კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნების დღეს უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი
არჩევნების დღეს უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი

არ­ჩევ­ნე­ბის დღეს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბა მთე­ლი კენ­ჭისყ­რის პრო­ცეს­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბის­თვის და­სა­წყი­სი­დან 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა, ხოლო 10 წუ­თის შემ­დეგ კა­მე­რე­ბი გან­თავ­სდე­ბი­ან მი­ნი­მუმ 3 მეტ­რის გა­და­სა­ღებ მან­ძილ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გილ­ზე. სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე იკ­რძა­ლე­ბა სა­მა­გი­დო სი­ი­სა და ამომ­რჩე­ველ­თა კა­ბი­ნის გა­და­ღე­ბა (შიგ­ნით).

რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­ღე­ბის პე­რი­ოდს, ის დაშ­ვე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი­დან ბოლო ამომ­რჩევ­ლამ­დე და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე პე­რი­ო­დის ჩათ­ვლით. ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო პი­რის კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს გა­და­ღე­ბა შე­უ­ზღუ­და­ვად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა კა­მე­რე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლი ისე უნდა იყოს გა­მო­ყო­ფი­ლი, რომ მი­ნი­მუმ სა­არ­ჩევ­ნო ყუთი ჩან­დეს.

ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სწო­რედ ეს სა­კი­თხე­ბია, რაც უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს. ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ დად­გე­ნი­ლე­ბას კენ­ჭი უკვე უყა­რა და 11 ხმით 2-ის წი­ნა­აღ­მდეგ და­ამ­ტკი­ცა.

გარ­და ამი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ ვრცელ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

არჩევნების დღეს უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი

არჩევნების დღეს უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც კომისიის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება (შიგნით).

რაც შეეხება გადაღების პერიოდს, ის დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, საზოგადოებრივად საინტერესო პირის კენჭისყრაში მონაწილეობის დროს გადაღება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ მინიმუმ საარჩევნო ყუთი ჩანდეს.

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, სწორედ ეს საკითხებია, რაც უნდა დარეგულირდეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებას კენჭი უკვე უყარა და 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

გარდა ამისა, აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების წარმოებაზე.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები