სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!
წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!

26 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას #47-ში, "ბიბ­ლუ­სის" წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის კი­დევ ერთი - 25-ე მა­ღა­ზია გა­იხ­სნა. მეტ­რო­სად­გურ "დე­ლისს" რომ გას­ცდე­ბით, უთუ­ოდ შე­ნიშ­ნავთ უზარ­მა­ზარ ბილ­ბორდს. ღმერ­თმა ქნას, ეს მა­ღა­ზი­აც ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს, რო­გო­რიც "ბიბ­ლუ­სის" სხვა მა­ღა­ზი­ე­ბია.

"ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე:

- იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე, "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ოფის­თან და ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი ორი მა­ღა­ზია ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და სა­ბურ­თა­ლოს მცხოვ­რებ­თა მზარდ მო­თხოვ­ნას წიგ­ნებ­ზე, ამი­ტო­მაც გავ­ხსე­ნით ახა­ლი და გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ.

- ახა­ლი მა­ღა­ზია რით გა­მო­ირ­ჩე­ვა და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან?

- ეს გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე დიდი მა­ღა­ზია "ბიბ­ლუ­სის" ქსელ­ში. მას სამი დარ­ბა­ზი აქვს: ერთი დიდი და ორი მცი­რე. დიდი დარ­ბა­ზი ეთ­მო­ბა წიგ­ნებ­სა და სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თებს. აქ მკი­თხვე­ლი ყვე­ლა­ნა­ირ ლი­ტე­რა­ტუ­რას შე­ი­ძენს, მათ შო­რის, კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა­საც, სპე­ცი­ფი­კურს და ძნე­ლად მო­სა­ძი­ე­ბელს, ანუ ისეთს, რო­გო­რიც მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს სჭირ­დე­ბათ. ასე რომ, ახა­ლი მა­ღა­ზია მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა. მალე მა­ღა­ზი­ას კი­დევ ერთი ფუნ­ქცია და­ე­მა­ტე­ბა: ბავ­შვე­ბის­თვის მო­ე­წყო­ბა სა­სა­ჩუქ­რე-სა­თა­მა­შო დარ­ბა­ზი. ბავ­შვებ­თან ერ­თად შე­მო­სულ მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, შვი­ლე­ბი და­ტო­ვონ სა­თა­მა­შო დარ­ბაზ­ში, სა­დაც პა­ტა­რე­ბი ხატ­ვით ან ძერ­წვით შე­იქ­ცე­ვენ თავს, თვი­თონ კი სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ათ­ვა­ლი­ე­რონ და შე­არ­ჩი­ონ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი თუ სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თი. ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბულ სა­ბავ­შვო დარ­ბაზ­ში სა­თა­მა­შოც ბევ­რი იქ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მშობ­ლებს ბავ­შვე­ბის­თვის სა­თა­მა­შოს სა­ყიდ­ლად შორს წას­ვლა აღარ მო­უ­წევთ.

კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა ის გახ­ლავთ, რომ მა­ღა­ზი­ის წინ მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბია და პარ­კინ­გის პრობ­ლე­მა ჩვენს მან­ქა­ნი­ან სტუმ­რებს არ შე­ექ­მნე­ბათ.

- ჩანს, ეს ბავ­შვე­ბის­თვის არა მხო­ლოდ თავ­შე­საქ­ცე­ვი, არა­მედ შე­მეც­ნე­ბი­თი კუ­თხეც იქ­ნე­ბა. კი­დევ რა სი­ურპრი­ზე­ბი ელით ბავ­შვებს, ხან­და­ხან ზღაპ­რის გმი­რე­ბიც ხომ არ ეწ­ვე­ვი­ან ან სა­ბავ­შვო მწერ­ლებ­სა და პო­ე­ტებს ხომ არ შეხ­ვდე­ბი­ან?

- რა­ტო­მაც არა! სა­მო­მავ­ლოდ ბევ­რი იდეა გვაქვს, მაგ­რამ ყვე­ლას ერ­თბა­შად ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ: მა­ღა­ზია ეს-ესაა გა­იხ­სნა. საკ­მა­ოდ დიდი ფარ­თო­ბია პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მო­სა­წყო­ბად, ამი­ტომ არა მარ­ტო "მე­დი­ა­პა­ლიტ­რის" ახალ წიგ­ნებს წარ­მო­გიდ­გენთ, სხვა­დას­ხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბა­სა და ავ­ტორ­საც ექ­ნე­ბა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. 8 სექ­ტემ­ბერს, 16 სა­ათ­ზე, ბა­ტო­ნი გოგი ხა­რა­ბა­ძის წიგ­ნის - "სახ­ლი რუს­თა­ველ­ზე" - პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. სა­მო­მავ­ლოდ სხვა ტი­პის სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბის მო­წყო­ბაც შე­იძ­ლე­ბა, თუნ­დაც ისე­თის, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ქუ­თა­ი­სის "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­ში რომ ვგეგ­მავთ. იქ ახალ­გაზ­რდა მთარ­გმნე­ლე­ბი ქუ­თა­ი­სის ახალ­გაზ­რდო­ბას ხვდე­ბი­ან. ასე­თი­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ახალ მა­ღა­ზი­ა­შიც ჩა­ტარ­დე­ბა: მთარ­გმნე­ლე­ბი, მწერ­ლე­ბი, მხატ­ვრე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან ახალ­გაზ­რდებს, ისა­უბ­რე­ბენ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, სა­კუ­თარ თუ სხვა­თა ნაშ­რო­მებ­ზე, წე­რი­ლებ­ზე, გა­ნი­ხი­ლა­ვენ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცე­სებს... მოკ­ლედ, ახა­ლი მა­ღა­ზია ძა­ლი­ან ბევ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ამი­ტო­მაც მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ მას სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბის­თვის. ვა­ახ­ლებთ "ბიბ­ლუ­სის" ვებგ­ვერ­დსაც - ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ბლოგ­სა და თე­მებს შევ­თა­ვა­ზებთ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს და, ჩვე­ნი სფე­რო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ რჩე­ვებს, იდე­ებ­სა და შე­ნიშ­ვნებ­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. სა­ა­მი­სოდ სულ მალე ჩა­ირ­თვე­ბა "ბიბ­ლუ­სის" "ცხე­ლი ხა­ზიც", სა­დაც ყვე­ლას სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ერ­თად თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა, სურ­ვი­ლი და შე­ნიშ­ვნა გაგ­ვი­ზი­ა­როს.

- ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის მო­ემ­ზა­დეთ?

- ალ­ბათ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი მალე და­ი­ბეჭ­დე­ბა და მა­შინ­ვე შე­ვი­ტანთ მა­ღა­ზი­ა­ში. ტრა­დი­ცი­უ­ლად, სას­კო­ლო წიგ­ნე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი გვექ­ნე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად. ასე რომ, ვაჟა-ფშა­ვე­ლას #47-ში გახ­სნი­ლი "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზია ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის ბავ­შვე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ ერთ-ერთ დიდ სას­კო­ლო ცენ­ტრად იქ­ცე­ვა.

- "მე­დი­ა­პა­ლიტ­რა" სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი­თა და აქ­ცი­ე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. ახ­ლაც, ერთი თვეა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბია "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში: მკი­თხვე­ლებს ერთ და ორ ლა­რა­დაც კი შე­უძ­ლია წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა...

- არა­თუ სა­გა­მომ­ცემ­ლო, ნე­ბის­მი­ერ სა­ვაჭ­რო ბიზ­ნეს­ში, მსგავ­სი ფას­დაკ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. თა­ნაც რო­დის? - ყვე­ლა რომ ერ­თო­ბა, წიგ­ნის შე­ძე­ნა­ზე ნაკ­ლე­ბად ფიქ­რობს და სა­ვაჭ­რო სფე­რო­შიც ერ­თგვა­რი ჩა­ვარ­დნაა. არა­და, ამ­ჯე­რად მსგავ­სი არა­ფე­რი გვიგ­რძნია - მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ჩვენს მა­ღა­ზი­ებს მყიდ­ვე­ლი არ მოჰ­კლე­ბია. ფას­დაკ­ლე­ბა აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

- რო­გორც ვიცი, სხვა ახა­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის გახ­სნა­საც გეგ­მავთ.

- დიახ ასეა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იხ­სნე­ბა "ბიბ­ლუ­სი" ქუ­თა­ის­ში - მაკ­დო­ნალდსის წინ, ასე­ვე და­ახ­ლო­ე­ბით 10 სექ­ტემ­ბრის­თვის კი­დევ ერთი მა­ღა­ზია შეგ­ვე­მა­ტე­ბა - ამ­ჯე­რად ლან­ჩხუთ­ში.

P.S. 25 აგ­ვის­ტოს, "ბიბ­ლუ­სის" 25-ე მა­ღა­ზი­ის გახ­სნის წინა სა­ღა­მოს, მა­ღა­ზი­ას რომ ალა­გებ­დნენ, ბევ­რი ხალ­ხი მოგ­რო­ვი­ლა - მე­ზო­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ლო­ცავ­დნენ და ემად­ლი­ე­რე­ბოდ­ნენ "ბიბ­ლუ­სის" თა­ნამ­შრომ­ლებს - სა­ე­რო, საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მეს აკე­თებ­თო. დახ­მა­რე­ბაც კი შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ, რა­ი­მე დაგ­ვა­ვა­ლეთ, გვინ­და, ასეთ საქ­მე­ში ჩვე­ნი წვლი­ლიც შე­ვი­ტა­ნო­თო. ასე­თი მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს "ბიბ­ლუ­სი­სა" და მთე­ლი "მე­დი­ა­პა­ლიტ­რის­თვის"!

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!

წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!

26 აგვისტოს თბილისში, ვაჟა-ფშაველას #47-ში, "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიათა ქსელის კიდევ ერთი - 25-ე მაღაზია გაიხსნა. მეტროსადგურ "დელისს" რომ გასცდებით, უთუოდ შენიშნავთ უზარმაზარ ბილბორდს. ღმერთმა ქნას, ეს მაღაზიაც ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორიც "ბიბლუსის" სხვა მაღაზიებია.

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გაგნიძე:

- იოსებიძის ქუჩაზე, "პალიტრა მედიის" ოფისთან და ბახტრიონის ქუჩაზე არსებული ორი მაღაზია ვერ აკმაყოფილებდა საბურთალოს მცხოვრებთა მზარდ მოთხოვნას წიგნებზე, ამიტომაც გავხსენით ახალი და გაჩერებას არ ვაპირებთ.

- ახალი მაღაზია რით გამოირჩევა დანარჩენებისგან?

- ეს გახლავთ ყველაზე დიდი მაღაზია "ბიბლუსის" ქსელში. მას სამი დარბაზი აქვს: ერთი დიდი და ორი მცირე. დიდი დარბაზი ეთმობა წიგნებსა და საკანცელარიო ნივთებს. აქ მკითხველი ყველანაირ ლიტერატურას შეიძენს, მათ შორის, კონკრეტული მიმართულებისასაც,  სპეციფიკურს და ძნელად მოსაძიებელს, ანუ ისეთს, როგორიც მხოლოდ კონკრეტული დარგის სპეციალისტებს სჭირდებათ. ასე რომ, ახალი მაღაზია მაქსიმალურად სრულყოფილი იქნება. მალე მაღაზიას კიდევ ერთი ფუნქცია დაემატება: ბავშვებისთვის მოეწყობა სასაჩუქრე-სათამაშო დარბაზი. ბავშვებთან  ერთად შემოსულ მშობლებს საშუალება ექნებათ, შვილები დატოვონ სათამაშო დარბაზში, სადაც პატარები ხატვით ან ძერწვით შეიქცევენ თავს, თვითონ კი საგულდაგულოდ დაათვალიერონ და შეარჩიონ სასურველი წიგნი თუ საკანცელარიო ნივთი. ლამაზად გაფორმებულ საბავშვო დარბაზში სათამაშოც ბევრი იქნება, შესაბამისად, მშობლებს ბავშვებისთვის სათამაშოს საყიდლად შორს წასვლა აღარ მოუწევთ.

კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მაღაზიის წინ მანქანის გასაჩერებელი ადგილებია და პარკინგის პრობლემა ჩვენს მანქანიან სტუმრებს არ შეექმნებათ.

- ჩანს, ეს ბავშვებისთვის არა მხოლოდ თავშესაქცევი, არამედ შემეცნებითი კუთხეც იქნება. კიდევ რა სიურპრიზები ელით ბავშვებს, ხანდახან ზღაპრის გმირებიც ხომ არ ეწვევიან ან საბავშვო მწერლებსა და პოეტებს ხომ არ შეხვდებიან?

- რატომაც არა! სამომავლოდ ბევრი იდეა გვაქვს, მაგრამ ყველას ერთბაშად ვერ განვახორციელებთ: მაღაზია ეს-ესაა გაიხსნა. საკმაოდ დიდი ფართობია პრეზენტაციების მოსაწყობად, ამიტომ არა მარტო "მედიაპალიტრის" ახალ წიგნებს წარმოგიდგენთ, სხვადასხვა გამომცემლობასა და ავტორსაც ექნება პრეზენტაციების მოწყობის შესაძლებლობა. 8 სექტემბერს, 16 საათზე, ბატონი გოგი ხარაბაძის წიგნის - "სახლი რუსთაველზე" - პრეზენტაცია გაიმართება. სამომავლოდ სხვა ტიპის საინტერესო შეხვედრების მოწყობაც შეიძლება, თუნდაც ისეთის, უახლოეს დღეებში ქუთაისის "ბიბლუსის" მაღაზიაში რომ ვგეგმავთ. იქ ახალგაზრდა მთარგმნელები ქუთაისის ახალგაზრდობას ხვდებიან. ასეთივე ღონისძიებები ახალ მაღაზიაშიც ჩატარდება: მთარგმნელები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები შეხვდებიან ახალგაზრდებს, ისაუბრებენ ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, საკუთარ თუ სხვათა ნაშრომებზე, წერილებზე, განიხილავენ შემოქმედებით პროცესებს... მოკლედ, ახალი მაღაზია ძალიან ბევრის საშუალებას გვაძლევს, ამიტომაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ მას საინტერესო პროექტებისთვის. ვაახლებთ "ბიბლუსის" ვებგვერდსაც - ძალიან საინტერესო ბლოგსა და თემებს შევთავაზებთ ინტერნეტმომხმარებელს და, ჩვენი სფეროდან გამომდინარე, მათ რჩევებს, იდეებსა და შენიშვნებსაც გავითვალისწინებთ. საამისოდ სულ მალე ჩაირთვება "ბიბლუსის" "ცხელი ხაზიც", სადაც ყველას საშუალება ექნება ინფორმაციასთან ერთად თავისი მოსაზრება, სურვილი და შენიშვნა გაგვიზიაროს.

- ახალი სასწავლო წლისთვის მოემზადეთ?

- ალბათ სახელმძღვანელოები მალე დაიბეჭდება და მაშინვე შევიტანთ მაღაზიაში. ტრადიციულად, სასკოლო წიგნების ფართო არჩევანი გვექნება, რასაკვირველია, ხელმისაწვდომ ფასად. ასე რომ, ვაჟა-ფშაველას #47-ში გახსნილი "ბიბლუსის" მაღაზია ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვების მოსამზადებელ ერთ-ერთ დიდ სასკოლო ცენტრად იქცევა. 

- "მედიაპალიტრა" სოციალური პროექტებითა და აქციებითაა ცნობილი. ახლაც, ერთი თვეა, განსაკუთრებული ფასდაკლებებია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში: მკითხველებს ერთ და ორ ლარადაც კი შეუძლია წიგნების შეძენა...

- არათუ საგამომცემლო, ნებისმიერ სავაჭრო ბიზნესში, მსგავსი ფასდაკლება არ ყოფილა. თანაც როდის? - ყველა რომ ერთობა, წიგნის შეძენაზე ნაკლებად ფიქრობს და სავაჭრო სფეროშიც ერთგვარი ჩავარდნაა. არადა, ამჯერად მსგავსი არაფერი გვიგრძნია - მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენს მაღაზიებს მყიდველი არ მოჰკლებია. ფასდაკლება აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

- როგორც ვიცი, სხვა ახალი მაღაზიების გახსნასაც გეგმავთ.

- დიახ ასეა, უახლოეს დღეებში იხსნება "ბიბლუსი" ქუთაისში - მაკდონალდსის წინ, ასევე დაახლოებით 10 სექტემბრისთვის კიდევ ერთი მაღაზია შეგვემატება - ამჯერად ლანჩხუთში.

P.S. 25 აგვისტოს, "ბიბლუსის" 25-ე მაღაზიის გახსნის წინა საღამოს, მაღაზიას რომ ალაგებდნენ, ბევრი ხალხი მოგროვილა - მეზობელი კორპუსების მცხოვრებლები აღმოჩნდნენ. აღფრთოვანებულები ლოცავდნენ და ემადლიერებოდნენ "ბიბლუსის" თანამშრომლებს - საერო, საშვილიშვილო საქმეს აკეთებთო. დახმარებაც კი შეუთავაზებიათ, რაიმე დაგვავალეთ, გვინდა, ასეთ საქმეში ჩვენი წვლილიც შევიტანოთო. ასეთი მხარდაჭერა ძალიან ბევრს  ნიშნავს "ბიბლუსისა" და მთელი "მედიაპალიტრისთვის"!

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს