სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Freedom House - ინტერნეტ - თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-14 ადგილზეა
Freedom House - ინტერნეტ - თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-14 ადგილზეა

ორ­გა­ნი­ზა­ცია Freedom House-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რე­ი­ტინ­გში -"თა­ვი­სუფ­ლე­ბა ქსელ­ში 2012" (Freedom on the Net 2012) სა­ქარ­თვე­ლო მე-14 ად­გილს იკა­ვებს. ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ამ სფე­რო­ში ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის ტენ­დენ­ცია აღი­ნიშ­ნე­ბა. ინ­ტერ­ნეტ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მის რე­ი­ტინ­გში ეს­ტო­ნე­თი, აშშ და გერ­მა­ნია ლი­დე­რო­ბენ.

ან­გა­რიშ­ში ქვეყ­ნე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მის მი­ხედ­ვით სამ ჯგუ­ფად არი­ან და­ყო­ფი­ლი - თა­ვი­სუფ­ლად, ნა­წი­ლობ­რივ თა­ვი­სუფ­ლად და არა­თა­ვი­სუფ­ლად. პირ­ველ ჯგუფ­ში 14 ქვე­ყა­ნაა შე­სუ­ლი. ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან მას­ში უკ­რა­ი­ნა (12) და სა­ქარ­თვე­ლო (14) მოხ­ვდნენ.

ნა­წი­ლობ­რივ თა­ვი­სუ­ფალ­თა ჯგუფ­ში 20 ქვე­ყა­ნა შე­ვი­და. ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან მას­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი და რუ­სე­თი არი­ან, რო­მელ­მაც 30-ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

არა­თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში 13 სა­ხელ­წი­ფოა.

რე­ი­ტინ­გის ლი­დე­რი ეს­ტო­ნე­თი ამ­ჟა­მად ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. მო­სახ­ლე­ო­ბას ქვე­ყა­ნა­ში ხელი ელექტრო­ნულ სერ­ვის­ზე - "ელექტრო­ნულ მთავ­რო­ბა­ზე" მი­უწ­ვდე­ბა. ინ­ტერ­ნე­ტქ­სელ­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ცუ­ლია, მაგ­რამ ეს­ტო­ნეთ­ში კერ­ძო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ცა­ვად მკაც­რი კა­ნო­ნე­ბი მი­ი­ღეს.

აშშ რე­ი­ტინ­გში მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კა ინ­ტერ­ნეტ­ში ჩარ­თუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით უწინ­დე­ბუ­რად ლი­დე­რია, ინ­ტერ­ნე­ტის ტა­რი­ფე­ბი და სიჩ­ქა­რე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იზღუ­დე­ბა და არა­ნა­ი­რი აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს. ამას­თან, კა­ნო­ნით მკაც­რად აკ­რძა­ლუ­ლია სა­ბავ­შვო პორ­ნოგ­რა­ფია, არ­სე­ბობს კა­ნო­ნე­ბი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას­თან და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ლი­დე­რე­ბის სა­მე­ულს გერ­მა­ნია ას­რუ­ლებს. ქვე­ყა­ნა­ში სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მა­ღალ დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

პირ­ველ ათე­ულ­ში ასე­ვე მოხ­ვდნენ: ავ­სტრა­ლია, უნ­გრე­თი, იტა­ლია, ფი­ლი­პი­ნე­ბი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, არ­გენ­ტი­ნა და სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა.

Freedom House-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე ცუ­დად საქ­მე უზ­ბე­კეთ­ში, სი­რი­ა­ში, ჩი­ნეთ­ში, კუ­ბა­სა და ირან­შია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია freedomhouse.org-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

Freedom House - ინტერნეტ - თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-14 ადგილზეა

Freedom House - ინტერნეტ - თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-14 ადგილზეა

ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში -"თავისუფლება ქსელში 2012" (Freedom on the Net 2012) საქართველო მე-14 ადგილს იკავებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ამ სფეროში ვითარების გამოსწორების ტენდენცია აღინიშნება. ინტერნეტზე თავისუფალი წვდომის რეიტინგში ესტონეთი, აშშ და გერმანია ლიდერობენ.

ანგარიშში ქვეყნები ინტერნეტზე თავისუფალი წვდომის მიხედვით სამ ჯგუფად არიან დაყოფილი - თავისუფლად, ნაწილობრივ თავისუფლად და არათავისუფლად. პირველ ჯგუფში 14 ქვეყანაა შესული. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მასში უკრაინა (12) და საქართველო (14) მოხვდნენ.

ნაწილობრივ თავისუფალთა ჯგუფში 20 ქვეყანა შევიდა. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მასში აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი  და რუსეთი არიან, რომელმაც 30-ე ადგილი დაიკავა.

არათავისუფალი ქვეყნების რეიტინგში 13 სახელწიფოა.

რეიტინგის ლიდერი ესტონეთი ამჟამად ტექნოლოგიურად მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მოსახლეობას ქვეყანაში ხელი ელექტრონულ სერვისზე - "ელექტრონულ მთავრობაზე" მიუწვდება. ინტერნეტქსელში სიტყვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ესტონეთში კერძო ინფორმაციის დასაცავად მკაცრი კანონები მიიღეს.

აშშ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ინტერნეტში ჩართული მომხმარებლების რაოდენობით უწინდებურად ლიდერია, ინტერნეტის ტარიფები და სიჩქარე არასახარბიელოა. ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება არ იზღუდება და არანაირი აკრძალვა არ არსებობს. ამასთან, კანონით მკაცრად აკრძალულია საბავშვო პორნოგრაფია, არსებობს კანონები პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებასთან და საავტორო უფლების დაცვასთან დაკავშირებით.

ლიდერების სამეულს გერმანია ასრულებს. ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები მაღალ დონეზეა განვითარებული.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: ავსტრალია, უნგრეთი, იტალია, ფილიპინები, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

Freedom House-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე ცუდად საქმე უზბეკეთში, სირიაში, ჩინეთში, კუბასა და ირანშია.

მომზადებულია freedomhouse.org-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"