ჩეხი ვეტერანი ჰოკეისტი დომინიკ ჰაშეკი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს მკვლელობის მუქარაში ადანაშაულებს.
ყველაფერი 6 აპრილს დაიწყო. მედვედევმა კომენტარი გააკეთა “ვაშინგტონის“ კაპიტნის ალექსანდრე ოვეჩკინის რეკორდზე - თამაშზე რუსმა ჰოკეისტმა “აილენდსის“ კარში გოლები გაიტანა (1:4) და კანადელ უეინ გრეცკის კარიერულ გოლებს გადაუსწრო, რომელსაც აქამდე ყველაზე მეტი - 894 გოლი ჰქონდა გატანილი.
"895 - ეს დიდი რუსი ჰოკეისტის შედეგია!
P.S. ველოდებით გიჟი ჩეხი ჰაშეკის სუიციდს", - დაწერა მედვედევმა "ტელეგრამზე".
საქმე ისაა, რომ ლეგენდარული ჩეხი ჰოკეისტი ოკუპანტი რუსეთის დიდი კრიტიკოსია, რუსეთის უკრაინას შეჭრაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ყველა რუსი სპორტსმენი დამნაშავე იყო უკრაინის წინააღმდეგ ომში.
"ყოველი რუსი სპორტსმენი წარმოადგენს პუტინს, ომს, მკვლელობასა და დანაშაულს, წარმოადგენს უკრაინელი ბავშვების გენოციდს... დიახ, ყველა მოქალაქე პასუხისმგებელია, სანამ საჯაროდ არ დაგმობს ამ დანაშაულებს. თუ მე საჯაროდ ვგმობ ჩეხეთის ქმედებებს, მაშინ ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მეხსნება. რუსეთის მოქალაქემ, სპორტსმენმა, საჯაროდ უნდა დაგმოს რუსეთის ომის დანაშაულები. რუსეთის ის მოქალაქეებიც კი, მათ შორის სპორტსმენები, რომლებიც არ უჭერენ მხარს დანაშაულს, ომსა და უკრაინელების მკვლელობას, სამწუხაროდ, წარმოადგენენ რუსეთს. და ყოველ ჯერზე, როცა ისინი გადიან ყინულზე, მოედანზე, კორტზე, ამ ფაქტით მხარს უჭერენ საშინელ დანაშაულებს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია მთელი ქვეყანა და ყველა სპორტული ფედერაცია", - განაცხადა მან.
“მე არ ვითხოვ განსაკუთრებულ მიდგომას, მაგრამ მიმაჩნია, რომ როცა მსგავსი რამ ჩვენი ან სხვა ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ემართება, აუცილებელია ყველა დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დაგმონ ფაქტი და დახმარების ხელი გაუწოდონ ადრესატს. ჩემი აზრით, იგნორირება და სიჩუმე ასეთ შემთხვევებში საშიში და გასაკრიტიკებელია.
სცადა თუ არა ვინმემ ხომ ჩემი დაშინება? არა, არასდროს. თუ მედვედევის სიტყვები დაშინებად აღიქმება, მაშინ ეს პირველი შემთხვევაა. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ თუ ასეთი სიტყვები ითქვა, მაშინ ყველაფერს სწორად ვაკეთებ“, - თქვა ჰასეკმა iSport.cz-თან ინტერვიუში.
“დღეს ორი ოფიციალური წერილი გავუგზავნე. ერთი IOC-ის ხელმძღვანელობას, მეორე კი IIHF-ს. მე ვუთხარი, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი მედვედევი მოკვლით მემუქრებოდა. გარდა ამისა აღვნიშნე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი გადაწყვეტილებები უახლოეს თვეებში", - თქვა ჰაშეკმა.
"დიმიტრი ანატოლიევიჩი მიიჩნევს, რომ ყოფილი მეკარე ჰაშეკი განიცდის ფსიქიკური დაავადების მძიმე ფორმას: “რუსოფობია დევნის ბოდვის სახით.
მე ვურჩევდი, რომ გზის გადაკვეთისას იყოს ფრთხილად, არ დალიოს ლუდი უცნობ ადგილებში და რეგულარულად ესტუმროს ფსიქიატრს", - განუცხადა TASS-ს მედვედევის სიტყვები მისმა ასისტენტმა ოლეგ ოსიპოვმა.
ჰასეკი რუსეთში იმ პერიოდში თამაშობდა, როდესაც პრეზიდენტი მედვედევი იყო.