მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მნიშვნელოვანი იყო ბავშვის მოვლაში ორივეს მოგვეღო მონაწილეობა" -  მამის გამოცდილება, რომელმაც დეკრეტული შვებულებით ისარგებლა
"მნიშვნელოვანი იყო ბავშვის მოვლაში ორივეს მოგვეღო მონაწილეობა" -  მამის გამოცდილება, რომელმაც დეკრეტული შვებულებით ისარგებლა

36 წლის შოთა კი­პა­რო­ი­ძე ერთ-ერ­თია იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან მა­მებს შო­რის, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით უსარ­გებ­ლია. რო­გორც თა­ვად გვი­ამ­ბობს, ამით ერთი მხრივ, მე­უღ­ლეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უმ­სუ­ბუ­ქა პოსტ-სამ­შო­ბი­ა­რო პე­რი­ო­დი და მე­ო­რე მხრივ, მე­ტად ჩა­ერ­თო ბავ­შვის მოვ­ლა­ში, რაც ორი­ვე მშობ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა.

„ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გავ­ხდით მშობ­ლე­ბი და სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ამ პრო­ცეს­ში ორი­ვეს მოგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თან ეს იყო პირ­ვე­ლი შვი­ლი. დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რათა მე­ტად ჩარ­თუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ბავ­შვის მოვ­ლა­ში და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­მე­ნა­წი­ლე­ბი­ნა ეს საქ­მე. ვფიქ­რობ, ეს ჩემს მე­უღ­ლე­საც ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა, რად­გან მშო­ბი­ა­რო­ბა და პოსტ-სამ­შო­ბი­ა­რო პე­რი­ო­დი საკ­მა­ოდ რთუ­ლი ჰქონ­და და მე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, მის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი“, - გვი­ამ­ბობს შოთა.

შოთა მა­შინ 24 წლის იყო და უცხო­ურ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც მისი დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა არა­თუ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ დამ­დგა­რა, არა­მედ დამ­საქ­მე­ბე­ლი თა­ვად იყო შვე­ბუ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი.

„მა­მე­ბის­თვის დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ჩემი დამ­საქ­მებ­ლის­გან გა­ვი­გე. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ მა­ნამ­დე ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნელ-ნელა სა­ქარ­თვე­ლო­შიც დამ­კვიდ­რდეს ის მიდ­გო­მა, რომ ბავ­შვზე ზრუნ­ვა მშობ­ლებ­მა თა­ნაბ­რად უნდა გა­ი­ნა­წი­ლონ. რო­დე­საც მა­მას სურს დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, დამ­საქ­მე­ბელ­მა მას ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა მის­ცეს.”

შო­თას­თვის ხში­რად უთ­ქვამთ, რომ პირ­ვე­ლად მის­გან გა­ი­გეს მა­მებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა თუ შე­ეძ­ლოთ:

„სამ­წუ­ხა­როდ, ცნო­ბი­ე­რე­ბა იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ ბევ­რი უბ­რა­ლოდ არც კი იჯე­რებ­და, რომ დეკ­რეტ­ში ვი­ყა­ვი და რომ მა­თაც შე­ეძ­ლოთ ესარ­გებ­ლათ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით. მას შემ­დეგ 12 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ ვფიქ­რობ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ისევ ცო­ტას აქვს. კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არც მი­მარ­თავს უფ­როსს ამ უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის­თვის”.

გა­ე­რო-ს სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მიერ 2024 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის “კა­ცე­ბი, ქა­ლე­ბი და გენ­დერუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში” მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ცე­ბის მხო­ლოდ მე­ო­თხე­დი და ქა­ლე­ბის მე­სა­მე­დი ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას შრო­მის კო­დექსში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რაც კა­ცებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ისარ­გებ­ლონ ბავ­შვის მოვ­ლის გამო შვე­ბუ­ლე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექსში 2020 წელს გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) ჩარ­თუ­ლო­ბით გაჩ­ნდა ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, და­საქ­მე­ბულს, თა­ვი­სი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ეძ­ლე­ვა ბავ­შვის მოვ­ლის გამო შვე­ბუ­ლე­ბა, რისი გა­მო­ყე­ნე­ბა დე­დას ან მა­მას მთლი­ა­ნად ან ნა­წი­ლობ­რივ შე­უძ­ლია.

არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი თუ გენ­დერუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მა­მებს ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად სჭირ­დე­ბათ. რე­ა­ლუ­რად, ორი­ვე მშობ­ლის თა­ნა­ბა­რი ჩარ­თუ­ლო­ბა შვი­ლის მოვ­ლი­სა და აღ­ზრდის პრო­ცეს­ში ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

ოჯა­ხის ხელ­შემ­წყო­ბი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა და და­ნერგვა, რაც დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ზე კა­ცე­ბის მაქ­სი­მა­ლურ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, გა­ე­რო-ს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია.

რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სექ­ტო­რებ­ში ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რის პო­ლი­ტი­კა ეხ­მა­რე­ბა წყვი­ლებს იყო­ლი­ონ იმ­დე­ნი შვი­ლი, რამ­დე­ნიც მათ სურთ ისე, რომ დე­დაც და მა­მაც სრულ­ფა­სოვ­ნად ახერ­ხებ­დეს სა­მუ­შაო ძა­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბას. ასე­თი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია სა­თა­ნა­დოდ ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი მშობ­ლის შვე­ბუ­ლე­ბა - დე­დე­ბი­სა და მა­მე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე, მშობ­ლე­ბი­სათ­ვის მოქ­ნი­ლი სა­მუ­შაო გან­რი­გის შე­თა­ვა­ზე­ბა, მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფა და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მოვ­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სივ­რცე­ე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­მუ­შაო ად­გილ­ზე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მშობ­ლო­ბის შვე­ბუ­ლე­ბის სა­თა­ნა­დო რე­გუ­ლი­რე­ბას შე­უძ­ლია გენ­დერუ­ლი რო­ლე­ბის უსა­მარ­თლო გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის რღვე­ვა, შრო­მით ბა­ზარ­ზე ქა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაზ­რდა და მათი კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. შრო­მი­თი უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ქა­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თვას, რაც ხელს შე­უ­წყობს ქვეყ­ნის მდგრად ეკო­ნო­მი­კურ ზრდას და სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბას. გარ­და ამი­სა, ასე­თი პო­ლი­ტი­კა მშობ­ლებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და სა­მუ­შა­ოს ბა­ლან­სი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ხოლო ბავ­შვის აღ­ზრდა­ში ორი­ვე მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა კი და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

შოთა ახალ­ბე­და მა­მებს ურ­ჩევს, გა­ეც­ნონ თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბებს და აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­თხო­ვონ დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან მშობ­ლის დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა.

„მშობ­ლო­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა მა­მა­საც ისე­ვე სჭირ­დე­ბა, რო­გორც დე­დას. ფაქ­ტის წი­ნა­შე რომ აღ­მოჩ­ნდე­ბი, მერე არ უნდა და­ი­წყო ამა თუ იმ სა­კი­თხზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა. ბავ­შვის გაზ­რდი­სა თუ აღ­ზრდის თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პის­თვის მზად უნდა იყოს ორი­ვე მშო­ბე­ლი“, - აღ­ნიშ­ნავს შოთა კი­პა­რო­ი­ძე.

ავტორი:

"მნიშვნელოვანი იყო ბავშვის მოვლაში ორივეს მოგვეღო მონაწილეობა" -  მამის გამოცდილება, რომელმაც დეკრეტული შვებულებით ისარგებლა

"მნიშვნელოვანი იყო ბავშვის მოვლაში ორივეს მოგვეღო მონაწილეობა" -  მამის გამოცდილება, რომელმაც დეკრეტული შვებულებით ისარგებლა

36 წლის შოთა კიპაროიძე ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მამებს შორის, ვისაც საქართველოში დეკრეტული შვებულებით უსარგებლია. როგორც თავად გვიამბობს, ამით ერთი მხრივ, მეუღლეს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა პოსტ-სამშობიარო პერიოდი და მეორე მხრივ, მეტად ჩაერთო ბავშვის მოვლაში, რაც ორივე მშობლის მოვალეობაა.

„ახალგაზრდა ასაკში გავხდით მშობლები და სრულიად გამოუცდელები ვიყავით, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პროცესში ორივეს მოგვეღო მონაწილეობა. თან ეს იყო პირველი შვილი. დეკრეტული შვებულებით სარგებლობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა მეტად ჩართული ვყოფილიყავი ბავშვის მოვლაში და მეუღლესთან ერთად გამენაწილებინა ეს საქმე. ვფიქრობ, ეს ჩემს მეუღლესაც ძალიან დაეხმარა, რადგან მშობიარობა და პოსტ-სამშობიარო პერიოდი საკმაოდ რთული ჰქონდა და მე მაქსიმალურად ვეცადე, მის გვერდით ვყოფილიყავი“, - გვიამბობს შოთა.

შოთა მაშინ 24 წლის იყო და უცხოურ კომპანიაში მუშაობდა, სადაც მისი დეკრეტული შვებულებით სარგებლობა არათუ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა, არამედ დამსაქმებელი თავად იყო შვებულების ინიციატორი.

„მამებისთვის დეკრეტული შვებულების არსებობის შესახებ ჩემი დამსაქმებლისგან გავიგე. ამ შესაძლებლობის შესახებ მანამდე ინფორმაცია არ მქონდა. მნიშვნელოვანია ნელ-ნელა საქართველოშიც დამკვიდრდეს ის მიდგომა, რომ ბავშვზე ზრუნვა მშობლებმა თანაბრად უნდა გაინაწილონ. როდესაც მამას სურს დეკრეტული შვებულებით სარგებლობა, დამსაქმებელმა მას ამის შესაძლებლობა უნდა მისცეს.”

შოთასთვის ხშირად უთქვამთ, რომ პირველად მისგან გაიგეს მამებს საქართველოში დეკრეტული შვებულებით სარგებლობა თუ შეეძლოთ:

„სამწუხაროდ, ცნობიერება იმდენად დაბალია, რომ ბევრი უბრალოდ არც კი იჯერებდა, რომ დეკრეტში ვიყავი და რომ მათაც შეეძლოთ ესარგებლათ ამ შესაძლებლობით. მას შემდეგ 12 წელი გავიდა, მაგრამ ვფიქრობ ამ შესაძლებლობაზე ინფორმაცია ისევ ცოტას აქვს. კაცების უმრავლესობა არც მიმართავს უფროსს ამ უფლებით სარგებლობისთვის”.

გაერო-ს სააგენტოების მიერ 2024 წელს ჩატარებული კვლევის “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში” მიხედვით, საქართველოში კაცების მხოლოდ მეოთხედი და ქალების მესამედი ფლობს ინფორმაციას შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილების შესახებ, რაც კაცებს აძლევს საშუალებას, ისარგებლონ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით.

საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ჩართულობით გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რისი გამოყენება დედას ან მამას მთლიანად ან ნაწილობრივ შეუძლია.

არსებული სოციალური, კულტურული თუ გენდერული შეხედულებების გამო ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მამებს ბავშვის დაბადების შემდეგ დეკრეტული შვებულება ნაკლებად სჭირდებათ. რეალურად, ორივე მშობლის თანაბარი ჩართულობა შვილის მოვლისა და აღზრდის პროცესში ოჯახის წევრებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობაა.

ოჯახის ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება და დანერგვა, რაც დეკრეტული შვებულებით სარგებლობაზე კაცების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობასაც ითვალისწინებს, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ეხმარება წყვილებს იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენიც მათ სურთ ისე, რომ დედაც და მამაც სრულფასოვნად ახერხებდეს სამუშაო ძალის შენარჩუნებასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ასეთი პოლიტიკის ნაწილია სათანადოდ ანაზღაურებადი მშობლის შვებულება - დედებისა და მამებისათვის, ასევე, მშობლებისათვის მოქნილი სამუშაო განრიგის შეთავაზება, მეძუძური დედებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფა და მცირეწლოვანი ბავშვების მოვლისთვის განკუთვნილი სივრცეები და საშუალებები სამუშაო ადგილზე.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მშობლობის შვებულების სათანადო რეგულირებას შეუძლია გენდერული როლების უსამართლო განაწილებასთან დაპირისპირება, გენდერული სტერეოტიპების რღვევა, შრომით ბაზარზე ქალების მონაწილეობის გაზრდა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობა. შრომითი უფლების რეალიზება უზრუნველყოფს ქალების ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბის შემცირებას. გარდა ამისა, ასეთი პოლიტიკა მშობლებს პირადი ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსირების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის ჩართულობა კი დადებითად აისახება მის განვითარებაზე.

შოთა ახალბედა მამებს ურჩევს, გაეცნონ თავიანთ უფლებებს და აუცილებლად მოითხოვონ დამსაქმებლის მხრიდან მშობლის დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებული კანონის აღსრულება.

„მშობლობისთვის მომზადება მამასაც ისევე სჭირდება, როგორც დედას. ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდები, მერე არ უნდა დაიწყო ამა თუ იმ საკითხზე ინფორმაციის მოძიება. ბავშვის გაზრდისა თუ აღზრდის თითოეული ეტაპისთვის მზად უნდა იყოს ორივე მშობელი“, - აღნიშნავს შოთა კიპაროიძე.