სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკანონობას სჩადის ძალის მქონე ოკუპანტი, რომელსაც წინა ხელისუფლებამ აქ ყოფნა დაუკანონა" - ვოლსკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენებზე
"უკანონობას სჩადის ძალის მქონე ოკუპანტი, რომელსაც წინა ხელისუფლებამ აქ ყოფნა დაუკანონა" - ვოლსკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენებზე

ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­თი ფრე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ სტან­დარტს, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­ვი­ა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­აჩ­ნია. ეს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში არ ჯდე­ბა. უკა­ნო­ნო­ბას ჩა­დის ძა­ლის მქო­ნე ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წლამ­დე არ­სე­ბულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­იწ­ვია და აქ ყოფ­ნა და­უ­კა­ნო­ნა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც რუ­სეთ­ში აფხა­ზე­თის ე.წ. ელ­ჩის, ალ­ხას კვი­ცი­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • მისი თქმით, “ადრე თუ გვი­ან აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი არა მხო­ლოდ დე-იუ­რედ, არა­მედ დე-ფაქ­ტოდ იქ­ნე­ბა და ამის შემ­დეგ ფრე­ნე­ბის სა­კი­თხიც შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ხი­ლუ­ლი”.

“მას შემ­დეგ, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მიზ­ნუ­ლად თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვეა და შემ­დეგ უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ისე­თი შე­დე­გი უნდა მოჰ­ყო­ლო­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და და ამა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ფე­რია; დღე­სას­წა­უ­ლი გა­მო­ა­ცხა­და, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე უარი თქვა აფხა­ზე­თის და თუნ­დაც ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის სტა­ტუ­სის გან­ხილ­ვა­ზე, რო­დე­საც და­ი­ჩე­მა, რომ თით­ქოს, მან გა­და­უ­ღო­ბა რუ­სე­თის არ­მი­ას გზა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის­კენ მო­ე­მარ­თე­ბო­და; რო­დე­საც მი­ა­ტო­ვა სამ­ხედ­რო­ე­ბი, ცხედ­რე­ბი, ცო­ცხლე­ბი თუ გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლე­ბი - ამის შემ­დეგ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­რა­ლუ­რად ვინ­მეს იმი­სი უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უმოქ­მე­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს.

პი­რი­ქით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე რამ­დე­ნი­მე სა­სა­მარ­თლო მო­ი­გო. დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ეს ტე­რი­ტო­რია ოკუ­პი­რე­ბუ­ლია. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­თი ფრე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ სტან­დარტს, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­ვი­ა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­აჩ­ნია. ეს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში არ ჯდე­ბა. უკა­ნო­ნო­ბას ჩა­დის ძა­ლის მქო­ნე ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წლამ­დე არ­სე­ბულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­იწ­ვია და აქ ყოფ­ნა და­უ­კა­ნო­ნა. ეს არის მო­ცე­მუ­ლი სუ­რა­თი, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა უნდა აღ­დგეს. ადრე თუ გვი­ან აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი არა მხო­ლოდ დე-იურე, არა­მედ დე-ფაქ­ტო იქ­ნე­ბა, შემ­დეგ ფრე­ნე­ბის სა­კი­თხიც შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ხი­ლუ­ლი”,- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­ში აფხა­ზე­თის ე.წ. ელჩმა, ალ­ხას კვი­ცი­ნი­ამ რუ­სულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1-ელი მა­ი­სი­დან და­ი­წყე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"უკანონობას სჩადის ძალის მქონე ოკუპანტი, რომელსაც წინა ხელისუფლებამ აქ ყოფნა დაუკანონა" - ვოლსკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენებზე

"უკანონობას სჩადის ძალის მქონე ოკუპანტი, რომელსაც წინა ხელისუფლებამ აქ ყოფნა დაუკანონა" - ვოლსკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენებზე

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენების განხორციელება არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას გააჩნია. ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება. უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ მოიწვია და აქ ყოფნა დაუკანონა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩის, ალხას კვიცინიას განცხადებას გამოეხმაურა.

  • მისი თქმით, “ადრე თუ გვიან აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არა მხოლოდ დე-იურედ, არამედ დე-ფაქტოდ იქნება და ამის შემდეგ ფრენების საკითხიც შეიძლება იქნეს ოფიციალურად განხილული”.

“მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მთავრობამ აბსოლუტურად გამიზნულად თქვა, რომ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებაში დამნაშავეა და შემდეგ უკვე განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ისეთი შედეგი უნდა მოჰყოლოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდებოდა და ამაში მოულოდნელი არაფერია; დღესასწაული გამოაცხადა, როდესაც საერთაშორისო დონეზე უარი თქვა აფხაზეთის და თუნდაც ცხინვალის რეგიონის სტატუსის განხილვაზე, როდესაც დაიჩემა, რომ თითქოს, მან გადაუღობა რუსეთის არმიას გზა, რომელიც თბილისისკენ მოემართებოდა; როდესაც მიატოვა სამხედროები, ცხედრები, ცოცხლები თუ გმირულად დაღუპულები - ამის შემდეგ როგორ შეიძლება მორალურად ვინმეს იმისი უფლება ჰქონდეს, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულოს.

პირიქით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე რამდენიმე სასამართლო მოიგო. დამტკიცებულია, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენების განხორციელება არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას გააჩნია. ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება. უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ მოიწვია და აქ ყოფნა დაუკანონა. ეს არის მოცემული სურათი, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ადრე თუ გვიან აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არა მხოლოდ დე-იურე, არამედ დე-ფაქტო იქნება, შემდეგ ფრენების საკითხიც შეიძლება იქნეს ოფიციალურად განხილული”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ალხას კვიცინიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა ოფიციალურად 1-ელი მაისიდან დაიწყება.