მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატი დურგლიშვილი: "ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქართველოა"...
რატი დურგლიშვილი:  "ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქართველოა"...

მომ­ღე­რალ­მა რატი დურ­გლიშ­ვილ­მა სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი წვი­მი­ან ბა­თუმ­ში საკ­მა­ოდ ხა­ლი­სი­ა­ნად გა­ა­ტა­რა, სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნიც გა­ა­ჩა­ღა და დე­და­ქა­ლაქ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ახალ სიმ­ღე­რებ­ზე მუ­შა­ო­ბას გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით შე­უდ­გე­ბა. ამ­ჯე­რად რატი ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის პრობ­ლე­მებ­ზე, პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რატი, რო­გორ და­ის­ვე­ნეთ ბა­თუმ­ში?

- ბა­თუ­მი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ამ ქა­ლაქთან ბევ­რი კარ­გი მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს. წელს სულ წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბი და­ემ­თხვა, ცუდი პე­რი­ო­დი შე­ვარ­ჩიე... მაგ­რამ მა­გა­რი იყო თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ნაც­ნო­ბე­ბი, მე­გობ­რე­ბი ვნა­ხე და მათ­თან ერ­თად გა­ვერ­თე. ქა­ლა­ქი დღი­თი დღე ლა­მაზ­დე­ბა და ბედ­ნი­ე­რი ვარ, მის ქუ­ჩებ­ში რომ დავ­ხე­ტი­ა­ლებ; ვერ ვი­ჯე­რებ, ეს რომ სა­ქარ­თვე­ლოა. ბევ­რი კუ­რორ­ტი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ასე­თი ლა­მა­ზი არც ერთი არ არის. ძვე­ლე­ბუ­რი ჩუ­ქურ­თმე­ბი, ქვა­ფე­ნი­ლე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი ეს თით­ქოს მყუდ­რო­ე­ბას ქმნის. ასე­თი შე­ნო­ბე­ბი თბი­ლის­საც უხ­დე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტე­რი­ე­რი ნაკ­ლე­ბად მი­ზი­დავს.

- ბა­თუმ­ში ხში­რად იმარ­თე­ბა მა­ღა­ლი დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტი; ერთ-ერთი ბოლო ხო­ა­კინ კორ­ტე­სის შოუ იყო, ხომ არ დას­წრე­ბი­ხართ?

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვერ წა­ვე­დი. ის დღე­ე­ბი მარ­თლაც, მხო­ლოდ დას­ვე­ნე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნე. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დენ მუ­სი­კას ვუს­მენ, რომ გან­ტვირ­თვა ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა, რათა შემ­დეგ ჩემი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ახა­ლი ძა­ლე­ბით, ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბით წარვდგე.

- სპექ­ტაკლში - "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" თქვენ­თვის არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- რო­გორც ვიცი, მო­ნა­წი­ლე­თა შერ­ჩე­ვა კას­ტინ­გის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბო­და, მე კი, რო­გორც წესი, კას­ტინ­გებ­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, რა­ღაც­ნა­ი­რად არ მიყ­ვარს ეს პრო­ცე­სი. როცა ვინ­მეს ჩემ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი აქვს, თვი­თონ­ვე მი­კავ­შირ­დე­ბა ხოლ­მე.

- ბოლო დროს ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბია და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ციებ-ცხე­ლე­ბა­ში ხე­ლო­ვა­ნე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩაბ­მულ­ნი. "სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მომ­ღერ­ლე­ბის" ცნე­ბაც კი გაჩ­ნდა. თქვენ, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რას იტყვით ამის თა­ო­ბა­ზე?

- პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ნაკ­ლე­ბად გახ­ლა­ვართ. მე მხო­ლოდ ის ვიცი, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ასე ხდე­ბა - სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ხე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა თუ სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ეს ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია. მთა­ვა­რია, ამ მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვა ნა­ძა­ლა­დე­ვი არ იყოს. როცა ვინ­მე კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოს­ვლას მთხოვს, მომ­ღე­რა­ლი ვარ და, ბუ­ნებ­რი­ვია, ვთან­ხმდე­ბი. ზოგ­ჯერ რე­გი­ო­ნე­ბი­და­ნაც გვთა­ვა­ზო­ბენ. მივ­დი­ვარ და ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბით ხალ­ხს ვე­ფე­რე­ბი. სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან ასეთ სა­კი­თხებ­ში ნაკ­ლე­ბად ვერ­კვე­ვი, ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ვარ ჩაფ­ლუ­ლი. დუ­ეტ­მა "ჯორ­ჯი­ამ" რაც შეგ­ვეძ­ლო, ის გა­ვა­კე­თეთ ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის და ყო­ველ­თვის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გვერ­დით ვიდ­გე­ბით.

- კე­თი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბას: რა სი­ახ­ლეს შეს­თა­ვა­ზებთ ერ­თგულ მსმე­ნელს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში?

- სი­ახ­ლე­ებ­ზე, რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ერთი პრობ­ლე­მა ყვე­ლა მომ­ღე­რალს აწუ­ხებს: სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი და კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხის, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მე­ბის არარ­სე­ბო­ბა ხელს გვიშ­ლის უფრო მეტ წინსვლა­ში, თით­ქოს რა­ღაც­ნა­ი­რად გვა­დუ­ნებს. შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, შო­უ­ბიზ­ნეს­ზე სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს, სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­რულ გა­და­ცე­მა­ში კი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე იმ­დენ­ჯერ ვი­სა­უბ­რე, უკვე სა­ინ­ტე­რე­სო აღარც არის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხალ­ხს მოჰ­ბეზ­რდა. მარ­თა­ლია, სიმ­ღე­რე­ბი რა­დი­ო­ებ­ში ტრი­ა­ლებს, მაგ­რამ ფარ­თო არე­ა­ლი არ გაგ­ვაჩ­ნია. შო­უ­ბიზ­ნეს­ში მეტი ინ­ტრი­გა უნდა იყოს, მეტი აქ­ტი­უ­რო­ბა, ისე­ვე, რო­გორც სა­ზღვარ­გა­რე­თაა. ამ­ჟა­მად მა­მა­ჩე­მის ორ სიმ­ღე­რა­ზე ვმუ­შა­ობ. გარ­და ამი­სა, მე და მა­კამ ჩავ­წე­რეთ ლელა წურ­წუ­მი­ა­სა და აჩი­კო მე­ფა­რი­ძის დუ­ე­ტი - "სიყ­ვა­რუ­ლის დღე", რო­მე­ლიც რუსა მორ­ჩი­ლა­ძეს ეკუთ­ვნის და რო­მელ­საც ისი­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­როდ­ნენ, ახლა კი ამის უფ­ლე­ბა ჩვენ გად­მოგ­ვცეს. ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მათ. სიმ­ღე­რის არან­ჟი­რე­ბა უკვე გა­ვა­კე­თეთ. სა­მო­მავ­ლოდ, ჩემს ერთ სიმ­ღე­რა­საც ჩავ­წერთ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ჩე­რე­ბუ­ლი ვართ.

- რა­ტომ არ გიც­დი­ათ, მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე მომ­ღე­რა­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით და ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­ჯა­როდ, თუნ­დაც იმ ტე­ლე­გა­და­ცე­მებ­ში გემ­სჯე­ლათ, სა­დაც ხში­რად გიწ­ვე­ვენ, და უფრო აქ­ტი­უ­რად და­გე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ თქვე­ნი სურ­ვი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხის გა­კე­თე­ბის თა­ო­ბა­ზე? მით უმე­ტეს, თუკი ეს კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში და­გეხ­მა­რე­ბო­დათ.

- ტე­ლე­ვი­ზი­ის და­არ­სე­ბას ვე­რა­ვის მოს­თხოვ და მით უმე­ტეს, ვერ აი­ძუ­ლებ. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი უფრო მე­ტად რომ იყოს და­ცუ­ლი, ამის მერე უკვე შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ზე მსჯე­ლო­ბა და ნელ-ნელა ფეხ­ზე დავ­დგე­ბით. სე­რი­ო­ზუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბის მხარ­ში დგო­მაა სა­ჭი­რო. როცა კონ­ცერ­ტე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი იმ დო­ნე­ზეა დახ­ვე­წი­ლი, ვერ წარ­მო­იდ­გენთ. ძა­ლი­ან მინ­და, მსგავ­სი, მა­ღა­ლი დო­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც არ­სე­ბობ­დეს.

- VIP-სა­ღა­მო­ზე ხში­რად მღე­რით?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ასე­თი სა­ღა­მო ბევ­რია, მაგ­რამ ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ზოგ­ჯერ გვიწ­ვე­ვენ. მი­ხა­რია, რომ ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვართ და ჩვე­ნი მოს­მე­ნის სურ­ვი­ლი აქვთ. ახლა უკვე ვარ­ჩევთ კი­დეც სი­ტუ­ა­ცი­ას და ყველ­გან აღარ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ - ვინ არის ხმის ოპე­რა­ტო­რი, რო­გო­რი აპა­რა­ტუ­რა აქვთ, რა ივენ­თია და ა.შ., რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს იმიჯ­ზე მოქ­მე­დებს, ეს კი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია. დღეს­დღე­ო­ბით, თუ ხა­რის­ხი­ა­ნი სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა გინ­და, ძა­ლი­ან ძვი­რია. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ცოტა გა­მო­ცო­ცხლდეს სი­ტუ­ა­ცია, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს, და­ჯილ­დო­ე­ბე­ბი იყოს და მომ­ღერ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა უფრო აქ­ტი­უ­რი გახ­დეს.

- კონ­ცერ­ტე­ბის, ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­საც ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა გა­ნა­პი­რო­ბებს?

- რა თქმა უნდა. როცა კარ­გი ვი­დე­ორ­გო­ლის გა­და­ღე­ბას 10.000 ლარ­ზე მეტი სჭირ­დე­ბა, გა­მო­დის, რომ მომ­ღე­რალ­მა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ამის­თვის უნდა იმუ­შა­ოს. ასე­ვეა ალ­ბო­მის გა­მოშ­ვე­ბა. ამ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი კი ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს ნამ­დვი­ლად არ გვაქვს. თუმ­ცა სიმ­ღე­რის გა­ჰი­ტე­ბას კლი­პი ძა­ლი­ან უწყობს ხელს, ხალ­ხს მოს­წონს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე და მა­კას მა­ი­კო ასა­თი­ან­თან ახლო მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს. ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნია და ჩვე­ნი სიმ­ღე­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, კვლა­ვაც მის გა­და­ცე­მა­ში შედ­გე­ბა. ყო­ველ­თვის დიდ ყუ­რა­დღე­ბას იჩენს ჩვენ მი­მართ და მას ჩვენც დიდ პა­ტივს ვცემთ, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. არ მინ­და, სხვა გა­და­ცე­მე­ბი გა­მომ­რჩეს, სა­დაც ასე­ვე ბევ­რი მე­გო­ბა­რი გვყავს, - მა­გა­ლი­თად, "ვა­ნოს შოუ" და ა.შ. ისი­ნი ყო­ველ­თვის მხარ­ში გვიდ­გა­ნან.

- ისევ სა­ზა­ფხუ­ლო თე­მას და­ვუბ­რუნ­დეთ: სა­ზღვარ­გა­რე­თის კუ­რორ­ტე­ბი­დან და ქა­ლა­ქე­ბი­დან რო­მე­ლია თქვენ­თვის მე­ტად გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- ძა­ლი­ან მომ­წონს სა­ბერ­ძნე­თი და მისი სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქე­ბი. უზო­მოდ მიყ­ვარს იურ­მა­ლა, თა­ვი­სი ლა­მა­ზი ხის სახ­ლე­ბით; ძა­ლი­ან თბი­ლია. სა­ერ­თოდ, "და­ხუ­რუ­ლი" ქა­ლა­ქე­ბი უფრო მომ­წონს, ისე­თი, სა­დაც ზღვა არ არის. ამ ზა­ფხულს კრუ­იზ­ში მინ­დო­და წას­ვლა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 14 ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შე­დი­ო­და; ღა­მით გემ­ზე ვიქ­ნე­ბო­დით. გას­ვლა იტა­ლი­ი­დან ხდე­ბო­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ვინ ავი­ყო­ლიე, რომ წა­მო­სუ­ლი­ყო, ამი­ტომ ბა­თუმ­ში გა­ვემ­გზავ­რე და არც მი­ნა­ნია.

- თქვენ შე­სა­ხებ ხში­რად მსმე­ნია სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ჭორი; ხალ­ხი ინ­ტე­რეს­დე­ბა თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით. ამ­ჟა­მად რა ხდე­ბა ამ მხრივ?

- სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი. როცა ვინ­მე გო­გო­ნას­თან ერ­თად და­მი­ნა­ხა­ვენ, ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰგო­ნი­ათ და ჭო­რებს აა­გო­რე­ბენ ხოლ­მე. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი თით­ქმის ყო­ველ­თვი­საა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნი რომ გა­ვა­კე­თო და სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგა, ასე­თი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ მყო­ლია. გარ­კვე­ულ ეტა­პამ­დე რომ მივ­დი­ვართ, მერე ისე ხდე­ბა, რომ ვშორ­დე­ბით. მო­მა­ვა­ლი წლის­თვის რა­ღაც გეგ­მე­ბი მაქვს და ამ თე­მა­ზე ალ­ბათ სე­რი­ო­ზუ­ლად დავ­ფიქ­რდე­ბი. გა­სა­კე­თე­ბე­ლი კი­დევ მაქვს რა­ღაც და ერ­თა­დერ­თი, რაც მა­ფიქ­რებს, ეგ არის... სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა ვცა­დო ბედი, ვნა­ხოთ...

- ბა­თუმ­ში ყოფ­ნი­სას სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი თუ გქონ­დათ?

- კი, ზა­ფხულს ასე­თი რო­მა­ნი ყო­ველ­თვის ახ­ლავს, მაგ­რამ ამის სა­ჯა­როდ გან­ხილ­ვა ლა­მა­ზი არ იქ­ნე­ბა. არ მიყ­ვარს ერთჯე­რა­დი და არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ის ურ­თი­ერ­თო­ბაც გრძელ­დე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარს, ის ბო­ლომ­დე მიყ­ვარს, უბ­რა­ლოდ, მერე რა ხდე­ბა, არ ვიცი. სა­ერ­თოდ, ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ არა­ფერს ვი­ტყუ­ე­ბი, ისე ვცხოვ­რობ, რომ არა­ფე­რი დავ­მა­ლო და ხალ­ხმა ყვე­ლა­ფე­რი იცო­დეს, რად­გან ამ­გვა­რად ნაკ­ლებ "ხლა­ფორთში" გა­ვეხ­ვე­ვი.

- ყვე­ლა­ზე უსი­ა­მოვ­ნო ჭორი, რო­მე­ლიც გა­გი­გო­ნია თქვენ შე­სა­ხებ?..

- რაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­ზე იფიქ­რო, ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­გო­ნია, თან, ისე­თი აბ­სურ­დუ­ლე­ბი, რომ მაგ­რად მე­ცი­ნე­ბა და ვხა­ლი­სობ ხოლ­მე. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სრუ­ლე­ბით არ მწყინს. პი­რი­ქით, მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც დროს კარ­გავს ჩემი "პი­ა­რის­თვის", შავი იქ­ნე­ბა ის თუ - თეთ­რი... ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი უზო­მოდ მიყ­ვარს, ვინც მა­ფა­სებს და ვუყ­ვარ­ვარ და ვი­საც არ ვუყ­ვარ­ვარ, ისი­ნიც (იცი­ნის). დღე­ში ალ­ბათ, 50-100 წე­რი­ლი მომ­დის ინ­ტერ­ნე­ტით, ყველ­გან უთ­ბი­ლე­სი ტექ­სტია და მე ამ ხალ­ხის უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ებ­ზე ხში­რად შე­მიმ­ჩნე­ვია უხამ­სი კო­მენ­ტა­რი, ჩემი და მა­კას ფო­ტო­ებ­ზე კი - პი­რი­ქით, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რად­გან ეს ის არის, რის­თვი­საც ჩვენ ვცხოვ­რობთ და რის­თვი­საც უფალ­მა მოგ­ვავ­ლი­ნა - რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სიყ­ვა­რუ­ლი გავ­ცეთ და მი­ვი­ღოთ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რატი დურგლიშვილი: "ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქართველოა"...

რატი დურგლიშვილი:  "ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქართველოა"...

მომღერალმა რატი დურგლიშვილმა საზაფხულო არდადეგები წვიმიან ბათუმში საკმაოდ ხალისიანად გაატარა, საკურორტო რომანიც გააჩაღა და დედაქალაქში დაბრუნებული ახალ სიმღერებზე მუშაობას განახლებული ძალებით შეუდგება. ამჯერად რატი ქართული შოუბიზნესის პრობლემებზე, პირად ცხოვრებასა და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება.

- რატი, როგორ დაისვენეთ ბათუმში?

- ბათუმი ძალიან მიყვარს და ამ ქალაქთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. წელს სულ წვიმიანი ამინდები დაემთხვა, ცუდი პერიოდი შევარჩიე... მაგრამ მაგარი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ნაცნობები, მეგობრები ვნახე და მათთან ერთად გავერთე. ქალაქი დღითი დღე ლამაზდება და ბედნიერი ვარ, მის ქუჩებში რომ დავხეტიალებ; ვერ ვიჯერებ, ეს რომ საქართველოა. ბევრი კურორტი მინახავს, მაგრამ ასეთი ლამაზი არც ერთი არ არის. ძველებური ჩუქურთმები, ქვაფენილები - ყველაფერი ეს თითქოს მყუდროებას ქმნის. ასეთი შენობები თბილისსაც უხდება. თანამედროვე ინტერიერი ნაკლებად მიზიდავს.

- ბათუმში ხშირად იმართება მაღალი დონის ვარსკვლავების კონცერტი; ერთ-ერთი ბოლო ხოაკინ კორტესის შოუ იყო, ხომ არ დასწრებიხართ?

- ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ წავედი. ის დღეები მართლაც, მხოლოდ დასვენებისთვის გამოვიყენე. მთელი წლის განმავლობაში იმდენ მუსიკას ვუსმენ, რომ განტვირთვა ძალიან მჭირდება, რათა შემდეგ ჩემი მსმენელის წინაშე ახალი ძალებით, ახალი სიმღერებით წარვდგე.

- სპექტაკლში - "ვერის უბნის მელოდიები" თქვენთვის არ შემოუთავაზებიათ მონაწილეობა?

- როგორც ვიცი, მონაწილეთა შერჩევა კასტინგის მეშვეობით ხდებოდა, მე კი, როგორც წესი, კასტინგებში არ ვმონაწილეობ, რაღაცნაირად არ მიყვარს ეს პროცესი. როცა ვინმეს ჩემთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, თვითონვე მიკავშირდება ხოლმე.

- ბოლო დროს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი მოახლოებული არჩევნებია და წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში ხელოვანებიც აქტიურად არიან ჩაბმულნი. "სახელისუფლებო მომღერლების" ცნებაც კი გაჩნდა. თქვენ, როგორც მომღერალი, საქართველოს მოქალაქე, რას იტყვით ამის თაობაზე?

- პოლიტიზებული ადამიანი ნაკლებად გახლავართ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ყველა ქვეყანაში ასე ხდება - სუბიექტური აზრის დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ხელოვანი იქნება თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი. ეს ძალიან ბუნებრივია. მთავარია, ამ მხარდაჭერის გამოხატვა ნაძალადევი არ იყოს. როცა ვინმე კონცერტებზე გამოსვლას მთხოვს, მომღერალი ვარ და, ბუნებრივია, ვთანხმდები. ზოგჯერ რეგიონებიდანაც გვთავაზობენ. მივდივარ და ჩემი შემოქმედებით ხალხს ვეფერები. სხვას ვერაფერს გეტყვით, რადგან ასეთ საკითხებში ნაკლებად ვერკვევი, ჩემს შემოქმედებაში ვარ ჩაფლული. დუეტმა "ჯორჯიამ" რაც შეგვეძლო, ის გავაკეთეთ ჩვენი ხალხისთვის და ყოველთვის ჩვენი ქვეყნის გვერდით ვიდგებით.

- კეთილი. რაც შეეხება თქვენს შემოქმედებას: რა სიახლეს შესთავაზებთ ერთგულ მსმენელს უახლოეს მომავალში?

- სიახლეებზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვმუშაობთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ერთი პრობლემა ყველა მომღერალს აწუხებს: საქართველოში კონკურენტუნარიანი და კარგი მუსიკალური არხის, მუსიკალური გადაცემების არარსებობა ხელს გვიშლის უფრო მეტ წინსვლაში, თითქოს რაღაცნაირად გვადუნებს. შემოქმედებაზე, შოუბიზნესზე საუბრის საშუალება არ გვაქვს, სხვადასხვა პოპულარულ გადაცემაში კი ჩემს ცხოვრებაზე იმდენჯერ ვისაუბრე, უკვე საინტერესო აღარც არის. დარწმუნებული ვარ, ხალხს მოჰბეზრდა. მართალია, სიმღერები რადიოებში ტრიალებს, მაგრამ ფართო არეალი არ გაგვაჩნია. შოუბიზნესში მეტი ინტრიგა უნდა იყოს, მეტი აქტიურობა, ისევე, როგორც საზღვარგარეთაა. ამჟამად მამაჩემის ორ სიმღერაზე ვმუშაობ. გარდა ამისა, მე და მაკამ ჩავწერეთ ლელა წურწუმიასა და აჩიკო მეფარიძის დუეტი - "სიყვარულის დღე", რომელიც რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის და რომელსაც ისინი არაჩვეულებრივად მღეროდნენ, ახლა კი ამის უფლება ჩვენ გადმოგვცეს. ამისთვის დიდი მადლობა მათ. სიმღერის არანჟირება უკვე გავაკეთეთ. სამომავლოდ, ჩემს ერთ სიმღერასაც ჩავწერთ, მაგრამ ჯერჯერობით გაჩერებული ვართ.

- რატომ არ გიცდიათ, მაგალითად, რამდენიმე მომღერალი გაერთიანებულიყავით და ამ პრობლემაზე საჯაროდ, თუნდაც იმ ტელეგადაცემებში გემსჯელათ, სადაც ხშირად გიწვევენ, და უფრო აქტიურად დაგეფიქსირებინათ თქვენი სურვილი მუსიკალური არხის გაკეთების თაობაზე? მით უმეტეს, თუკი ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებოდათ.

- ტელევიზიის დაარსებას ვერავის მოსთხოვ და მით უმეტეს, ვერ აიძულებ. საავტორო უფლებები უფრო მეტად რომ იყოს დაცული, ამის მერე უკვე შეიძლება რამეზე მსჯელობა და ნელ-ნელა ფეხზე დავდგებით. სერიოზული ბიზნესმენებისა და პროფესიონალი პროდიუსერების მხარში დგომაა საჭირო. როცა კონცერტები საზღვარგარეთ გვაქვს, ყველაფერი იმ დონეზეა დახვეწილი, ვერ წარმოიდგენთ. ძალიან მინდა, მსგავსი, მაღალი დონის კომპანიები ჩვენს ქვეყანაშიც არსებობდეს.

- VIP-საღამოზე ხშირად მღერით?

- ვერ ვიტყვი, რომ ასეთი საღამო ბევრია, მაგრამ ღმერთის წყალობით, ზოგჯერ გვიწვევენ. მიხარია, რომ ხალხს ვუყვარვართ და ჩვენი მოსმენის სურვილი აქვთ. ახლა უკვე ვარჩევთ კიდეც სიტუაციას და ყველგან აღარ ვმონაწილეობთ. დიდ ყურადღებას ვაქცევ - ვინ არის ხმის ოპერატორი, როგორი აპარატურა აქვთ, რა ივენთია და ა.შ., რადგან ეს ყველაფერი ჩემს იმიჯზე მოქმედებს, ეს კი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. დღესდღეობით, თუ ხარისხიანი სიმღერის ჩაწერა გინდა, ძალიან ძვირია. დიდი სურვილი მაქვს, ცოტა გამოცოცხლდეს სიტუაცია, საინტერესო პროექტები განხორციელდეს, დაჯილდოებები იყოს და მომღერლების ცხოვრება უფრო აქტიური გახდეს.

- კონცერტების, ვიდეორგოლების ნაკლებობასაც ფინანსური პრობლემა განაპირობებს?

- რა თქმა უნდა. როცა კარგი ვიდეორგოლის გადაღებას 10.000 ლარზე მეტი სჭირდება, გამოდის, რომ მომღერალმა მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ამისთვის უნდა იმუშაოს. ასევეა ალბომის გამოშვება. ამდენი შემოსავალი კი ქართველ მომღერლებს ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა სიმღერის გაჰიტებას კლიპი ძალიან უწყობს ხელს, ხალხს მოსწონს. მოგეხსენებათ, მე და მაკას მაიკო ასათიანთან ახლო მეგობრობა გვაკავშირებს. ძალიან თბილი ადამიანია და ჩვენი სიმღერების პრეზენტაცია, სავარაუდოდ, კვლავაც მის გადაცემაში შედგება. ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენს ჩვენ მიმართ და მას ჩვენც დიდ პატივს ვცემთ, ძალიან გვიყვარს. არ მინდა, სხვა გადაცემები გამომრჩეს, სადაც ასევე ბევრი მეგობარი გვყავს, - მაგალითად, "ვანოს შოუ" და ა.შ. ისინი ყოველთვის მხარში გვიდგანან.

- ისევ საზაფხულო თემას დავუბრუნდეთ: საზღვარგარეთის კურორტებიდან და ქალაქებიდან რომელია თქვენთვის მეტად გამორჩეული?

- ძალიან მომწონს საბერძნეთი და მისი საკურორტო ქალაქები. უზომოდ მიყვარს იურმალა, თავისი ლამაზი ხის სახლებით; ძალიან თბილია. საერთოდ, "დახურული" ქალაქები უფრო მომწონს, ისეთი, სადაც ზღვა არ არის. ამ ზაფხულს კრუიზში მინდოდა წასვლა, რომლის ფარგლებშიც 14 ქალაქის დათვალიერება შედიოდა; ღამით გემზე ვიქნებოდით. გასვლა იტალიიდან ხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერავინ ავიყოლიე, რომ წამოსულიყო, ამიტომ ბათუმში გავემგზავრე და არც მინანია.

- თქვენ შესახებ ხშირად მსმენია სხვადასხვაგვარი ჭორი; ხალხი ინტერესდება თქვენი პირადი ცხოვრებით. ამჟამად რა ხდება ამ მხრივ?

- სერიოზული არაფერი. როცა ვინმე გოგონასთან ერთად დამინახავენ, ჩემი შეყვარებული ჰგონიათ და ჭორებს ააგორებენ ხოლმე. ჩემს ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი თითქმის ყოველთვისაა, მაგრამ საბოლოო არჩევანი რომ გავაკეთო და სერიოზული ნაბიჯი გადავდგა, ასეთი ჯერჯერობით არავინ მყოლია. გარკვეულ ეტაპამდე რომ მივდივართ, მერე ისე ხდება, რომ ვშორდებით. მომავალი წლისთვის რაღაც გეგმები მაქვს და ამ თემაზე ალბათ სერიოზულად დავფიქრდები. გასაკეთებელი კიდევ მაქვს რაღაც და ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ეგ არის... საზღვარგარეთ უნდა ვცადო ბედი, ვნახოთ...

- ბათუმში ყოფნისას საკურორტო რომანი თუ გქონდათ?

- კი, ზაფხულს ასეთი რომანი ყოველთვის ახლავს, მაგრამ ამის საჯაროდ განხილვა ლამაზი არ იქნება. არ მიყვარს ერთჯერადი და არასერიოზული ურთიერთობები, შესაბამისად, ის ურთიერთობაც გრძელდება. თუ ადამიანი მიყვარს, ის ბოლომდე მიყვარს, უბრალოდ, მერე რა ხდება, არ ვიცი. საერთოდ, ბედნიერი ვარ იმით, რომ არაფერს ვიტყუები, ისე ვცხოვრობ, რომ არაფერი დავმალო და ხალხმა ყველაფერი იცოდეს, რადგან ამგვარად ნაკლებ "ხლაფორთში" გავეხვევი.

- ყველაზე უსიამოვნო ჭორი, რომელიც გაგიგონია თქვენ შესახებ?..

- რაც კი შეიძლება ადამიანზე იფიქრო, ყველაფერი გამიგონია, თან, ისეთი აბსურდულები, რომ მაგრად მეცინება და ვხალისობ ხოლმე. თქვენ წარმოიდგინეთ, სრულებით არ მწყინს. პირიქით, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დროს კარგავს ჩემი "პიარისთვის", შავი იქნება ის თუ - თეთრი... ყველა ის ადამიანი უზომოდ მიყვარს, ვინც მაფასებს და ვუყვარვარ და ვისაც არ ვუყვარვარ, ისინიც (იცინის). დღეში ალბათ, 50-100 წერილი მომდის ინტერნეტით, ყველგან უთბილესი ტექსტია და მე ამ ხალხის უზომოდ მადლიერი ვარ. ცნობილი ადამიანების ფოტოებზე ხშირად შემიმჩნევია უხამსი კომენტარი, ჩემი და მაკას ფოტოებზე კი - პირიქით, რაც ძალიან მახარებს, რადგან ეს ის არის, რისთვისაც ჩვენ ვცხოვრობთ და რისთვისაც უფალმა მოგვავლინა - რაც შეიძლება მეტი სიყვარული გავცეთ და მივიღოთ ადამიანებისგან.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება