სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პორშემ" ახალი 911 ფრანკფურტამდე გაგვაცნო
"პორშემ" ახალი 911 ფრანკფურტამდე გაგვაცნო

თუ იცით, რო­მე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ბაზ­რი­დან უკვე 48 წე­ლია, ფეხს არ იც­ვლის და მა­ინც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია? რა თქმა უნდა, ლე­გენ­და­რუ­ლი "პორ­შე 911". მალე ამ ავ­ტო­მო­ბილს ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე შე­უს­რულ­დე­ბა და ამ იუ­ბი­ლეს მისი მე­ცხრე თა­ო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი იზე­ი­მებს. ის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რაც მალე ფრან­კფურ­ტის მო­ტორ შო­უ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. პრე­მი­ე­რამ­დე ცოტა ხნით ადრე კი გერ­მა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა.

ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი აქამ­დე 991-ის სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი. გა­რეგ­ნუ­ლად ის ძლი­ერ ჰგავს წი­ნა­მორ­ბედ 997-ს, თუმ­ცა ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი ხომ გა­რეგ­ნუ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლოდ იც­ვლე­ბა ხოლ­მე. თუმ­ცა სხვა­ო­ბა მა­ინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჯერ ერთი, ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი შეც­ვლილ პლატ­ფორ­მა­ზე დგას, რო­მელ­საც 100 მი­ლი­მეტ­რით (2450 მმ-მდე) დაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ბაზა აქვს. შემ­ცი­რე­ბუ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლის სი­მაღ­ლე, გა­გა­ნი­ე­რე­ბუ­ლია უკა­ნა ბორ­ბლე­ბის კვა­ლი. პო­ზი­ცია შე­უც­ვა­ლეს უკა­ნა ხედ­ვის სარ­კე­ებს, შე­იც­ვა­ლა მთა­ვა­რი ფა­რე­ბი. მოკ­ლედ, 911-ს იერი კი შე­უ­ნარ­ჩუნ­და, მაგ­რამ მან უფრო დი­ნა­მი­კუ­რი და აგ­რე­სი­უ­ლი სახე მი­ი­ღო.

ახა­ლი 911-ის შასი და ძარა ალუ­მი­ნი­სა და ფო­ლა­დის ფურ­ცლე­ბის­გა­ნაა შექ­მნი­ლი, რისი წყა­ლო­ბი­თაც, გა­ი­ზარ­და მისი სიმ­ტკი­ცე და 45 კი­ლოგ­რა­მით შემ­ცირ­და წონა. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი აე­რო­დი­ნა­მი­კი­სა და უფრო გა­ნი­ე­რი უკა­ნა სპო­ი­ლე­რის წყა­ლო­ბით, გა­ი­ზარ­და უკა­ნა ბორ­ბლებ­ზე დი­ნა­მი­კუ­რი დატ­ვირ­თვა. რაც მთა­ვა­რია, ამი­სათ­ვის აე­რო­დი­ნა­მი­კუ­რი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გაზ­რდა სა­ჭი­რო არ გახ­და.

ექ­სტე­რი­ე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა შეც­ვლი­ლი 911-ის ინ­ტე­რი­ე­რი. "პორ­შე" აცხა­დებს, რომ სა­ლონ­ში "კარ­ე­რა GT-ს" გავ­ლე­ნა იგ­რძნო­ბა. თუმ­ცა, თვალ­ში­სა­ცე­მია ისიც, რომ სა­ლო­ნის გა­ფორ­მე­ბი­სას, სე­დან "პა­ნა­მე­რას" ბევ­რი ელე­მენ­ტი­ცაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ფრან­კფურ­ტულ პრე­მი­ე­რა­ზე, ავ­ტო­მო­ბი­ლი ორი მო­დი­ფი­კა­ცი­ის სა­ხით წარ­სდგე­ბა. ერთი სა­ბა­ზო "კარ­ე­რაა", მე­ო­რე კი - უფრო სპორ­ტუ­ლი "კარ­ე­რა S". ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, ძრა­ვებ­თან 7-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი მე­ქა­ნი­კუ­რი, ან ავ­ტო­მა­ტუ­რი კო­ლო­ფია შე­წყვი­ლე­ბუ­ლი. ამ უკა­ნას­კნელს ძრავ­თან ორ­დის­კო­ი­ა­ნი ქურო აკავ­ში­რებს.

ახა­ლი "კარ­ე­რა" ახა­ლი 6-ცი­ლინ­დრი­ა­ნი ოპო­ზი­ტუ­რი 3.4-ლიტ­რი­ა­ნი ძრა­ვი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­მელ­საც საწ­ვა­ვის უშუ­ა­ლოდ წვის კა­მე­რა­ში შეფრქვე­ვის სის­ტე­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა. ძრა­ვი 350 ცხე­ნის ძა­ლას გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რაც საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ ავ­ტო­მო­ბილ­მა ნუ­ლი­დან 100 კმ/სთ სიჩ­ქა­რე 4.6 წამ­ში აკ­რი­ფოს. ეს დრო 0.2 წა­მით მცირ­დე­ბა, რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი "სპორტ ქრო­ნო" პა­კე­ტი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. ავ­ტო­მა­ტუ­რი კო­ლო­ფით აღ­ჭურ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, 100 კი­ლო­მეტ­რის გა­სავ­ლე­ლად 8.2 ლიტრ საწ­ვავს მო­იხ­მარს, ყო­ვე­ლი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლი­სას კი ის ატ­მოს­ფე­რო­ში მხო­ლოდ 194 გრამ ნახ­ში­რორ­ჟანგს გა­მოჰ­ყოფს. ამ­გვა­რად, ეს "პორ­შეს" პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია, რო­მე­ლიც ატ­მოს­ფე­როს 200 გრამ­ზე ნაკ­ლე­ბი ნახ­ში­რორ­ჟან­გით აბინ­ძუ­რებს.

მო­დე­ლი "კარ­ე­რა S" 3.8-ლიტ­რი­ა­ნი ძრა­ვი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 400 ცხე­ნის ძა­ლას გა­მო­ი­მუ­შა­ვებს (15-ით მეტს, ვიდ­რე წინა თა­ო­ბის კარ­ე­რა S-ზე). ამ ძრა­ვით (და­ავ­ტო­მა­ტუ­რი კო­ლო­ფით), ავ­ტო­მო­ბილს ად­გი­ლი­დან 100 კმ/სთ-მდე აჩ­ქა­რე­ბა 4.3 წამ­ში შე­უძ­ლია, "სპორტ ქრო­ნო" პა­კე­ტით კი იმა­ვე აჩ­ქა­რე­ბას 4.1 წამ­ში ას­წრებს. 100 კი­ლო­მეტ­რის გა­სავ­ლე­ლად, "კარ­ე­რა S-ს" 8.7 ლიტ­რი საწ­ვა­ვი ჰყოფ­ნის, ყო­ვე­ლი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლი­სას კი ატ­მოს­ფე­რო­ში 205 გრამ ნახ­ში­რორ­ჟანგს გა­მო­ყოფს.

ძრა­ვის წვის რე­ჟი­მის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის გარ­და, ეკო­ნო­მი­უ­რო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც მო­ხერ­ხდა. პირ­ველ რიგ­ში, ესაა სის­ტე­მა სტოპ-სტარ­ტი, ელექტრუ­ლი სის­ტე­მე­ბის რე­კუ­პე­რა­ცია, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის მარ­თვის ოპ­ტი­მი­ზა­ცია, სა­ჭის მე­ქა­ნიზ­მის ელექტრო-მე­ქა­ნი­კუ­რი გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი და, რა თქმა უნდა, ახა­ლი, 7-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი კო­ლო­ფე­ბი.

მარ­თა­ლია, ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა 13 სექ­ტემ­ბერს, ფრან­კფურ­ტის შო­უ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, მაგ­რამ "პორ­შე" აცხადბს, მას­ზე შეკ­ვე­თე­ბის მი­ღე­ბას 1 სექ­ტემ­ბრი­დან იწყებს. გერ­მა­ნი­ა­ში, "911 კარ­ე­რას" სა­ბა­ზო ვერ­სი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 88 938 ევ­როა, "911 კარ­ე­რა S" კი 102 436 ევრო ეღი­რე­ბა.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"პორშემ" ახალი 911 ფრანკფურტამდე გაგვაცნო

"პორშემ" ახალი 911 ფრანკფურტამდე გაგვაცნო

თუ იცით, რომელი ავტომობილია, რომელიც მსოფლიო ბაზრიდან უკვე 48 წელია, ფეხს არ იცვლის და მაინც ძალიან პოპულარულია? რა თქმა უნდა, ლეგენდარული "პორშე 911". მალე ამ ავტომობილს ნახევარი საუკუნე შეუსრულდება და ამ იუბილეს მისი მეცხრე თაობის ავტომობილი იზეიმებს. ის ავტომობილი, რომლის მსოფლიო პრემიერაც მალე ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი გერმანულმა კომპანიამ მის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა.

ახალი ავტომობილი აქამდე 991-ის სახელით იყო ცნობილი. გარეგნულად ის ძლიერ ჰგავს წინამორბედ 997-ს, თუმცა ეს ავტომობილი ხომ გარეგნულად უმნიშვნელოდ იცვლება ხოლმე. თუმცა სხვაობა მაინც მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, ახალი ავტომობილი შეცვლილ პლატფორმაზე დგას, რომელსაც 100 მილიმეტრით (2450 მმ-მდე) დაგრძელებული ბაზა აქვს. შემცირებულია ავტომობილის სიმაღლე, გაგანიერებულია უკანა ბორბლების კვალი. პოზიცია შეუცვალეს უკანა ხედვის სარკეებს, შეიცვალა მთავარი ფარები. მოკლედ, 911-ს იერი კი შეუნარჩუნდა, მაგრამ მან უფრო დინამიკური და აგრესიული სახე მიიღო.

ახალი 911-ის შასი და ძარა ალუმინისა და ფოლადის ფურცლებისგანაა შექმნილი, რისი წყალობითაც, გაიზარდა მისი სიმტკიცე და 45 კილოგრამით შემცირდა წონა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული აეროდინამიკისა და უფრო განიერი უკანა სპოილერის წყალობით, გაიზარდა უკანა ბორბლებზე დინამიკური დატვირთვა. რაც მთავარია, ამისათვის აეროდინამიკური კოეფიციენტის გაზრდა საჭირო არ გახდა.

ექსტერიერისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნადაა შეცვლილი 911-ის ინტერიერი. "პორშე" აცხადებს, რომ სალონში "კარერა GT-ს" გავლენა იგრძნობა. თუმცა, თვალშისაცემია ისიც, რომ სალონის გაფორმებისას, სედან "პანამერას" ბევრი ელემენტიცაა გამოყენებული.

ფრანკფურტულ პრემიერაზე, ავტომობილი ორი მოდიფიკაციის სახით წარსდგება. ერთი საბაზო "კარერაა", მეორე კი - უფრო სპორტული "კარერა S". ორივე შემთხვევაში, ძრავებთან 7-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფია შეწყვილებული. ამ უკანასკნელს ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს.

ახალი "კარერა" ახალი 6-ცილინდრიანი ოპოზიტური 3.4-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ძრავი 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 4.6 წამში აკრიფოს. ეს დრო 0.2 წამით მცირდება, როდესაც ავტომობილი "სპორტ ქრონო" პაკეტითაა აღჭურვილი. ავტომატური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი, 100 კილომეტრის გასავლელად 8.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში მხოლოდ 194 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ამგვარად, ეს "პორშეს" პირველი ავტომობილია, რომელიც ატმოსფეროს 200 გრამზე ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს.

მოდელი "კარერა S" 3.8-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს (15-ით მეტს, ვიდრე წინა თაობის კარერა S-ზე). ამ ძრავით (დაავტომატური კოლოფით), ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.3 წამში შეუძლია, "სპორტ ქრონო" პაკეტით კი იმავე აჩქარებას 4.1 წამში ასწრებს. 100 კილომეტრის გასავლელად, "კარერა S-ს" 8.7 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 205 გრამ ნახშირორჟანგს გამოყოფს.

ძრავის წვის რეჟიმის ოპტიმიზაციის გარდა, ეკონომიურობის გაუმჯობესება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითაც მოხერხდა. პირველ რიგში, ესაა სისტემა სტოპ-სტარტი, ელექტრული სისტემების რეკუპერაცია, ტემპერატურული რეჟიმის მართვის ოპტიმიზაცია, საჭის მექანიზმის ელექტრო-მექანიკური გამაძლიერებელი და, რა თქმა უნდა, ახალი, 7-საფეხურიანი კოლოფები.

მართალია, ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა 13 სექტემბერს, ფრანკფურტის შოუზე გაიმართება, მაგრამ "პორშე" აცხადბს, მასზე შეკვეთების მიღებას 1 სექტემბრიდან იწყებს. გერმანიაში, "911 კარერას" საბაზო ვერსიის ღირებულება 88 938 ევროა, "911 კარერა S" კი 102 436 ევრო ეღირება.

იხილეთ ბმული

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)