სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ცინცაძემ საკუთარ ქორწილში დაიგვიანა
მაკა ცინცაძემ საკუთარ ქორწილში დაიგვიანა

ტე­ლე­წამ­ყვან­მა მაკა ცინ­ცა­ძემ და ნოდო ღამ­ბა­ში­ძემ ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­თან გა­იც­ნეს. მაკა მა­შინ 20 წლის გახ­ლდათ. მალე და­მე­გობ­რდნენ, თუმ­ცა დიდი ხნის მე­გობ­რო­ბის შემ­დეგ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ნოდო მა­კას სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უ­ტყდა. ურ­თი­ერ­თო­ბა ძვე­ლე­ბუ­რად გა­აგ­რძე­ლეს, თუმ­ცა მალე მა­კა­საც შე­უყ­ვარ­და და სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ხუთ წელს გაგ­რძელ­და. ოჯა­ხის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შეხ­ვედ­რი­ათ. პი­რი­ქით, ყვე­ლას გა­უ­ხარ­და და ერთ დღეს და­ო­ჯა­ხე­ბაც გა­და­წყვი­ტეს.

ოც­ნე­ბა არ მიყ­ვარს...

საკ­მა­ოდ პრაგ­მა­ტუ­ლი ვარ და ოც­ნე­ბა არ მიყ­ვარს. ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცო­დი, რომ ქორ­წი­ლი მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამა­ზე არ მი­ოც­ნე­ბია. წარ­მო­მედ­გი­ნა, რო­გორ ჩა­ვიც­ვამ­დი თეთრ კა­ბას, მაგ­რამ ამა­ზე ნაკ­ლე­ბად ვოც­ნე­ბობ­დი. ქორ­წი­ლის დღედ 30 სექ­ტემ­ბე­რი შე­ვარ­ჩი­ეთ. ყვე­ლა­ზე რთუ­ლად წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი მახ­სენ­დე­ბა, ამას ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გა­მი­გებს, ვი­საც ქორ­წი­ლი გა­და­უხ­დია. ეს არის პე­რი­ო­დი, როცა არა­ვის და­ნახ­ვა აღარ გინ­და, აღარც კა­ბის შერ­ჩე­ვა, არც იმა­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა, რომ ვინ­მეს და­პა­ტი­ჟე­ბა არ და­გა­ვი­წყდეს, ან სა­თა­ნა­დოდ ვერ მო­ემ­ზა­დო. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გი სა­ქორ­წი­ნო კა­ბის პოვ­ნა. დიდ­ხანს დავ­დი­ო­დი ნი­ნი­კოს­თან, ნო­დოს დას­თან ერ­თად. ზოგი გვე­ჩხუ­ბე­ბო­და, გვე­ბუ­ზღუ­ნე­ბოდ­ნენ, უხე­შად გვექ­ცე­ოდ­ნენ, ზო­გიც გვი­ღი­მო­და. სა­ბო­ლო­ოდ კაბა შე­ვი­ძი­ნე. მე­ო­რე დღის­თვის კაბა ავ­თან­დილ­მა შე­მი­კე­რა. ნო­დოს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზეც მან იზ­რუ­ნა. მისი მად­ლი­ე­რი ვარ. მე და ნო­დომ ორ-ორი მეჯ­ვა­რე შე­ვარ­ჩი­ეთ. მე - ჩემი მე­გობ­რე­ბი, ინგა ჯი­ქია და ნა­თია თა­თოშ­ვი­ლი.

ქორ­წი­ლის წინა დღე

ქორ­წი­ლის წინა პე­რი­ო­დი მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე, კაბა, ყვა­ვი­ლე­ბი, რეს­ტო­რა­ნი, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად შე­ვარ­ჩი­ეთ. დიდი ხნის წინ იყო და ბევ­რი დე­ტა­ლი არ მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წინა ღა­მეს დაღ­ლი­ლო­ბის­გან კარ­გად და­მე­ძი­ნე­ბო­და. ქორ­წი­ლის დილა რომ გა­თენ­და, ტრა­დი­ცი­უ­ლად მა­კი­ა­ჟის და ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­სა­კე­თებ­ლად წა­ვე­დი და, რა თქმა უნდა, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა და­მაგ­ვი­ან­და. მახ­სოვს, ნო­დოს ძლივს მი­ვას­წა­რი. ცოტა ხნით ეზო­ში გა­ვა­ჩე­რე, რომ კაბა ჩა­მეც­ვა. ყვე­ლა­ფერ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლად ჩა­ი­ა­რა, სახ­ლში ამო­ვიდ­ნენ, რამ­დე­ნი­მე ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­დღეგ­რძე­ლოს შემ­დეგ ჯვრის და­სა­წე­რად მა­მა­და­ვით­ზე წა­ვე­დით. ხელი დღემ­დე არ გვაქვს მო­წე­რი­ლი, ანუ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მე ნო­დოს ცოლი არ ვარ (იღი­მე­ბა). ერთი მხრივ, მშვე­ნი­ე­რი მი­ზე­ზია, რომ მე­გობ­რე­ბი შევ­კრი­ბოთ და მე­ო­რე ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დოთ.

ქარ­თუ­ლი არა, მაგ­რამ ტან­გო ვი­ცეკ­ვეთ...

რეს­ტო­რან­ში პა­ტა­რა ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დეთ, 100 სტუ­მა­რი გვყავ­და და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. აქ­ცენ­ტი უფრო მე­გობ­რებ­ზე გა­ვა­კე­თეთ. დარ­ბაზ­ში შე­სულ­მა, ცხა­დია, თა­ი­გუ­ლი ვის­რო­ლე, სხვა­ნა­ი­რად ვინ შე­მარ­ჩენ­და, მაგ­რამ ჩემი მეჯ­ვა­რე, ნა­თია თა­თოშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თა­ი­გუ­ლი და­ი­ჭი­რა, დღემ­დე გა­სა­თხო­ვა­რია. ასე რომ, დი­დად არ და­ი­ჯე­როთ ეგ ამ­ბა­ვი (იღი­მე­ბა). მა­შინ რა­დიო "უც­ნობ­ში" ვმუ­შა­ობ­დი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც დავ­პა­ტი­ჟე. ჩვენს ქორ­წილ­ში "თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტი" მღე­რო­და. ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი არ ყო­ფი­ლა, ქარ­თუ­ლი არა, მაგ­რამ ტან­გო ვი­ცეკ­ვეთ. ძა­ლი­ან კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ და მაგ­რად გა­ვერ­თეთ. თა­მა­დად ნო­დოს ბი­ძაშ­ვი­ლი გი­ორ­გი მსხი­ლა­ძე ავირ­ჩი­ეთ. გა­და­სა­რე­ვი თა­მა­და გვყავ­და. არა­ვის აჩუ­მებ­და, არა­ფერ­ზე ჩხუ­ბობ­და და არც და­ძა­ბუ­ლე­ბი ვმსხდარ­ვართ. ვი­საც რა უნ­დო­და, იმას აკე­თებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი დავ­ლი­ეთ, სტრიპ­ტი­ზი არა­ვის უცეკ­ვია (იღი­მე­ბა). ყვე­ლა­ფერ­მა მშვი­დად ჩა­ი­ა­რა. ერ­თმა სტუ­მარ­მა ბო­ლოს თეფ­შზე დადო თავი და და­ი­ძი­ნა. უამ­რა­ვი სა­ჩუ­ქა­რი მი­ვი­ღე, დღემ­დე ყვე­ლა შე­ნა­ხუ­ლი მაქვს, არც ერთი არ გა­მი­ჩუ­ქე­ბია.

