მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს" - "ახალი" ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრაზე უარს ამბობს
"ის შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს" - "ახალი" ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრაზე უარს ამბობს

პარ­ტია "ახა­ლის" წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, ფე­რი­დუნ სი­ნირ­ლი­ოღ­ლუს­თან შეხ­ვედ­რას არ აპი­რე­ბენ. ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • რო­გორც პარ­ტი­ა­ში აცხა­დე­ბენ, "რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბის­თვი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვის­თვის, სი­ცხა­დე და თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია".

"გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტოთ ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, ბა­ტონ ფე­რი­დუნ ჰ. სი­ნირ­ლი­ოღ­ლუს­თან შეხ­ვედ­რა­ზე ჩვე­ნი უა­რის მი­ზე­ზი.

დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია, რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით - კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გას­ვლით, არ­ჩევ­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბით, მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წა­მე­ბი­თა და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის და­კა­ვე­ბე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. აღ­ნიშ­ნულ ვი­თა­რე­ბა­ში, ეუთო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი შეხ­ვდა არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და არც ერთი სი­ტყვით არ შე­ხე­ბია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ კრი­ზისს, რაც რე­ჟი­მის მხრი­დან რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის სტილ­ში უკვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მათი ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ეუთო/ოდი­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნით, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ­მა დარ­ღვე­ვებ­მა ძირი გა­მო­უ­თხა­რეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას პრო­ცე­სი­სად­მი.

სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბის­თვი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ცხა­დე და თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი, მათ შო­რის ეუთო-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მი­მართ ე.წ. ვე­ნის მე­ქა­ნიზ­მი აა­მოქ­მე­დეს, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ბე­ლო­რუ­სი­სა და რუ­სე­თის მი­მართ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ის შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს" - "ახალი" ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრაზე უარს ამბობს

"ის შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს" - "ახალი" ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრაზე უარს ამბობს

პარტია "ახალის" წევრები აცხადებენ, რომ მისი წარმომადგენლები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრას არ აპირებენ. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

  • როგორც პარტიაში აცხადებენ, "რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის, სიცხადე და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია".

"გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ბატონ ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუსთან შეხვედრაზე ჩვენი უარის მიზეზი.

დღეს, საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით - კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული. აღნიშნულ ვითარებაში, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარეს საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.

სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელორუსისა და რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული“,- ნათქვამია განცხადებაში.