პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც გან­სა­ზღვრუ­ლია ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლის ვი­ზე­ბის ან ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვე­ბის მქო­ნე უცხო­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ შე­მოს­ვლა შე­უძ­ლი­ათ, ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

  • შსს-ს გან­მარ­ტე­ბით, „არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად“ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე შე­მოს­ვლას რიგი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ამარ­ტი­ვებს.

“გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია 2025 წლის 17 აპ­რილს მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც გან­სა­ზღვრუ­ლია იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­თა ვი­ზე­ბის ან/და ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვე­ბის მქო­ნე უცხო­ე­ლებს შე­უძ­ლი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ შე­მოს­ვლა და ყოფ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ვა­დი­თა და პი­რო­ბე­ბით.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა ამარ­ტი­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე შე­მოს­ვლას რიგი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

გან­ვმარ­ტავთ, რომ 2025 წლის 17 აპ­რილს "იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა ვი­ზე­ბის ან/და ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვე­ბის მქო­ნე უცხო­ე­ლებს შე­უძ­ლი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ შე­მოს­ვლა შე­სა­ბა­მი­სი ვა­დი­თა და პი­რო­ბე­ბით“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2015 წლის 5 ივ­ნი­სის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბის გამ­კაც­რე­ბას და ემ­სა­ხუ­რე­ბა უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას.

დად­გე­ნი­ლე­ბის ცვლი­ლე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი რე­დაქ­ცი­ის თა­ნახ­მად, ჩა­მოთ­ვლი­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დეც ჰქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ისი­ნი ფლობ­დნენ გალ­ფის ქვეყ­ნე­ბის ვი­ზას, ან ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბას, თუმ­ცა არ იყო დად­გე­ნი­ლი ვი­ზის მოქ­მე­დე­ბის ვა­დე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით, მო­თხოვ­ნე­ბი გამ­კაც­რე­ბუ­ლია.

გალ­ფის ყუ­რის ქვეყ­ნე­ბის ვიზა ან/და ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა მათ აღარ მის­ცემთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ შე­მოს­ვლი­სა და ყოფ­ნის უფ­ლე­ბას თუ მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის (სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის) დღის­თვის, მრა­ვალ­ჯე­რა­დი ვი­ზის ან/და ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მოქ­მე­დე­ბის ვადა არის არა­ნაკ­ლებ 1 წლი­სა, რაც უნდა დას­ტურ­დე­ბო­დეს სამ­გზავ­რო ან/და სხვა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტით.

კერ­ძოდ, შე­ზღუდ­ვა ვრცელ­დე­ბა გალ­ფის ყუ­რის ქვეყ­ნის ვი­ზის და ბი­ნად­რო­ბის მქო­ნე ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის, ბან­გლა­დე­შის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის, გა­ნის რეს­პუბ­ლი­კის, ეთი­ო­პი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, ერიტ­რე­ას სა­ხელ­მწი­ფოს, იე­მე­ნის რეს­პუბ­ლი­კის, კა­მე­რუ­ნის რეს­პუბ­ლი­კის, კოტ-დ'ივუ­ა­რის რეს­პუბ­ლი­კის, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, მა­რო­კოს სა­მე­ფოს, ნი­გე­რი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, პა­კის­ტა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის, სო­მა­ლის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, სი­რი­ის არაბ­თა რეს­პუბ­ლი­კის, სუ­და­ნის რეს­პუბ­ლი­კის, ტან­ზა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, უგან­დის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის ვიზების ან ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, ინფორმაციას ავრცელებს.

  • შსს-ს განმარტებით, „არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად“ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ცვლილება საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ამარტივებს.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შესაბამისი ვადითა და პირობებით.

იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს აღნიშნული ცვლილება ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

განვმარტავთ, რომ 2025 წლის 17 აპრილს "იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებაში შესული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

დადგენილების ცვლილებამდე არსებული რედაქციის თანახმად, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ცვლილებების განხორციელებამდეც ჰქონდათ საქართველოში შემოსვლის უფლება, იმ შემთხვევაში თუ ისინი ფლობდნენ გალფის ქვეყნების ვიზას, ან ბინადრობის მოწმობას, თუმცა არ იყო დადგენილი ვიზის მოქმედების ვადები, შესაბამისად აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებით, მოთხოვნები გამკაცრებულია.

გალფის ყურის ქვეყნების ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მათ აღარ მისცემთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლებას თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.

კერძოდ, შეზღუდვა ვრცელდება გალფის ყურის ქვეყნის ვიზის და ბინადრობის მქონე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, განის რესპუბლიკის, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის, ერიტრეას სახელმწიფოს, იემენის რესპუბლიკის, კამერუნის რესპუბლიკის, კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მაროკოს სამეფოს, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომალის ფედერაციული რესპუბლიკის, სირიის არაბთა რესპუბლიკის, სუდანის რესპუბლიკის, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის, უგანდის რესპუბლიკის მოქალაქეებზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.