სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა" - რა დეტალებზე საუბრობს ლევან დავითაშვილი
"ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა" - რა დეტალებზე საუბრობს ლევან დავითაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში, სა­დაც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის მო­ად­გი­ლეს­თან, ჯო­შუა ჰაკ­თან ორი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­უ­ლი დღის წეს­რი­გი გა­ნი­ხი­ლა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბის მი­მართ სრუ­ლი თან­ხვედ­რა გა­აჩ­ნია.

„გან­ვი­ხი­ლეთ პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, რომ ამე­რი­კის ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­აჩ­ნია სრუ­ლი თან­ხვედ­რა ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბის მი­მართ. ეს თან­ხვედ­რა ხედ­ვებ­სა და იდე­ო­ლო­გი­ა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა პერ­სპექ­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დღის წეს­რი­გის აწყო­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი შედ­გა აშშ -ის კო­მერ­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტსა და სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტში.

„სა­მი­ვე უწყე­ბას­თან გვქონ­და ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლი შეხ­ვედ­რა, რომ­ლე­ბიც ეხე­ბო­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვებს, ძი­რი­თა­დად, მო­მა­ვალ გეგ­მას, რო­მე­ლიც უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ერ­თობ­ლი­ვად, ინ­ტენ­სი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბევ­რი სა­კი­თხი დავ­ფა­რეთ, მათ შო­რის, ვი­სა­უბ­რეთ ვაჭ­რო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­სა და ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ ჩარ­ჩო­ზე, და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხებ­ზე, ასე­ვე ამე­რი­კის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­ში და იმ რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რიგ­ზე, რომ­ლე­ბიც გაგ­ვაჩ­ნია. სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­საც, აგ­რეთ­ვე გან­ვი­ხი­ლეთ მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, ვფიქ­რობთ, სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა" - რა დეტალებზე საუბრობს ლევან დავითაშვილი

"ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა" - რა დეტალებზე საუბრობს ლევან დავითაშვილი

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.

„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე შეფასებით, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა აშშ -ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში.

„სამივე უწყებასთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, რომლებიც ეხებოდა თანამშრომლობის პერსპექტივებს, ძირითადად, მომავალ გეგმას, რომელიც უნდა განვახორციელოთ ერთობლივად, ინტენსიური ჩართულობით. თანამშრომლობის ბევრი საკითხი დავფარეთ, მათ შორის, ვისაუბრეთ ვაჭრობის წახალისებასა და ახალ ინიციატივებზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე, დაფინანსების საკითხებზე, ასევე ამერიკის ჩართულობაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომლებიც გაგვაჩნია. საუბარი შეეხო სანქციების აღსრულების კუთხით არსებულ თანამშრომლობასაც, აგრეთვე განვიხილეთ მომავალი გეგმები, რომლებიც, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.