საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკანასკნელი პაპი, რომის დაცემა და სამყაროს აღსასრული -  რა არის ნაწინასწარმეტყველები ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ წიგნში და რას ამბობს ვატიკანი?
უკანასკნელი პაპი, რომის დაცემა და სამყაროს აღსასრული -  რა არის ნაწინასწარმეტყველები ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ წიგნში და რას ამბობს ვატიკანი?

21 აპ­რილს, ვა­ტი­კან­ში რო­მის პაპი ფრან­ცის­კე გარ­და­იც­ვა­ლა. 88 წლის პონ­ტი­ფი­კო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ბევ­რს გა­ახ­სე­ნა 900 წლის წი­ნან­დე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს და­სას­რულ­ზე აფრ­თხი­ლებს კა­ცობ­რი­ო­ბას.

პაპ ფრან­ცის­კეს ცხრა­დღი­ა­ნი გლო­ვის შემ­დეგ, 26 აპ­რილს დაკ­რძა­ლა­ვენ. ხოლო შემ­დეგ ახა­ლი პა­პის არ­ჩე­ვის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა.

თუმ­ცა უძ­ვე­ლე­სი წიგ­ნის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა ფრან­ცის­კე უკა­ნას­კნე­ლი პა­პიც იყოს...

ეს უძ­ვე­ლე­სი დო­კუ­მენ­ტი კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მის­ტი­კურ ტექ­სტად მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა არ­სე­ბობს ეჭ­ვე­ბიც, რო­გორც მისი შექ­მნის თა­რიღ­თან, ისე ავ­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

წიგ­ნი ცნო­ბი­ლია, რო­გორც “პა­პე­ბის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა“. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის 1100-იან წლებ­ში და­წე­რა ირ­ლან­დი­ელ­მა ბერ­მა, არ­მა­გის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა სა­ხე­ლად მა­ლა­ქი­ამ.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მან იხი­ლა რო­მის ყვე­ლა მო­მა­ვა­ლი პაპი, სე­ლეს­ტი­ნე II-დან უკა­ნას­კნე­ლამ­დე. სა­ერ­თო ჯამ­ში, ამ სი­ა­ში შე­დის 112 პაპი. სწო­რედ ფრან­ცის­კე იყო 112 - ე.

მა­ლა­ქია წმინ­და­ნად შე­რა­ცხეს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის შემ­დეგ.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, წიგნ­ში ნახ­სე­ნე­ბია რო­მის 112 პაპი, მათ­გან ბოლო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია "პეტ­რე რო­მა­ე­ლის" სა­ხე­ლით.

ტექ­სტში მო­ცე­მუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი პა­პის მოკ­ლე აღ­წე­რა, რაც ნა­წი­ლობ­რივ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ულ მო­ნა­ცე­მებს. ყვე­ლა­ზე მძი­მე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი ბოლო პაპს უკავ­შირ­დე­ბა. ფრა­ზის თარ­გმა­ნი ასე­თია:

"პეტ­რე რო­მა­ე­ლი, რო­მე­ლიც ბევრ გა­სა­ჭირ­ში გა­მოკ­ვე­ბავს თა­ვის ცხვრებს და როცა ეს დას­რულ­დე­ბა, შვიდ ბორ­ცვზე მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი გა­ნად­გურ­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა და­სას­რუ­ლი“.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ჩა­ნა­წერ­ში ნახ­სე­ნე­ბი "პეტ­რე რო­მა­ე­ლი" ახ­ლა­ხან გარ­დაც­ვლი­ლი პაპი ფრან­ცის­კეა. თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი სა­კი­თხის სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხილ­ვის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას გვირ­ჩე­ვენ.

ეს 900 წლის წი­ნან­დე­ლი დო­კუ­მენ­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნეს ვა­ტი­კა­ნის არ­ქივ­ში და მის მი­ხედ­ვით, სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს უკვე 2027 წელს.

დო­კუ­მენ­ტი პირ­ვე­ლად 1595 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბე­ნე­დიქ­ტელ­მა ბერ­მა არ­ნოლდ დე ვა­ი­ონ­მა.

  • რას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს მა­ლა­ქია?

რო­მის გა­ნად­გუ­რე­ბას, შე­საძ­ლოა ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის ან ომის გამო;

ვა­ტი­კა­ნის აღ­სას­რულს (პა­პიზ­მის ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბა);

აპო­კა­ლიფსს, ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლას.

თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ერ­თა უმე­ტე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ მა­ში­ნაც კი, თუ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა არ არის პირ­და­პი­რი, მისი სიმ­ბო­ლიზ­მი შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპო­ქის და­სას­რულ­ზე.

ფრან­ცის­კეს გარ­დაც­ვა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს არა აპო­კა­ლიფ­სის, არა­მედ მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ციკ­ლის და­სას­რუ­ლი­სა და რა­ღაც ახ­ლის და­სა­წყი­სი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ის­ტო­რი­კო­სე­ბის აზ­რით, პა­პე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი 74 წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა სა­ოც­რად ზუს­ტი იყო. მაგ­რამ შემ­დე­გი ფრა­ზე­ბი უფრო ბუნ­დო­ვა­ნი გახ­და. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ტექ­სტი გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში გა­ა­ყალ­ბეს ან მას სხვა პირ­მა და­ა­მა­ტა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვა­ტი­კა­ნი არ ცნობს წმინ­და მა­ლა­ქი­ას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბას. მას მი­იჩ­ნე­ვენ, მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის შექ­მნილ მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რად. თუმ­ცა, აღ­წე­რი­ლო­ბებ­სა და ნამ­დვილ მა­მებს შო­რის სა­ო­ცა­რი დამ­თხვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეჭ­ვე­ბი მა­ინც რჩე­ბა...

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

უკანასკნელი პაპი, რომის დაცემა და სამყაროს აღსასრული -  რა არის ნაწინასწარმეტყველები ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ წიგნში და რას ამბობს ვატიკანი?

უკანასკნელი პაპი, რომის დაცემა და სამყაროს აღსასრული -  რა არის ნაწინასწარმეტყველები ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ წიგნში და რას ამბობს ვატიკანი?

21 აპრილს, ვატიკანში რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა. 88 წლის პონტიფიკოსის გარდაცვალებამ ბევრს გაახსენა 900 წლის წინანდელი წინასწარმეტყველება, რომელიც მსოფლიოს დასასრულზე აფრთხილებს კაცობრიობას.

პაპ ფრანცისკეს ცხრადღიანი გლოვის შემდეგ, 26 აპრილს დაკრძალავენ. ხოლო შემდეგ ახალი პაპის არჩევის ხანგრძლივი პროცესი დაიწყება.

თუმცა უძველესი წიგნის მიხედვით, შესაძლოა ფრანცისკე უკანასკნელი პაპიც იყოს...

ეს უძველესი დოკუმენტი კათოლიკურ ეკლესიაში ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ ტექსტად მიიჩნევა, თუმცა არსებობს ეჭვებიც, როგორც მისი შექმნის თარიღთან, ისე ავტორთან დაკავშირებით.

წიგნი ცნობილია, როგორც “პაპების წინასწარმეტყველება“. როგორც ამბობენ, ის 1100-იან წლებში დაწერა ირლანდიელმა ბერმა, არმაგის მთავარეპისკოპოსმა სახელად მალაქიამ.

დოკუმენტის მიხედვით, მან იხილა რომის ყველა მომავალი პაპი, სელესტინე II-დან უკანასკნელამდე. საერთო ჯამში, ამ სიაში შედის 112 პაპი. სწორედ ფრანცისკე იყო 112 - ე.

მალაქია წმინდანად შერაცხეს მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიგნში ნახსენებია რომის 112 პაპი, მათგან ბოლო მოხსენიებულია "პეტრე რომაელის" სახელით.

ტექსტში მოცემულია თითოეული პაპის მოკლე აღწერა, რაც ნაწილობრივ შეესაბამება რეალურ ისტორიულ მონაცემებს. ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველებები ბოლო პაპს უკავშირდება. ფრაზის თარგმანი ასეთია:

"პეტრე რომაელი, რომელიც ბევრ გასაჭირში გამოკვებავს თავის ცხვრებს და როცა ეს დასრულდება, შვიდ ბორცვზე მდებარე ქალაქი განადგურდება. ეს იქნება დასასრული“.

მიიჩნევა, რომ ჩანაწერში ნახსენები "პეტრე რომაელი" ახლახან გარდაცვლილი პაპი ფრანცისკეა. თუმცა მეცნიერები საკითხის სერიოზული განხილვისგან თავის შეკავებას გვირჩევენ.

ეს 900 წლის წინანდელი დოკუმენტი მოგვიანებით აღმოაჩინეს ვატიკანის არქივში და მის მიხედვით, სამყაროს დასასრული შეიძლება დადგეს უკვე 2027 წელს.

დოკუმენტი პირველად 1595 წელს გამოაქვეყნა ბენედიქტელმა ბერმა არნოლდ დე ვაიონმა.

  • რას წინასწარმეტყველებს მალაქია?

რომის განადგურებას, შესაძლოა ვულკანის ამოფრქვევის ან ომის გამო;

ვატიკანის აღსასრულს (პაპიზმის ინსტიტუტის გაუქმება);

აპოკალიფსს, ქრისტეს მეორედ მოსვლას.

თანამედროვე მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ მაშინაც კი, თუ წინასწარმეტყველება არ არის პირდაპირი, მისი სიმბოლიზმი შეიძლება მიუთითებდეს კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეპოქის დასასრულზე.

ფრანცისკეს გარდაცვალება შეიძლება იყოს არა აპოკალიფსის, არამედ მრავალსაუკუნოვანი ციკლის დასასრულისა და რაღაც ახლის დასაწყისი.

საინტერესოა, რომ ისტორიკოსების აზრით, პაპების შესახებ პირველი 74 წინასწარმეტყველება საოცრად ზუსტი იყო. მაგრამ შემდეგი ფრაზები უფრო ბუნდოვანი გახდა. არსებობს ვარაუდი, რომ ტექსტი გარკვეულ მომენტში გააყალბეს ან მას სხვა პირმა დაამატა საკუთარი მოსაზრებები.

აღსანიშნავია, რომ ვატიკანი არ ცნობს წმინდა მალაქიას წინასწარმეტყველების ნამდვილობას. მას მიიჩნევენ, მე-16 საუკუნეში პოლიტიკური მიზნებისთვის შექმნილ მხატვრულ ლიტერატურად. თუმცა, აღწერილობებსა და ნამდვილ მამებს შორის საოცარი დამთხვევების გათვალისწინებით, ეჭვები მაინც რჩება...

წყარო

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"