პოლიტიკა
სამართალი

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 19:06-ზე, მთვარე ლომშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. მოერიდეთ ოპერაციებს გულსა და ზურგზე.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინასწარმეტყველ მუჰამედზე გადაღებული ფილმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება
წინასწარმეტყველ მუჰამედზე გადაღებული ფილმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

ლონ­დონ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300 ადა­მი­ან­მა აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თან ამე­რი­კუ­ლი ფილ­მის "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა.

დე­მონ­სტრა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი ჰიზბ უტ-ტაჰ­რი­რი (Hizb ut-Tahrir). ერთ დროს დიდი ბრი­ტა­ნე­თი მოძ­რა­ო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის აკ­რძალ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც კი გა­ნი­ხი­ლავ­და.

"დე­მონ­სტრა­ცია ის­ლა­მის და ჩვე­ნი რე­ლი­გი­ის სიმ­ბო­ლო­ე­ბის ყო­ველ­გვარ შე­უ­რა­ცხყო­ფას, გან­სა­კუთ­რე­ბით, კი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი მუ­ჰა­მე­დის იმი­ჯის შე­ლახ­ვას მკაც­რად გმობს",- აღ­ნიშ­ნუ­ლია მოძ­რა­ო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­მონ­სტრა­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და.

ფილ­მი "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბა" წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი მუ­ჰა­მე­დის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფილ­მი ფარ­თო კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში არ გა­დის, მან არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია.

სამ­შა­ბათს ფილ­მის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ეგ­ვიპ­ტე­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ათას­მა ადა­მი­ან­მა ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ალყა შე­მო­არ­ტყა, ან­ტი­ა­მე­რი­კულ ლო­ზუნ­გებს სკან­დი­რებ­და და სა­ელ­ჩოს წინ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა დაწ­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლი­ბი­ის ქა­ლაქ ბენ­ღა­ზი­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს და­ესხნენ თავს. შემ­თხვე­ვას ოთხი ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, მათ შო­რის ლი­ბი­ა­ში ამე­რი­კის ელჩი კრის­ტო­ფერ სტი­ვენ­სი ემსხვერ­პლა.

ამა­ვე დროს, ამე­რი­კელ ფლო­რი­დის შტა­ტის პას­ტორს, ტერი ჯონსს, რო­მე­ლიც კი­ნო­სუ­რა­თის შექ­მნა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და, გერ­მა­ნი­ა­ში შეს­ვლა­ზე უარი უთხრეს. პას­ტო­რი ყუ­რა­ნის დაწ­ვის ცნო­ბი­ლი სა­ჯა­რო აქ­ცი­ის შემ­დეგ გახ­და.

ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბით" ახ­სნა.

ჯონ­სი გერ­მა­ნი­ა­ში ულტრა მე­მარ­ჯვე­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Pro Deutschland-ის მიწ­ვე­ვით უნდა ჩა­სუ­ლი­ყო. ორ­გა­ნი­ზა­ცია ბერ­ლინ­ში ან­ტი­ის­ლა­მუ­რი ფილ­მის"ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბის" ჩვე­ნე­ბას გეგ­მავ­და. ამას­თან, გერ­მა­ნი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მი­ნის­ტრო შე­ეც­დე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ის დე­ბუ­ლე­ბა მო­ძებ­ნოს, რო­მე­ლიც ამ აქ­ცი­ას აკ­რძა­ლავს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბა" - ფილ­მი, რომ­ლის გა­მოც ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­რო აშშ-ს აუმ­ხედ­რდა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Agence France-Presse-ი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს

წინასწარმეტყველ მუჰამედზე გადაღებული ფილმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

წინასწარმეტყველ მუჰამედზე გადაღებული ფილმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

ლონდონში დაახლოებით 300 ადამიანმა აშშ-ის საელჩოსთან ამერიკული ფილმის "ისლამის უცოდველობის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.

დემონსტრაციის ორგანიზატორია რადიკალური ჯგუფი ჰიზბ უტ-ტაჰრირი (Hizb ut-Tahrir). ერთ დროს დიდი ბრიტანეთი მოძრაობის საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობასაც კი განიხილავდა.

"დემონსტრაცია ისლამის და ჩვენი რელიგიის სიმბოლოების ყოველგვარ შეურაცხყოფას, განსაკუთრებით, კი წინასწარმეტყველი მუჰამედის იმიჯის შელახვას მკაცრად გმობს",- აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაცია მშვიდობიანად დასრულდა.

ფილმი "ისლამის უცოდველობა" წინასწარმეტყველი მუჰამედის ალტერნატიულ ისტორიას ჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფართო კინოგაქირავებაში არ გადის, მან არაბულ ქვეყნებში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

სამშაბათს ფილმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ეგვიპტეში გაიმართა, სადაც რამდენიმე ათასმა ადამიანმა ამერიკის საელჩოს ალყა შემოარტყა, ანტიამერიკულ ლოზუნგებს სკანდირებდა და საელჩოს წინ აშშ-ის სახელმწიფო დროშა დაწვა.

მოგვიანებით ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეიარაღებული ადამიანები ამერიკის საელჩოს დაესხნენ თავს. შემთხვევას ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ლიბიაში ამერიკის ელჩი კრისტოფერ სტივენსი ემსხვერპლა.

ამავე დროს, ამერიკელ ფლორიდის შტატის პასტორს, ტერი ჯონსს, რომელიც კინოსურათის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა, გერმანიაში შესვლაზე უარი უთხრეს. პასტორი ყურანის დაწვის ცნობილი საჯარო აქციის შემდეგ გახდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება "საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებით" ახსნა.

ჯონსი გერმანიაში ულტრა მემარჯვენე ორგანიზაციის Pro Deutschland-ის მიწვევით უნდა ჩასულიყო. ორგანიზაცია ბერლინში ანტიისლამური ფილმის"ისლამის უცოდველობის" ჩვენებას გეგმავდა. ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო შეეცდება კანონმდებლობაში ის დებულება მოძებნოს, რომელიც ამ აქციას აკრძალავს.

იხილეთ ვიდეო: "ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა

მომზადებულია Agence France-Presse-ი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა