"სახალხო კრების" წარმომადგენელი ლუკა კურტანიძე ბერობისთვის ემზადება, - ამის შესახებ კურტანიძემ დღეს, რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამ მოტივით აქვს მას წვერი მოშვებული.
"ჯერ საერო საქმე მაქვს შესასრულებელი და მერე ბერობისთვის მოვემზადები, თუმცა ძალიან დიდი ბრძოლები მელის და თუ შევძელი, ამ გზას დავადგები", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
იხილეთ ვიდეო: "თუ მოვემზადე და ღირსი ვიქენი, შევძლებ ბერად აღვიკვეცო"