომასალა თქვენ წელიწადზე მეტია, გაქვთ, რატომ არ გაამჟღავნეთ აქამდე?

- ვისთვის უნდა მიმეცა? სად უნდა მიმეტანა? ახალაიასთან, მერაბიშვილთან თუ ადეიშვილთან? ხომ ამაორთქლებდნენ დედაბუდიანად?! არ იყო გამჟღავნების საშუალება და როცა გამიჩნდა, გამოვაქვეყნე.

რაში მდგომარეობდა ზიმბარდოს ექსპერიმენტი

1971 წელი, სტენფორდის უნივერსიტეტი. ფსიქოლოგიის დოქტორი ფილიპ ზიმბარდო ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შენობის სარდაფში ნამდვილ ციხეს ქმნის - კამერებით, ხელკეტებით, ბორკილებით, რკინის საწოლებით...

დოქტორი ზიმბარდო: "მაინტერესებდა, რა მოხდებოდა, თუ კარგ ადამიანებს ბოროტ გარემოში განვათავსებდით, ისეთში როგორიც ციხეა".

ზიმბარდომ სტენფორდის უნივერსიტეტის 24 სტუდენტი შეარჩია და ორ ჯგუფად გაყო. ერთნი პატიმრები უნდა ყოფილიყვნენ, მეორენი კი ციხის მცველები და ადმინისტრაცია. ციხის მცველებს სამხედრო ფორმები, ვერცხლისფერი გაუმჭვირვალე სათვალეები, ხელბორკილები და ხელკეტები დაურიგდათ; პატიმრებს პატიმრის ტანსაცმელი ჩააცვეს, ნომრები დააწერეს და აუკრძალეს ერთმანეთისთვის სახელებით მიემართათ. პროფესორი სტუდენტებს დღეში 15 დოლარს უხდიდა. ექსპერიმენტის მეორე დღესვე ურთიერთობა ორ ჯგუფს შორის დაიძაბა.

ციხის მცველების როლში მყოფმა სტუდენტებმა სისასტიკის გამომჟღავნება დაიწყეს, - პატიმრებს აშიშვლებდნენ, დასცინოდნენ, კეტავდნენ პატარა ბნელ ოთახში, თავზე ყუთებს ადგამდნენ და სთხოვდნენ, ევლოთ. ექვს დღეში ორმა პატიმარმა ასეთ მოპყრობას ვერ გაუძლო და ექსპერიმენტიდან გამოთიშეს. მათ, ვინც გაუძლეს, დაკარგეს წინააღმდეგობის გაწევის უნარი. როგორც "ნიუ-იორკ თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში დოქტორმა ზიმბარდომ თქვა, ისინი ზომბირებული იყვნენ: დასჯის შიშით ერთმანეთს არ ეხმარებოდნენ. მაგალითად, ერთმა "მცველმა" საკითხი ასე დააყენა, - "ან ნომერი 416 კარცერში კიდევ ერთ დღეს გაატარებს, ან ყველას ჩამოგერთმევათ საბნები და მოგიწევთ ისე წოლა, 416-ს კი გამოვუშვებთ". პატიმრებმა საბნები ამჯობინეს. ზოგიერთი მცველი სულ უფრო მკაცრ და სადისტურ მეთოდებს ცდიდა პატიმრებზე, რათა მათი მორჩილება მაქსიმუმამდე მიეყვანა...

"მცველები" ფიქრობდნენ, "როგორც კი უნიფორმას გაცმევენ და სამსახურს გაძლევენ, ხდები ის ადამიანი, რასაც შენი სამსახური გავალებს".

მეექვსე დღეს, სიტუაციის უკონტროლობის გამო, ზიმბარდოს ექსპერიმენტის შეწყვეტა მოუხდა, მაგრამ სტუდენტებს ძალიან გაუჭირდათ რეალობაში დაბრუნება. მოგვიანებით, ერთ-ერთი "მცველი" იხსენებდა: "საოცარი ის იყო, რომ არავის გავუჩერებივარ, არავის დაუსვამს შეკითხვები, რატომ ვიქცეოდი ასე. როცა "პატიმრების" დამცირება-დათრგუნვაზე გადავედი, არავის არაფერი უთქვამს".

ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე, მით უმეტეს, სტენფორდის პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი, მაღალი განათლების ხარისხით, სიტუაციის გავლენას თავს ვერ აღწევს და როლში შედის, როლში, რომელმაც შესაძლოა სასტიკ ტირანად გადააქციოს, ან თავის გადარჩენის მიზნით სხვათა დახმარებაზე უარი ათქმევინოს. დოქტორ ზიმბარდოს, რომელმაც ამ თემაზე ახლახან წიგნიც გამოსცა, მიაჩნია, რომ ადამიანი გავლენის ქვეშაა და ნებისმიერი, თუნდაც საუკეთესო საზოგადოების თითით საჩვენებელი წევრი, შესაძლოა გარემოს გავლენით საზოგადოების წინაშე სხვა სახით წარსდგეს. პროფესორი ზიმბარდო მოგვიანებით ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა: "ჩვენ კარგი ადამიანები ცუდ გარემოში ჩავაყენეთ და ვნახეთ, ვინ მოიგო. სამწუხარო ის არის, რომ ბოროტმა გარემომ კარგი ადამიანები დაამარცხა".

ხათუნა პაიჭაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები|

- ბაჩო ახალაიას პირადი დაკვეთით, თეთრაძე გაუპატიურებისას შემოაკვდათ - ვლადიმერ ბედუკაძე

- მკვლელობისა და გაუპატიურების ამსახველი ”უფრო მნიშვნელოვანი” მასალები ახალაიას სეიფშია - ვლადიმერ ბედუკაძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა