მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზელენსკის დასაკვეხნი არაფერი აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია" - ტრამპი
"ზელენსკის დასაკვეხნი არაფერი აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია" - ტრამპი

უკ­რა­ი­ნის­თვის ვი­თა­რე­ბა სა­ზა­რე­ლია, ზე­ლენ­სკის შე­უძ­ლია ჰქონ­დეს მშვი­დო­ბა, ან კი­დევ სამი წელი იბ­რძო­ლოს, სა­ნამ მთლი­ან ქვე­ყა­ნას არ და­კარ­გავს,- ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი პლატ­ფორ­მა Truth Social-ზე წერს.

“უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი, Wall Street Journal-ის პირ­ველ გვერ­დზე იკ­ვეხ­ნის, რომ “უკ­რა­ი­ნა იუ­რი­დი­უ­ლად არ აღი­ა­რებს ყი­რი­მის ოკუ­პა­ცი­ას. ამა­ზე არა­ფე­რი არაა სა­ლა­პა­რა­კო”.

ეს გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია რუ­სეთ­თან სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის იმ მხრივ, რომ ყი­რი­მი და­კარ­გულ იქნა წლე­ბის წინ ბა­რაკ ჰუ­სე­ინ ობა­მას დროს, და გან­ხილ­ვის სა­გა­ნი არ­ცაა. არა­ვის არ სთხოვს ზე­ლენ­სკის ყი­რი­მის რუ­სულ ტე­რი­ტო­რი­ად აღი­ა­რე­ბას, მაგ­რამ თუ მას ყი­რი­მი სურს, რა­ტომ არ იბ­რძო­ლეს მის­თვის თერ­თმე­ტი წლის წინ, რო­დე­საც ის რუ­სეთს გას­რო­ლის გა­რე­შე გა­და­ე­ცა? “ობა­მას გა­და­ცე­მამ­დე” ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წლე­ბია მდე­ბა­რე­ობ­და რუ­სე­თის წყალ­ქვე­შა გე­მე­ბის­თვის დიდი ბა­ზე­ბი.

ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბის მსგავ­სი წამ­ქე­ზე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ­თუ­ლებს ამ ომის მოგ­ვა­რე­ბას. და­საკ­ვეხ­ნი არა­ფე­რი არ აქვს! უკ­რა­ი­ნის­თვის ვი­თა­რე­ბა სა­ზა­რე­ლია - მას შე­უძ­ლია ჰქონ­დეს მშვი­დო­ბა, ან კი­დევ სამი იბ­რძო­ლოს, სა­ნამ მთლი­ან ქვე­ყა­ნას არ და­კარ­გავს. რუ­სეთ­თან საქ­მე არ მაქვს, მაგ­რამ საქ­მე მაქვს იმას­თან, რომ მსურს გა­და­ვარ­ჩი­ნო, სა­შუ­ა­ლოდ, კვი­რა­ში ხუთი ათა­სი რუსი და უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ უმი­ზე­ზოდ იღუ­პე­ბი­ან.

ზე­ლენ­სკის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა “სა­საკ­ლა­ოს” გაგ­რძე­ლე­ბის გარ­და არა­ფერს არ გა­ა­კე­თებს, და არა­ვის არ უნდა ეს! ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ შე­თან­ხმე­ბას­თან, მაგ­რამ კაც­მა, რო­მელ­საც “სა­თა­მა­შოდ კარ­ტე­ბი არ აქვს” ახლა, სა­ბო­ლო­ოდ, უნდა გა­ა­კე­თოს ეს. მო­უთ­მენ­ლად ველი შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ვეხ­მა­რო უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთს, რომ გა­მო­ვიდ­ნენ ამ სრუ­ლი და ტო­ტა­ლუ­რი არე­უ­ლო­ბი­დან, რო­მე­ლიც არ და­ი­წყე­ბო­და მე რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი პრე­ზი­დენ­ტი!” - წერს ტრამ­პი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ზელენსკის დასაკვეხნი არაფერი აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია" - ტრამპი

"ზელენსკის დასაკვეხნი არაფერი აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია" - ტრამპი

უკრაინისთვის ვითარება საზარელია, ზელენსკის შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

“უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, Wall Street Journal-ის პირველ გვერდზე იკვეხნის, რომ “უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას. ამაზე არაფერი არაა სალაპარაკო”.

ეს განცხადება ძალიან დამაზიანებელია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ მხრივ, რომ ყირიმი დაკარგულ იქნა წლების წინ ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს, და განხილვის საგანი არცაა. არავის არ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსულ ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ თუ მას ყირიმი სურს, რატომ არ იბრძოლეს მისთვის თერთმეტი წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა? “ობამას გადაცემამდე” ტერიტორიაზე წლებია მდებარეობდა რუსეთის წყალქვეშა გემებისთვის დიდი ბაზები.

ზელენსკის განცხადების მსგავსი წამქეზებელი განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. დასაკვეხნი არაფერი არ აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია - მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს. რუსეთთან საქმე არ მაქვს, მაგრამ საქმე მაქვს იმასთან, რომ მსურს გადავარჩინო, საშუალოდ, კვირაში ხუთი ათასი რუსი და უკრაინელი სამხედრო, რომლებიც საერთოდ უმიზეზოდ იღუპებიან.

ზელენსკის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება “სასაკლაოს” გაგრძელების გარდა არაფერს არ გააკეთებს, და არავის არ უნდა ეს! ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ კაცმა, რომელსაც “სათამაშოდ კარტები არ აქვს” ახლა, საბოლოოდ, უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს, რომ გამოვიდნენ ამ სრული და ტოტალური არეულობიდან, რომელიც არ დაიწყებოდა მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!” - წერს ტრამპი.