სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის პროტესტის მიუხედავად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თვითმფრინავები იფრენენ" - რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი
"თბილისის პროტესტის მიუხედავად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თვითმფრინავები იფრენენ" - რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი

რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­წყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტში ფრე­ნე­ბი აუკ­რძა­ლოს, - ამის შე­სა­ხებ რუ­სეთ­ში აფხა­ზე­თის ე.წ. ელჩმა, ალ­ხას კვი­ცი­ნი­ამ რუ­სულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს ქმე­დე­ბებს ობი­ექ­ტუ­რად გარ­და­უ­ვალ პრო­ცეს­ში ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბად მი­ვიჩ­ნევთ. აფხა­ზე­თი და რუ­სე­თი უკვე შე­თან­ხმდნენ სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა­ზე და ის გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით და­ი­წყე­ბა. მო­ვუ­წო­დებთ თბი­ლისს, უარი თქვას კონფრონ­ტა­ცი­ულ რი­ტო­რი­კა­ზე და ხელი მო­ა­წე­როს ჩვენ­თან შე­თან­ხმე­ბას ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თვითმფრი­ნა­ვე­ბი იფ­რე­ნენ და თბი­ლი­სის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, აფხა­ზე­თი­სა და რუ­სე­თის მა­ცხოვ­რებ­ლებს ერ­თმა­ნეთ­თან თა­ვი­სუფ­ლად ფრე­ნა შე­ეძ­ლე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და ალ­ხას კვი­ცი­ნი­ამ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ მი­მარ­თა სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (ICAO) რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სო­ხუმ­ში ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით.

„სა­ქარ­თვე­ლოს თვალ­საზ­რი­სით, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა უკა­ნო­ნოა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ჩი­კა­გოს კონ­ვენ­ცი­ას არ­ღვევს, რად­გან აე­რო­პორ­ტს არ აქვს თბი­ლი­სის სერ­ტი­ფი­კა­ტი“, - აღ­ნიშ­ნა ე.წ. ელჩმა.

მისი თქმით, აფხა­ზუ­რი მხა­რე უშე­დე­გოდ მი­იჩ­ნევს რეს­პუბ­ლი­კის იზო­ლი­რე­ბის მიზ­ნით ICAO-ს გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბებს.

„დიახ, ფორ­მა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო ICAO-ში უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს და ჩვე­ნი აე­რო­პორ­ტის კოდი იქ 2006 წლი­დან გა­უქ­მე­ბუ­ლია. თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვეს­მო­დეს: მოს­კო­ვი-სო­ხუ­მის და­გეგ­მი­ლი რე­ი­სე­ბი არა­ვის უსაფრ­თხო­ე­ბას არ არ­ღვევს“, - აღ­ნიშ­ნა კვი­ცი­ნი­ამ.

მისი თქმით, რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის და­წყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­რი­ღი 1-ელი მა­ი­სია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"თბილისის პროტესტის მიუხედავად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თვითმფრინავები იფრენენ" - რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი

"თბილისის პროტესტის მიუხედავად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თვითმფრინავები იფრენენ" - რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი

რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გეგმის შესაბამისად დაიწყება საქართველოს მცდელობის მიუხედავად, რუსულ ავიაკომპანიებს სოხუმის აეროპორტში ფრენები აუკრძალოს, - ამის შესახებ რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ალხას კვიცინიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველოს ქმედებებს ობიექტურად გარდაუვალ პროცესში ჩარევის მცდელობად მივიჩნევთ. აფხაზეთი და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ საჰაერო მიმოსვლაზე და ის გრაფიკის მიხედვით დაიწყება. მოვუწოდებთ თბილისს, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე და ხელი მოაწეროს ჩვენთან შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინავები იფრენენ და თბილისის პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთისა და რუსეთის მაცხოვრებლებს ერთმანეთთან თავისუფლად ფრენა შეეძლებათ“, - განაცხადა ალხას კვიცინიამ.

მისი თქმით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) რუსული ავიაკომპანიებისთვის სოხუმში ფრენების აკრძალვის მოთხოვნით.

„საქართველოს თვალსაზრისით, სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირება უკანონოა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციას არღვევს, რადგან აეროპორტს არ აქვს თბილისის სერტიფიკატი“, - აღნიშნა ე.წ. ელჩმა.

მისი თქმით, აფხაზური მხარე უშედეგოდ მიიჩნევს რესპუბლიკის იზოლირების მიზნით ICAO-ს გამოყენების მცდელობებს.

„დიახ, ფორმალურად საქართველო ICAO-ში უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს და ჩვენი აეროპორტის კოდი იქ 2006 წლიდან გაუქმებულია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს: მოსკოვი-სოხუმის დაგეგმილი რეისები არავის უსაფრთხოებას არ არღვევს“, - აღნიშნა კვიცინიამ.

მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების ოფიციალური თარიღი 1-ელი მაისია.