ქორ­წი­ლი ცოტა ძველ­მო­დუ­რი­აო

ხში­რად გა­მი­გია, ქორ­წი­ლის გა­დახ­და ცოტა ძველ­მო­დუ­რი­აო, მაგ­რამ ამ მო­საზ­რე­ბას არ ვე­თან­ხმე­ბი, მე ჩემს შვილს ქორ­წილს აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვუხ­დი. ჩემი ქორ­წი­ლი გვი­ან დამ­თავ­რდა, ღა­მის სამ სა­ათ­ზე და­ვი­შა­ლეთ. მე­ო­რე დღეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში წა­ვე­დით. ორ­მოც­და­ათ კა­ცამ­დე ვი­ყა­ვი, მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი, მშობ­ლე­ბის გა­რე­შე... მას შემ­დეგ ხუთი წელი გა­ვი­და. შე­იც­ვა­ლა რამე? არა... გა­თხო­ვე­ბამ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი ფო­ბი­ე­ბი მქონ­და. მე­გო­ნა, რომ ოჯა­ხი ურ­თი­ერ­თო­ბებს შეც­ვლი­და. სა­ერ­თოდ, წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი პე­რი­ო­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ ეტაპ­ზე. ალ­ბათ ეს შიში ნო­დო­საც ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ რთუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ეჭ­ვი­ა­ნე­ბი არ ვართ, გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში არ ყო­ფი­ლა. ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, ერ­თად ვიღ­ვი­ძებ­დით და ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით კარ­გი და ლა­მა­ზი იყო. მხო­ლოდ ის შე­იც­ვა­ლა, რომ ახლა წლი­სა და ორი თვის კესო გვყავს (იღი­მე­ბა).

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მაკა ცინცაძემ საკუთარ ქორწილში დაიგვიანა

მაკა ცინცაძემ საკუთარ ქორწილში დაიგვიანა

ტელეწამყვანმა მაკა ცინცაძემ და ნოდო ღამბაშიძემ ერთმანეთი საერთო მეგობართან გაიცნეს. მაკა მაშინ 20 წლის გახლდათ. მალე დამეგობრდნენ, თუმცა დიდი ხნის მეგობრობის შემდეგ, მოულოდნელად, ნოდო მაკას სიყვარულში გამოუტყდა. ურთიერთობა ძველებურად გააგრძელეს, თუმცა მალე მაკასაც შეუყვარდა და სიყვარულის ისტორია ხუთ წელს გაგრძელდა. ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. პირიქით, ყველას გაუხარდა და ერთ დღეს დაოჯახებაც გადაწყვიტეს.

ოცნება არ მიყვარს...

საკმაოდ პრაგმატული ვარ და ოცნება არ მიყვარს. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ქორწილი მექნებოდა, მაგრამ ამაზე არ მიოცნებია. წარმომედგინა, როგორ ჩავიცვამდი თეთრ კაბას, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვოცნებობდი. ქორწილის დღედ 30 სექტემბერი შევარჩიეთ. ყველაზე რთულად წინამოსამზადებელი პერიოდი მახსენდება, ამას ნებისმიერი ადამიანი გამიგებს, ვისაც ქორწილი გადაუხდია. ეს არის პერიოდი, როცა არავის დანახვა აღარ გინდა, აღარც კაბის შერჩევა, არც იმაზე ნერვიულობა, რომ ვინმეს დაპატიჟება არ დაგავიწყდეს, ან სათანადოდ ვერ მოემზადო. საერთოდ, ძალიან რთულია საქართველოში კარგი საქორწინო კაბის პოვნა. დიდხანს დავდიოდი ნინიკოსთან, ნოდოს დასთან ერთად. ზოგი გვეჩხუბებოდა, გვებუზღუნებოდნენ, უხეშად გვექცეოდნენ, ზოგიც გვიღიმოდა. საბოლოოდ კაბა შევიძინე. მეორე დღისთვის კაბა ავთანდილმა შემიკერა. ნოდოს ჩაცმულობაზეც მან იზრუნა. მისი მადლიერი ვარ. მე და ნოდომ ორ-ორი მეჯვარე შევარჩიეთ. მე - ჩემი მეგობრები, ინგა ჯიქია და ნათია თათოშვილი.

ქორწილის წინა დღე

ქორწილის წინა პერიოდი მეგობრებთან ერთად გავატარე, კაბა, ყვავილები, რესტორანი, ყველაფერი ერთად შევარჩიეთ. დიდი ხნის წინ იყო და ბევრი დეტალი არ მახსენდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წინა ღამეს დაღლილობისგან კარგად დამეძინებოდა. ქორწილის დილა რომ გათენდა, ტრადიციულად მაკიაჟის და ვარცხნილობის გასაკეთებლად წავედი და, რა თქმა უნდა, სახლში დაბრუნება დამაგვიანდა. მახსოვს, ნოდოს ძლივს მივასწარი. ცოტა ხნით ეზოში გავაჩერე, რომ კაბა ჩამეცვა. ყველაფერმა ტრადიციულად ჩაიარა, სახლში ამოვიდნენ, რამდენიმე ტრადიციული სადღეგრძელოს შემდეგ ჯვრის დასაწერად მამადავითზე წავედით. ხელი დღემდე არ გვაქვს მოწერილი, ანუ ოფიციალურად მე ნოდოს ცოლი არ ვარ (იღიმება). ერთი მხრივ, მშვენიერი მიზეზია, რომ მეგობრები შევკრიბოთ და მეორე ქორწილი გადავიხადოთ.

ქართული არა, მაგრამ ტანგო ვიცეკვეთ...

რესტორანში პატარა ქორწილი გადავიხადეთ, 100 სტუმარი გვყავდა დაპატიჟებული. აქცენტი უფრო მეგობრებზე გავაკეთეთ. დარბაზში შესულმა, ცხადია, თაიგული ვისროლე, სხვანაირად ვინ შემარჩენდა, მაგრამ ჩემი მეჯვარე, ნათია თათოშვილი, რომელმაც თაიგული დაიჭირა, დღემდე გასათხოვარია. ასე რომ, დიდად არ დაიჯეროთ ეგ ამბავი (იღიმება). მაშინ რადიო "უცნობში" ვმუშაობდი და თანამშრომლებიც დავპატიჟე. ჩვენს ქორწილში "თეატრალური კვარტეტი" მღეროდა. ტრადიციული ქორწილი არ ყოფილა, ქართული არა, მაგრამ ტანგო ვიცეკვეთ. ძალიან კარგი დრო გავატარეთ და მაგრად გავერთეთ. თამადად ნოდოს ბიძაშვილი გიორგი მსხილაძე ავირჩიეთ. გადასარევი თამადა გვყავდა. არავის აჩუმებდა, არაფერზე ჩხუბობდა და არც დაძაბულები ვმსხდარვართ. ვისაც რა უნდოდა, იმას აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დავლიეთ, სტრიპტიზი არავის უცეკვია (იღიმება). ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ერთმა სტუმარმა ბოლოს თეფშზე დადო თავი და დაიძინა. უამრავი საჩუქარი მივიღე, დღემდე ყველა შენახული მაქვს, არც ერთი არ გამიჩუქებია.

ქორწილი ცოტა ძველმოდურიაო

ხშირად გამიგია, ქორწილის გადახდა ცოტა ძველმოდურიაო, მაგრამ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, მე ჩემს შვილს ქორწილს აუცილებლად გადავუხდი. ჩემი ქორწილი გვიან დამთავრდა, ღამის სამ საათზე დავიშალეთ. მეორე დღეს მეგობრებთან ერთად რესტორანში წავედით. ორმოცდაათ კაცამდე ვიყავი, მხოლოდ მეგობრები, მშობლების გარეშე... მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. შეიცვალა რამე? არა... გათხოვებამდე სერიოზული ფობიები მქონდა. მეგონა, რომ ოჯახი ურთიერთობებს შეცვლიდა. საერთოდ, წყვილის თანაცხოვრება რთული პერიოდია, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. ალბათ ეს შიში ნოდოსაც ექნებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, შეიძლება იმიტომ, რომ რთული ადამიანები და ეჭვიანები არ ვართ, გარდამავალი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში არ ყოფილა. ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვიღვიძებდით და ყველაფერი გაცილებით კარგი და ლამაზი იყო. მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ახლა წლისა და ორი თვის კესო გვყავს (იღიმება).

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები