პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ადამიანს შეუძლია, პატიმარ ქალს [მზია ამაღლობელს] ცილისწამებით შეეხოს, არაკაცობაა" - ანდრო ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეზე
"როცა ადამიანს შეუძლია, პატიმარ ქალს [მზია ამაღლობელს] ცილისწამებით შეეხოს, არაკაცობაა" - ანდრო ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეზე

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ვართ, და­არ­ღვია უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია, წი­ნას­წარ მოგ­ვი­სა­ჯა და შემ­დეგ და­ი­წყო ლა­პა­რა­კი ჰუ­მა­ნუ­რო­ბა­ზე - რო­დე­საც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია პა­ტი­მარ ქალს ცი­ლის­წა­მე­ბი­თა და ტყუ­ი­ლით შე­ე­ხოს, ეს არა­კა­ცო­ბაა,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბულ­მა მსა­ხი­ობ­მა, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძემ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, თუ მას ან რო­მე­ლი­მე ბრალ­დე­ბულს, რა­ი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა და­ე­კის­როს ეს არა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, არა­მედ მო­სა­მარ­თლემ უნდა გა­და­წყვი­ტოს.

"და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ვართ, და­არ­ღვია უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია, წი­ნას­წარ მოგ­ვი­სა­ჯა და შემ­დეგ და­ი­წყო ლა­პა­რა­კი ჰუ­მა­ნუ­რო­ბა­ზე, არა­ვის ჰუ­მა­ნუ­რო­ბა არ მჭირ­დე­ბა და თუ რა­ი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა და­მე­კის­როს ეს უნდა გა­და­წყვი­ტოს სა­სა­მარ­თლომ.

მე­ო­რე: რო­დე­საც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია პა­ტი­მარ ქალს [მზია ამაღ­ლო­ბელს] ცი­ლის­წა­მე­ბი­თა და ტყუ­ი­ლით შე­ე­ხოს, ეს არა­კა­ცო­ბაა. მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერ­ზე, რა­საც ვამ­ბობ და რა­საც ვა­კე­თებ, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ და არა­ვი­თა­რი ჰუ­მა­ნუ­რო­ბა არ მჭირ­დე­ბა. და კი­დევ ერთი სა­კი­თხი, მიმხვედ­რი მიხ­ვდე­ბა: სა­ნამ რა­ღა­ცას და­აბ­რეხ­ვებთ, უნდა იცო­დეთ, ვის­თან",- გა­ნა­ცხა­და ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით

და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის, იუ­მო­რისტ ონი­სე ცხა­და­ძი­სა და კი­დევ ცხრა პი­რის საქ­მე ერთ წარ­მო­ე­ბად გა­ერ­თი­ან­და.

და­კა­ვე­ბუ­ლებს - ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს, ონი­სე ცხა­და­ძეს, ჯანო არ­ჩა­ი­ას, რუს­ლან სი­ვა­კოვს, ლუკა ჯა­ბუ­ას, გუ­რამ მირ­ცხუ­ლა­ვას, ვა­ლე­რი თეთ­რაშ­ვილს, გი­ორ­გი ტე­რიშ­ვილს, ირაკ­ლი ქე­რაშ­ვილს, რე­ვაზ კიკ­ნა­ძე­სა და სერ­გეი კუ­ხარ­ჩუკს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"როცა ადამიანს შეუძლია, პატიმარ ქალს [მზია ამაღლობელს] ცილისწამებით შეეხოს, არაკაცობაა" - ანდრო ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეზე

"როცა ადამიანს შეუძლია, პატიმარ ქალს [მზია ამაღლობელს] ცილისწამებით შეეხოს, არაკაცობაა" - ანდრო ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეზე

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ჰუმანურობაზე - როდესაც ადამიანს შეუძლია პატიმარ ქალს ცილისწამებითა და ტყუილით შეეხოს, ეს არაკაცობაა,- ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • მისი თქმით, თუ მას ან რომელიმე ბრალდებულს, რაიმე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ეს არა ირაკლი კობახიძემ, არამედ მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.

"დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ჰუმანურობაზე, არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რაიმე პასუხისმგებლობა უნდა დამეკისროს ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.

მეორე: როდესაც ადამიანს შეუძლია პატიმარ ქალს [მზია ამაღლობელს] ცილისწამებითა და ტყუილით შეეხოს, ეს არაკაცობაა. მე აბსოლუტურად ყველაფერზე, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ, პასუხისმგებელი ვარ და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება. და კიდევ ერთი საკითხი, მიმხვედრი მიხვდება: სანამ რაღაცას დააბრეხვებთ, უნდა იცოდეთ, ვისთან",- განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით

დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.