პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი სამხედროები მორიგ სკანდალში გაეხვნენ
ამერიკელი სამხედროები მორიგ სკანდალში გაეხვნენ

22 მა­ისს აშშ-ში, ფლო­რი­დას შტატ­ში მო­რი­გი სამ­ხედ­რო კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. პრო­ტო­კო­ლით, ის სხვა მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბის­გან არაფ­რით უნდა გა­მორ­ჩე­უ­ლი­ყო, რომ არა ერთ-ერთი ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სენ­სა­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ ამ­ბავს აჟი­ო­ტა­ჟი სა­ერ­თოდ არ მო­ყო­ლო­და, ინ­ფორ­მა­ცია პრე­სა­ში რომ არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. 28 მა­ისს, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა ის სა­ჯა­რო გა­ხა­დეს.

მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი აშშ-ის სპეც-და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ჯა­რე­ბის უშუ­ა­ლო სარ­და­ლი, ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი ნილ ტოლი გახ­ლავთ. თა­ვად გან­ცხა­დე­ბა კი, რო­მელ­მაც ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო, შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობ­და.

გე­ნერ­ლის თქმით, ჩრდი­ლო კო­რე­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშშ-სა და სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი დე­სან­ტი გა­დას­ხეს. ოპე­რა­ცი­ის მი­ზა­ნი, ჩრდი­ლო კო­რე­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა ობი­ექ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა-დაზ­ვერ­ვა­ში მდგო­მა­რე­ობ­და. ტო­ლის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მე­დე­სან­ტე­ე­ბის მო­ბი­ლუ­რო­ბის გა­საზ­რდე­ლად, მათი გა­დას­ხმა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პლექ­ტა­ცი­ით მოხ­და. მზვე­რა­ვებ­მა, ჩრდი­ლო კო­რე­ის დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბულ ზო­ნა­ში აშე­ნე­ბუ­ლი, აქამ­დე უც­ნო­ბი ოთხი გვი­რა­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გარ­და ამი­სა, ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო 20 უც­ნო­ბი აე­როდ­რო­მის აღ­მო­ჩე­ნაც.

გე­ნერ­ლის საკ­მა­ოდ თა­მა­მი გან­ცხა­დე­ბა პრე­სამ მა­შინ­ვე აი­ტა­ცა და მალე ის მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი რამ ბუნ­დო­ვა­ნია. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გე­ნე­რალ ტო­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა არ იძ­ლე­ვა მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბას. მე­ო­რეც - მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ეს ყო­ვე­ლი­ვე სამ­ხედ­რო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა.

არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნი­უ­ან­სი. მათ შო­რის, 20 ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი. ჩრდი­ლო კო­რეა არც ისე მდი­და­რია, რომ აე­როდ­რო­მე­ბი ასე­თი ტემ­პე­ბი­თა და რა­ო­დე­ნო­ბით აშე­ნოს. თა­ნაც მათი აღ­მო­ჩე­ნა თა­ნამ­გზავ­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა და სა­ა­მი­სოდ მზვე­რა­ვე­ბის გაშ­ვე­ბა სუ­ლაც არ იყო სა­ჭი­რო.

ასეა თუ ისე, გე­ნერ­ლის გან­ცხა­დე­ბამ პენ­ტა­გო­ნი სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო. სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი აშშ-ის ჯა­რე­ბის პრეს-სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, პოლ­კოვ­ნიკ­მა ჯო­ნა­თან უი­ტუნგტონ­მა, ყო­ვე­ლი­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო. მისი თქმით, კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი გე­ნერ­ლის გა­მო­ნათ­ქვა­მი არას­წო­რად იყო ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი.

მაგ­რამ საქ­მე ამით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. 5 ივ­ნისს გე­ნე­რალ­მა ტო­ლიმ სა­კუ­თა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. მის ად­გი­ლას შემ­ცვლე­ლი უკვე და­ი­ნიშ­ნა. თა­ვად გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი გე­ნერ­ლის ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა კი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბი რჩე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სამ­ხედ­რო სამ­სახ­რი­დან სა­ერ­თოდ და­ი­თხო­ვონ.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

ამერიკელი სამხედროები მორიგ სკანდალში გაეხვნენ

ამერიკელი სამხედროები მორიგ სკანდალში გაეხვნენ

22 მაისს აშშ-ში, ფლორიდას შტატში მორიგი სამხედრო კონფერენცია გაიმართა. პროტოკოლით, ის სხვა მსგავსი შეხვედრებისგან არაფრით უნდა გამორჩეულიყო, რომ არა ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის სენსაციური განცხადება. შესაძლებელია, ამ ამბავს აჟიოტაჟი საერთოდ არ მოყოლოდა, ინფორმაცია პრესაში რომ არ მოხვედრილიყო. 28 მაისს, მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა ის საჯარო გახადეს.

მაღალჩინოსანი ამერიკელი სამხედრო, სამხრეთ კორეაში დისლოცირებული აშშ-ის სპეც-დანიშნულების ჯარების უშუალო სარდალი, ბრიგადის გენერალი ნილ ტოლი გახლავთ. თავად განცხადება კი, რომელმაც ნახევარი მსოფლიო საგონებელში ჩააგდო, შემდეგში მდგომარეობდა.

გენერლის თქმით, ჩრდილო კორეის ტერიტორიაზე აშშ-სა და სამხრეთ კორეელი სამხედროების ერთობლივი დესანტი გადასხეს. ოპერაციის მიზანი, ჩრდილო კორეის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა ობიექტების აღმოჩენა-დაზვერვაში მდგომარეობდა. ტოლის განცხადების თანახმად, მედესანტეების მობილურობის გასაზრდელად, მათი გადასხმა აღჭურვილობის მინიმალური კომპლექტაციით მოხდა. მზვერავებმა, ჩრდილო კორეის დემილიტარიზებულ ზონაში აშენებული, აქამდე უცნობი ოთხი გვირაბი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ამერიკელებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო  20 უცნობი აეროდრომის აღმოჩენაც.

გენერლის საკმაოდ თამამი განცხადება პრესამ მაშინვე აიტაცა და მალე ის მთელ მსოფლიოს მოედო. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ ბუნდოვანია. უპირველეს ყოვლისა, გენერალ ტოლის თანამდებობა არ იძლევა მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლებას. მეორეც - მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაშიც კი, ეს ყოველივე სამხედრო საიდუმლოებაა.

არის კიდევ რამდენიმე ნიუანსი. მათ შორის, 20 ახლად აღმოჩენილი სამხედრო აეროდრომი. ჩრდილო კორეა არც ისე მდიდარია, რომ აეროდრომები ასეთი ტემპებითა და რაოდენობით აშენოს. თანაც მათი აღმოჩენა თანამგზავრებით შეიძლება და საამისოდ მზვერავების გაშვება სულაც არ იყო საჭირო.

ასეა თუ ისე, გენერლის განცხადებამ პენტაგონი საგონებელში ჩააგდო. სამხრეთ კორეაში განლაგებული აშშ-ის ჯარების პრეს-სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ჯონათან უიტუნგტონმა, ყოველივე კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი გენერლის გამონათქვამი არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. 5 ივნისს გენერალმა ტოლიმ საკუთარი თანამდებობა დატოვა. მის ადგილას შემცვლელი უკვე დაინიშნა. თავად გადაყენებული გენერლის ახალი თანამდებობა კი ჯერჯერობით უცნობი რჩება. არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო სამსახრიდან საერთოდ დაითხოვონ.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე