15 წლის მოზარდი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ უდეში მოხდა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, 15 წლის თორნიკეს ცხედარი მაშველებმა მდინარეში ნახეს.
ბიჭის დედა რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ შვილი სახლიდან გაიპარა, მოზარდს მეტყველება უჭირდა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა.
მოზარდის სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული.