სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დატოვა ნოდარ მელაძემ "100 გრადუსი ცელსიუსი"
რატომ დატოვა ნოდარ მელაძემ "100 გრადუსი ცელსიუსი"

გა­სულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ზე "იმედ­ზე" ახა­ლი გა­და­ცე­მა "100 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სი" გა­მოჩ­ნდა, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც ნო­დარ მე­ლა­ძე გახ­ლდათ, გა­და­ცე­მა კი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად სულ უფრო სკან­და­ლუ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად დიდი კრი­ტი­კი­სა, ფაქ­ტია, რომ ამ გა­და­ცე­მას ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავ­და და შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გით სარ­გებ­ლობ­და. წამ­ყვა­ნის ეპა­ტა­ჟუ­რი სტი­ლი ხში­რად ხდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის სა­გა­ნი, მაგ­რამ სე­ზო­ნის და­სას­რულს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­აქ­ტი­ურ­და ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ნო­დარ მე­ლა­ძის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გვერ­დებს ქმნი­და და ღიად აკ­რი­ტი­კებ­და.

რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ამ ფაქტს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, თუმ­ცა ამის გამო გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა­ზე უარი არ უთ­ქვამს და სკან­და­ლე­ბის სე­რია ძვე­ლე­ბუ­რად გრძელ­დე­ბო­და "იმე­დის" ეთერ­ში.

ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნო­დარ მე­ლა­ძე შოუს აღარ წა­იყ­ვან­და. ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ჭორი იმის შე­სა­ხებ, რომ ნო­დარ მე­ლა­ძემ გა­და­ცე­მა და­ტო­ვა, ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. ამ­ბო­ბენ, რომ მე­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის მი­მართ წა­მო­სულ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ტალ­ღას ვერ გა­უძ­ლო და სა­ბო­ლო­ოდ "100 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სი" წაყ­ვა­ნა­ზე უარი თქვა. უსამ­სა­ხუ­როდ არ დარ­ჩე­ნი­ლა, ძვე­ლე­ბუ­რად აგ­რძე­ლებს "იმე­დის" ეთერ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნას, მე­ო­რე ჭორი, რომ ნო­და­რის წას­ვლას­თან ერ­თად შოუც და­ი­ხუ­რა, გა­და­ცე­მის ერთ-ერ­თმა პრო­დი­უ­სერ­მა თა­მუ­ნა ჯა­ნე­ლი­ძემ არ დაგ­ვი­დას­ტუ­რა, თუმ­ცა ჯერ არ გა­და­უ­წყვე­ტი­ათ, ვინ ჩა­ი­ბა­რებს ყვე­ლა­ზე ცხელ თოქ­შო­უს, რო­გორც მას ყო­ფი­ლი წამ­ყვა­ნი უწო­დებ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ნო­დარ მე­ლა­ძეს­თან ვცა­დეთ, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტმა ჩვენს ზა­რებს არ უპა­სუ­ხა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბაც მივ­წე­რეთ.

გა­და­ცე­მას ორი პრო­დი­უ­სე­რი ჰყავს, ლიზა ვა­და­ჭ­კო­რია და თა­მუ­ნა ჯა­ნე­ლი­ძე. ცხა­დია, ორი­ვეს და­ვუ­რე­კეთ.

- ლიზა, გავ­რცელ­და ხმა, რომ გა­და­ცე­მა ""100 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სი"" და­ი­ხუ­რა, რად­გან ნო­დარ მე­ლა­ძემ ვერ გა­უძ­ლო იმ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას, რაც ბოლო დროს მისი მი­სა­მარ­თით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

- მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, რომ ნო­დარ­მა ამას ვერ გა­უძ­ლო. მე ვიცი, რომ გა­და­ცე­მა არ და­ხუ­რუ­ლა და სე­ზო­ნი ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, შოუს ნო­დარ მე­ლა­ძე წა­იყ­ვან­და თუ ვინ­მე სხვა.

- ჯერ არ არის გარ­კვე­უ­ლი, ვინ წა­იყ­ვანს გა­და­ცე­მას?

- სექ­ტემ­ბე­რი ახა­ლი ამ­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ნო­და­რი ყო­ველ­დღე "ქრო­ნი­კა­ში" მუ­შა­ობს, ეს არის მისი მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და დრო აღარ რჩე­ბა, რომ პრო­ექ­ტი გა­ა­კე­თოს. ამი­ტომ დად­გა სა­კი­თხი, რომ ან ოქ­ტომ­ბრი­დან გაგ­რძელ­დეს შოუ, რო­დე­საც ნო­და­რი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, ან წამ­ყვა­ნი შე­იც­ვა­ლოს, რო­მელ­საც უფრო მეტი დრო ექ­ნე­ბა ამ გა­და­ცე­მა­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის.

- თქვენ ახალ სე­ზონ­ზე სამ­სა­ხურ­ში ჯერ არ გა­მო­ცხა­დე­ბულ­ხართ?

- ვი­ყა­ვი, რა­ღაც გეგ­მებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ, მაგ­რამ გა­და­ცე­მის ჩა­წე­რე­ბი ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა. ოქ­ტომ­ბერ­ში ზუს­ტად გვე­ცო­დი­ნე­ბა, ნო­და­რი გა­აგ­რძე­ლებს თუ არა გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნას. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის არ უთ­ქვამს ჩემ­თვის, რომ გა­და­ცე­მა და­ი­ხუ­რა.

ლი­ზას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ასე­ვე პრო­დი­უ­სერ თა­მუ­ნა ჯა­ნე­ლი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- კრი­ტი­კას ვერ გა­უძ­ლო? ეს ცოტა სა­სა­ცი­ლოა. თა­ვი­დან­ვე, როცა ნო­დარ­მა პრო­ექ­ტის წაყ­ვა­ნა­ზე თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და, თქვა, რომ ეს მხო­ლოდ ერთი სე­ზო­ნი გაგ­რძელ­დე­ბო­და. მისი მო­წო­დე­ბა უფრო სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოა და შე­სა­ბა­მი­სად, ისევ იქ დაბ­რუნ­და.

- ვინ იქ­ნე­ბა ახა­ლი წამ­ყვა­ნი, რო­დის და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცეს გა­და­ცე­მა?

- დიდი ხანი არ მო­უ­წევს მა­ყუ­რე­ბელს ცდა, მაგ­რამ სი­ურპრი­ზად დავ­ტო­ვებთ, ვინ იქ­ნე­ბა წამ­ყვა­ნი. ჯერ­ჯე­რო­ბით არც არის გა­და­წყვე­ტი­ლი.

- კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, გა­და­ცე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, ალ­ბათ რის­კავთ, რო­დე­საც წამ­ყვა­ნი იც­ვლე­ბა გა­და­ცე­მა­ში.

- გე­თან­ხმე­ბით, გა­და­ცე­მამ ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­ი­ტინ­გი მოხ­სნა, იმე­დია, ახა­ლი წამ­ყვა­ნიც გა­ა­მარ­თლებს, ისე­ვე, რო­გორც ნო­და­რი.

- გული არ დას­წყდა, გა­და­ცე­მის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ მი­ი­ღო?

- გული რომ დას­წყვე­ტო­და, ალ­ბათ არ წა­ვი­დო­და, უბ­რა­ლოდ მისი ფორ­მა­ტი უფრო სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოა. ზუს­ტად ვიცი, არა­ვინ არის თა­ვი­სი საქ­მის ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­გო­რიც ნო­და­რი, შე­სა­ბა­მი­სად ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი იყო მას­თან მუ­შა­ო­ბა. რად­გან ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ალ­ბათ მის­თვი­საც ასე ჯობ­და.

კუ­ლუ­ა­რებ­ში კი აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ჭორი, რისი ბრა­ლია ნო­დარ მე­ლა­ძის წამ­ყვა­ნო­ბი­დან წას­ვლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, "იმე­დის" ზოგ­მა შოუმ ვერ აი­ტა­ნა ნო­დარ მე­ლა­ძის შოუს მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი, სპე­ცი­ა­ლუ­რად აუ­გო­რეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია და ნო­და­რიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ნე­ბე­ბუ­ლი­ყო. "ყვე­ლამ მშვე­ნივ­რად იცის, ვინც აკე­თებს ამას, უბ­რა­ლოდ, ხმა­მაღ­ლა ვერ ამ­ბო­ბენ და ნო­დარ­საც თა­ნად­გო­მას ვერ უცხა­დე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ჩვენ­მა ანო­ნიმ­მა წყა­რომ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom

რატომ დატოვა ნოდარ მელაძემ "100 გრადუსი ცელსიუსი"

რატომ დატოვა ნოდარ მელაძემ "100 გრადუსი ცელსიუსი"

გასულ სატელევიზიო სეზონზე "იმედზე" ახალი გადაცემა "100 გრადუსი ცელსიუსი" გამოჩნდა, რომლის წამყვანიც ნოდარ მელაძე გახლდათ, გადაცემა კი ყოველკვირეულად სულ უფრო სკანდალური და პოპულარული ხდებოდა. მიუხედავად დიდი კრიტიკისა, ფაქტია, რომ ამ გადაცემას ბევრი მაყურებელი ჰყავდა და შესაბამისად, მაღალი რეიტინგით სარგებლობდა. წამყვანის ეპატაჟური სტილი ხშირად ხდებოდა საზოგადოების განსჯის საგანი, მაგრამ სეზონის დასასრულს სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად გააქტიურდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნოდარ მელაძის მიმართ შეურაცხმყოფელ გვერდებს ქმნიდა და ღიად აკრიტიკებდა.

როგორც ამბობდნენ, ამ ფაქტს ტელეწამყვანი ძალიან განიცდიდა, თუმცა ამის გამო გადაცემის წაყვანაზე უარი არ უთქვამს და სკანდალების სერია ძველებურად გრძელდებოდა "იმედის" ეთერში.

ჯერ კიდევ ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოდარ მელაძე შოუს აღარ წაიყვანდა. ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებისთანავე, ჭორი იმის შესახებ, რომ ნოდარ მელაძემ გადაცემა დატოვა, ისევ აქტუალური გახდა. ამბობენ, რომ მელაძემ სოციალურ ქსელში მის მიმართ წამოსულ შეურაცხმყოფელ ტალღას ვერ გაუძლო და საბოლოოდ "100 გრადუსი ცელსიუსი" წაყვანაზე უარი თქვა. უსამსახუროდ არ დარჩენილა, ძველებურად აგრძელებს "იმედის" ეთერში საინფორმაციო გადაცემის წაყვანას, მეორე ჭორი, რომ ნოდარის წასვლასთან ერთად შოუც დაიხურა, გადაცემის ერთ-ერთმა პროდიუსერმა თამუნა ჯანელიძემ არ დაგვიდასტურა, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვინ ჩაიბარებს ყველაზე ცხელ თოქშოუს, როგორც მას ყოფილი წამყვანი უწოდებდა.

გავრცელებული ჭორების გადამოწმება თავდაპირველად ნოდარ მელაძესთან ვცადეთ, მაგრამ ჟურნალისტმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებაც მივწერეთ.

გადაცემას ორი პროდიუსერი ჰყავს, ლიზა ვადაჭკორია და თამუნა ჯანელიძე. ცხადია, ორივეს დავურეკეთ.

- ლიზა, გავრცელდა ხმა, რომ გადაცემა ""100 გრადუსი ცელსიუსი"" დაიხურა, რადგან ნოდარ მელაძემ ვერ გაუძლო იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც ბოლო დროს მისი მისამართით სოციალურ ქსელში ხორციელდებოდა.

- მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ნოდარმა ამას ვერ გაუძლო. მე ვიცი, რომ გადაცემა არ დახურულა და სეზონი ოქტომბრიდან დაიწყება. საუბარი იყო იმაზე, შოუს ნოდარ მელაძე წაიყვანდა თუ ვინმე სხვა.

- ჯერ არ არის გარკვეული, ვინ წაიყვანს გადაცემას?

- სექტემბერი ახალი ამბებით დატვირთულია და შესაბამისად, ნოდარი ყოველდღე "ქრონიკაში" მუშაობს, ეს არის მისი მთავარი საქმიანობა და დრო აღარ რჩება, რომ პროექტი გააკეთოს. ამიტომ დადგა საკითხი, რომ ან ოქტომბრიდან გაგრძელდეს შოუ, როდესაც ნოდარი გათავისუფლდება, ან წამყვანი შეიცვალოს, რომელსაც უფრო მეტი დრო ექნება ამ გადაცემაზე მუშაობისთვის.

- თქვენ ახალ სეზონზე სამსახურში ჯერ არ გამოცხადებულხართ?

- ვიყავი, რაღაც გეგმებზე ვისაუბრეთ, მაგრამ გადაცემის ჩაწერები ჯერ არ დაწყებულა. ოქტომბერში ზუსტად გვეცოდინება, ნოდარი გააგრძელებს თუ არა გადაცემის წაყვანას. ჯერჯერობით არავის არ უთქვამს ჩემთვის, რომ გადაცემა დაიხურა.

ლიზასთან საუბრის შემდეგ ასევე პროდიუსერ თამუნა ჯანელიძეს ვესაუბრეთ.

- კრიტიკას ვერ გაუძლო? ეს ცოტა სასაცილოა. თავიდანვე, როცა ნოდარმა პროექტის წაყვანაზე თანხმობა განაცხადა, თქვა, რომ ეს მხოლოდ ერთი სეზონი გაგრძელდებოდა. მისი მოწოდება უფრო საინფორმაციოა და შესაბამისად, ისევ იქ დაბრუნდა.

- ვინ იქნება ახალი წამყვანი, როდის დაუბრუნდება სატელევიზიო სივრცეს გადაცემა?

- დიდი ხანი არ მოუწევს მაყურებელს ცდა, მაგრამ სიურპრიზად დავტოვებთ, ვინ იქნება წამყვანი. ჯერჯერობით არც არის გადაწყვეტილი.

- კრიტიკის მიუხედავად, გადაცემა საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობდა, ალბათ რისკავთ, როდესაც წამყვანი იცვლება გადაცემაში.

- გეთანხმებით, გადაცემამ ყველანაირი რეიტინგი მოხსნა, იმედია, ახალი წამყვანიც გაამართლებს, ისევე, როგორც ნოდარი.

- გული არ დასწყდა, გადაცემის დატოვების გადაწყვეტილება რომ მიიღო?

- გული რომ დასწყვეტოდა, ალბათ არ წავიდოდა, უბრალოდ მისი ფორმატი უფრო საინფორმაციოა. ზუსტად ვიცი, არავინ არის თავისი საქმის ისეთი პროფესიონალი, როგორიც ნოდარი, შესაბამისად ჩემთვისაც ძალიან კომფორტული იყო მასთან მუშაობა. რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ მისთვისაც ასე ჯობდა.

კულუარებში კი აქტიურად ვრცელდება ჭორი, რისი ბრალია ნოდარ მელაძის წამყვანობიდან წასვლა. როგორც ამბობენ, "იმედის" ზოგმა შოუმ ვერ აიტანა ნოდარ მელაძის შოუს მაღალი რეიტინგი, სპეციალურად აუგორეს სოციალურ ქსელებში ბინძური კამპანია და ნოდარიც იძულებული გახდა დანებებულიყო. "ყველამ მშვენივრად იცის, ვინც აკეთებს ამას, უბრალოდ, ხმამაღლა ვერ ამბობენ და ნოდარსაც თანადგომას ვერ უცხადებენ", - განაცხადა ჩვენმა ანონიმმა წყარომ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები