მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დამალა თავდაცვამ მოწამლული ჯარისკაცები?
რატომ დამალა თავდაცვამ მოწამლული ჯარისკაცები?

გა­სულ კვი­რას ზო­გი­ერ­თმა ქარ­თულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ. და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 35 (ან უფრო მეტი) სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლის დი­აგ­ნო­ზით ჯერ თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, ხოლო შემ­დგომ გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ა­გენ­ტო­ებს მი­ა­წო­და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა, რო­მელ­მაც მო­წამ­ლულ ჯა­რის­კა­ცებს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა და ისი­ნი თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

ამ მარ­თლაც სა­გან­გა­შო ფაქ­ტზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია - მათ ინ­ფორ­მა­ცია არც უარ­ყვეს და არც და­ა­დას­ტუ­რეს. არა­და, საქ­მე, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ჯა­რის­კა­ცებს ეხე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა მშო­ბე­ლი, ვისი შვი­ლიც ჯარ­ში მსა­ხუ­რობს, სე­რი­ო­ზუ­ლად არის შეშ­ფო­თე­ბუ­ლი.

რად­გან თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო დუმს, "კვი­რის პა­ლიტ­რამ" თა­ვად სცა­და, გა­ერ­კვია, შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და თუ არა ეს ფაქ­ტი სი­ნამ­დვი­ლეს. ჩვენ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­პო­ვეთ: 7 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხნის "თბი­ლა­ვი­ამ­შე­ნის" (რო­მე­ლიც 2010 წლის 3 აგ­ვის­ტოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­კარ­გუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა) ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შუ­ა­დღის შემ­დეგ ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის შვი­დი მან­ქა­ნა შე­ვი­და. მათ ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ჟინ­რო და­ნა­ყო­ფის ის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­სა­დი­ლოს საკ­ვე­ბით მო­ი­წამლნენ.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

რატომ დამალა თავდაცვამ მოწამლული ჯარისკაცები?

რატომ დამალა თავდაცვამ მოწამლული ჯარისკაცები?

გასულ კვირას ზოგიერთმა ქართულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, 35 (ან უფრო მეტი) სამხედრო მოსამსახურე საკვებით მოწამვლის დიაგნოზით ჯერ თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო შემდგომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია სააგენტოებს მიაწოდა სამედიცინო პერსონალმა, რომელმაც მოწამლულ ჯარისკაცებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და ისინი თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანა.

ამ მართლაც საგანგაშო ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია - მათ ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. არადა, საქმე, სავარაუდოდ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცებს ეხება და ბუნებრივია, ყველა მშობელი, ვისი შვილიც ჯარში მსახურობს, სერიოზულად არის შეშფოთებული.

რადგან თავდაცვის სამინისტრო დუმს, "კვირის პალიტრამ" თავად სცადა, გაერკვია, შეესაბამებოდა თუ არა ეს ფაქტი სინამდვილეს. ჩვენ ასეთი ინფორმაცია მოვიპოვეთ: 7 სექტემბერს თბილისის საავიაციო ქარხნის "თბილავიამშენის" (რომელიც 2010 წლის 3 აგვისტოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა) ტერიტორიაზე შუადღის შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით სასწრაფო დახმარების შვიდი მანქანა შევიდა. მათ ტერიტორიიდან გაიყვანეს თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო დანაყოფის ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც, სავარაუდოდ, სასადილოს საკვებით მოიწამლნენ.

იხილეთ ვრცლად

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე