სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ სკივრში და ოკეანეში გადააგდოს" - ზარქუა ოპოზიციას
"ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ სკივრში და ოკეანეში გადააგდოს" - ზარქუა ოპოზიციას

რა­ნა­ი­რად ხდე­ბა ასე, რომ გუ­შინ და გუ­შინ წინ მთე­ლი დღე აგი­ნებ­დნენ, არ შევ­ხვდე­ბით, არ გვა­ინ­ტე­რე­სებ­სო და დღეს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი - ბო­კუ­ჩა­ვე­ბი, გა­ხა­რი­ე­ბი, სა­მა­დაშ­ვი­ლე­ბი, ხა­ზა­რა­ძე­ე­ბი და­ე­წყვნენ და ერ­თმა­ნეთს ას­წრებ­დნენ [ეუთო-ს გენმდი­ვან­თან] შეხ­ვედ­რას - ეს არის თქვე­ნი მო­რა­ლი, რო­მე­ლიც ამო­რა­ლუ­რია, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ოპო­ზი­ცია “ერ­თად უნდა მო­ა­ქუ­ჩოს ადა­მი­ან­მა, ჩას­ვას დიდ სკივ­რში, სა­დაც მი­ე­წე­რე­ბა: “უსამ­შობ­ლო­ე­ბი, უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ე­ბი, უპ­რინ­ცი­პო­ე­ბი და ლუ­ზე­რე­ბი” და ოკე­ა­ნე­ში უნდა გა­და­აგ­დოს.”

“ეუთო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი შეხ­ვდა ჩვენს ლი­დე­რებს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, პრე­ზი­დენტს. ამ შეხ­ვედ­რებს ეს რა­დი­კა­ლე­ბი უწო­დებ­დნენ, რომ “გა­უ­გე­ბა­რი გვა­რის კაცი ჩა­მო­ვი­და, გა­უ­გე­ბა­რი ფუნ­ქცი­ით. არ შევ­ხვდე­ბით, არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, ეს ლე­გი­ტი­მა­ცია არ არის”. ლე­გი­ტი­მა­ცია ჩვენ არ­ჩევ­ნებ­ზე ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მოგ­ვა­ნი­ჭა - მას სა­ზღვარ­გა­რეთ არ ვე­ძებთ. ეს ვი­ზი­ტი კი იყო კი­დევ ერთი ხაზ­გას­მა, რომ დიახ, სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა რო­გორც რე­გი­ონ­ში, ასე­ვე, მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ამი­ტომ არის აქ­ცენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ. ამ კაც­მა გა­ახ­მო­ვა­ნა ის მიდ­გო­მე­ბი, რაც ჩვენ ვამ­ბობ­დით - მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა…

დღეს რა ხდე­ბა? - რა­ნა­ი­რად ხდე­ბა ასე, რომ გუ­შინ და გუ­შინ წინ მთე­ლი დღე აგი­ნებ­დნენ, არ შევ­ხვდე­ბით, არ გვა­ინ­ტე­რე­სებ­სო და დღეს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი - ბო­კუ­ჩა­ვე­ბი, გა­ხა­რი­ე­ბი, სა­მა­დაშ­ვი­ლე­ბი, ხა­ზა­რა­ძე­ე­ბი და­ე­წყვნენ და ერ­თმა­ნეთს ას­წრებ­დნენ [ეუთო-ს გენმდი­ვან­თან] შეხ­ვედ­რას. თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ შე­მოგრჩათ ან ადა­მი­ა­ნო­ბის ნა­ტა­მა­ლი არ გაქვთ? რას გიშ­ვე­ბი­ან ის თქვე­ნი პატ­რო­ნე­ბი? რა ხართ, რა ჯი­შის ხართ გა­მა­გე­ბი­ნა რა­ღაც პრინ­ცი­პი და ღი­რე­ბუ­ლე­ბა ხომ უნდა და­იც­ვათ. გუ­შინ ამ კაცს აგი­ნებ­დნენ, რა­ღაც ტექ­ნი­კუ­რი შეხ­ვედ­რაა, რაში გვა­ინ­ტე­რე­სებ­სო და დღეს ზოგი ცალ­კე ითხოვს შეხ­ვედ­რას, ზოგი ერ­თად - ცხვირ-პირს ამ­ტვრე­ვენ ერ­თმა­ნეთს ოღონდ შეხ­ვდნენ. ეს არის თქვე­ნი მო­რა­ლი, რო­მე­ლიც ამო­რა­ლუ­რია. ერ­თად უნდა მო­გა­ქუ­ჩოთ ადა­მი­ან­მა, ჩაგ­სვათ დიდ სკივ­რში, სა­დაც მი­ე­წე­რე­ბა: “უსამ­შობ­ლო­ე­ბი, უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ე­ბი, უპ­რინ­ცი­პო­ე­ბი და ლუ­ზე­რე­ბი” და ოკე­ა­ნე­ში უნდა გა­და­აგ­დო. ეს არის თქვე­ნი ბოლო და ამას გა­ა­კე­თებს ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც”, - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, ფე­რი­დუნ სი­ნირ­ლი­ოღ­ლუს­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს.

კერ­ძოდ, შეხ­ვედ­რას ერ­თობ­ლი­ვად ეს­წრე­ბოდ­ნენ „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და „ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ას - „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან შეხ­ვედ­რა მა­ნამ­დე გა­მარ­თეს.

ამას­თან, ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან შეხ­ვედ­რას არ აპი­რე­ბენ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამის შე­სა­ხებ მათ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბის­თვი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვის­თვის, სი­ცხა­დე და თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ სკივრში და ოკეანეში გადააგდოს" - ზარქუა ოპოზიციას

"ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ სკივრში და ოკეანეში გადააგდოს" - ზარქუა ოპოზიციას

რანაირად ხდება ასე, რომ გუშინ და გუშინ წინ მთელი დღე აგინებდნენ, არ შევხვდებით, არ გვაინტერესებსო და დღეს თითოეული მათგანი - ბოკუჩავები, გახარიები, სამადაშვილები, ხაზარაძეები დაეწყვნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ [ეუთო-ს გენმდივანთან] შეხვედრას - ეს არის თქვენი მორალი, რომელიც ამორალურია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • მისი თქმით, ოპოზიცია “ერთად უნდა მოაქუჩოს ადამიანმა, ჩასვას დიდ სკივრში, სადაც მიეწერება: “უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები და ლუზერები” და ოკეანეში უნდა გადააგდოს.”

“ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვდა ჩვენს ლიდერებს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს. ამ შეხვედრებს ეს რადიკალები უწოდებდნენ, რომ “გაუგებარი გვარის კაცი ჩამოვიდა, გაუგებარი ფუნქციით. არ შევხვდებით, არ გვაინტერესებს, ეს ლეგიტიმაცია არ არის”. ლეგიტიმაცია ჩვენ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა - მას საზღვარგარეთ არ ვეძებთ. ეს ვიზიტი კი იყო კიდევ ერთი ხაზგასმა, რომ დიახ, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა როგორც რეგიონში, ასევე, მთელ მსოფლიოში. ამიტომ არის აქცენტები საქართველოს მიმართ. ამ კაცმა გაახმოვანა ის მიდგომები, რაც ჩვენ ვამბობდით - მშვიდობა და სტაბილურობა…

დღეს რა ხდება? - რანაირად ხდება ასე, რომ გუშინ და გუშინ წინ მთელი დღე აგინებდნენ, არ შევხვდებით, არ გვაინტერესებსო და დღეს თითოეული მათგანი - ბოკუჩავები, გახარიები, სამადაშვილები, ხაზარაძეები დაეწყვნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ [ეუთო-ს გენმდივანთან] შეხვედრას. თავმოყვარეობა არ შემოგრჩათ ან ადამიანობის ნატამალი არ გაქვთ? რას გიშვებიან ის თქვენი პატრონები? რა ხართ, რა ჯიშის ხართ გამაგებინა რაღაც პრინციპი და ღირებულება ხომ უნდა დაიცვათ. გუშინ ამ კაცს აგინებდნენ, რაღაც ტექნიკური შეხვედრაა, რაში გვაინტერესებსო და დღეს ზოგი ცალკე ითხოვს შეხვედრას, ზოგი ერთად - ცხვირ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს ოღონდ შეხვდნენ. ეს არის თქვენი მორალი, რომელიც ამორალურია. ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, სადაც მიეწერება: “უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები და ლუზერები” და ოკეანეში უნდა გადააგდო. ეს არის თქვენი ბოლო და ამას გააკეთებს ადგილობრივ არჩევნებზე ქართული საზოგადოებაც”, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართეს.

კერძოდ, შეხვედრას ერთობლივად ესწრებოდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. რაც შეეხება პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“, არსებული ინფორმაციით, მისმა წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მანამდე გამართეს.

ამასთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ „რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის, სიცხადე და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია“.