რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"დანგრეულია საცხოვრებელ სახლები, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნა გრძელდება“, - აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ტელეგრამარხებზე კიევიდან უმძიმესი კადრები ვრცელდება, რომელსაც სრულად არ გთავაზობთ.
ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. ნაწილი კლინიკებშია გადაყვანილი, ნაწილთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქ ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.