საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ საფრანგეთი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხს განიხილავს" - ბოკუჩავა
"გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ საფრანგეთი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხს განიხილავს" - ბოკუჩავა

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ვში­შობ, კი­დევ უფრო დიდი შეშ­ფო­თე­ბა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა ელის საფ­რან­გე­თის­გან, ჩვენ გვაქვს სან­დო ინ­ფორ­მა­ცია, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა,- ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნო­ბა- ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე, რომ­ლის წევ­რე­ბი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი და გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი არი­ან, გრან­ტი გას­ცა, ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ საფ­რან­გეთს გამჭვირ­ვა­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს ნე­ბის­მი­ერ გრან­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც ისი­ნი გას­ცე­მენ, რათა „მხა­რი და­უ­ჭი­რონ და ხელი შე­უ­წყონ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას“.

„ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, თუ ამით ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია, ვში­შობ, მას კი­დევ უფრო დიდი შეშ­ფო­თე­ბა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა ელის საფ­რან­გე­თის­გან, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვაქვს სან­დო ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­ნი­ხი­ლე­ბა სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხი მის წი­ნა­აღ­მდეგ, რად­გა­ნაც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი არის საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე და შე­სა­ბა­მი­სად, საფ­რან­გე­თი გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა, რო­დე­საც მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მოქ­მე­დე­ბენ საფ­რან­გე­თის, და­სავ­ლე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ხელს უწყო­ბენ რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

გარ­და ამი­სა, მან ისა­უბ­რა მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ირ­გვლივ შექ­მნი­ლი „წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფორ­მის“ შე­სა­ხებ.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ფორ­მატს, იცით, რომ 31 მარ­ტის აქ­ცი­ის შემ­დეგ, სა­დაც არ­სე­ბობ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნი მისი მხრი­დან რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი გა­ნა­ცხა­დის შე­სა­ხებ, რა­მაც ჩემი აზ­რით, ხალ­ხში საკ­მა­ოდ დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მხო­ლოდ სა­კი­თხე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან და მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სი­ტუ­ა­ცი­უ­რად დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თუმ­ცა, ვხე­დავთ, რომ ამ დრომ­დე ასე­თია აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ დამ­დგა­რა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ სხვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გა­რეო ფრონტზე და იმ სა­კი­თხებ­ზე,რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას ქარ­თვე­ლი ხა­ლის სა­ხე­ლით სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ საფრანგეთი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხს განიხილავს" - ბოკუჩავა

"გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ საფრანგეთი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხს განიხილავს" - ბოკუჩავა

ბიძინა ივანიშვილს, ვშიშობ, კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი განიხილება,- ამის შესახებ "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • რაც შეეხება ინფორმაციას, რომ საფრანგეთის საელჩომ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ირაკლი ხვადაგიანი და გიორგი კანდელაკი არიან, გრანტი გასცა, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ საფრანგეთს გამჭვირვალობის თაობაზე თავისი წესები აქვს ნებისმიერ გრანტთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი გასცემენ, რათა „მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას“.

„ბიძინა ივანიშვილი, თუ ამით ძალიან შეშფოთებული და იმედგაცრუებულია, ვშიშობ, მას კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ განიხილება სანქციების საკითხი მის წინააღმდეგ, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ბატონი ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და შესაბამისად, საფრანგეთი განსაკუთრებით ინტერესდება, როდესაც მისი მოქალაქეები მოქმედებენ საფრანგეთის, დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ და ხელს უწყობენ რუსული გავლენების გაძლიერებას ევროპული ცივილიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შესახებ.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, იცით, რომ 31 მარტის აქციის შემდეგ, სადაც არსებობდა ძალიან მაღალი მოლოდინი მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული განაცხადის შესახებ, რამაც ჩემი აზრით, ხალხში საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ საკითხების აუცილებლობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე სიტუაციურად დაგვეტოვებინა თანამშრომლობის შესაძლებლობა. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ დრომდე ასეთია აუცილებლობა არ დამდგარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე და იმ საკითხებზე,რომელიც შეეხება საქართველოს დემოკრატიული ძალების პოზიციონირებას ქართველი ხალის სახელით საგარეო მიმართულებით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"