სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაჩატურიანების უმძიმესი საქმე: "დებს აკრძალული აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა" - მათ მიერ მოკლული მამა საკუთარი შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს
ხაჩატურიანების უმძიმესი საქმე: "დებს აკრძალული აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა" -  მათ მიერ მოკლული მამა საკუთარი შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

2025 წლის 21 აპ­რილს მოს­კო­ვის ბუ­ტირსკის სა­სა­მარ­თლომ მი­ხე­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვედ ცნო პორ­ნოგ­რა­ფი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში, წა­მე­ბა­სა და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის მი­მართ.

2018 წლის ზა­ფხულ­ში კრის­ტი­ნამ, ან­გე­ლი­ნამ და მა­რია ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნებ­მა სა­კუ­თა­რი მამა მოკ­ლეს. უკვე ექ­ვსი წე­ლია, გო­გო­ნე­ბის დაც­ვა ცდი­ლობს და­ამ­ტკი­ცოს, რომ ეს თავ­დაც­ვა იყო.

ან­გე­ლი­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი, მარი დავ­თი­ა­ნი BBC-სთან საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს.

"ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც მათ ვკი­თხავ­დით, თავს წა­მე­ბის ია­რა­ღად ვგრძნობ­დი..."

ამ­ჟა­მად სა­მი­ვე და თა­ვი­სუ­ფა­ლია, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბით. გო­გო­ნებს არ შე­უძ­ლი­ათ ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, მე­დი­ას­თან და ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ად­ვო­კატს ეს პი­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სას­ტი­კად მი­აჩ­ნია.

"ისი­ნი გა­დარ­ჩნენ, იმის წყა­ლო­ბით, რომ ძა­ლა­დო­ბის წლებ­ში თი­თო­ე­უ­ლი ცდი­ლობ­და და­ეც­ვა ორი სხვა. და რო­დე­საც სა­სა­მარ­თლომ აუკ­რძა­ლა მათ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რა თქმა უნდა, ეს მძი­მე იყო. მაგ­რამ ჩვენ გვეს­მო­და, რომ სხვა არ­ჩე­ვა­ნი ამ­ჟა­მად არ გვქონ­და, ალ­ტერ­ნა­ტი­ვა იყო პა­ტიმ­რო­ბა“, - ამ­ბობს დავ­თი­ა­ნი.

2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში მოს­კო­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დებს დე­დას­თან - აუ­რე­ლია დუნ­დუკ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა. 2015 წელს ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა ცოლი სახ­ლი­დან გა­აგ­დო და აუკ­რძა­ლა ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან სა­უ­ბა­რი, ამი­ტომ ქალ­მა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იცო­და მა­მის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა­ზე. მას შემ­დეგ, რაც გო­გო­ნებ­მა მამა მოკ­ლეს, დედა იმ დღი­დან ცდი­ლობ­და შვი­ლე­ბის დაც­ვა­სა და დახ­მა­რე­ბას.

მათ ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ დედა, და ფაქ­ტობ­რი­ვად, სწო­რედ მისი გა­დარ­ჩე­ნი­სა და დაც­ვის მიზ­ნით და­თან­ხმდნენ მა­მას­თან ცხოვ­რე­ბას, რომ დედა წა­სუ­ლი­ყო. ფიქ­რობ­დნენ, რომ დე­დას მა­ინც უნდა ეცხოვ­რა მშვი­დად, რად­გან ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გი არა­ფე­რი ენა­ხა.

"შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მან, უბ­რა­ლოდ,მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნე­ბი აღ­ზარ­და: ჭკვი­ა­ნე­ბი, ძლი­ე­რე­ბი, მა­მა­ცე­ბი. ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა“, - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

  • მისი თქმით, ამ­ჟა­მად დებ­მა და­ამ­თავ­რეს სკო­ლა, მუ­შა­ო­ბენ და ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რონ. მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უჭირთ, რად­გან გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევთ. გო­გო­ნებს არა­ერ­თხელ მო­უ­წი­ათ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა და მუდ­მი­ვად უწევთ იმის გახ­სე­ნე­ბა, რაც გა­და­ი­ტა­ნეს.

"ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც მათ ვკი­თხავთ, პი­რა­დად მე თავს წა­მე­ბის ია­რა­ღად ვგრძნობ. თუმ­ცა ჩვენ ად­ვო­კა­ტებ­მა ვი­ცით ამის სიფრ­თხი­ლით კე­თე­ბა, ამა­ში გაწ­ვრთნი­ლე­ბი ვართ, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს და ვცდი­ლობთ ყვე­ლა შე­დე­გი მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ. მაგ­რამ რო­დე­საც ეს ხდე­ბა უამ­რავ­ჯერ გინ­და თუ არა, ტკი­ვილს და ტან­ჯვას აყე­ნებ მათ“, - ამ­ბობს დავ­თი­ა­ნი.

2019 წელს დებს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით მკვლე­ლო­ბა­ში. ად­ვო­კა­ტე­ბი მა­შინ­ვე მო­ი­თხოვ­დნენ საქ­მის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას თავ­დაც­ვის მუხ­ლით, ხოლო გო­გო­ნე­ბის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბად ცნო­ბას.

  • რო­გორც ექ­სპერ­ტი­ზამ აჩ­ვე­ნა, ბოლო თავ­დას­ხმა მი­ხე­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მოხ­და, რო­დე­საც მან, სა­ვა­რა­უ­დოდ, "და­სა­ჯა“ ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არე­უ­ლო­ბის­თვის. მან ოთახ­ში სა­თი­თა­ოდ იხმო ისი­ნი და სა­ხე­ში წი­წა­კის გაზი შე­ას­ხა. ეს, ად­ვო­კა­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, ადას­ტუ­რებ­და, რომ გო­გო­ნებ­მა მკვლე­ლო­ბა სპონ­ტა­ნუ­რად ჩა­ი­დი­ნეს და არა გან­ზრახ.

იმა­ვე წელს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი აღი­ა­რა, მაგ­რამ მა­მის მი­მართ საქ­მის აღ­ძვრა­ზე ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო უარი თქვა. თუმ­ცა, 2021 წლის მარ­ტში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მა­ინც აღიძ­რა. დავ­თი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გახ­დე­ბა იმი­სა, რომ მკვლე­ლო­ბა თავ­დაც­ვის ფარ­გლებ­ში იყო ჩა­დე­ნი­ლი. ან­გე­ლი­ნას კი­დევ ერ­თმა ად­ვო­კატ­მა, ლექ­სეი პარ­შინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის და მისი კო­ლე­გე­ბი აპი­რე­ბენ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის შე­ტა­ნას კრის­ტი­ნას, ან­გე­ლი­ნა­სა და მა­რი­ას მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. დავ­თი­ა­ნის თქმით, პირ­ველ რიგ­ში, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ვად დე­ბის­თვის, რად­გან მათ, სა­ბო­ლო­ოდ, მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მიღ­წე­ვა შეძ­ლეს.

  • რა­ტომ უნდა დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს მი­ხე­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა რო­გორც თვით­დაც­ვა?

ბრალ­დე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ მკვლე­ლო­ბა გან­ზრახ იყო ჩა­დე­ნი­ლი, რად­გან მი­ხე­ილს ეძი­ნა, რო­დე­საც ქა­ლიშ­ვი­ლებ­მა მას დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იმ მო­მენ­ტში ისი­ნი თავს არ იცავ­დნენ. მარი დავ­თი­ა­ნი გან­მარ­ტავს, რომ თავ­დას­ხმა, უბ­რა­ლოდ, ასე არ მომ­ხდა­რა, არა­მედ იმი­ტომ, რომ დები წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნიც­დიდ­ნენ ძა­ლა­დო­ბას, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფრო სას­ტი­კი ხდე­ბო­და. უკა­ნას­კნელ დღეს კი კაცი პირ­და­პირ და­ე­მუქ­რა შვი­ლებს, რომ და­ხო­ცავ­და.

"სა­მი­ვე მათ­გა­ნი ჰყვე­ბო­და, რომ იმ დღეს ფიქ­რობ­დნენ, რომ ეს მათი უკა­ნას­კნე­ლი დღე იყო, მაგ­რამ მათ არ შე­ეძ­ლოთ თა­ვის დაც­ვა, რო­დე­საც ის ფხიზ­ლად იყო, რად­გან ის უზარ­მა­ზა­რი კაცი იყო. მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მო­დათ, რომ თავ­დაც­ვის ერ­თა­დერ­თი შან­სი იყო მა­შინ, რო­დე­საც მას ეძი­ნე­ბო­და, რად­გან მე­ო­რე შან­სი მათ არ ექ­ნე­ბო­დათ.

იმ დღეს მან უკვე, პრაქ­ტი­კუ­ლად, პირ­და­პირ თქვა, რომ შვი­ლებს და­ხო­ცავ­და. ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფსი­ქი­ატ­რი­ულ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ აჩ­ვე­ნა, რომ დებს გა­ნუ­ვი­თარ­დათ დამ­ცა­ვი თავ­დაც­ვი­თი რე­აქ­ცია.

  • მი­ხე­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ჩუ­გუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აპი­რებს მოს­კო­ვის ბუ­ტირსკის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას და რომ მოკ­ლუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა ბრალ­დე­ბა მხო­ლოდ მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის სი­ტყვებს ეფუძ­ნე­ბა.

თუმ­ცა, რო­გორც მარი დავ­თი­ა­ნი ამ­ბობს, სა­სა­მარ­თლო­ზე და­ი­კი­თხა და­ახ­ლო­ე­ბით 30 მოწ­მე, მათ შო­რის ექ­სპერ­ტე­ბი, დე­ბის მე­გობ­რე­ბი და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იცოდ­ნენ, რა ხდე­ბო­და ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის ოჯახ­ში. საკ­ვან­ძო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გახ­და გო­გო­ნე­ბის მი­მო­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, მე­სინ­ჯე­რებ­ში ერ­თმა­ნეთ­თან და მე­გობ­რებ­თან, რის წყა­ლო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ძა­ლა­დო­ბის პე­რი­ო­დე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია.

"ამ მი­მო­წე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ვა­ტა­რეთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ლინგვის­ტუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. დად­გინ­და, რომ გო­გო­ნე­ბი იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ ფი­ზი­კურ, სექ­სუ­ა­ლი­ზე­ბულ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ზე მათ მი­მართ. მათ შო­რის, ექ­სპერ­ტი­ზებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გო­გო­ნე­ბი აღიქ­ვამ­დნენ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მელ­შიც ცხოვ­რობ­დნენ, რო­გორც სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში, ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ გვქონ­და ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. ესეც პრე­ცე­დენ­ტია, მე მგო­ნია, ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი ერთ ადა­მი­ან­ზე ძნე­ლად თუ სად­მე სხვა საქ­მე­ში შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ. ყვე­ლა ამ ექ­სპერ­ტი­ზამ აჩ­ვე­ნა მძი­მე შე­დე­გე­ბი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. და ეს შე­დე­გე­ბი პირ­და­პირ კავ­შირ­ში იყო მა­მის მხრი­დან ხან­გრძლივ სის­ტე­მა­ტურ ძა­ლა­დო­ბას­თან“, - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

"მთელ­მა კლას­მა იცო­და, რა ხდე­ბო­და მათ სახ­ლში, არას­რულ­წლო­ვან­თა საქ­მე­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბამ იცო­და, არას­რულ­წლო­ვან­თა საქ­მე­ე­ბის კო­მი­სი­ამ იცო­და. მე, უბ­რა­ლოდ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმით, თუ რამ­დე­ნად უმოქ­მე­დო იყო სამ­სა­ხუ­რე­ბი დებ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის საქ­მე­ში. ნუთუ არ­ცერთ ზრდას­რულს არ უც­დია სა­უ­ბა­რი, უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნუ­რად სა­უ­ბა­რი ამ გო­გო­ნებ­თან“, - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

მისი თქმით, პო­ლი­ცი­ა­ში, სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებ­სა და სკო­ლებ­ში არ არი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ იმუ­შა­ონ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლებ­თან. ეს იმის შე­დე­გია, რომ რუ­სეთ­ში მსგავ­სი ტი­პის ძა­ლა­დო­ბა კრი­მი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი არ არის

ად­ვო­კა­ტი მარი დავ­თი­ა­ნი ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის დე­ბის საქ­მეს თა­ვის პრაქ­ტი­კა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რად მძი­მედ მი­იჩ­ნევს. პირ­ველ რიგ­ში, იმის გამო, რომ გან­ხილ­ვე­ბის დროს გა­ირ­კვა, რამ­დე­ნად სას­ტი­კად ეპყრო­ბო­და მი­ხე­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი თა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლებს. მე­ო­რეც, იმი­ტომ, რომ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი არა­ნა­ი­რად არ რე­ა­გი­რებ­დნენ ამ სი­სას­ტი­კე­ზე და არ ცდი­ლობ­დნენ კრის­ტი­ნას, ან­გე­ლი­ნა­სა და მა­რი­ას დახ­მა­რე­ბას.

"რო­დე­საც მი­მო­წე­რებს ვკი­თხუ­ლობ­დით, ჩვე­ნი მოწ­მე­ე­ბი ტი­როდ­ნენ, პრო­ცე­სის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ტი­რო­და.“ - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ხაჩატურიანების უმძიმესი საქმე: "დებს აკრძალული აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა" - მათ მიერ მოკლული მამა საკუთარი შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

ხაჩატურიანების უმძიმესი საქმე: "დებს აკრძალული აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა" -  მათ მიერ მოკლული მამა საკუთარი შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

2025 წლის 21 აპრილს მოსკოვის ბუტირსკის სასამართლომ მიხეილ ხაჩატურიანი სიკვდილის შემდეგ დამნაშავედ ცნო პორნოგრაფიის გავრცელებაში, წამებასა და სექსუალურ ძალადობაში საკუთარი ქალიშვილების მიმართ.

2018 წლის ზაფხულში კრისტინამ, ანგელინამ და მარია ხაჩატურიანებმა საკუთარი მამა მოკლეს. უკვე ექვსი წელია, გოგონების დაცვა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს თავდაცვა იყო.

ანგელინა ხაჩატურიანის ადვოკატი, მარი დავთიანი BBC-სთან საქმის დეტალებზე საუბრობს.

"ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ვკითხავდით, თავს წამების იარაღად ვგრძნობდი..."

ამჟამად სამივე და თავისუფალია, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. გოგონებს არ შეუძლიათ ინტერნეტის გამოყენება, მედიასთან და ერთმანეთთან ურთიერთობა. ადვოკატს ეს პირობა განსაკუთრებულად სასტიკად მიაჩნია.

"ისინი გადარჩნენ, იმის წყალობით, რომ ძალადობის წლებში თითოეული ცდილობდა დაეცვა ორი სხვა. და როდესაც სასამართლომ აუკრძალა მათ ერთმანეთთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ეს მძიმე იყო. მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ სხვა არჩევანი ამჟამად არ გვქონდა, ალტერნატივა იყო პატიმრობა“, - ამბობს დავთიანი.

2020 წლის ნოემბერში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დებს დედასთან - აურელია დუნდუკთან ურთიერთობის უფლება მისცა. 2015 წელს ხაჩატურიანმა ცოლი სახლიდან გააგდო და აუკრძალა ქალიშვილებთან საუბარი, ამიტომ ქალმა დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა მამის მხრიდან ძალადობაზე. მას შემდეგ, რაც გოგონებმა მამა მოკლეს, დედა იმ დღიდან ცდილობდა შვილების დაცვასა და დახმარებას.

მათ ძალიან უყვარდათ დედა, და ფაქტობრივად, სწორედ მისი გადარჩენისა და დაცვის მიზნით დათანხმდნენ მამასთან ცხოვრებას, რომ დედა წასულიყო. ფიქრობდნენ, რომ დედას მაინც უნდა ეცხოვრა მშვიდად, რადგან ცხოვრებაში კარგი არაფერი ენახა.

"შემიძლია ვთქვა, რომ მან, უბრალოდ,მშვენიერი გოგონები აღზარდა: ჭკვიანები, ძლიერები, მამაცები. ეს მისი დამსახურებაა“, - ამბობს ადვოკატი.

  • მისი თქმით, ამჟამად დებმა დაამთავრეს სკოლა, მუშაობენ და ცდილობენ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ. მაგრამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია უჭირთ, რადგან გაჭიანურებული სასამართლო პროცესი ამის საშუალებას არ აძლევთ. გოგონებს არაერთხელ მოუწიათ ჩვენების მიცემა და მუდმივად უწევთ იმის გახსენება, რაც გადაიტანეს.

"ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ვკითხავთ, პირადად მე თავს წამების იარაღად ვგრძნობ. თუმცა ჩვენ ადვოკატებმა ვიცით ამის სიფრთხილით კეთება, ამაში გაწვრთნილები ვართ, დიდი გამოცდილება გვაქვს და ვცდილობთ ყველა შედეგი მინიმუმამდე დავიყვანოთ. მაგრამ როდესაც ეს ხდება უამრავჯერ გინდა თუ არა, ტკივილს და ტანჯვას აყენებ მათ“, - ამბობს დავთიანი.

2019 წელს დებს ბრალი წაუყენეს წინასწარი შეთანხმებით მკვლელობაში. ადვოკატები მაშინვე მოითხოვდნენ საქმის გადაკვალიფიცირებას თავდაცვის მუხლით, ხოლო გოგონების დაზარალებულებად ცნობას.

  • როგორც ექსპერტიზამ აჩვენა, ბოლო თავდასხმა მიხეილ ხაჩატურიანის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, როდესაც მან, სავარაუდოდ, "დასაჯა“ ქალიშვილები არეულობისთვის. მან ოთახში სათითაოდ იხმო ისინი და სახეში წიწაკის გაზი შეასხა. ეს, ადვოკატების მტკიცებით, ადასტურებდა, რომ გოგონებმა მკვლელობა სპონტანურად ჩაიდინეს და არა განზრახ.

იმავე წელს საგამოძიებო კომიტეტმა ძალადობის ფაქტები აღიარა, მაგრამ მამის მიმართ საქმის აღძვრაზე ხაჩატურიანის გარდაცვალების გამო უარი თქვა. თუმცა, 2021 წლის მარტში სისხლის სამართლის საქმე მაინც აღიძრა. დავთიანი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ამჟამინდელი გადაწყვეტილება სერიოზული მტკიცებულება გახდება იმისა, რომ მკვლელობა თავდაცვის ფარგლებში იყო ჩადენილი. ანგელინას კიდევ ერთმა ადვოკატმა, ლექსეი პარშინმა განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები აპირებენ შუამდგომლობის შეტანას კრისტინას, ანგელინასა და მარიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. დავთიანის თქმით, პირველ რიგში, სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია თავად დებისთვის, რადგან მათ, საბოლოოდ, მრავალი წლის შემდეგ სამართლიანობის მიღწევა შეძლეს.

  • რატომ უნდა დაკვალიფიცირდეს მიხეილ ხაჩატურიანის მკვლელობა როგორც თვითდაცვა?

ბრალდება ამტკიცებდა, რომ მკვლელობა განზრახ იყო ჩადენილი, რადგან მიხეილს ეძინა, როდესაც ქალიშვილებმა მას დარტყმა მიაყენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში ისინი თავს არ იცავდნენ. მარი დავთიანი განმარტავს, რომ თავდასხმა, უბრალოდ, ასე არ მომხდარა, არამედ იმიტომ, რომ დები წლების განმავლობაში განიცდიდნენ ძალადობას, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო სასტიკი ხდებოდა. უკანასკნელ დღეს კი კაცი პირდაპირ დაემუქრა შვილებს, რომ დახოცავდა.

"სამივე მათგანი ჰყვებოდა, რომ იმ დღეს ფიქრობდნენ, რომ ეს მათი უკანასკნელი დღე იყო, მაგრამ მათ არ შეეძლოთ თავის დაცვა, როდესაც ის ფხიზლად იყო, რადგან ის უზარმაზარი კაცი იყო. მათ შესანიშნავად ესმოდათ, რომ თავდაცვის ერთადერთი შანსი იყო მაშინ, როდესაც მას ეძინებოდა, რადგან მეორე შანსი მათ არ ექნებოდათ.

იმ დღეს მან უკვე, პრაქტიკულად, პირდაპირ თქვა, რომ შვილებს დახოცავდა. ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ დებს განუვითარდათ დამცავი თავდაცვითი რეაქცია.

  • მიხეილ ხაჩატურიანის ადვოკატმა გიორგი ჩუგუაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს მოსკოვის ბუტირსკის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას და რომ მოკლულის წინააღმდეგ ყველა ბრალდება მხოლოდ მისი ქალიშვილების სიტყვებს ეფუძნება.

თუმცა, როგორც მარი დავთიანი ამბობს, სასამართლოზე დაიკითხა დაახლოებით 30 მოწმე, მათ შორის ექსპერტები, დების მეგობრები და თანაკლასელები, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში იცოდნენ, რა ხდებოდა ხაჩატურიანების ოჯახში. საკვანძო მტკიცებულებები გახდა გოგონების მიმოწერა სოციალურ ქსელებში, მესინჯერებში ერთმანეთთან და მეგობრებთან, რის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ძალადობის პერიოდების რეკონსტრუქცია.

"ამ მიმოწერების საფუძველზე ჩავატარეთ ფსიქოლოგიურ-ლინგვისტური ექსპერტიზები. დადგინდა, რომ გოგონები იტყობინებოდნენ ფიზიკურ, სექსუალიზებულ, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მათ მიმართ. მათ შორის, ექსპერტიზებმა აჩვენა, რომ გოგონები აღიქვამდნენ სიტუაციას, რომელშიც ცხოვრობდნენ, როგორც სიცოცხლისთვის საშიშს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი რაოდენობით ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზები. ესეც პრეცედენტია, მე მგონია, ასეთი რაოდენობის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზები ერთ ადამიანზე ძნელად თუ სადმე სხვა საქმეში შეიძლება ნახოთ. ყველა ამ ექსპერტიზამ აჩვენა მძიმე შედეგები ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. და ეს შედეგები პირდაპირ კავშირში იყო მამის მხრიდან ხანგრძლივ სისტემატურ ძალადობასთან“, - ამბობს ადვოკატი.

"მთელმა კლასმა იცოდა, რა ხდებოდა მათ სახლში, არასრულწლოვანთა საქმეების განყოფილებამ იცოდა, არასრულწლოვანთა საქმეების კომისიამ იცოდა. მე, უბრალოდ, გაოგნებული ვიყავი იმით, თუ რამდენად უმოქმედო იყო სამსახურები დებ ხაჩატურიანების საქმეში. ნუთუ არცერთ ზრდასრულს არ უცდია საუბარი, უბრალოდ, ადამიანურად საუბარი ამ გოგონებთან“, - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, პოლიციაში, სოციალურ სამსახურებსა და სკოლებში არ არიან სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებთან. ეს იმის შედეგია, რომ რუსეთში მსგავსი ტიპის ძალადობა კრიმინალიზებული არ არის

ადვოკატი მარი დავთიანი ხაჩატურიანების დების საქმეს თავის პრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურად მძიმედ მიიჩნევს. პირველ რიგში, იმის გამო, რომ განხილვების დროს გაირკვა, რამდენად სასტიკად ეპყრობოდა მიხეილ ხაჩატურიანი თავის ქალიშვილებს. მეორეც, იმიტომ, რომ გარშემომყოფები არანაირად არ რეაგირებდნენ ამ სისასტიკეზე და არ ცდილობდნენ კრისტინას, ანგელინასა და მარიას დახმარებას.

"როდესაც მიმოწერებს ვკითხულობდით, ჩვენი მოწმეები ტიროდნენ, პროცესის ყველა მონაწილე ტიროდა.“ - ამბობს ადვოკატი.