მიუხედავად იმისა, რომ MTV Video Music Awards-ის გამარჯვებული კეტი პერი გახდა, ყურადღების ცენტრში მაინც ბიონსე აღმოჩნდა. ნარინჯისფერ კაბაში გამოწყობილი ბიონსე ცერემონიაზე გაბერილი მუცლით მივიდა.
"მე თქვენთვის სიურპრიზი მაქვს" - განაცხადა მომღერალმა.
29 წლის ბიონსე და მისი მეუღლე ჯეი ზი პირველ ბავშვს ელოდებიან. "მოხარული ვარ გაუწყოთ, რომ ეს სიმართლეა", - განაცხადა ბიონსეს პრეს-აგენტმა.
ბიონსემ სიმღერაც შეასრულა და დასძინა: "მინდა იგრძნოთ სიყვარული, რომელიც ჩემში იზრდება".
მომავალი მამა, 41 წლის პროდიუსერი და მომღერალი ჯეი ზი პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული და გახარებულია.
მომზადებულია people.com-ის მიხედვით.