სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში" - ირაკლი ქარსელაძე
"წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში" - ირაკლი ქარსელაძე

"წი­ლად მხვდა ბედ­ნი­ე­რე­ბა და პა­ტი­ვი, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვე­ყა­ნა გან­ვი­თა­რე­ბის თვი­სობ­რი­ვად უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე ავი­და, რაც, რა თქმა უნდა, კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლებს და რე­ვაზ სო­ხა­ძეს, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ქარ­სე­ლა­ძეს შეც­ვლის და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა.

"პირ­ველ რიგ­ში, ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ასე­თი მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბის­თვის, თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის. წი­ლად მხვდა ბედ­ნი­ე­რე­ბა და პა­ტი­ვი, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და ბუ­ნებ­რი­ვია ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის, მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მთლი­ა­ნად “ოც­ნე­ბის” გუნდს. რა თქმა უნდა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ის შე­დე­გე­ბი, რაც მი­ვი­ღეთ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვე­ყა­ნა გან­ვი­თა­რე­ბის თვი­სობ­რი­ვად უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე ავი­და, რაც რა თქმა უნდა კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა, კი­დევ უფრო და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა და ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რომ არა ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვა და გუნ­დი. ბუ­ნებ­რი­ვია, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სამ­თავ­რო­ბო გუნდს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, თი­თო­ე­ულ ჩემს კო­ლე­გა მი­ნისტრს, მათ მო­ად­გი­ლე­ებს. ამას­თან, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. ამ ძა­ლის­ხმე­ვით ხდე­ბო­და სწო­რედ ამ შე­დე­გის მი­ღე­ბა. დიდი მად­ლო­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნდს, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და თი­თო­ე­ულ დე­პუ­ტატს, რო­მე­ლიც ასე­ვე, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, იმ პრო­ფე­სი­ო­ნალს, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და, მუ­შა­ობს და მხარ­დამ­ხარ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით ამ საქ­მეს.

რა თქმა უნდა, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენტს, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის, მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კომ­პა­ნი­ის, ყვე­ლა კონ­ტრაქ­ტორს და ყვე­ლა იმ პრო­ფე­სი­ო­ნალს, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებ­და ღირ­სე­უ­ლად, წე­სი­ე­რად და პა­ტი­ოს­ნად ყვე­ლა იმ საქ­მეს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ჩვენ ასე­თი უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პი გა­დავ­ლა­ხეთ. გრძელ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­შიც ბუ­ნებ­რი­ვია, ბა­ტონ რე­ვაზს მინ­და დიდი წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო. გა­მომ­დი­ნა­რე იმ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტებს გა­აჩ­ნია. ბევ­რი მიმ­დი­ნა­რეა, ბევ­რია ახა­ლი პრო­ექ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, დიდი წარ­მა­ტე­ბა თქვენ, ჩვენს ქვე­ყა­ნას და მთლი­ა­ნად ჩვენს გუნდს. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და და ასე­ვე, ობი­ექ­ტუ­რი კრი­ტი­კით გვავ­სებ­და იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო უკე­თე­სე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით”,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ.

ავტორი:

"წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში" - ირაკლი ქარსელაძე

"წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში" - ირაკლი ქარსელაძე

"წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ - შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ გაგრძელდება", - ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

  • მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს და რევაზ სოხაძეს, რომელიც მინისტრის თანამდებობაზე ქარსელაძეს შეცვლის და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

"პირველ რიგში, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ და ბუნებრივია ამ შესაძლებლობებისთვის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, ბიძინა ივანიშვილს, მთლიანად “ოცნების” გუნდს. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც მივიღეთ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რაც რა თქმა უნდა კიდევ გაგრძელდება, კიდევ უფრო დაწინაურებული და წარმატებული იქნება.

ბუნებრივია შეუძლებელი იქნებოდა ამ მიზნის მიღწევა და ამოცანების შესრულება, რომ არა ერთიანი ძალისხმევა და გუნდი. ბუნებრივია, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თითოეულ ჩემს კოლეგა მინისტრს, მათ მოადგილეებს. ამასთან, სამინისტროების ყველა იმ ადამიანის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. ამ ძალისხმევით ხდებოდა სწორედ ამ შედეგის მიღება. დიდი მადლობა საპარლამენტო გუნდს, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით და თითოეულ დეპუტატს, რომელიც ასევე, ძალიან აქტიურად იყო ჩართული. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, იმ პროფესიონალს, რომელიც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა, მუშაობს და მხარდამხარ ვახორციელებდით ამ საქმეს.

რა თქმა უნდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მუნიციპალური განვითარების, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, ყველა კონტრაქტორს და ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც ასრულებდა ღირსეულად, წესიერად და პატიოსნად ყველა იმ საქმეს, რომლის შედეგადაც ჩვენ ასეთი უპრეცედენტო პროექტების განვითარების ეტაპი გადავლახეთ. გრძელდება ეს ყველაფერი, რაშიც ბუნებრივია, ბატონ რევაზს მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. გამომდინარე იმ დიდი მნიშვნელობიდან, რომელიც ამ პროექტებს გააჩნია. ბევრი მიმდინარეა, ბევრია ახალი პროექტი, შესაბამისად, დიდი წარმატება თქვენ, ჩვენს ქვეყანას და მთლიანად ჩვენს გუნდს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მგულშემატკივრობდა და ასევე, ობიექტური კრიტიკით გვავსებდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესები ვყოფილიყავით”,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.